სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანა ნიკოლ სმიტის ქალიშვილი სამოდელო ბიზნესში ჩაერთო
ანა ნიკოლ სმიტის ქალიშვილი სამოდელო ბიზნესში ჩაერთო

2007 წელს გარ­დაც­ვლი­ლი მო­დე­ლი­სა და ჟურ­ნალ "Playboy"-ს ვარ­სკვლავ ანა ნი­კოლ სმი­ტის ქა­ლიშ­ვი­ლი, 6 წლის და­ნი­ე­ლი­ნი სა­მო­დე­ლო ბიზ­ნეს­ში ჩა­ერ­თო. გო­გო­ნა ბავ­შვე­ბის სა­მო­სის პო­პუ­ლა­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის Guess Kids-ის სახე გახ­და.

და­ნი­ე­ლინს მემ­კვიდ­რე­ო­ბით დე­დის სი­ლა­მა­ზე ერგო - ფო­ტოგ­რა­ფე­ბი პა­ტა­რას გა­რეგ­ნო­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­ნი დარ­ჩნენ; ქერა, ცის­ფერ­თვა­ლე­ბა გო­გო­ნამ ფო­ტო­სე­სი­ა­ზე ყვე­ლა მო­ხიბ­ლა. და­ნი­ე­ლინ­მა Guess Kids-ის გა­ზა­ფხუ­ლის 2013 წლის კო­ლექ­ცი­ი­დან რამ­დე­ნი­მე სა­მო­სი მო­ირ­გო. სიმ­ბო­ლუ­რია, რომ ნი­კო­ლიც Guess-ის სახე იყო და მან მო­დე­ლი კლა­უ­დია ში­ფე­რი 1992 წელს შეც­ვა­ლა.

"ფო­ტო­სე­სი­ა­ზე და­ნი­ე­ლი­ნი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ფო­ტო­მო­დე­ლი­ვით იქ­ცე­ო­და. ანას ძა­ლი­ან ჰგავს და ისე­თი­ვე ხა­ლი­სი­ა­ნია, რო­გო­რიც დე­და­მი­სი იყო", - გა­ნა­ცხა­და Guess-ის დი­რექ­ტორ­მა პოლ მარ­ჩი­ა­ნომ.

გო­გო­ნა დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მა­მას­თან ერ­თად ცხოვ­რობს.

ანა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ 1992 წელს, ჟურ­ნალ "Playboy"-ს მარ­ტის თვის გა­მო­ცე­მის გა­რე­კა­ნი­დან გა­იც­ნო. 180 სან­ტი­მეტ­რის სი­მაღ­ლის ნი­კო­ლი ზედ­მე­ტად ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი იყო, თუმ­ცა ამ ფაქტს მის­თვის ხელი არ შე­უშ­ლია, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი გავ­ლე­ნი­ა­ნი მო­დე­ლი გამ­ხდა­რი­ყო.

1985 წელს 17 წლის ანა რეს­ტორ­ნის მზა­რე­ულ­ზე, 16 წლის ბილი სმიტ­ზე და­ქორ­წინ­და. წყვილს ვაჟი და­ნი­ე­ლი შე­ე­ძი­ნათ. ანა და ბილი 2 წლის შემ­დეგ გან­ქორ­წინ­დნენ.

1991 წელს სმი­ტი ამე­რი­კელ ბიზ­ნეს მაგ­ნატს ჯე­იმს ჰო­ვარდ მარ­შალს შეხ­ვდა. 1994 წელს 26 წლის ნი­კო­ლი და 89 წლის მარ­შა­ლი და­ქორ­წინ­დნენ. წყვი­ლის ქორ­წი­ნე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არა­ვინ და­ი­ჯე­რა, რომ ნი­კო­ლი 63 წლით უფ­როს მი­ლი­არ­დერს სიყ­ვა­რუ­ლით მის­თხოვ­და. ქორ­წი­ლი­დან 13 თვის შემ­დეგ ნი­კო­ლი დაქვრივ­და. ნი­კოლ­მა და მარ­შა­ლის შვილ­მა კი სა­სა­მარ­თლო­ზე 1.6 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის გა­ნა­წი­ლე­ბა­ზე ნამ­დვი­ლი ომი გა­ა­ჩა­ღეს.

2006 წელს ანამ გო­გო­ნა და­ნი­ე­ლი­ნი გა­ა­ჩი­ნა. ანას ქა­ლიშ­ვი­ლი ფო­ტოგ­რაფ ლარი ბირკჰე­დის­გან შე­ე­ძი­ნა. ანას უფ­რო­სი შვი­ლი და­ნი­ე­ლი 2006 წელს 20 წლის ასაკ­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა.

ანა ნი­კოლ სმი­ტი 2007 წელს ღა­მით ფლო­რი­დის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იპო­ვეს. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნი­დან ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის შემ­დეგ, მო­დე­ლი გონ­ზე მო­უს­ვლე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. ანა ვა­ჟის და­კარ­გვი­დან 5 თვის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

ანა ნი­კოლ სმი­ტის ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი ვიკი ლინ ჰო­გა­ნია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

ანა ნიკოლ სმიტის ქალიშვილი სამოდელო ბიზნესში ჩაერთო

ანა ნიკოლ სმიტის ქალიშვილი სამოდელო ბიზნესში ჩაერთო

2007 წელს გარდაცვლილი მოდელისა და ჟურნალ "Playboy"-ს ვარსკვლავ ანა ნიკოლ სმიტის ქალიშვილი, 6 წლის დანიელინი სამოდელო ბიზნესში ჩაერთო. გოგონა ბავშვების სამოსის პოპულარული კომპანიის Guess Kids-ის სახე გახდა.

დანიელინს მემკვიდრეობით დედის სილამაზე ერგო - ფოტოგრაფები პატარას გარეგნობით აღფრთოვანებულნი დარჩნენ; ქერა, ცისფერთვალება გოგონამ ფოტოსესიაზე ყველა მოხიბლა. დანიელინმა Guess Kids-ის გაზაფხულის 2013 წლის კოლექციიდან რამდენიმე სამოსი მოირგო. სიმბოლურია, რომ ნიკოლიც Guess-ის სახე იყო და მან მოდელი კლაუდია შიფერი 1992 წელს შეცვალა.

"ფოტოსესიაზე დანიელინი ჩამოყალიბებული ფოტომოდელივით იქცეოდა. ანას ძალიან ჰგავს და ისეთივე ხალისიანია, როგორიც დედამისი იყო", - განაცხადა Guess-ის დირექტორმა პოლ მარჩიანომ.

გოგონა დედის გარდაცვალების შემდეგ მამასთან ერთად ცხოვრობს.

ანა საზოგადოებამ 1992 წელს, ჟურნალ "Playboy"-ს მარტის თვის გამოცემის გარეკანიდან გაიცნო. 180 სანტიმეტრის სიმაღლის ნიკოლი ზედმეტად ჭარბწონიანი იყო, თუმცა ამ ფაქტს მისთვის ხელი არ შეუშლია, მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი მოდელი გამხდარიყო.

1985 წელს 17 წლის ანა რესტორნის მზარეულზე, 16 წლის ბილი სმიტზე დაქორწინდა. წყვილს ვაჟი დანიელი შეეძინათ. ანა და ბილი 2 წლის შემდეგ განქორწინდნენ.

1991 წელს სმიტი ამერიკელ ბიზნეს მაგნატს ჯეიმს ჰოვარდ მარშალს შეხვდა. 1994 წელს 26 წლის ნიკოლი და 89 წლის მარშალი დაქორწინდნენ. წყვილის ქორწინებამ საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. რასაკვირველია, არავინ დაიჯერა, რომ ნიკოლი 63 წლით უფროს მილიარდერს სიყვარულით მისთხოვდა. ქორწილიდან 13 თვის შემდეგ ნიკოლი დაქვრივდა. ნიკოლმა და მარშალის შვილმა კი სასამართლოზე 1.6 მილიარდი დოლარის განაწილებაზე ნამდვილი ომი გააჩაღეს.

2006 წელს ანამ გოგონა დანიელინი გააჩინა. ანას ქალიშვილი ფოტოგრაფ ლარი ბირკჰედისგან შეეძინა. ანას უფროსი შვილი დანიელი 2006 წელს 20 წლის ასაკში მედიკამენტების გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა.

ანა ნიკოლ სმიტი 2007 წელს ღამით ფლორიდის ერთ-ერთ სასტუმროში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. საავადმყოფოში გადაყვანიდან ნახევარი საათის შემდეგ, მოდელი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ანა ვაჟის დაკარგვიდან 5 თვის შემდეგ გარდაიცვალა.

ანა ნიკოლ სმიტის ნამდვილი სახელი და გვარი ვიკი ლინ ჰოგანია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება