პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს გარდა, გაზის ტარიფის სუბსიდირებას არსად გაურბიან
საქართველოს გარდა, გაზის ტარიფის სუბსიდირებას არსად გაურბიან

გა­ზის ტა­რი­ფის გა­ნა­ხევ­რე­ბა არ მოხ­დე­ბა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თქმით, "გა­ზის ტა­რი­ფის შემ­ცი­რე­ბის რე­სურ­სი ქვეყ­ნის შიგ­ნით უნდა მოვ­ძებ­ნოთ." რო­გორ? ამა­ზე დღემ­დე არც პრე­მი­ერს, არც ენერ­გე­ტი­კის და არც ფი­ნანსთა მი­ნისტრს გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ. არა­და, რო­გორც ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, მთავ­რო­ბას იმის რე­სურ­სი, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას სა­ტა­რი­ფო ტვირ­თი შე­უმ­სუ­ბუ­ქოს, ქვე­ყა­ნას რე­ა­ლუ­რად გა­აჩ­ნია და ეს ტა­რი­ფის სუბ­სი­დი­რე­ბა ან თუნ­დაც სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი ტა­რი­ფის და­წე­სე­ბაა. ასეთ ხერ­ხს კი არა მარ­ტო გა­ზის მწარ­მო­ე­ბე­ლი და ექ­სპორ­ტი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი, არა­მედ სატ­რან­ზი­ტო ქვეყ­ნე­ბი, მათ შო­რის, უკ­რა­ი­ნა და ბე­ლო­რუ­სიც მი­მარ­თა­ვენ.

მე­ზო­ბე­ლი რუ­სე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, სომ­ხე­თი, მე­გო­ბა­რი უკ­რა­ი­ნა და ბე­ლო­რუ­სი - ეს ის ქვეყ­ნე­ბია, სა­დაც ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის რე­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ­ცთუ და­ბა­ლია, თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბას ეს ტვირ­თი ნაკ­ლე­ბად აწევს. რუ­სე­თი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მწარ­მო­ე­ბელ-ექ­სპორ­ტი­ო­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი არი­ან და მათი მო­სახ­ლე­ო­ბა გაზს შე­ღა­ვა­თი­ან ფას­ში იღებს. ბე­ლო­რუ­სი და უკ­რა­ი­ნა სატ­რან­ზი­ტო ქვეყ­ნე­ბია, მაგ­რამ აქაც ტა­რი­ფი სუბ­სი­დი­რე­ბუ­ლია. სომ­ხეთ­ში კი, რო­მე­ლიც არც მწარ­მო­ე­ბე­ლია, არც სატ­რან­ზი­ტო, იქაც კი მო­სახ­ლე­ო­ბა ბუ­ნებ­რივ აირს შე­ღა­ვა­თი­ან ფა­სებ­ში იღებს.

გა­მო­ნაკ­ლი­სი მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოა, სა­დაც ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ორი მილი გა­დის და ორი ქვეყ­ნის ტრან­ზიტს ახორ­ცი­ე­ლებს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გა­ზის ტა­რი­ფი არც სუბ­სი­დი­რე­ბუ­ლია და შე­ღა­ვა­თე­ბიც დღემ­დე არ მოქ­მე­დებს. არა­და ექ­სპერტთა თქმით, ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ქვე­ყა­ნას ნამ­დვი­ლად აქვს.

ტა­რი­ფის სუბ­სი­დი­რე­ბის სქე­მა

სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბა 1 კბ/მეტრ ბუ­ნებ­რივ აირს 51 თეთ­რად ყი­დუ­ლობს, იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­ში ბე­ლო­რუ­სი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი 18-20 თეთ­რს იხ­დი­ან, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი კი - 15-21 თეთ­რს. არც ერთ ზე­მო­თჩა­მოთ­ვლილ ქვე­ყე­ნას სა­კუ­თა­რი გაზი არ აქვს, სა­მი­ვე მის იმ­პორ­ტს ეწე­ვა და იმავდრო­უ­ლად, სა­მი­ვე ქვე­ყა­ნა გა­ზის ტრან­ზიტს ახორ­ცი­ე­ლებს (უკ­რა­ი­ნა-ბე­ლო­რუ­სი-რუ­სუ­ლი გა­ზის, სა­ქარ­თვე­ლო კი - რუ­სულ­თან ერ­თად აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი აი­რის). თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ბუ­ნებ­რი­ვი აირი 2-ჯერ ძვი­რი ღირს, ვიდ­რე უკ­რა­ი­ნე­ლის­თვის ანდა ბე­ლო­რუ­სის­თვის.

უკ­რა­ი­ნა­ში ტა­რი­ფის დად­გე­ნა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის მოხ­მა­რე­ბის ოდე­ნო­ბა. კერ­ძოდ, ის აბო­ნენ­ტი, რო­მე­ლიც წლი­უ­რად 2500 კუ­ბურ მეტრ გაზს მო­იხ­მარს, 1 კუ­ბურ მეტრში სულ რა­ღაც 72,54 უკ­რა­ი­ნულ კა­პიკს, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 15 თეთ­რს იხ­დის. წლი­უ­რი 6 ათა­სი კუ­ბუ­რი მეტ­რამ­დე აი­რის მოხ­მა­რე­ბი­სას კი აბო­ნენ­ტი 109,80 კა­პიკს, და­ახ­ლო­ე­ბით 21-22 თეთ­რს იხ­დის. მე­სა­მე სა­ფე­ხუ­რია წლი­უ­რი 12 ათა­სამ­დე კუ­ბუ­რი მეტ­რი გაზი, რაც აბო­ნენტს 224,82 კა­პი­კი, და­ახ­ლო­ე­ბით 45-46 თეთ­რი უჯ­დე­ბა. 12 ათას კუ­ბუ­რი მეტ­რი გა­ზის მოხ­მა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი აბო­ნენ­ტი 268,56 კა­პიკს, და­ახ­ლო­ე­ბით 55 თეთ­რს იხ­დის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ უკ­რა­ი­ნა დღემ­დე გა­ზის სუბ­სი­დი­რე­ბას ახ­დენს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მსოფ­ლი­ოს სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დი ოფი­ცი­ა­ლურ კი­ევს სუბ­სი­დი­რე­ბის პროგ­რა­მის შე­ჩე­რე­ბას უკვე წლე­ბია ურ­ჩევს, ია­ნუ­კო­ვი­ჩის მთავ­რო­ბა ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის­გან თავს იკა­ვებს. ამ დრო­ის­თვის ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ ის, რომ კი­ე­ვი გა­ზის სუბ­სი­დი­რე­ბის შე­წყვე­ტას აპი­რებს, მაგ­რამ რო­დის და რა ფორ­მით, უც­ნო­ბია. კი­ევ­ში ამ­ბო­ბენ, რომ "სა­კი­თხი ისე უნდა გა­და­წყდეს, რომ ამით მო­სახ­ლე­ო­ბა არ და­ზა­რალ­დეს".

რაც შე­ე­ხე­ბა ბე­ლო­რუსს, აქ არა მარ­ტო გა­ზის ტა­რი­ფია სუბ­სი­დი­რე­ბუ­ლი, არა­მედ მთლი­ა­ნად სა­ბი­ნაო კო­მუ­ნა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბის 79%-ის სუბ­სი­დი­რე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახ­დენს. მო­სახ­ლე­ო­ბა კი მხო­ლოდ 21%-ს იხ­დის.

გა­ზის მწარ­მო­ე­ბე­ლი არ არის სომ­ხე­თი, იგი არც სატ­რან­ზი­ტო ქვე­ყა­ნაა, თუმ­ცა იქ მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ერთი კუ­ბუ­რი მეტ­რი აირი 41-42 თეთ­რი ღირს. აქაც სუბ­სი­დი­რე­ბის პროგ­რა­მა მოქ­მე­დებს და რო­გორც სიმ­ხე­თის ეო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, ისი­ნი "არმ­როს­გა­ზპ­რომს" თან­ხას პე­რი­ო­დუ­ლად უხ­დი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­ზის მწარ­მო­ე­ბელ და ამას­თან, ექ­სპორ­ტი­ორ აზერ­ბა­ი­ჯანს და რუ­სეთს, იქ ტა­რი­ფი შე­და­რე­ბით და­ბა­ლია. მა­გა­ლი­თად, რუ­სეთ­ში გა­ზის ტა­რი­ფი წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ იც­ვლე­ბა. 1-ლი იან­ვრი­დან 30 ივ­ნი­სამ­დე მომ­ხმა­რებ­ლე­ბი 1 კუ­ბურ მეტრ გაზ­ში 16-18 თეთ­რს იხ­დი­ან, 1-ლი ივ­ლი­სი­დან 31 დე­კემ­ბრამ­დე მოხ­მა­რე­ბულ ბუ­ნებ­რივ აირ­ში კი - 23-25 თეთ­რს.

აზერ­ბა­ი­ჯან­ში კი 1 კუ­ბუ­რი მეტ­რი ბუ­ნე­ბი­ვი აირი 13 ცენ­ტი, და­ახ­ლო­ე­ბით 21-22 თეთ­რი ღირს და გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ეს ფასი კი­დევ შემ­ცირ­დეს. რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მე­დია წერს, მას შემ­დეგ, რაც ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბა მოხ­დე­ბა და გა­ზის და­ნა­კარ­გე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცირ­დე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ტა­რი­ფი, შე­საძ­ლოა, კი­დევ 20%-ით შემ­ცირ­დეს.

ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ტა­რი­ფებს შო­რის ასე­თი სხვა­ო­ბა ორი მი­ზე­ზი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, პირ­ვე­ლი ის, რომ ჩვენ­თან ტა­რი­ფი გა­ბე­რი­ლია, მე­ო­რე კი ის, რომ მე­ზო­ბელ და მე­გო­ბარ ქვეყ­ნებ­ში ტა­რი­ფი სუბ­სი­დი­რე­ბუ­ლია. უკ­რა­ი­ნაც და ბე­ლო­რუ­სიც რუ­სულ გაზს ყი­დუ­ლო­ბენ, მაგ­რამ იქ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ტა­რი­ფი და­ბა­ლია, რად­გან სა­ხელ­მწი­ფო ამ სფე­როს ან დო­ტა­ცი­ას ახ­დენს ან კი­დევ სუბ­სი­დი­რე­ბას.

შე­ღა­ვა­თე­ბის და­წე­სე­ბის სქე­მა

ჯერ კი­დევ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მო­სახ­ლე­ო­ბას კო­მუ­ნა­ლუ­რი ტა­რი­ფე­ბის, მათ შო­რის ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­და­სა­ხა­დის გა­ნა­ხევ­რე­ბას პირ­დე­ბო­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ კი აღ­მოჩ­ნდა, რომ მთავ­რო­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა არ ძა­ლუძს, რად­გან ექ­სპორ­ტი­ო­რებ­თან და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ იძ­ლე­ვა.

რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნათ პრე­მი­ე­რი "სო­კა­რის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც შეხ­ვდა. ად­ვი­ლი ასახ­სნე­ლია, რა­ტომ სტუმ­რობ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ენერ­გე­ტი­კი­სა და და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან ერ­თად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის სა­ხელ­მწი­ფო ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ის "სო­კა­რის" გე­ნა­რა­ლურ დი­რექ­ტორ როვ­ნაგ აბ­დუ­ლა­ევს. თუმ­ცა ამ შეხ­ვედ­რის შე­დე­გის ზედ­მე­ტად გა­და­მე­ტე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნი არ გა­მარ­თლდა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მა შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ "გა­ზის ტა­რი­ფის შემ­ცი­რე­ბის რე­სურ­სი ქვეყ­ნის შიგ­ნით უნდა მოვ­ძებ­ნოთ". ეს ცალ­სა­ხად მი­უ­თი­თებ­და იმ ფაქ­ტზე, რომ "სო­კა­რი" არც კი გა­ნი­ხი­ლავს აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან მო­წო­დე­ბუ­ლი გა­ზის ფა­სის შემ­ცი­რე­ბას.

ამ შეხ­ვედ­რამ­დე "სო­კა­რის" ხელ­მძღვა­ნელ­მა როვ­ნაგ აბ­დუ­ლა­ევ­მა, ამა­ვე სა­კი­თხზე გა­ა­კე­თა გან­მარ­ტე­ბე­ბი, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჯერ ეი­ფო­რი­ა­შია და რო­გორც ჩანს, არ იც­ნობს მხა­რე­ებს შო­რის გა­ზის მი­წო­დე­ბის შე­სა­ხებ და­დე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას".

უკვე გა­სულ კვი­რას კი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ცალ­სა­ხად გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ზის ტა­რი­ფი არ გა­ნა­ხევ­რდე­ბა და რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბა ვერ შეს­რულ­დე­ბა.

გა­ზის ტა­რი­ფი რომ არ გა­ნა­ხევ­რდე­ბა, ეს უკვე ცხა­დია, მაგ­რამ რო­გორ აპი­რებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ტა­რი­ფის შემ­ცი­რე­ბის რე­სურ­სის ქვეყ­ნის შიგ­ნით მო­ძი­ე­ბას, ამა­ზეც კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი არც პრე­მი­ერს აქვს, არც ენერ­გე­ტი­კი­სა და არც ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს.

არა­და, რო­გორც ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა მთავ­რო­ბას სულ მარ­ტი­ვად შე­უძ­ლია. ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი სოსო არჩვა­ძე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ერთ ასეთ მარ­ტივ სქე­მას სთა­ვა­ზობს - თვე­ში 30 კუ­ბუ­რი მეტ­რი მოხ­მა­რე­ბუ­ლი გა­ზის ფასი იყოს 25-26 თეთ­რი, 30 კუ­ბურ მეტრზე მე­ტის შეს­ყიდ­ვა კი იმ ფას­ში მოხ­დეს, რაც დღე­საა.

"რუ­სეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, უკ­რა­ი­ნა­ში და მთელ რიგ ქვეყ­ნებ­ში გა­ზის ტა­რი­ფის სუბ­სი­დი­რე­ბა ხდე­ბა. მე­ო­რე სა­კი­თხია, რამ­დე­ნად უნდა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­დეს ამ­გვა­რი ენერ­გო­პო­ლი­ტი­კა. ეს არის იმ მმარ­თველ ძა­ლა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის სა­თა­ვე­შია. სუბ­სი­დი­რე­ბა კარ­გია თუ ცუდი, ამის ცალ­სა­ხად თქმა არ შე­იძ­ლე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, მე ვთა­ვა­ზობ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ასეთ სქე­მას: 30 კუ­ბურ მეტ­რამ­დე მოხ­მა­რე­ბუ­ლი გა­ზის ფასი იყოს იმ­დე­ნი, რამ­დე­ნიც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში და­ა­ნონ­სა და და­პირ­და მო­სახ­ლე­ო­ბას - 25-26 თეთ­რი. 30 კუ­ბუ­რი მეტ­რის ზე­მოთ კი ტა­რი­ფი იყოს იმ­დე­ნი, რამ­დე­ნიც დღე­საა. პირ­ველ რიგ­ში, ეს იქ­ნე­ბო­და შე­ღა­ვა­თი და­ბალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, ხოლო მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა შე­ღა­ვათს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ოდ­ნავ იგ­რძნობ­და, რად­გან ის უფრო მეტ გაზს მო­იხ­მარს.

ასე­თი პრო­ექ­ტის ამოქ­მე­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თბი­ლი­სის ბი­უ­ჯეტს წე­ლი­წად­ში 18 მლნ ლარი და­უჯ­დე­ბო­და, ოდ­ნავ ნაკ­ლე­ბი, ალ­ბათ, რე­გი­ო­ნებ­ში. ამ ფუ­ლის გამო არ ღირს მო­სახ­ლე­ო­ბის იმ ნა­წი­ლის იმედ­გაც­რუ­ე­ბა, რო­მელ­მაც 1-ელ ოქ­ტომ­ბერს ხმა მის­ცა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა კი არა მარ­ტო პო­ლი­ტი­კუ­რი ას­პექ­ტში, არა­მედ ეკო­ნო­მი­კურ­შიც უნდა გან­ვი­ხი­ლოთ.

პროგ­რა­მის ეფექ­ტი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი. ფი­ნან­სურ ინ­დი­კა­ტო­რებს უნდა შევ­ხე­დოთ, ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა იგ­რძნონ, რომ არა მარ­ტო სა­მარ­თლი­ან ფასს იხ­დი­ან ამა თუ იმ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში, არა­მედ ისი­ნი არი­ან სო­ლი­და­რულ­ნი იმ პრობ­ლე­მე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე, რაც ქვე­ყა­ნა­შია. ვფიქ­რობ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ფიქ­რე­ბა ღირს",- გა­ნა­ცხა­და "ბიზ­ნეს-რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას სოსო არჩვა­ძემ.

ექ­სპერ­ტი ეკო­ნო­მი­კის სა­კი­თხებ­ში ზვი­ად კან­დე­ლა­კი ამ­ბობს, რომ მთავ­რო­ბას გა­ზის ტა­რი­ფის სუბ­სი­დი­რე­ბა უპ­რობ­ლე­მოდ შე­უძ­ლია, მთა­ვა­რია, პო­ლი­ტი­კუ­რი ნება და სურ­ვი­ლი იმი­სა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას ეს ტვირ­თი ცო­ტა­თი მა­ინც შე­უმ­სუ­ბუქ­დეს.

"ბი­უ­ჯე­ტი მო­სახ­ლე­ო­ბის შე­ნა­ტა­ნით ივ­სე­ბა, ამ დროს ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც ვალ­დე­ბუ­ლია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე იზ­რუ­ნოს და მათ სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ცო­ტა­თი მა­ინც შე­უმ­სუ­ბუ­ქოს. გა­ზის ტა­რი­ფის სუბ­სი­დი­რე­ბა ად­ვი­ლად შა­საძ­ლე­ბე­ლია და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში მა­ინც მი­მარ­თავს ასეთ ხერ­ხს. რამ­დე­ნა­დაც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, ამ­გვარ ხერ­ხს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო მი­მარ­თავს",- ამ­ბობს ზვი­ად კან­დე­ლა­კი.

ელზა წიკ­ლა­უ­რი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

საქართველოს გარდა, გაზის ტარიფის სუბსიდირებას არსად გაურბიან

საქართველოს გარდა, გაზის ტარიფის სუბსიდირებას არსად გაურბიან

გაზის ტარიფის განახევრება არ მოხდება, პრემიერ-მინისტრის თქმით, "გაზის ტარიფის შემცირების რესურსი ქვეყნის შიგნით უნდა მოვძებნოთ." როგორ? ამაზე დღემდე არც პრემიერს, არც ენერგეტიკის და არც ფინანსთა მინისტრს განცხადება არ გაუკეთებიათ. არადა, როგორც ექსპერტები ამბობენ, მთავრობას იმის რესურსი, რომ მოსახლეობას სატარიფო ტვირთი შეუმსუბუქოს, ქვეყანას რეალურად გააჩნია და ეს ტარიფის სუბსიდირება ან თუნდაც საფეხურებრივი ტარიფის დაწესებაა. ასეთ ხერხს კი არა მარტო გაზის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნები, არამედ სატრანზიტო ქვეყნები, მათ შორის, უკრაინა და ბელორუსიც მიმართავენ.

მეზობელი რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, მეგობარი უკრაინა და ბელორუსი - ეს ის ქვეყნებია, სადაც ბუნებრივი აირის რეალური ღირებულება არცთუ დაბალია, თუმცა მოსახლეობას ეს ტვირთი ნაკლებად აწევს. რუსეთი და აზერბაიჯანი მწარმოებელ-ექსპორტიორი სახელმწიფოები არიან და მათი მოსახლეობა გაზს შეღავათიან ფასში იღებს. ბელორუსი და უკრაინა სატრანზიტო ქვეყნებია, მაგრამ აქაც ტარიფი სუბსიდირებულია. სომხეთში კი, რომელიც არც მწარმოებელია, არც სატრანზიტო, იქაც კი მოსახლეობა ბუნებრივ აირს შეღავათიან ფასებში იღებს.

გამონაკლისი მხოლოდ საქართველოა, სადაც ბუნებრივი აირის ორი მილი გადის და ორი ქვეყნის ტრანზიტს ახორციელებს. მიუხედავად ამისა, გაზის ტარიფი არც სუბსიდირებულია და შეღავათებიც დღემდე არ მოქმედებს. არადა ექსპერტთა თქმით, ამის შესაძლებლობა ქვეყანას ნამდვილად აქვს.

ტარიფის სუბსიდირების სქემა

საქართველოში მოსახლეობა 1 კბ/მეტრ ბუნებრივ აირს 51 თეთრად ყიდულობს, იგივე რაოდენობის გაზში ბელორუსი მომხმარებლები 18-20 თეთრს იხდიან, უკრაინელები კი - 15-21 თეთრს. არც ერთ ზემოთჩამოთვლილ ქვეყენას საკუთარი გაზი არ აქვს, სამივე მის იმპორტს ეწევა და იმავდროულად, სამივე ქვეყანა გაზის ტრანზიტს ახორციელებს (უკრაინა-ბელორუსი-რუსული გაზის, საქართველო კი - რუსულთან ერთად აზერბაიჯანული აირის). თუმცა, მიუხედავად ამისა, ქართველი მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირი 2-ჯერ ძვირი ღირს, ვიდრე უკრაინელისთვის ანდა ბელორუსისთვის.

უკრაინაში ტარიფის დადგენაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბუნებრივი აირის მოხმარების ოდენობა. კერძოდ, ის აბონენტი, რომელიც წლიურად 2500 კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს, 1 კუბურ მეტრში სულ რაღაც 72,54 უკრაინულ კაპიკს, ანუ დაახლოებით 15 თეთრს იხდის. წლიური 6 ათასი კუბური მეტრამდე აირის მოხმარებისას კი აბონენტი 109,80 კაპიკს, დაახლოებით 21-22 თეთრს იხდის. მესამე საფეხურია წლიური 12 ათასამდე კუბური მეტრი გაზი, რაც აბონენტს 224,82 კაპიკი, დაახლოებით 45-46 თეთრი უჯდება. 12 ათას კუბური მეტრი გაზის მოხმარების შემთხვევაში კი აბონენტი 268,56 კაპიკს, დაახლოებით 55 თეთრს იხდის.

აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინა დღემდე გაზის სუბსიდირებას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს სავალუტო ფონდი ოფიციალურ კიევს სუბსიდირების პროგრამის შეჩერებას უკვე წლებია ურჩევს, იანუკოვიჩის მთავრობა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისგან თავს იკავებს. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ კიევი გაზის სუბსიდირების შეწყვეტას აპირებს, მაგრამ როდის და რა ფორმით, უცნობია. კიევში ამბობენ, რომ "საკითხი ისე უნდა გადაწყდეს, რომ ამით მოსახლეობა არ დაზარალდეს".

რაც შეეხება ბელორუსს, აქ არა მარტო გაზის ტარიფია სუბსიდირებული, არამედ მთლიანად საბინაო კომუნალური ხარჯების 79%-ის სუბსიდირებას ხელისუფლება ახდენს. მოსახლეობა კი მხოლოდ 21%-ს იხდის.

გაზის მწარმოებელი არ არის სომხეთი, იგი არც სატრანზიტო ქვეყანაა, თუმცა იქ მოსახლეობისთვის ერთი კუბური მეტრი აირი 41-42 თეთრი ღირს. აქაც სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს და როგორც სიმხეთის ეონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ისინი "არმროსგაზპრომს" თანხას პერიოდულად უხდიან.

რაც შეეხება გაზის მწარმოებელ და ამასთან, ექსპორტიორ აზერბაიჯანს და რუსეთს, იქ ტარიფი შედარებით დაბალია. მაგალითად, რუსეთში გაზის ტარიფი წელიწადში ორჯერ იცვლება. 1-ლი იანვრიდან 30 ივნისამდე მომხმარებლები 1 კუბურ მეტრ გაზში 16-18 თეთრს იხდიან, 1-ლი ივლისიდან 31 დეკემბრამდე მოხმარებულ ბუნებრივ აირში კი - 23-25 თეთრს.

აზერბაიჯანში კი 1 კუბური მეტრი ბუნებივი აირი 13 ცენტი, დაახლოებით 21-22 თეთრი ღირს და გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს მომავალში ეს ფასი კიდევ შემცირდეს. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, მას შემდეგ, რაც ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოხდება და გაზის დანაკარგები მინიმუმამდე შემცირდება, მოსახლეობისთვის ტარიფი, შესაძლოა, კიდევ 20%-ით შემცირდეს.

ექსპერტების თქმით, ტარიფებს შორის ასეთი სხვაობა ორი მიზეზითაა განპირობებული, პირველი ის, რომ ჩვენთან ტარიფი გაბერილია, მეორე კი ის, რომ მეზობელ და მეგობარ ქვეყნებში ტარიფი სუბსიდირებულია. უკრაინაც და ბელორუსიც რუსულ გაზს ყიდულობენ, მაგრამ იქ მომხმარებლებისთვის ტარიფი დაბალია, რადგან სახელმწიფო ამ სფეროს ან დოტაციას ახდენს ან კიდევ სუბსიდირებას.

შეღავათების დაწესების სქემა

ჯერ კიდევ არჩევნებამდე "ქართული ოცნება" მოსახლეობას კომუნალური ტარიფების, მათ შორის ბუნებრივი აირის გადასახადის განახევრებას პირდებოდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მთავრობას აღნიშნული დანაპირების შესრულება არ ძალუძს, რადგან ექსპორტიორებთან დადებული ხელშეკრულებები ამის შესაძლებლობას არ იძლევა.

რამდენიმე დღის წინათ პრემიერი "სოკარის" წარმომადგენლებსაც შეხვდა. ადვილი ასახსნელია, რატომ სტუმრობდა ბიძინა ივანიშვილი, ენერგეტიკისა და და შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის "სოკარის" გენარალურ დირექტორ როვნაგ აბდულაევს. თუმცა ამ შეხვედრის შედეგის ზედმეტად გადამეტებული მოლოდინი არ გამართლდა და საქართველოს პრემიერმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "გაზის ტარიფის შემცირების რესურსი ქვეყნის შიგნით უნდა მოვძებნოთ". ეს ცალსახად მიუთითებდა იმ ფაქტზე, რომ "სოკარი" არც კი განიხილავს აზერბაიჯანიდან მოწოდებული გაზის ფასის შემცირებას.

ამ შეხვედრამდე "სოკარის" ხელმძღვანელმა როვნაგ აბდულაევმა, ამავე საკითხზე გააკეთა განმარტებები, რომ "საქართველოს ახალი ხელისუფლება ჯერ ეიფორიაშია და როგორც ჩანს, არ იცნობს მხარეებს შორის გაზის მიწოდების შესახებ დადებულ ხელშეკრულებას".

უკვე გასულ კვირას კი ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე ცალსახად განაცხადა, რომ საქართველოში გაზის ტარიფი არ განახევრდება და რომ არჩევნებამდე მოსახლეობისთვის მიცემული პირობა ვერ შესრულდება.

გაზის ტარიფი რომ არ განახევრდება, ეს უკვე ცხადია, მაგრამ როგორ აპირებს ხელისუფლება ტარიფის შემცირების რესურსის ქვეყნის შიგნით მოძიებას, ამაზეც კონკრეტული პასუხი არც პრემიერს აქვს, არც ენერგეტიკისა და არც ფინანსთა სამინისტროს.

არადა, როგორც ექსპერტები ამბობენ, პრობლემის გადაჭრა მთავრობას სულ მარტივად შეუძლია. ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე ხელისუფლებას ერთ ასეთ მარტივ სქემას სთავაზობს - თვეში 30 კუბური მეტრი მოხმარებული გაზის ფასი იყოს 25-26 თეთრი, 30 კუბურ მეტრზე მეტის შესყიდვა კი იმ ფასში მოხდეს, რაც დღესაა.

"რუსეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში და მთელ რიგ ქვეყნებში გაზის ტარიფის სუბსიდირება ხდება. მეორე საკითხია, რამდენად უნდა ხორციელდებოდეს ამგვარი ენერგოპოლიტიკა. ეს არის იმ მმართველ ძალაზე დამოკიდებული, რომელიც ქვეყნის სათავეშია. სუბსიდირება კარგია თუ ცუდი, ამის ცალსახად თქმა არ შეიძლება.

რაც შეეხება საქართველოს, მე ვთავაზობ ხელისუფლებას ასეთ სქემას: 30 კუბურ მეტრამდე მოხმარებული გაზის ფასი იყოს იმდენი, რამდენიც "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო პერიოდში დაანონსა და დაპირდა მოსახლეობას - 25-26 თეთრი. 30 კუბური მეტრის ზემოთ კი ტარიფი იყოს იმდენი, რამდენიც დღესაა. პირველ რიგში, ეს იქნებოდა შეღავათი დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის, ხოლო მაღალშემოსავლიანი მოსახლეობა შეღავათს, ფაქტობრივად, ოდნავ იგრძნობდა, რადგან ის უფრო მეტ გაზს მოიხმარს.

ასეთი პროექტის ამოქმედების შემთხვევაში, თბილისის ბიუჯეტს წელიწადში 18 მლნ ლარი დაუჯდებოდა, ოდნავ ნაკლები, ალბათ, რეგიონებში. ამ ფულის გამო არ ღირს მოსახლეობის იმ ნაწილის იმედგაცრუება, რომელმაც 1-ელ ოქტომბერს ხმა მისცა "ქართულ ოცნებას" და სამართლიანობას. სამართლიანობა კი არა მარტო პოლიტიკური ასპექტში, არამედ ეკონომიკურშიც უნდა განვიხილოთ.

პროგრამის ეფექტი იქნება ძალიან კარგი. ფინანსურ ინდიკატორებს უნდა შევხედოთ, ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ არა მარტო სამართლიან ფასს იხდიან ამა თუ იმ მომსახურებაში, არამედ ისინი არიან სოლიდარულნი იმ პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე, რაც ქვეყანაშია. ვფიქრობ, ამ მიმართულებით დაფიქრება ღირს",- განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას სოსო არჩვაძემ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ზვიად კანდელაკი ამბობს, რომ მთავრობას გაზის ტარიფის სუბსიდირება უპრობლემოდ შეუძლია, მთავარია, პოლიტიკური ნება და სურვილი იმისა, რომ მოსახლეობას ეს ტვირთი ცოტათი მაინც შეუმსუბუქდეს.

"ბიუჯეტი მოსახლეობის შენატანით ივსება, ამ დროს ხელისუფლებაც ვალდებულია, რომ მოსახლეობაზე იზრუნოს და მათ სოციალური მდგომარეობა ცოტათი მაინც შეუმსუბუქოს. გაზის ტარიფის სუბსიდირება ადვილად შასაძლებელია და კარგი იქნება, თუ ხელისუფლება ზამთრის პერიოდში მაინც მიმართავს ასეთ ხერხს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამგვარ ხერხს საქართველოს ყველა მეზობელი სახელმწიფო მიმართავს",- ამბობს ზვიად კანდელაკი.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ