სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუკი კოშკელიშვილი ოჯახის შესაქმნელად მზად არ არის
ნუკი კოშკელიშვილი ოჯახის შესაქმნელად მზად არ არის

მარ­თა­ლია, "იმე­დის" ეთერ­ში "ნუ­კის დი­ლას" ვე­ღარ ვი­ხი­ლავთ, მაგ­რამ ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი ეთერს, მის­და გა­სა­ხა­რად, არ ჩა­მო­შო­რე­ბია. სე­რი­ალ "შუა ქა­ლაქ­ში" ითა­მა­შებს. მსა­ხი­ო­ბო­ბა კი ის საქ­მეა, რო­მე­ლიც მას ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარს. ნუკი ყო­ველ­თვის ოც­ნე­ბობ­და, ამ პრო­ფე­სი­ას და­უფ­ლე­ბო­და. თვი­თონ­ვე აღი­ა­რებს, რომ ეს საქ­მე კარ­გად არ გა­მოს­დის, მაგ­რამ იმედს არ კარ­გავს, რომ ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა და კარ­გი მსა­ხი­ო­ბი იქ­ნე­ბა.

- რას ლა­პა­რა­კო­ბენ "იმედ­ში" "ნუ­კის დი­ლას­თან" და­კავ­ში­რე­ბით? გა­ნახ­ლდე­ბა გა­და­ცე­მა?

- "იმე­დის" ახალ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მაქვს. ჭო­რის დო­ნე­ზე მხო­ლოდ ის ვიცი, რომ გა­ნახ­ლდე­ბა დი­ლის გა­და­ცე­მა, მაგ­რამ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ეთე­რით. ეთერ­ში გავა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დი­ლის ფორ­მა­ტი. ახა­ლი არ გუ­ლის­ხმობს "ნუ­კის დი­ლას". იმი­ტომ, რომ "ნუ­კის დილა" უკვე იყო.

- ღია ეთე­რი იქ­ნე­ბა?

- ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს.

- "იმე­დის" ახალ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან ხომ არ გქო­ნია სა­უ­ბა­რი?

- კონ­კრე­ტუ­ლად დი­ლის ეთერ­ზე მათ­თან არ მი­სა­უბ­რია, თუმ­ცა მოს­ვლის­თა­ნა­ვე მათ და­მი­ბა­რეს, ჩვენ გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი და ამით შე­მო­ი­ფარ­გლა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. ამ­ჟა­მად არ ვარ "იმე­დის" თა­ნამ­შრო­მე­ლი. კონ­ტრაქ­ტი შე­წყდა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელ­თან. ეს არ ყო­ფი­ლა მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მათი მხრი­დან. ყვე­ლა­ნი და­თხო­ვი­ლე­ბი ვი­ყა­ვით სამ­სა­ხუ­რი­დან.

- შენ იყა­ვი "იმე­დის" სახე. არ­ხმა ია კიწ­მა­რიშ­ვილს გა­და­უ­ხა­და თან­ხა, რომ მათ­თან გე­მუ­შა­ვა. ახლა, რო­დე­საც კონ­ტრაქ­ტი შე­წყდა, აპი­რებ, სხვა არხზე რა­ი­მე პრო­ექ­ტის მი­ტა­ნას?

- ძა­ლი­ან ბევ­რი იდეა მაქვს. ოღონდ იმი­ტომ კი არა, რომ ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი ვარ. უბ­რა­ლოდ, ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მი მაქვს. მზად ვარ ნე­ბის­მი­ერ არხთან წა­ვი­დე მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე, თუმ­ცა გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით, შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! ჯერ არც ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან არ ყო­ფი­ლა, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ჯერ არც ერთი ტე­ლე­ვი­ზია არ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლა კონ­კრე­ტულ ფორ­მატ­ზე. ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი რომ და­ლაგ­დე­ბა, მერე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბა, თუმ­ცა მეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, "შუა ქა­ლაქ­ში" ვიყო და ეკ­რა­ნი­დან არ გავ­ქრე. ძა­ლი­ან მა­გა­რია, რო­დე­საც ამ სე­რი­ა­ლის ერთ-ერთი გმი­რი ხარ.

- ძა­ლი­ან არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა იმ ამ­ბავს, რო­დე­საც ცი­ხის კად­რე­ბი გა­ვი­და ეთერ­ში და "ნუ­კის დილა" არ გა­ჩერ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩვენს ჟურ­ნალ­თან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თე, სხვა ფორ­მა­ტის გა­და­ცე­მა იყო და არ ვფიქ­რობ­დი, რომ უნდა შე­მე­ჩე­რე­ბი­ნაო. ნა­ნობ მა­შინ­დელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას?

- შე­იძ­ლე­ბა, გულ­წრფე­ლად გვე­გო­ნოს, რომ კარ­გს ვა­კე­თებთ, მაგ­რამ კრი­ტი­კას ყო­ველ­თვის და­ვიმ­სა­ხუ­რებთ. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აკე­თებს ცუდს, ის კრი­ტი­კას კი არა, ჩა­ქოლ­ვას იმ­სა­ხუ­რებს. ზო­გა­დად კრი­ტი­კა მი­სა­ღე­ბია. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, შევ­ცვლი­დი თუ არა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მინ­და ვთვქვა, რომ ვე­რას­დროს ვე­რა­ფერს შევ­ცვლი. "ნუ­კის დილა" არ ყო­ფი­ლა ჩემი გა­და­ცე­მა და მე არ ვი­ღებ­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ყვე­ლა­ფერს არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა წყვეტ­და. მათ­თან ცი­ხის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ მქონ­და შეხ­ვედ­რა და ვუ­თხა­რი, ხომ არ ფიქ­რობთ, გა­და­ცე­მა შე­ვა­ჩე­როთ-მეთ­ქი, თუმ­ცა ჩემი მხრი­დან არ ყო­ფი­ლა მო­თხოვ­ნა, გა­და­ცე­მა ეთერ­ში არ გა­ვი­დეს-მეთ­ქი. უბ­რა­ლოდ, აზრი გა­მოვ­თქვი. ჩემ­თვის, რო­გორც უბ­რა­ლოდ მო­ქა­ლა­ქის­თვის, მა­შინ ძა­ლი­ან მი­სა­ღე­ბი პა­სუ­ხი გა­ვი­გე, რომ "ნუ­კის დილა" სხვა ტი­პის გა­და­ცე­მა იყო და არ­სე­ბობ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც სჭირ­დე­ბო­და მისი ნახ­ვა. ამას გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ. ჩემ­თვი­საც შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო ის პე­რი­ო­დი. ყო­ველ­თვის მგო­ნია, რომ მა­ს­მე­დია ის სა­შუ­ა­ლე­ბაა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, შექ­მნას ადა­მი­ა­ნე­ბის გან­წყო­ბა. რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ამ­ბო­ბენ, რომ რა­ღაც ცუდი ხდე­ბა, ჩვენ ამას ქუ­ჩა­ში ვგრძნობთ. ცუდი ამ­ბა­ვი ადა­მი­ა­ნებ­ზე მა­შინ­ვე აი­სა­ხე­ბა. რაც უნდა ცუდი ან კარ­გი მოხ­დეს ქვე­ყა­ნა­ში, შე­ვეც­დე­ბი, გა­და­ვა­ტა­ნი­ნო ყუ­რა­დღე­ბა. ხალ­ხის ას­მა­გად დათ­რგუნ­ვა ძა­ლი­ან ცუ­დია. არას­დროს მი­ვე­სალ­მე­ბი იმას, რომ ხაზი გა­ვუს­ვათ სა­ში­ნე­ლე­ბას. ცუდი მა­გა­ლი­თია, მაგ­რამ გე­ტყვით, რო­დე­საც ვი­ღაც გარ­და­იც­ვლე­ბა, ყო­ველ­თვის დის­კომ­ფორ­ტი მაქვს, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზი­ით სულ ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. მა­შინ­ვე მახ­სენ­დე­ბა იმ ადა­მი­ა­ნის ოჯა­ხი, რო­მელ­საც არ სი­ა­მოვ­ნებს ამ ამ­ბის მოს­მე­ნა. ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ თე­მის გა­და­ტა­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ადა­მი­ანს უნდა ჰქონ­დეს არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა. იმ დროს სხვა არ­ხებ­ზე ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ბევ­რს ლა­პა­რა­კობ­დნენ და სხვა რა­მის ყუ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებს აღარ ჰქონ­დათ. მა­ყუ­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეს, გა­დარ­თოს სხვა არხზე და იქ სხვა რამ მო­ის­მი­ნოს და ნა­ხოს. ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ვი­ღა­ცას არ მოს­წონ­და მუდ­მი­ვად შემ­ზა­რა­ვი კად­რე­ბის ყუ­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა უნ­დო­და, ბავ­შვიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! სკო­ლა­ში რომ მი­დი­ო­და, მხი­ა­რუ­ლი გა­და­ცე­მის­თვის ეყუ­რე­ბი­ნა. მით უმე­ტეს, რომ მე იმ დროს სა­ბავ­შვო გა­და­ცე­მე­ბი მი­ზან­და­სა­ხუ­ლად გა­ვა­კე­თე. ცეკ­ვა-სიმ­ღე­რა და ტაშ-ფან­დუ­რი არ ყო­ფი­ლა. სა­ბავ­შვო გმი­რე­ბი მო­ვიწ­ვიე. ერთ გა­და­ცე­მა­ში პე­დი­ატ­რი მყავ­და.

- ღია ეთერ­ში რომ ყო­ფი­ლი­ყა­ვი, პრო­ტესტს გა­მო­ხა­ტავ­დი?

- პრო­ტესტს მე გა­მოვ­ხა­ტავ, რო­გორც მო­ქა­ლა­ქე, მაგ­რამ რო­გორც წამ­ყვა­ნი, რო­მე­ლიც ტე­ლეკ­რან­ზეა, არას­დროს არა­ვის მო­ვახ­ვევ ჩემს აზრს, რო­გო­რი აზ­რიც უნდა მქონ­დეს. მი­ვიჩ­ნევ, რომ ადა­მი­ა­ნებ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა მოხ­დეს. ეს ჩემი პი­რა­დი აზ­რია.

- მი­თხა­რი, ბევ­რი იდეა მაქ­ვსო. რა ტი­პის გა­და­ცე­მას წა­იყ­ვან­დი?

- ცალ­სა­ხად გა­სარ­თობს. პო­ლი­ტი­კურ თოქ­შო­უს ვერ წა­ვიყ­ვან. ვფიქ­რობ, ამ ტი­პის გა­და­ცე­მა 22 წლის გო­გოს არ უნდა მიჰ­ყავ­დეს. თან, არ მაქვს ისე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, რომ მსგავს თე­მებ­ზე ვი­ლა­პა­რა­კო. ჩემი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ვე­სალ­მე­ბი გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნას. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, იქ­ნე­ბა ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნი­ლი თუ ნა­ყი­დი გა­და­ცე­მა. რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მი­ხარ­დე­ბო­და, რომ კვლავ ჩემი დილა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო. ამ გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნა ძა­ლი­ან დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებ­და, იმი­ტომ, რომ მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, რამე ახ­ლე­ბუ­რად მო­მე­ფიქ­რე­ბი­ნა. ალ­ბათ გა­მო­ნაკ­ლი­სი არ ვარ. ნე­ბის­მი­ერ წამ­ყვანს მოს­წონს თა­ვი­სი სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა.

- "იმე­დის" დი­ლის გა­და­ცე­მა ღია ეთერ­შიც მიგ­ყავ­და, როცა დი­ლით ხუთ სა­ათ­ზე გი­წევ­და ად­გო­მა. "ნუ­კის დი­ლის" ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­დი­ო­და ეთერ­ში. რო­მე­ლი უფრო მოგ­წონ­და?

- უფრო მომ­წონ­და "ნუ­კის დილა", ახ­ლა­ვე აგიხ­სნი რა­ტომ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ­ბო­ბენ, ვა­ი­მე, დი­ლის ხუთ სა­ათ­ზე ად­გო­მა რთუ­ლი­აო, პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში თუ დი­ლის ხუთ­ზე ვდგე­ბო­დი, "ნუ­კის დილა" რომ მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა, დი­ლის შვიდ სა­ათ­ზე ვწვე­ბო­დი. მთე­ლი ღამე ვა­მონ­ტა­ჟებ­დით მე და ჩემი მე­მონ­ტა­ჟე­ე­ბი ჩა­ნა­წერს. გა­და­ცე­მის ეთერ­ში გას­ვლას ხში­რად ვეს­წრე­ბო­დით. ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდ შრო­მას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო იყო იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ, გინ­და თუ არ გინ­და, რო­გო­რი კარ­გი რეს­პონ­დენ­ტიც უნდა მო­დი­ო­დეს შენ­თან, დი­ლის რვა სა­ათ­ზე ვე­რა­ნა­ი­რად ვერ გა­მო­ავ­ლენს სი­ხა­ლი­სეს. ნა­ხევ­რად სძი­ნავს. ჩა­წე­რებ­ზე კი ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მო­დი­ოდ­ნენ გა­მო­ძი­ნე­ბუ­ლი, უკე­თე­სად მპა­სუ­ხობ­დნენ შე­კი­თხვებ­ზე. დარ­ბა­ზიც ჩვენ­თან ერ­თად იყო ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა­ფერ­ში, თუმ­ცა არც ერთი წა­მით არ მი­მაჩ­ნია, რომ ღია ეთე­რი რა­მით ნაკ­ლე­ბია. ორი­ვეს თა­ვი­სე­ბუ­რი ხიბ­ლი აქვს. რა­ღაც მო­მენ­ტში მა­ყუ­რე­ბელს შე­იძ­ლე­ბა ერ­ჩივ­ნოს, რომ ღია ეთერ­ში ნა­ხოს გა­და­ცე­მა. და­ნამ­დვი­ლე­ბით ის ვიცი, რომ ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ­დი ასე­თი გა­და­ცე­მე­ბის წაყ­ვა­ნი­სას.

- დარ­ჩა ჩა­წე­რი­ლი გა­და­ცე­მე­ბი, რაც ეთერ­ში ვერ გა­ვი­და?

- არა.

- "შუა ქა­ლაქ­ში" ეთერ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად დაბ­რუნ­და. გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე და­ძა­ბუ­ლო­ბა ხომ არ იგ­რძნო­ბა? სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა არ­ხის მფლო­ბე­ლის შეც­ვლის შემ­დეგ?

- სე­რი­ა­ლი რო­გორც მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­უ­ჩი­ნარ­და, ისე­ვე მო­უ­ლოდ­ნე­ლად დაბ­რუნ­და. რაც შე­ე­ხე­ბა და­ძა­ბუ­ლო­ბას, ბევ­რჯერ მით­ქვამს, რომ "ღა­მის შოუს" სტუ­დი­ას­თან ყო­ველ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოა მუ­შა­ო­ბა. სხვა გა­და­ღე­ბებ­ზე დრო იწე­ლე­ბა და "ღა­მის შო­უს­თან" იმი­ტომ არის სა­ინ­ტე­რე­სო მუ­შა­ო­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი და­ლა­გე­ბუ­ლი აქვთ და მათ­თან მუ­შა­ო­ბა კომ­ფორ­ტუ­ლია. მსა­ხი­ო­ბებს ძა­ლი­ან მოგ­ვე­ნატ­რა ერ­თმა­ნე­თი. დიდი შე­მარ­თე­ბით ვი­წყებთ მუ­შა­ო­ბას და იმე­დი მაქვს, მა­ყუ­რებ­ლის იმე­დებ­საც არ გა­ვაწ­ბი­ლებთ.

- "შუა ქა­ლაქ­ში" რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა შენ გმი­რის ამ­ბე­ბი?

- ეს ჯერ მეც არ ვიცი. რო­გორ­საც ვთა­მა­შობ, მე თვი­თონ ისეთ გო­გო­ნებ­ზე ხში­რად მე­ცი­ნე­ბა. ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მისი ცხოვ­რე­ბა.

- რო­გორც ვიცი, მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ყო­ველ­თვის ოც­ნე­ბობ­დი.

- ვოც­ნე­ბობ­დი, მაგ­რამ ვერ გე­ტყვი, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა კარ­გად გა­მომ­დის. რო­დე­საც და­ნარ­ჩენ გმი­რებ­თან ერ­თად ვთა­მა­შობ, ამას კარ­გად ვხვდე­ბი. მარ­ტი­ვად შე­დი­ან როლ­ში. მე ძა­ლი­ან ხში­რად მე­ცი­ნე­ბა. ცოტა ნუკი იპა­რე­ბა ჩემს პერ­სო­ნაჟ­ში.

- შენი გმი­რი ცო­ტა­თი და­ი­ჩაგ­რა. ლაშა მოს­წონ­და და ბო­ლოს მან ყუ­რა­დღე­ბა აღარ მი­აქ­ცია.

- ლაშა კვლავ არ მაქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას. ამით მეც ძა­ლი­ან შევ­შფოთ­დი. ყვე­ლა­ფე­რი იქით­კენ მი­დი­ო­და, რომ მე და ლა­შას ერ­თად რამე უნდა გვქო­ნო­და, მაგ­რამ ისე მარ­ტი­ვად გაგ­ვცვა­ლა ლა­შამ მეც და რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლიც სხვა­ში, რომ ორი­ვე გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დაგვტო­ვა.

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებს", თვალს ადევ­ნებ. რას იტყვი, მე­ო­რე სე­ზონ­ზე?

- არც ერთი გა­და­ცე­მა არ გა­მო­მი­ტო­ვე­ბია. მყავს ჩემი ფა­ვო­რი­ტი. რა თქმა უნდა, რუს­კა­სა და ოთოს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ. პირ­ველ რიგ­ში, იმი­ტომ, რომ ოთო ჩემი პარტნი­ო­რი იყო და ვერ მო­ვა­ხერ­ხე, რომ მას გა­ე­მარ­ჯვა. და სა­ერ­თო­დაც, ყვე­ლა ცეკ­ვა მომ­წონს, რო­მელ­საც ას­რუ­ლე­ბენ. იმავდრო­უ­ლად სხვე­ბიც ძა­ლი­ან კარ­გად ცეკ­ვა­ვენ. ბევ­რს ვგულ­შე­მატ­კივ­რობ, მაგ­რამ გა­მორ­ჩე­უ­ლად, რო­გორც გი­თხა­რი, ოთო­სა და რუს­კას.

- ცეკ­ვის სურ­ვი­ლი ალ­ბათ კი­დევ გა­გიჩ­ნდა.

- მას შემ­დეგ, რაც "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ცეკ­ვის სურ­ვი­ლი არც გამ­ქრო­ბია. სულ ვფიქ­რობ­დი, კი­დევ ერთხელ რომ მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი ამ პრო­ექ­ტში, ბევ­რად უკე­თე­სად ვი­ცეკ­ვებ­დი-მეთ­ქი. რო­დე­საც ვუ­ყუ­რებ ჩემს ცეკ­ვებს, რა­ღა­ცე­ბი არ მომ­წონს. თა­ვი­დან ძა­ლი­ან მო­უქ­ნე­ლი ვი­ყა­ვი.

- უკვე დიდი ხა­ნია, გყავს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რს უკი­თხავს, რო­დის აპი­რებთ და­ო­ჯა­ხე­ბა­სო.

- ჯერ­ჯე­რო­ბით გა­თხო­ვე­ბას არ ვა­პი­რებ. თუ და­ვა­პი­რე, არ დავ­მა­ლავ. კვლავ იგი­ვე პი­როვ­ნე­ბა მიყ­ვარს. ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ვა­ფა­სებ, მაგ­რამ რა იქ­ნე­ბა და რო­გორ იქ­ნე­ბა, ჯერ არ ვიცი.

- აქ­ტი­უ­რად ხარ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი. როცა გა­თხოვ­დე­ბი, დი­ა­სახ­ლი­სო­ბაც მო­გი­წევს. ეს ამ­ბა­ვი ხომ არ გა­ში­ნებს?

- არა, ეს თემა აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ მა­ში­ნებს. უბ­რა­ლოდ, ცოლ­ქმრუ­ლი ტი­პის ცხოვ­რე­ბის­თვის ჯერ მზად არ ვარ. პი­რო­ბე­ბი და ფი­ნან­სე­ბია სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ ოჯა­ხი შექ­მნა. ისე­დაც კარ­გად ვართ ერ­თად.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რა აზ­რი­საა შენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე?

- მოს­წონს და ყვე­ლა­ფერ­ში მხარ­ში მიდ­გას, რა საქ­მეც უნდა წა­მო­ვი­წყო. რა თქმა უნდა, შე­ნიშ­ვნე­ბი აქვს, მაგ­რამ კა­ტე­გო­რი­უ­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა. არ გა­ა­კე­თოო, არას­დროს არა­ფერ­ზე უთ­ქვამს.

- მახ­სოვს, ერთ-ერთ "ნუ­კის დი­ლა­ში" ჯიჯი რე­ჯი­ნიმ ჩაც­მუ­ლო­ბის გამო გა­გაკ­რი­ტი­კა.

- ეს შოუს ერ­თგვა­რი ნა­წი­ლი იყო. წი­ნას­წარ იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვეკ­რი­ტი­კე­ბი­ნე. ზო­გა­დად კრი­ტი­კა კარ­გია. როცა გაკ­რი­ტი­კე­ბენ, ე.ი. ვი­ღა­ცას აინ­ტე­რე­სებ. იდე­ა­ლუ­რი ხომ ვე­რა­ვინ ვიქ­ნე­ბით. გა­მაკ­რი­ტი­კონ და მე გა­ვი­ზი­ა­რებ, თუ ის ჯან­სა­ღი იქ­ნე­ბა.

- შეყ­ვა­რე­ბულ­მა, ოთო მარ­გოშ­ვილ­მა რა თქვა, ეს გა­და­ცე­მა რომ ნახა?

- მი­თხრა, ხომ ხე­დავ, მეც ხომ ვამ­ბობ­დი და იქ­ნებ, ჯი­ჯი­სი მა­ინც და­ი­ჯე­როო. ოთოს არას­დროს აუკ­რძა­ლავს მოკ­ლე კა­ბის ან დე­კოლ­ტეს ჩაც­მა იმის გამო, რომ ვინ­მე შე­მომ­ხე­დავს. ისე­თი მოვ­წონ­ვარ, რო­გო­რიც ვარ.

მერი კო­ბი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ნუკი კოშკელიშვილი ოჯახის შესაქმნელად მზად არ არის

ნუკი კოშკელიშვილი ოჯახის შესაქმნელად მზად არ არის

მართალია, "იმედის" ეთერში "ნუკის დილას" ვეღარ ვიხილავთ, მაგრამ ნუკი კოშკელიშვილი ეთერს, მისდა გასახარად, არ ჩამოშორებია. სერიალ "შუა ქალაქში" ითამაშებს. მსახიობობა კი ის საქმეა, რომელიც მას ყველაზე მეტად უყვარს. ნუკი ყოველთვის ოცნებობდა, ამ პროფესიას დაუფლებოდა. თვითონვე აღიარებს, რომ ეს საქმე კარგად არ გამოსდის, მაგრამ იმედს არ კარგავს, რომ ყველაფერი შეიცვლება და კარგი მსახიობი იქნება.

- რას ლაპარაკობენ "იმედში" "ნუკის დილასთან" დაკავშირებით? განახლდება გადაცემა?

- "იმედის" ახალ ხელმძღვანელობასთან არანაირი შეხება არ მაქვს. ჭორის დონეზე მხოლოდ ის ვიცი, რომ განახლდება დილის გადაცემა, მაგრამ განსხვავებული ეთერით. ეთერში გავა განსხვავებული დილის ფორმატი. ახალი არ გულისხმობს "ნუკის დილას". იმიტომ, რომ "ნუკის დილა" უკვე იყო.

- ღია ეთერი იქნება?

- ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს.

- "იმედის" ახალ ხელმძღვანელობასთან ხომ არ გქონია საუბარი?

- კონკრეტულად დილის ეთერზე მათთან არ მისაუბრია, თუმცა მოსვლისთანავე მათ დამიბარეს, ჩვენ გავიცანით ერთმანეთი და ამით შემოიფარგლა ჩვენი ურთიერთობა. ამჟამად არ ვარ "იმედის" თანამშრომელი. კონტრაქტი შეწყდა აბსოლუტურად ყველა თანამშრომელთან. ეს არ ყოფილა მიკერძოებული გადაწყვეტილება მათი მხრიდან. ყველანი დათხოვილები ვიყავით სამსახურიდან.

- შენ იყავი "იმედის" სახე. არხმა ია კიწმარიშვილს გადაუხადა თანხა, რომ მათთან გემუშავა. ახლა, როდესაც კონტრაქტი შეწყდა, აპირებ, სხვა არხზე რაიმე პროექტის მიტანას?

- ძალიან ბევრი იდეა მაქვს. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ძალიან ჭკვიანი ვარ. უბრალოდ, ასაკიდან გამომდინარე, ძალიან დიდი ენთუზიაზმი მაქვს. მზად ვარ ნებისმიერ არხთან წავიდე მოლაპარაკებაზე, თუმცა გულწრფელად გეუბნებით, შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ჯერ არც ერთი ტელევიზიიდან არ ყოფილა, ალბათ იმიტომ, რომ ჯერ არც ერთი ტელევიზია არ ჩამოყალიბებულა კონკრეტულ ფორმატზე. ალბათ ყველაფერი რომ დალაგდება, მერე შესაძლებელი იქნება მოლაპარაკება, თუმცა მეძლევა საშუალება, "შუა ქალაქში" ვიყო და ეკრანიდან არ გავქრე. ძალიან მაგარია, როდესაც ამ სერიალის ერთ-ერთი გმირი ხარ.

- ძალიან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა იმ ამბავს, როდესაც ციხის კადრები გავიდა ეთერში და "ნუკის დილა" არ გაჩერდა. მოგვიანებით ჩვენს ჟურნალთან კომენტარი გააკეთე, სხვა ფორმატის გადაცემა იყო და არ ვფიქრობდი, რომ უნდა შემეჩერებინაო. ნანობ მაშინდელ გადაწყვეტილებას?

- შეიძლება, გულწრფელად გვეგონოს, რომ კარგს ვაკეთებთ, მაგრამ კრიტიკას ყოველთვის დავიმსახურებთ. როდესაც ადამიანი მიზანმიმართულად აკეთებს ცუდს, ის კრიტიკას კი არა, ჩაქოლვას იმსახურებს. ზოგადად კრიტიკა მისაღებია. რაც შეეხება იმას, შევცვლიდი თუ არა გადაწყვეტილებას, მინდა ვთვქვა, რომ ვერასდროს ვერაფერს შევცვლი. "ნუკის დილა" არ ყოფილა ჩემი გადაცემა და მე არ ვიღებდი გადაწყვეტილებას. ყველაფერს არხის ხელმძღვანელობა წყვეტდა. მათთან ციხის კადრების გავრცელების შემდეგ მქონდა შეხვედრა და ვუთხარი, ხომ არ ფიქრობთ, გადაცემა შევაჩეროთ-მეთქი, თუმცა ჩემი მხრიდან არ ყოფილა მოთხოვნა, გადაცემა ეთერში არ გავიდეს-მეთქი. უბრალოდ, აზრი გამოვთქვი. ჩემთვის, როგორც უბრალოდ მოქალაქისთვის, მაშინ ძალიან მისაღები პასუხი გავიგე, რომ "ნუკის დილა" სხვა ტიპის გადაცემა იყო და არსებობდნენ ადამიანები, რომელთაც სჭირდებოდა მისი ნახვა. ამას გულწრფელად ვამბობ. ჩემთვისაც შოკისმომგვრელი იყო ის პერიოდი. ყოველთვის მგონია, რომ მასმედია ის საშუალებაა, რომელსაც შეუძლია, შექმნას ადამიანების განწყობა. როდესაც ტელევიზიაში ამბობენ, რომ რაღაც ცუდი ხდება, ჩვენ ამას ქუჩაში ვგრძნობთ. ცუდი ამბავი ადამიანებზე მაშინვე აისახება. რაც უნდა ცუდი ან კარგი მოხდეს ქვეყანაში, შევეცდები, გადავატანინო ყურადღება. ხალხის ასმაგად დათრგუნვა ძალიან ცუდია. არასდროს მივესალმები იმას, რომ ხაზი გავუსვათ საშინელებას. ცუდი მაგალითია, მაგრამ გეტყვით, როდესაც ვიღაც გარდაიცვლება, ყოველთვის დისკომფორტი მაქვს, როდესაც ტელევიზიით სულ ამ თემაზე ლაპარაკობენ. მაშინვე მახსენდება იმ ადამიანის ოჯახი, რომელსაც არ სიამოვნებს ამ ამბის მოსმენა. ამიტომ მიმაჩნია, რომ თემის გადატანა აუცილებელია. ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება. იმ დროს სხვა არხებზე ამ ყველაფერზე ბევრს ლაპარაკობდნენ და სხვა რამის ყურების საშუალება ადამიანებს აღარ ჰქონდათ. მაყურებელს საშუალება უნდა ჰქონდეს, გადართოს სხვა არხზე და იქ სხვა რამ მოისმინოს და ნახოს. ადვილი შესაძლებელია, რომ ვიღაცას არ მოსწონდა მუდმივად შემზარავი კადრების ყურება. შეიძლება უნდოდა, ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! სკოლაში რომ მიდიოდა, მხიარული გადაცემისთვის ეყურებინა. მით უმეტეს, რომ მე იმ დროს საბავშვო გადაცემები მიზანდასახულად გავაკეთე. ცეკვა-სიმღერა და ტაშ-ფანდური არ ყოფილა. საბავშვო გმირები მოვიწვიე. ერთ გადაცემაში პედიატრი მყავდა.

- ღია ეთერში რომ ყოფილიყავი, პროტესტს გამოხატავდი?

- პროტესტს მე გამოვხატავ, როგორც მოქალაქე, მაგრამ როგორც წამყვანი, რომელიც ტელეკრანზეა, არასდროს არავის მოვახვევ ჩემს აზრს, როგორი აზრიც უნდა მქონდეს. მივიჩნევ, რომ ადამიანებზე გავლენის მოხდენა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. ეს ჩემი პირადი აზრია.

- მითხარი, ბევრი იდეა მაქვსო. რა ტიპის გადაცემას წაიყვანდი?

- ცალსახად გასართობს. პოლიტიკურ თოქშოუს ვერ წავიყვან. ვფიქრობ, ამ ტიპის გადაცემა 22 წლის გოგოს არ უნდა მიჰყავდეს. თან, არ მაქვს ისეთი პოლიტიკური განათლება, რომ მსგავს თემებზე ვილაპარაკო. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მივესალმები გასართობი გადაცემის წაყვანას. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს საქართველოში შექმნილი თუ ნაყიდი გადაცემა. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად გამიხარდებოდა, რომ კვლავ ჩემი დილა გაგრძელებულიყო. ამ გადაცემის წაყვანა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, იმიტომ, რომ მქონდა საშუალება, რამე ახლებურად მომეფიქრებინა. ალბათ გამონაკლისი არ ვარ. ნებისმიერ წამყვანს მოსწონს თავისი საავტორო გადაცემა.

- "იმედის" დილის გადაცემა ღია ეთერშიც მიგყავდა, როცა დილით ხუთ საათზე გიწევდა ადგომა. "ნუკის დილის" ჩანაწერები გადიოდა ეთერში. რომელი უფრო მოგწონდა?

- უფრო მომწონდა "ნუკის დილა", ახლავე აგიხსნი რატომ. მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, ვაიმე, დილის ხუთ საათზე ადგომა რთულიაო, პირველ შემთხვევაში თუ დილის ხუთზე ვდგებოდი, "ნუკის დილა" რომ მომემზადებინა, დილის შვიდ საათზე ვწვებოდი. მთელი ღამე ვამონტაჟებდით მე და ჩემი მემონტაჟეები ჩანაწერს. გადაცემის ეთერში გასვლას ხშირად ვესწრებოდით. ეს ყველაფერი დიდ შრომასთან იყო დაკავშირებული. მაგრამ საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ, გინდა თუ არ გინდა, როგორი კარგი რესპონდენტიც უნდა მოდიოდეს შენთან, დილის რვა საათზე ვერანაირად ვერ გამოავლენს სიხალისეს. ნახევრად სძინავს. ჩაწერებზე კი ეს ადამიანები მოდიოდნენ გამოძინებული, უკეთესად მპასუხობდნენ შეკითხვებზე. დარბაზიც ჩვენთან ერთად იყო ჩართული ყველაფერში, თუმცა არც ერთი წამით არ მიმაჩნია, რომ ღია ეთერი რამით ნაკლებია. ორივეს თავისებური ხიბლი აქვს. რაღაც მომენტში მაყურებელს შეიძლება ერჩივნოს, რომ ღია ეთერში ნახოს გადაცემა. დანამდვილებით ის ვიცი, რომ ორივე შემთხვევაში ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი ასეთი გადაცემების წაყვანისას.

- დარჩა ჩაწერილი გადაცემები, რაც ეთერში ვერ გავიდა?

- არა.

- "შუა ქალაქში" ეთერში მოულოდნელად დაბრუნდა. გადასაღებ მოედანზე დაძაბულობა ხომ არ იგრძნობა? სიტუაცია შეიცვალა არხის მფლობელის შეცვლის შემდეგ?

- სერიალი როგორც მოულოდნელად გაუჩინარდა, ისევე მოულოდნელად დაბრუნდა. რაც შეეხება დაძაბულობას, ბევრჯერ მითქვამს, რომ "ღამის შოუს" სტუდიასთან ყოველთვის სასიამოვნოა მუშაობა. სხვა გადაღებებზე დრო იწელება და "ღამის შოუსთან" იმიტომ არის საინტერესო მუშაობა, რომ ყველაფერი დალაგებული აქვთ და მათთან მუშაობა კომფორტულია. მსახიობებს ძალიან მოგვენატრა ერთმანეთი. დიდი შემართებით ვიწყებთ მუშაობას და იმედი მაქვს, მაყურებლის იმედებსაც არ გავაწბილებთ.

- "შუა ქალაქში" როგორ განვითარდება შენ გმირის ამბები?

- ეს ჯერ მეც არ ვიცი. როგორსაც ვთამაშობ, მე თვითონ ისეთ გოგონებზე ხშირად მეცინება. ძალიან მაინტერესებს, როგორ განვითარდება მისი ცხოვრება.

- როგორც ვიცი, მსახიობობაზე ყოველთვის ოცნებობდი.

- ვოცნებობდი, მაგრამ ვერ გეტყვი, რომ მსახიობობა კარგად გამომდის. როდესაც დანარჩენ გმირებთან ერთად ვთამაშობ, ამას კარგად ვხვდები. მარტივად შედიან როლში. მე ძალიან ხშირად მეცინება. ცოტა ნუკი იპარება ჩემს პერსონაჟში.

- შენი გმირი ცოტათი დაიჩაგრა. ლაშა მოსწონდა და ბოლოს მან ყურადღება აღარ მიაქცია.

- ლაშა კვლავ არ მაქცევს ყურადღებას. ამით მეც ძალიან შევშფოთდი. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ მე და ლაშას ერთად რამე უნდა გვქონოდა, მაგრამ ისე მარტივად გაგვცვალა ლაშამ მეც და რუსკა მაყაშვილიც სხვაში, რომ ორივე გაკვირვებული დაგვტოვა.

- დარწმუნებული ვარ "ცეკვავენ ვარსკვლავებს", თვალს ადევნებ. რას იტყვი, მეორე სეზონზე?

- არც ერთი გადაცემა არ გამომიტოვებია. მყავს ჩემი ფავორიტი. რა თქმა უნდა, რუსკასა და ოთოს ვგულშემატკივრობ. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ოთო ჩემი პარტნიორი იყო და ვერ მოვახერხე, რომ მას გაემარჯვა. და საერთოდაც, ყველა ცეკვა მომწონს, რომელსაც ასრულებენ. იმავდროულად სხვებიც ძალიან კარგად ცეკვავენ. ბევრს ვგულშემატკივრობ, მაგრამ გამორჩეულად, როგორც გითხარი, ოთოსა და რუსკას.

- ცეკვის სურვილი ალბათ კიდევ გაგიჩნდა.

- მას შემდეგ, რაც "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მივიღე მონაწილეობა, ცეკვის სურვილი არც გამქრობია. სულ ვფიქრობდი, კიდევ ერთხელ რომ მოვხვედრილიყავი ამ პროექტში, ბევრად უკეთესად ვიცეკვებდი-მეთქი. როდესაც ვუყურებ ჩემს ცეკვებს, რაღაცები არ მომწონს. თავიდან ძალიან მოუქნელი ვიყავი.

- უკვე დიდი ხანია, გყავს შეყვარებული. დარწმუნებული ვარ, ბევრს უკითხავს, როდის აპირებთ დაოჯახებასო.

- ჯერჯერობით გათხოვებას არ ვაპირებ. თუ დავაპირე, არ დავმალავ. კვლავ იგივე პიროვნება მიყვარს. ძალიან მიყვარს და ვაფასებ, მაგრამ რა იქნება და როგორ იქნება, ჯერ არ ვიცი.

- აქტიურად ხარ საქმიანობაში ჩართული. როცა გათხოვდები, დიასახლისობაც მოგიწევს. ეს ამბავი ხომ არ გაშინებს?

- არა, ეს თემა აბსოლუტურად არ მაშინებს. უბრალოდ, ცოლქმრული ტიპის ცხოვრებისთვის ჯერ მზად არ ვარ. პირობები და ფინანსებია საჭირო იმისთვის, რომ ოჯახი შექმნა. ისედაც კარგად ვართ ერთად.

- შეყვარებული რა აზრისაა შენს საქმიანობაზე?

- მოსწონს და ყველაფერში მხარში მიდგას, რა საქმეც უნდა წამოვიწყო. რა თქმა უნდა, შენიშვნები აქვს, მაგრამ კატეგორიული არასდროს ყოფილა. არ გააკეთოო, არასდროს არაფერზე უთქვამს.

- მახსოვს, ერთ-ერთ "ნუკის დილაში" ჯიჯი რეჯინიმ ჩაცმულობის გამო გაგაკრიტიკა.

- ეს შოუს ერთგვარი ნაწილი იყო. წინასწარ იყო შეთანხმებული, რომ აუცილებლად უნდა გავეკრიტიკებინე. ზოგადად კრიტიკა კარგია. როცა გაკრიტიკებენ, ე.ი. ვიღაცას აინტერესებ. იდეალური ხომ ვერავინ ვიქნებით. გამაკრიტიკონ და მე გავიზიარებ, თუ ის ჯანსაღი იქნება.

- შეყვარებულმა, ოთო მარგოშვილმა რა თქვა, ეს გადაცემა რომ ნახა?

- მითხრა, ხომ ხედავ, მეც ხომ ვამბობდი და იქნებ, ჯიჯისი მაინც დაიჯეროო. ოთოს არასდროს აუკრძალავს მოკლე კაბის ან დეკოლტეს ჩაცმა იმის გამო, რომ ვინმე შემომხედავს. ისეთი მოვწონვარ, როგორიც ვარ.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება