პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა გრიგოლიასა და ბაჩო ახალაიას მეგობრობის ამბავი, ანუ რატომ გაუშვეს იუმორისტები "კომედი შოუდან"
ნიკა გრიგოლიასა და ბაჩო ახალაიას მეგობრობის ამბავი, ანუ რატომ გაუშვეს იუმორისტები "კომედი შოუდან"

"კო­მე­დი შოუს" გარ­შე­მო სკან­და­ლე­ბი არ წყდე­ბა. გახ­სოვთ ალ­ბათ, ჯერ კი­დევ ზა­ფხულ­ში, როცა "რუს­თა­ვი 2" ფა­ქომ (ლე­ვან გო­გო­რე­ლი­ან­მა), ამი­კო ჩო­ხა­რი­ძემ და და­ვით გო­გიშ­ვილ­მა და­ტო­ვეს, მა­ლე­ვე "კო­მე­დი შო­უ­დან" ნიკა გრი­გო­ლი­აც გა­უშ­ვეს. ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ გრი­გო­ლია სამ­სა­ხუ­რი­დან უდის­ციპ­ლი­ნო­ბის გამო და­ი­თხო­ვეს. თუმ­ცა ნიკა გრი­გო­ლია კვლავ დაბ­რუნ­და შო­უ­ში და სა­პა­ტიო ად­გი­ლიც და­ი­კა­ვა.

რო­გორც გა­ვი­გეთ, მა­შინ, როცა "კო­მე­დი შო­უ­დან" ფაქო და ამი­კო მი­დი­ოდ­ნენ, სხვა მსა­ხი­ო­ბე­ბიც გეგ­მავ­დნენ არ­ხის და­ტო­ვე­ბას, მათ შო­რის ვახო ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი, ნიკა გრი­გო­ლია, თა­თია სუ­ლუ­აშ­ვი­ლი და ეკა აფ­ში­ლა­ვა, მაგ­რამ ამ პრო­ცე­სებ­ში უშუ­ა­ლოდ ბაჩო ახა­ლა­ია ჩა­რე­უ­ლა და სწო­რედ მას შე­უ­ჩე­რე­ბია მსა­ხი­ო­ბე­ბის გა­დი­ნე­ბა.

რო­გორც ამ­ბობ­დნენ, ბაჩო ახა­ლა­ია ყვე­ლა­ზე ახ­ლოს ნიკა გრი­გო­ლი­ას­თან ყო­ფი­ლა, მათი მე­გობ­რო­ბა კი ზამ­თარ­ში, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს "ივენ­თე­ბის" მზა­დე­ბი­სას და­წყე­ბუ­ლა, ამი­ტო­მაც ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად ახა­ლა­ია სწო­რედ გრი­გო­ლი­ას დაბ­რუ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში ჩა­რე­უ­ლა. მე­ტიც, შო­უ­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი სწო­რედ ბა­ჩოს წყა­ლო­ბით და­აბ­რუ­ნა უკან ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ახა­ლა­ი­ას "კრი­შით" და­ი­მე­დე­ბუ­ლი და უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი გრი­გო­ლია თურ­მე კარ­გა ხანს ში­შის ზარს სცემ­და ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვილ­სა და ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილს. მას პირ­ვე­ლი­ვე ჩა­წე­რა გა­უც­დე­ნია და ვერც ვე­რა­ფე­რი უთხრეს თურ­მე. ერთი სი­ტყვით, რო­გორც ამ­ბო­ბენ, გრი­გო­ლია ბაჩო ახა­ლა­ი­ას რომ არ და­ეთ­რია ყუ­რე­ბით, "კო­მე­დი ჯგუფს" "სას­ტავს" და­უშ­ლი­დაო.

გრი­გო­ლი­ა­სა და ახა­ლა­ი­ას მე­გობ­რო­ბას ნი­კას პოს­ტიც ადას­ტუ­რებს "ფე­ის­ბუქ­ში", ბაჩო ახა­ლა­ი­ა­სა და თენ­გო გუ­ნა­ვას და­პა­ტიმ­რე­ბას რომ მოჰ­ყვა.

გრი­გო­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი თენ­გო გუ­ნა­ვას ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს შემ­დე­გი წარ­წე­რით: "ეს კაცი ჩემი მე­გო­ბა­რია. უკვე მარ­თლა გული მე­რე­ვა!!! რა ვართ ასე­თი ცხვრე­ბი, ეს დე­და­ნა­ტი­რე­ბი?! ხალ­ხო, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და და ნარ­კო­მა­ნებს იჭერ­და (მომ­ხმა­რე­ბელს, გამ­სა­ღე­ბელს და მათ მო­წი­ლე "პო­ლი­ცი­ე­ლებს"), თურ­მე ისე­თი დე­ბი­ლია, რომ როცა მისი "შეფი" მე­გო­ბა­რი და­ი­ჭი­რეს და დღე­ში "ხუი ივო ზნა­ეტ" რამ­დენ კაცს იბა­რე­ბენ და­სა­კა­ვებ­ლად და და­სა­ჭე­რად... წა­ვი­და და ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ძე­ნა და მოხ­მა­რე­ბა და­ი­წყო, თან ისე, რომ ყო­ველ­დღე იმ შე­ნო­ბას­თან იდგა, სა­დაც ბაჩო ახა­ლა­ია ჰყავ­დათ... ბო­დი­ში უცენ­ზუ­რო­ბის გამო, მაგ­რამ ბრძე­ნო ქარ­თვე­ლო ხალ­ხო... ჩვენ შიგ ხომ არ გვაქვს?!!!!!! მეც ბაჩო ახა­ლა­ი­ას და თენ­გო გუ­ნა­ვას მე­გო­ბა­რი ვარ... და­მი­ჭი­რეთ, თქვე­ნი დე­დაც მოვტ...…ნ!!!" - წერს გრი­გო­ლია.

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ახა­ლა­ი­ას და­პა­ტიმ­რე­ბას ნიკა გრი­გო­ლი­ას "კო­მე­დი შო­უ­დან" გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მოჰ­ყვა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა და ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვილ­მა შური იძი­ეს გრი­გო­ლი­ა­ზე, ბი­უ­ჯე­ტის შემ­ცი­რე­ბა მო­ი­მი­ზე­ზეს და სამ­სა­ხუ­რი­დან გა­უშ­ვე­სო. ბი­უ­ჯე­ტის შემ­ცი­რე­ბა­ში მო­ყო­ლი­ლა სიკო ჭუმ­ბუ­რი­ძეც. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მას ბე­რას სტუ­დი­ა­ში რამ­დე­ნი­მე ვი­ზი­ტი და მე­გობ­რე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა არ აპა­ტია ყო­ფილ­მა შეფ­მა. ამ­ჟა­მად კი თურ­მე ბე­რას სტუ­დი­ა­ში სი­კოს გა­და­ბარ­გე­ბაც გა­ნი­ხი­ლე­ბა.

გა­ვი­გეთ ისიც, რომ ნიკა "რუს­თა­ვი 2"-ის ახალ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ებს აწარ­მო­ებს, რათა სა­კუ­თა­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პრო­ექ­ტი გა­ა­კე­თოს.

ნიკა გრი­გო­ლია.

- ნიკა, იმ პოსტთან და­კავ­ში­რე­ბით მინ­და გკი­თხო, დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა რომ მოჰ­ყვა, მარ­თლა მე­გობ­რობ ახა­ლა­ი­ას­თან?

- ეგ პოს­ტი ჩემს მე­გო­ბარ თენ­გო გუ­ნა­ვა­ზე მე­წე­რა, რო­მე­ლიც და­ა­კა­ვეს. რა­ტომ ატყდა ამ­ხე­ლა ამ­ბა­ვი, მარ­თლა არ ვიცი. "ფე­ის­ბუ­ქის" ჩემი კე­დე­ლი რომ გა­და­ქე­ქოთ, არა­ვის დამ­ცვე­ლად, არც გამ­ლან­ძღვე­ლად არას­დროს გა­მოვ­სულ­ვარ. არც "ვინ­მე­სის­ტი" ვარ. ეს იყო იგი­ვე რე­აქ­ცია, რაც მექ­ნე­ბო­და, ჩემი მე­გო­ბა­რი და­ვით გო­გიშ­ვი­ლი რომ და­ე­ჭი­რათ. ზედ­მე­ტი რომ მო­მი­ვი­და, ამას მეც ვხვდე­ბი. მერე რომ წა­ვი­კი­თხე, მივ­ხვდი, რომ გი­ნე­ბა მარ­თლა არ იყო სა­ჭი­რო. უბ­რა­ლოდ, ცხელ გულ­ზე დავ­წე­რე. ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის წინ რომ ელა­პა­რა­კე­ბი მე­გო­ბარს და მერე იგებ მისი და­კა­ვე­ბის ამ­ბავს, გა­ღი­ზი­ან­დე­ბი. ამ სტა­ტუ­სით მე ჩემი მე­გო­ბა­რი და­ვი­ცა­ვი. ის არ არის ჩემ­თვის ვი­ღაც მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი. ვინ აღარ მომ­წე­რა, პა­ტივს გცემ­დი და ასეთ კაცს რა­ტომ იცა­ვო. მე არ მე­გუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მე­გო­ბა­რი ცუდი ჰგო­ნია. ისე ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იმა­ში, რომ თენ­გო გუ­ნა­ვა ნარ­კო­მა­ნი არ არის, რო­გორც იმა­ში, რომ მე ორი ხელი მაქვს. უბ­რა­ლოდ, გი­ნე­ბა იყო იქ ზედ­მე­ტი, თუმ­ცა არა­ვის მი­სა­მარ­თით არ იყო მი­მარ­თუ­ლი და ეს მამ­შვი­დებს.

- შენს პოს­ტში ნახ­სე­ნე­ბი იყო ბაჩო ახა­ლა­ი­აც, მარ­თლა მე­გობ­რობ მას­თან?

- იყო პე­რი­ო­დი, როცა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ბი­ჭებს "ივენ­თებს" გვიკ­ვეთ­და ოფიც­რე­ბის­თვის, რე­ზერ­ვის­ტე­ბის­თვის. წინა ზამ­თარს ბევ­რი "ივენ­თი" გვქონ­და. ხში­რად მი­წევ­და ბა­ჩოს­თან შე­ხე­ბა და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და.

- როცა "კო­მე­დი შო­უ­დან" უდის­ციპ­ლი­ნო­ბის მი­ზე­ზით გა­მო­გიშ­ვეს და შემ­დეგ მა­ლე­ვე და­გაბ­რუ­ნეს, ამ­ბობ­დნენ, რომ ახა­ლა­ი­ამ და თქვენ­მა მე­გობ­რო­ბამ და­გაბ­რუ­ნა...

- მა­შინ "რუს­თა­ვი 2"-ის ხელ­მძღვა­ნელ­მა გოგი გე­გე­ში­ძემ დამ­ტო­ვა პრო­ექ­ტში. ახა­ლა­ია არა­ფერ შუ­ა­შია. უბ­რა­ლოდ, ეს იმ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა, როცა ჩვენ ანაკ­ლი­ა­ში თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს "ივენ­თებს" ვა­კე­თებ­დით და შე­საძ­ლოა, ამას გამო გაჩ­ნდა ეს ჭო­რე­ბი. "რუს­თა­ვი 2"-ში არა­ვის და­ვუბ­რუ­ნე­ბი­ვარ. ვინც მე ამ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან არ გა­მიშ­ვა, იყო "რუს­თა­ვი 2"-ის დი­რექ­ტო­რი გოგი გე­გე­ში­ძე.

- ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ "კო­მე­დი შოუ" კვლავ და­გა­ტო­ვე­ბი­ნეს...

- დღეს "კო­მე­დი შო­უ­ში" არ ვარ, მაგ­რამ ვარ "რუს­თა­ვი 2"-ის თა­ნამ­შრო­მე­ლი. რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია მოხ­და არხზე, ცვლი­ლე­ბე­ბი იყო ხელ­ფა­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით...

- რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბი­უ­ჯე­ტის შემ­ცი­რე­ბას შე­ე­წი­რე...

- არც ერთი გა­და­ცე­მის ბი­უ­ჯე­ტი არ მე­ხე­ბა ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, გარ­და ჩემი ხელ­ფა­სი­სა. ისიც კი არ ვიცი, რამ­დე­ნი აქვს ბი­უ­ჯე­ტი იმ გა­და­ცე­მას, რო­მელ­შიც ამ­დე­ნი წელი ვი­მუ­შა­ვე. ჩემ­მა დი­რექ­ტორ­მა ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვილ­მა მი­თხრა, რომ რა­ღა­ცე­ბი შე­იც­ვა­ლა და "კო­მე­დი შო­უ­ში" აღარ ვარ. თვი­თო­ნაც უამ­რა­ვი კი­თხვა მაქვს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით და თქვენ რო­გორ გაგ­ცეთ პა­სუ­ხი? სა­სა­ცი­ლო ვარ, სუ­ლე­ლი თუ ვინც ვარ, ასეთ თე­მებ­ზე აღარ გვი­ლა­პა­რა­კია. როცა ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თა­ნაც 12 წე­ლია მუ­შა­ობ, გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ აღარ უნდა იმუ­შაო "კო­მე­დი შო­უ­ში", ზედ­მე­ტი ლა­პა­რა­კი აღარ არის სა­ჭი­რო. მე­გობ­რუ­ლად და­ვემ­შვი­დო­ბე ყვე­ლას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­ზე­ზი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რი დარ­ჩა ჩემ­თვის, სკან­და­ლე­ბის მო­წყო­ბა ჩემი სტი­ლი არ არის.

- გა­ვი­გე, რომ ამ არხზე ახა­ლი გა­და­ცე­მის გა­კე­თე­ბას გეგ­მავ და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გაქვს "რუს­თა­ვი 2"-ის ახალ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან.

- ეს იქ­ნე­ბა "რუს­თა­ვი 2"-ის პრო­ექ­ტი, მე ვიქ­ნე­ბი მსა­ხი­ო­ბი, პრო­დი­უ­სე­რი თუ წამ­ყვა­ნი, მო­მა­ვალ­ში ვნა­ხავთ. არხს მი­აჩ­ნია, რომ მე არ ვარ ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­მაც ტე­ლე­ვი­ზია უნდა და­ტო­ვოს.

- ბე­რას ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­დას­ვლა­ზე ხომ არ გი­ფიქ­რია, მით უფრო, რომ იქ ბევ­რი შენი მე­გო­ბა­რი მუ­შა­ობს.

- ბე­რამ ძა­ლი­ან მა­გა­რი პი­რო­ბე­ბი შე­მომ­თა­ვა­ზა ჯერ კი­დევ მა­შინ, როცა ბი­ჭე­ბი მას­თან წა­ვიდ­ნენ. მე მას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე და დავ­რჩი "რუს­თა­ვი 2"-ზე. კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი ხელ­ფა­სით, სამ­სა­ხუ­რით და დავ­რჩი... რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვნა­ხე მათი გა­და­ცე­მე­ბი. ჩემი აზრი თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ, გე­ტყვით, რომ ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ამ სტუ­დი­ა­ში ბევ­რი ჩემი მე­გო­ბა­რია, მსა­ხი­ო­ბე­ბი, პრო­დი­უ­სე­რი, დი­რექ­ტო­რი, ოპე­რა­ტო­რი. მე იქ თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვიგ­რძნობ­დი, მაგ­რამ რად­გან პირ­ველ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე ვთქვი უარი, მას მერე აღარც მი­ფიქ­რია. მა­შინ სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­და­ნაც მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! და არც ერთს არ დავ­თან­ხმდი.

- რისი თქმა გინ­და, ერ­თგუ­ლი ბიჭი ხარ?

- ერ­თგუ­ლი კი არ ვარ, სიყ­ვა­რუ­ლი შე­მიძ­ლია. მა­გა­ლი­თად, მოტო რომ მიყ­ვარს, სა­ნამ არ "მოკ­ვდე­ბა", არ ვცვლი. ასე რომ, სა­ნამ არ გა­მაგ­დე­ბენ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან, არ­სად წა­ვალ. 12 წელი ვი­მუ­შა­ვე, მი­ვეჩ­ვიე, მიყ­ვარს ეს ტე­ლე­ვი­ზია, თან მგო­ნია, რომ ჯერ აქ არის ჩემი ად­გი­ლი. მე ხა­ჭა­პურს ვერ გა­მო­ვა­ცხობ, იმი­ტომ, რომ არ ვიცი.

სიკო ჭუმ­ბუ­რი­ძე.

- სიკო, მარ­თა­ლია, რომ "კო­მე­დი შო­უ­დან" გა­გიშ­ვეს?

- მთლად ასე მარ­ტი­ვად არ არის საქ­მე. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ხელ­ფა­სე­ბის ცვლი­ლე­ბა­ში იყო, ბი­უ­ჯე­ტის შემ­ცი­რე­ბა­ში მოვ­ყე­ვი.

- რას აპი­რებ?

- მე­გობ­რებ­თან ერ­თად ცალ­კე სტუ­დი­ას ვა­კე­თებ, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან ითა­ნამ­შრომ­ლებს. იმა­ვე სფე­რო­ში ვრჩე­ბი.

- შენი მე­გობ­რე­ბი ბე­რას სტუ­დი­ა­ში მუ­შა­ო­ბენ, შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! ხომ არ მი­გი­ღია მათ­გან?

- მქონ­და სა­უ­ბა­რი მე­გობ­რებ­თან, მაგ­რამ არა მო­ლა­პა­რა­კე­ბა. რე­ა­ლუ­რი წი­ნა­და­დე­ბა არ მი­მი­ღია.

ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვი­ლი.

- ალე­კო, მარ­თა­ლია, რომ ნიკა გრი­გო­ლია და სიკო ჭუმ­ბუ­რი­ძე "კო­მე­დი შო­უ­დან" და­ი­თხო­ვეთ?

- მარ­თა­ლია. ნიკა "კო­მე­დი შო­უ­ში" აღარ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში რჩე­ბა, რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი შე­იც­ვა­ლა და...

- რა­ღაც-რა­ღა­ცებ­ში რას გუ­ლის­ხმობთ, შე­იძ­ლე­ბა ვი­ცო­დეთ?

- ახლა ვერ გე­ლა­პა­რა­კე­ბით, შეხ­ვედ­რა­ზე ვარ.

- რას უკავ­შირ­დე­ბა ეს ცვლი­ლე­ბე­ბი?

- არ­სე­ბობს ასე­თი სი­ტყვე­ბი - ოპ­ტი­მი­ზა­ცია, ცვლი­ლე­ბე­ბი... ეს არის და ეს.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ნიკა გრიგოლიასა და ბაჩო ახალაიას მეგობრობის ამბავი, ანუ რატომ გაუშვეს იუმორისტები "კომედი შოუდან"

ნიკა გრიგოლიასა და ბაჩო ახალაიას მეგობრობის ამბავი, ანუ რატომ გაუშვეს იუმორისტები "კომედი შოუდან"

"კომედი შოუს" გარშემო სკანდალები არ წყდება. გახსოვთ ალბათ, ჯერ კიდევ ზაფხულში, როცა "რუსთავი 2" ფაქომ (ლევან გოგორელიანმა), ამიკო ჩოხარიძემ და დავით გოგიშვილმა დატოვეს, მალევე "კომედი შოუდან" ნიკა გრიგოლიაც გაუშვეს. ვანო ჯავახიშვილი ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, რომ გრიგოლია სამსახურიდან უდისციპლინობის გამო დაითხოვეს. თუმცა ნიკა გრიგოლია კვლავ დაბრუნდა შოუში და საპატიო ადგილიც დაიკავა.

როგორც გავიგეთ, მაშინ, როცა "კომედი შოუდან" ფაქო და ამიკო მიდიოდნენ, სხვა მსახიობებიც გეგმავდნენ არხის დატოვებას, მათ შორის ვახო ბიჭიკაშვილი, ნიკა გრიგოლია, თათია სულუაშვილი და ეკა აფშილავა, მაგრამ ამ პროცესებში უშუალოდ ბაჩო ახალაია ჩარეულა და სწორედ მას შეუჩერებია მსახიობების გადინება.

როგორც ამბობდნენ, ბაჩო ახალაია ყველაზე ახლოს ნიკა გრიგოლიასთან ყოფილა, მათი მეგობრობა კი ზამთარში, თავდაცვის სამინისტროს "ივენთების" მზადებისას დაწყებულა, ამიტომაც ყველაზე აქტიურად ახალაია სწორედ გრიგოლიას დაბრუნების გადაწყვეტილებაში ჩარეულა. მეტიც, შოუდან გათავისუფლებული მსახიობი სწორედ ბაჩოს წყალობით დააბრუნა უკან ჯგუფის ხელმძღვანელმა. იმასაც ამბობენ, რომ ახალაიას "კრიშით" დაიმედებული და უკან დაბრუნებული გრიგოლია თურმე კარგა ხანს შიშის ზარს სცემდა ალეკო მალხაზიშვილსა და ვანო ჯავახიშვილს. მას პირველივე ჩაწერა გაუცდენია და ვერც ვერაფერი უთხრეს თურმე. ერთი სიტყვით, როგორც ამბობენ, გრიგოლია ბაჩო ახალაიას რომ არ დაეთრია ყურებით, "კომედი ჯგუფს" "სასტავს" დაუშლიდაო.

გრიგოლიასა და ახალაიას მეგობრობას ნიკას პოსტიც ადასტურებს "ფეისბუქში", ბაჩო ახალაიასა და თენგო გუნავას დაპატიმრებას რომ მოჰყვა.

გრიგოლია დაკავებული თენგო გუნავას ფოტოს აქვეყნებს შემდეგი წარწერით: "ეს კაცი ჩემი მეგობარია. უკვე მართლა გული მერევა!!! რა ვართ ასეთი ცხვრები, ეს დედანატირები?! ხალხო, ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება პოლიციაში მუშაობდა და ნარკომანებს იჭერდა (მომხმარებელს, გამსაღებელს და მათ მოწილე "პოლიციელებს"), თურმე ისეთი დებილია, რომ როცა მისი "შეფი" მეგობარი დაიჭირეს და დღეში "ხუი ივო ზნაეტ" რამდენ კაცს იბარებენ დასაკავებლად და დასაჭერად... წავიდა და ნარკოტიკების შეძენა და მოხმარება დაიწყო, თან ისე, რომ ყოველდღე იმ შენობასთან იდგა, სადაც ბაჩო ახალაია ჰყავდათ... ბოდიში უცენზურობის გამო, მაგრამ ბრძენო ქართველო ხალხო... ჩვენ შიგ ხომ არ გვაქვს?!!!!!! მეც ბაჩო ახალაიას და თენგო გუნავას მეგობარი ვარ... დამიჭირეთ, თქვენი დედაც მოვტ...…ნ!!!" - წერს გრიგოლია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალაიას დაპატიმრებას ნიკა გრიგოლიას "კომედი შოუდან" გათავისუფლება მოჰყვა. როგორც ამბობენ, ვანო ჯავახიშვილმა და ალეკო მალხაზიშვილმა შური იძიეს გრიგოლიაზე, ბიუჯეტის შემცირება მოიმიზეზეს და სამსახურიდან გაუშვესო. ბიუჯეტის შემცირებაში მოყოლილა სიკო ჭუმბურიძეც. როგორც ამბობენ, მას ბერას სტუდიაში რამდენიმე ვიზიტი და მეგობრების მონახულება არ აპატია ყოფილმა შეფმა. ამჟამად კი თურმე ბერას სტუდიაში სიკოს გადაბარგებაც განიხილება.

გავიგეთ ისიც, რომ ნიკა "რუსთავი 2"-ის ახალ ხელმძღვანელობასთან კონსულტაციებს აწარმოებს, რათა საკუთარი, დამოუკიდებელი პროექტი გააკეთოს.

ნიკა გრიგოლია.

- ნიკა, იმ პოსტთან დაკავშირებით მინდა გკითხო, დიდი მითქმა-მოთქმა რომ მოჰყვა, მართლა მეგობრობ ახალაიასთან?

- ეგ პოსტი ჩემს მეგობარ თენგო გუნავაზე მეწერა, რომელიც დააკავეს. რატომ ატყდა ამხელა ამბავი, მართლა არ ვიცი. "ფეისბუქის" ჩემი კედელი რომ გადაქექოთ, არავის დამცველად, არც გამლანძღველად არასდროს გამოვსულვარ. არც "ვინმესისტი" ვარ. ეს იყო იგივე რეაქცია, რაც მექნებოდა, ჩემი მეგობარი დავით გოგიშვილი რომ დაეჭირათ. ზედმეტი რომ მომივიდა, ამას მეც ვხვდები. მერე რომ წავიკითხე, მივხვდი, რომ გინება მართლა არ იყო საჭირო. უბრალოდ, ცხელ გულზე დავწერე. ნახევარი საათის წინ რომ ელაპარაკები მეგობარს და მერე იგებ მისი დაკავების ამბავს, გაღიზიანდები. ამ სტატუსით მე ჩემი მეგობარი დავიცავი. ის არ არის ჩემთვის ვიღაც მაღალჩინოსანი. ვინ აღარ მომწერა, პატივს გცემდი და ასეთ კაცს რატომ იცავო. მე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც მეგობარი ცუდი ჰგონია. ისე ვარ დარწმუნებული იმაში, რომ თენგო გუნავა ნარკომანი არ არის, როგორც იმაში, რომ მე ორი ხელი მაქვს. უბრალოდ, გინება იყო იქ ზედმეტი, თუმცა არავის მისამართით არ იყო მიმართული და ეს მამშვიდებს.

- შენს პოსტში ნახსენები იყო ბაჩო ახალაიაც, მართლა მეგობრობ მასთან?

- იყო პერიოდი, როცა თავდაცვის სამინისტრო ბიჭებს "ივენთებს" გვიკვეთდა ოფიცრებისთვის, რეზერვისტებისთვის. წინა ზამთარს ბევრი "ივენთი" გვქონდა. ხშირად მიწევდა ბაჩოსთან შეხება და მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.

- როცა "კომედი შოუდან" უდისციპლინობის მიზეზით გამოგიშვეს და შემდეგ მალევე დაგაბრუნეს, ამბობდნენ, რომ ახალაიამ და თქვენმა მეგობრობამ დაგაბრუნა...

- მაშინ "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელმა გოგი გეგეშიძემ დამტოვა პროექტში. ახალაია არაფერ შუაშია. უბრალოდ, ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ჩვენ ანაკლიაში თავდაცვის სამინისტროს "ივენთებს" ვაკეთებდით და შესაძლოა, ამას გამო გაჩნდა ეს ჭორები. "რუსთავი 2"-ში არავის დავუბრუნებივარ. ვინც მე ამ ტელევიზიიდან არ გამიშვა, იყო "რუსთავი 2"-ის დირექტორი გოგი გეგეშიძე.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ "კომედი შოუ" კვლავ დაგატოვებინეს...

- დღეს "კომედი შოუში" არ ვარ, მაგრამ ვარ "რუსთავი 2"-ის თანამშრომელი. რეორგანიზაცია მოხდა არხზე, ცვლილებები იყო ხელფასებთან დაკავშირებით...

- როგორც ამბობენ, ბიუჯეტის შემცირებას შეეწირე...

- არც ერთი გადაცემის ბიუჯეტი არ მეხება ამ ტელევიზიაში, გარდა ჩემი ხელფასისა. ისიც კი არ ვიცი, რამდენი აქვს ბიუჯეტი იმ გადაცემას, რომელშიც ამდენი წელი ვიმუშავე. ჩემმა დირექტორმა ალეკო მალხაზიშვილმა მითხრა, რომ რაღაცები შეიცვალა და "კომედი შოუში" აღარ ვარ. თვითონაც უამრავი კითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით და თქვენ როგორ გაგცეთ პასუხი? სასაცილო ვარ, სულელი თუ ვინც ვარ, ასეთ თემებზე აღარ გვილაპარაკია. როცა ადამიანები, ვისთანაც 12 წელია მუშაობ, გეუბნებიან, რომ აღარ უნდა იმუშაო "კომედი შოუში", ზედმეტი ლაპარაკი აღარ არის საჭირო. მეგობრულად დავემშვიდობე ყველას. მიუხედავად იმისა, რომ მიზეზი აბსოლუტურად გაუგებარი დარჩა ჩემთვის, სკანდალების მოწყობა ჩემი სტილი არ არის.

- გავიგე, რომ ამ არხზე ახალი გადაცემის გაკეთებას გეგმავ და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაქვს "რუსთავი 2"-ის ახალ ხელმძღვანელობასთან.

- ეს იქნება "რუსთავი 2"-ის პროექტი, მე ვიქნები მსახიობი, პროდიუსერი თუ წამყვანი, მომავალში ვნახავთ. არხს მიაჩნია, რომ მე არ ვარ ის თანამშრომელი, რომელმაც ტელევიზია უნდა დატოვოს.

- ბერას ტელევიზიაში გადასვლაზე ხომ არ გიფიქრია, მით უფრო, რომ იქ ბევრი შენი მეგობარი მუშაობს.

- ბერამ ძალიან მაგარი პირობები შემომთავაზა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბიჭები მასთან წავიდნენ. მე მას მადლობა გადავუხადე და დავრჩი "რუსთავი 2"-ზე. კმაყოფილი ვიყავი ხელფასით, სამსახურით და დავრჩი... რამდენიმე დღის წინ ვნახე მათი გადაცემები. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ძალიან მომეწონა. ამ სტუდიაში ბევრი ჩემი მეგობარია, მსახიობები, პროდიუსერი, დირექტორი, ოპერატორი. მე იქ თავს კომფორტულად ვიგრძნობდი, მაგრამ რადგან პირველ შემოთავაზებაზე ვთქვი უარი, მას მერე აღარც მიფიქრია. მაშინ სხვა ტელევიზიებიდანაც მქონდა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! და არც ერთს არ დავთანხმდი.

- რისი თქმა გინდა, ერთგული ბიჭი ხარ?

- ერთგული კი არ ვარ, სიყვარული შემიძლია. მაგალითად, მოტო რომ მიყვარს, სანამ არ "მოკვდება", არ ვცვლი. ასე რომ, სანამ არ გამაგდებენ ტელევიზიიდან, არსად წავალ. 12 წელი ვიმუშავე, მივეჩვიე, მიყვარს ეს ტელევიზია, თან მგონია, რომ ჯერ აქ არის ჩემი ადგილი. მე ხაჭაპურს ვერ გამოვაცხობ, იმიტომ, რომ არ ვიცი.

სიკო ჭუმბურიძე.

- სიკო, მართალია, რომ "კომედი შოუდან" გაგიშვეს?

- მთლად ასე მარტივად არ არის საქმე. მთავარი პრობლემა ხელფასების ცვლილებაში იყო, ბიუჯეტის შემცირებაში მოვყევი.

- რას აპირებ?

- მეგობრებთან ერთად ცალკე სტუდიას ვაკეთებ, რომელიც სხვადასხვა ტელევიზიასთან ითანამშრომლებს. იმავე სფეროში ვრჩები.

- შენი მეგობრები ბერას სტუდიაში მუშაობენ, შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ხომ არ მიგიღია მათგან?

- მქონდა საუბარი მეგობრებთან, მაგრამ არა მოლაპარაკება. რეალური წინადადება არ მიმიღია.

ალეკო მალხაზიშვილი.

- ალეკო, მართალია, რომ ნიკა გრიგოლია და სიკო ჭუმბურიძე "კომედი შოუდან" დაითხოვეთ?

- მართალია. ნიკა "კომედი შოუში" აღარ იქნება, მაგრამ ტელევიზიაში რჩება, რაღაც-რაღაცები შეიცვალა და...

- რაღაც-რაღაცებში რას გულისხმობთ, შეიძლება ვიცოდეთ?

- ახლა ვერ გელაპარაკებით, შეხვედრაზე ვარ.

- რას უკავშირდება ეს ცვლილებები?

- არსებობს ასეთი სიტყვები - ოპტიმიზაცია, ცვლილებები... ეს არის და ეს.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები