ჩარლი შინმა გადაწყვიტა, ადამიანებს დაეხმაროს. მან ხელი თავის მეგობარს, ლინდსი ლოჰანს გაუმართა და 100 000 აშშ დოლარი აჩუქა, რათა ამ უკანასკნელს საგადასახადო სამსახურის ვალი დაეფარა. როგორც TMZ-ი იუწყება, ლინდსიმ სახელმწიფოს 240 000 დოლარი უნდა გადაუხადოს.
ჩარლის ასეთმა ხელგაშლილობამ ლოჰანი გააოგნა. მან დაუფიქრებლად გამოართვა კოლეგას 100 000 დოლარიანი ქვითარი.
მსახიობები ფილმის "ძალიან საშიში ფილმი 5" გადაღებებზე მუშაობისას დაახლოვდნენ. 26 წლის ლინდსი და 47 წლის ჩარლი გამუდმებით საუბრობდნენ საკუთარ პრობლემებზე, რაც ორივეს თავზე საყრელად აქვს.
როგორ გადაუხადა მადლობა ლინდსიმ შინს, ჯერ უცნობია. ლოჰანმა წლის ბოლომდე სხვადასხვა პროექტებიდან 2 მლნ დოლარი უნდა აიღოს.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.