მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოქრუაშვილის ვერდიქტი - მერაბიშვილი თუ ბოკერია?
ოქრუაშვილის ვერდიქტი - მერაბიშვილი თუ ბოკერია?

შე­საძ­ლოა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მალე კი­დევ ერ­თმა გახ­მა­უ­რე­ბულ­მა საქ­მემ მი­ი­პყროს, რო­მე­ლიც ცი­ხის ბუნ­ტის სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბუნ­ტის ჩახ­შო­ბი­სას და­ი­ღუ­პა 7 პა­ტი­მა­რი, თუმ­ცა, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მტკი­ცე­ბით, მსხვერ­პლი გა­ცი­ლე­ბით დიდი იყო. რა მოხ­და 2006 წლის 27 მარტს, რა­ტომ გახ­და ეს თემა გა­სულ კვი­რას ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რი და რა ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი იკ­ვე­თე­ბა ე. წ. ცი­ხის ბუნ­ტის საქ­მე­ში? "კვი­რის პა­ლიტ­რამ" სწო­რედ ამის გარ­კვე­ვა სცა­და.

რას იტყვის ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ცი­ხის ბუნ­ტის შე­სა­ხებ?

გა­სულ კვი­რას ად­ვო­კატ­მა ლალი აფ­ცი­ა­ურ­მა შსს-ს სკან­და­ლუ­რი აუ­დიო და სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის სრუ­ლი ვა­რი­ან­ტი გა­დას­ცა, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე ყო­ფი­ლი ე. წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, პლა­ტონ მა­მარ­დაშ­ვი­ლი­სა და კუდ-ის მა­ღალ­ჩი­ნო­სან "მას­ტე­რას" სა­უბ­რებს ასა­ხავს. ად­ვო­კა­ტის თქმით, ჩა­ნა­წე­რე­ბი ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებს ააშ­კა­რა­ვებს. ად­ვო­კა­ტის ვა­რა­უ­დით, ოქ­რუ­აშ­ვილს ცი­ხის ბუნტზეც სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა შე­უძ­ლია.

ლალი აფ­ცი­ა­უ­რი 2006 წლის 27 მარ­ტის სის­ხლი­ან ღა­მეს იხ­სე­ნებს: "იმ­ხა­ნად ცი­ხის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­სა და მე-5 სა­პყრო­ბი­ლის შუა ვცხოვ­რობ­დი. ჩემი სახ­ლი შე­და­რე­ბით მაღ­ლობ­ზე იყო და იქი­დან ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფოც და მე-5 სა­პყრო­ბი­ლეც (რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად გა­უქ­მე­ბუ­ლია) კარ­გად მო­ჩან­და. იმ ღა­მეს ხმა­ურ­მა გა­მაღ­ვი­ძა, - პა­ტიმ­რე­ბი რკი­ნის გი­სო­სებ­ზე კოვ­ზებს და სხვა ნივ­თებს უკა­კუ­ნებ­დნენ, რა­საც ცი­ხე­ში ჯა­რის შეყ­ვა­ნა მოჰ­ყვა.

- თუ არ ვცდე­ბი, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სპეც­რაზ­მი შე­იყ­ვა­ნეს ცი­ხე­ში.

- რო­გორც ვიცი, სპეც­რაზმს მძი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბა არ ჰყავ­და, მე კი სა­პყრო­ბი­ლეს­თან ტან­კე­ბი და ბე­ტე­ე­რე­ბი ვნა­ხე, იქვე სამ­ხედ­რო­ე­ბიც იყ­ვნენ. ჩემი თვა­ლით და­ვი­ნა­ხე, საკ­ნე­ბის გი­სო­სე­ბი­დან რო­გორ გა­მო­დი­ო­და მა­ნა­თო­ბე­ლი ტყვი­ე­ბი. თავ­ზარ­დამ­ცე­მი სა­ნა­ხა­ო­ბა იყო. ძლივს გა­ვი­აზ­რე, რომ საკ­ნებ­ში ეს­როდ­ნენ პა­ტიმ­რებს. არც კი მახ­სოვს, რო­გორ აღ­მოვ­ჩნდი მე-5 სა­პყრო­ბი­ლეს­თან და ვღ­რი­ა­ლებ­დი, მკვლე­ლე­ბო, მკვლე­ლე­ბო-მეთ­ქი. სწო­რედ ამ დროს შერ­ბოდ­ნენ ცი­ხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­ხედ­რო­ე­ბი.

ჩემს ახ­ლოს გა­ჩერ­და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნაც და ვი­ღა­ცებ­მა ჩემი შიგ ჩას­მა სცა­დეს. მაგ­რამ ამ დროს ტე­ლე­კა­მე­რე­ბის შუქ­მა მოგ­ვა­ნა­თა და თავი გა­მა­ნე­ბეს. ეს იყო სის­ხლი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ღამე, რომ­ლის დრო­საც პა­ტიმ­რე­ბი და­ი­ღუპ­ნენ და დღემ­დე არ არის ცნო­ბი­ლი მათი ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა. არა­და, იმ დროს ტყე­ში უნე­ბარ­თვოდ ხის ტო­ტის მო­ტე­ხის­თვის აპა­ტიმ­რებ­დნენ ხალ­ხს და ამ უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნე­ბი არ და­უს­ჯი­ათ.

ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბაჩო ახა­ლა­ი­ას ერთ-ერთი მო­რი­გი ახი­რე­ბის გამო მო­ე­წყო ეს სპე­ცო­პე­რა­ცია. თავი ვალ­დე­ბუ­ლად ჩავ­თვა­ლე, შსს-სთვის მი­მე­წო­დე­ბი­ნა აუ­დი­ო­მა­სა­ლა, სა­დაც დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი თით­ქმის აღი­ა­რე­ბენ და­ნა­შა­ულს.

კუდ-ის მა­შინ­დე­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი "მას­ტე­რა" ასა­ხე­ლებს თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს, ლა­პა­რა­კობს მათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე ამა თუ იმ და­ნა­შა­ულ­ში. ჩა­ნა­წერ­ში ლა­პა­რა­კია დათა ახა­ლა­ი­ა­ზეც, გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლებ­ზეც, პრო­კუ­რორ და­ვით ზვი­ა­და­ძე­ზეც, რო­მე­ლიც დღემ­დე მუ­შა­ობს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის და­გეგ­მვა­ზეც (ჩა­ნა­წე­რის ეს ნა­წი­ლი თა­ვის დრო­ზე "დრო­ე­ბის" მეშ­ვე­ო­ბით გახ­მა­ურ­და), იმა­ზეც, რომ ცი­ხე­ში ბუნ­ტის მომ­წყო­ბებს სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი მფარ­ვე­ლობ­და.

რო­გორც "მას­ტე­რა" ამ­ბობს, ჰქონ­დათ შიში იმი­სა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მო­თხოვ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით სა­ა­კაშ­ვი­ლი ვინ­მეს გა­წი­რავ­და და დას­ჯი­და, მაგ­რამ ამ უკა­ნას­კნელ­მა ხე­ლის და­ფა­რე­ბის პო­ლი­ტი­კა არ­ჩია.

მარ­თა­ლია, ყო­ფილ­მა კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა პლა­ტონ მა­მარ­დაშ­ვილ­მა თა­ვის დრო­ზე მო­ა­ხერ­ხა "მას­ტე­რას­თან" ამ სა­უბ­რე­ბის ჩა­წე­რა და გა­მომ­ზე­უ­რე­ბა, მაგ­რამ შემ­დეგ ზე­წო­ლის გამო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე გა­ნა­ცხა­და, აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებ­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ მაქ­ვსო. მის­მა ახ­ლობ­ლებ­მა მი­თხრეს, რო­გორ ავიწ­რო­ებ­დნენ მა­მარ­დაშ­ვილს. ვი­ცო­დი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბო­და ესეც უა­რე­ყოთ, ამი­ტომ ჩემს მე­გო­ბარ ჟურ­ნა­ლისტს ვთხო­ვე და მათი სა­უ­ბა­რიც ფა­რუ­ლად ჩავ­წე­რეთ, რაც დღეს შსს-ს აქვს. მა­მარ­დაშ­ვილ­ზე ამ­ჟა­მად არა­ფე­რი ვიცი, შე­საძ­ლოა, აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბის შეც­ვლის სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს კი­დეც.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ოქრუაშვილის ვერდიქტი - მერაბიშვილი თუ ბოკერია?

ოქრუაშვილის ვერდიქტი - მერაბიშვილი თუ ბოკერია?

შესაძლოა საზოგადოების ყურადღება მალე კიდევ ერთმა გახმაურებულმა საქმემ მიიპყროს, რომელიც ციხის ბუნტის სახელით არის ცნობილი. ოფიციალური ინფორმაციით, ბუნტის ჩახშობისას დაიღუპა 7 პატიმარი, თუმცა, უფლებადამცველი ორგანიზაციების მტკიცებით, მსხვერპლი გაცილებით დიდი იყო. რა მოხდა 2006 წლის 27 მარტს, რატომ გახდა ეს თემა გასულ კვირას ისევ აქტუალური და რა ახალი დეტალები იკვეთება ე. წ. ციხის ბუნტის საქმეში? "კვირის პალიტრამ" სწორედ ამის გარკვევა სცადა.

რას იტყვის ოქრუაშვილი ციხის ბუნტის შესახებ?

გასულ კვირას ადვოკატმა ლალი აფციაურმა შსს-ს სკანდალური აუდიო და სატელეფონო საუბრების ჩანაწერების სრული ვარიანტი გადასცა, რომელიც თავის დროზე ყოფილი ე. წ. კანონიერი ქურდის, პლატონ მამარდაშვილისა და კუდ-ის მაღალჩინოსან "მასტერას" საუბრებს ასახავს. ადვოკატის თქმით, ჩანაწერები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დანაშაულებრივ ქმედებებს ააშკარავებს. ადვოკატის ვარაუდით, ოქრუაშვილს ციხის ბუნტზეც საინტერესო ინფორმაციის მიწოდება შეუძლია.

ლალი აფციაური 2006 წლის 27 მარტის სისხლიან ღამეს იხსენებს: "იმხანად ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და მე-5 საპყრობილის შუა ვცხოვრობდი. ჩემი სახლი შედარებით მაღლობზე იყო და იქიდან ციხის საავადმყოფოც და მე-5 საპყრობილეც (რომელიც ამჟამად გაუქმებულია) კარგად მოჩანდა. იმ ღამეს ხმაურმა გამაღვიძა, - პატიმრები რკინის გისოსებზე კოვზებს და სხვა ნივთებს უკაკუნებდნენ, რასაც ციხეში ჯარის შეყვანა მოჰყვა.

- თუ არ ვცდები, იუსტიციის სამინისტროს შეიარაღებული სპეცრაზმი შეიყვანეს ციხეში.

- როგორც ვიცი, სპეცრაზმს მძიმე შეიარაღება არ ჰყავდა, მე კი საპყრობილესთან ტანკები და ბეტეერები ვნახე, იქვე სამხედროებიც იყვნენ. ჩემი თვალით დავინახე, საკნების გისოსებიდან როგორ გამოდიოდა მანათობელი ტყვიები. თავზარდამცემი სანახაობა იყო. ძლივს გავიაზრე, რომ საკნებში ესროდნენ პატიმრებს. არც კი მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი მე-5 საპყრობილესთან და ვღრიალებდი, მკვლელებო, მკვლელებო-მეთქი. სწორედ ამ დროს შერბოდნენ ციხის ტერიტორიაზე სამხედროები.

ჩემს ახლოს გაჩერდა საპატრულო პოლიციის მანქანაც და ვიღაცებმა ჩემი შიგ ჩასმა სცადეს. მაგრამ ამ დროს ტელეკამერების შუქმა მოგვანათა და თავი გამანებეს. ეს იყო სისხლიანი სპეცოპერაციის ღამე, რომლის დროსაც პატიმრები დაიღუპნენ და დღემდე არ არის ცნობილი მათი ზუსტი რაოდენობა. არადა, იმ დროს ტყეში უნებართვოდ ხის ტოტის მოტეხისთვის აპატიმრებდნენ ხალხს და ამ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენები არ დაუსჯიათ.

ჩემი ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას ერთ-ერთი მორიგი ახირების გამო მოეწყო ეს სპეცოპერაცია. თავი ვალდებულად ჩავთვალე, შსს-სთვის მიმეწოდებინა აუდიომასალა, სადაც დამნაშავეები თითქმის აღიარებენ დანაშაულს.

კუდ-ის მაშინდელი მაღალჩინოსანი "მასტერა" ასახელებს თანამდებობის პირთა სახელებსა და გვარებს, ლაპარაკობს მათ მონაწილეობაზე ამა თუ იმ დანაშაულში. ჩანაწერში ლაპარაკია დათა ახალაიაზეც, გირგვლიანის მკვლელებზეც, პროკურორ დავით ზვიადაძეზეც, რომელიც დღემდე მუშაობს პროკურატურაში, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დაგეგმვაზეც (ჩანაწერის ეს ნაწილი თავის დროზე "დროების" მეშვეობით გახმაურდა), იმაზეც, რომ ციხეში ბუნტის მომწყობებს სინამდვილეში სააკაშვილი მფარველობდა.

როგორც "მასტერა" ამბობს, ჰქონდათ შიში იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნის გათვალისწინებით სააკაშვილი ვინმეს გაწირავდა და დასჯიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ხელის დაფარების პოლიტიკა არჩია.

მართალია, ყოფილმა კანონიერმა ქურდმა პლატონ მამარდაშვილმა თავის დროზე მოახერხა "მასტერასთან" ამ საუბრების ჩაწერა და გამომზეურება, მაგრამ შემდეგ ზეწოლის გამო სასამართლო პროცესებზე განაცხადა, აუდიოჩანაწერებთან არავითარი კავშირი არ მაქვსო. მისმა ახლობლებმა მითხრეს, როგორ ავიწროებდნენ მამარდაშვილს. ვიცოდი, მოგვიანებით შეიძლებოდა ესეც უარეყოთ, ამიტომ ჩემს მეგობარ ჟურნალისტს ვთხოვე და მათი საუბარიც ფარულად ჩავწერეთ, რაც დღეს შსს-ს აქვს. მამარდაშვილზე ამჟამად არაფერი ვიცი, შესაძლოა, აღიარებითი ჩვენების შეცვლის სანაცვლოდ გაათავისუფლეს კიდეც.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ