კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვებიან "ღუდუშაურის" კლინიკაში გარდაცვლილი ბადრაგის ოჯახის წევრები?!
რას ყვებიან "ღუდუშაურის" კლინიკაში გარდაცვლილი ბადრაგის ოჯახის წევრები?!

23 ნო­ემ­ბერს, "ღუ­დუ­შა­უ­რის" კლი­ნი­კა­ში ბად­რა­გი ჯამ­ბულ ხო­შუ­რა­უ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. იგი კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნილ რამ­დე­ნი­მე პა­ტი­მარს იცავ­და, რომ­ლე­ბიც იქ მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დი­ოდ­ნენ. რე­ა­ლო­ბაა ის, რომ პა­ტიმ­რებს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­თან კონ­ფლიქ­ტი მო­უხ­დათ, მერე რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი, რა გახ­და ხო­შუ­რა­უ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი, ოჯა­ხის წევ­რებ­მა არ იცი­ან. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, იგი პა­ტიმ­რე­ბის ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას ემსხვერ­პლა. თვითმხილ­ველ­თა თქმით კი პა­ტიმ­რე­ბის მხრი­დან ად­გი­ლი ჰქონ­და სა­ა­ვად­მყო­ფოს ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის დარ­ბე­ვის მცდე­ლო­ბას. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბად­რა­გი პა­ტიმ­რებს შო­რის ინ­ცი­დენ­ტის დროს გუ­ლის შე­ტე­ვით არის გარ­დაც­ვლი­ლი და მის­თვის ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა პა­ტიმ­რებს არ მი­უ­ყე­ნე­ბი­ათ. ახლა კი ვნა­ხოთ, რას ამ­ბო­ბენ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი?

"ქრო­ნი­კა" სი­ტუ­ა­ცი­ის გა­სარ­კვე­ვად გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახ­ში მი­ვი­და.

მა­რი­ნა ჟღენ­ტი, გარ­დაც­ვლი­ლის და:

- რო­გორც გვი­თხრეს, სამ პა­ტი­მარს ექი­მის­თვის წა­მა­ლი მო­უ­თხო­ვია, სა­ვა­რა­უ­დოდ და­მამ­შვი­დე­ბე­ლი. არა­და, და­მამ­შვი­დე­ბე­ლი უკვე მი­ცე­მუ­ლი ჰქო­ნი­ათ და მედ­პერ­სო­ნალს უთ­ქვამს, მეტს ვე­ღარ მოგ­ცემ­თო. ამას მოჰ­ყო­ლია გი­ნე­ბა და ერთი ამ­ბა­ვი. მთე­ლი ღამე დარ­ბოდ­ნენ პა­ტიმ­რე­ბი, იყო ერთი ალი­ა­ქო­თი. ამ ბუნ­ტის გამო კი­დევ გა­მო­უ­ძა­ხი­ათ ბად­რა­გი, მაგ­რამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მა­ინც ჩემს ძმას ჰქონ­და. გა­გი­ჟე­ბულ პა­ტიმ­რებს და­უმ­სხვრე­ვი­ათ შუ­შე­ბი, ექი­მის­კენ გა­უ­წე­ვი­ათ, ალ­ბათ, რომ ეცე­მათ, ან რა ვიცი, უფრო უა­რე­სი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ მის­თვის. ჩემი სა­წყა­ლი ძმა ჩად­გო­მია შუ­ა­ში. იცით, რა ხდე­ბა? - კა­ნო­ნით, პა­ტი­მარს რომ ბორ­კი­ლი და­ა­დონ, ამის უფ­ლე­ბა არ აქვთ და გა­ჯე­ჯილ­დნენ ეს პა­ტიმ­რე­ბიც. გა­სა­გე­ბია, რომ არ უნდა აწა­მო პა­ტი­მა­რი, და­მამ­ცი­რებ­ლად არ უნდა მო­ექ­ცე, ამის მომ­ხრე არც ჩვენ ვართ, მაგ­რამ კრი­მი­ნა­ლი ასე უნდა გა­ა­ჯე­ჯი­ლო?! ახ­ლა­ღა უთ­ქვამს სო­ზარ სუ­ბარს, გა­ვამ­კაც­რებთ კა­ნონ­სო, მაგ­რამ ჩემს უბე­დურ ძმას რაღა ეშ­ვე­ლე­ბა?! ვერ და­ა­წყნა­რეს, თურ­მე, პა­ტიმ­რე­ბი. ერთ-ერთი ტუ­ა­ლეტ­ში შე­კე­ტი­ლა და იქი­დან იძახ­და, მუ­ცელს გა­მო­ვი­შიგ­ნა­ვო. პა­ტიმ­რე­ბის ბუნ­ტის მი­ზე­ზი ისიც ყო­ფი­ლა, რომ ტუბ­დის­პან­სერ­ში გა­დას­ვლა არ სდო­მე­ბი­ათ და "ღუ­დუ­შა­ურ­ში" უნ­დო­დათ დარ­ჩე­ნა... ჩემს ძმას უცებ უთ­ქვამს, ცუ­დად ვარო და გა­და­ვარ­დნი­ლა. ექთანს შე­უშ­ვე­ლე­ბია ხელი, რომ და­ნარ­ცხე­ბუ­ლი­ყო ია­ტაკ­ზე. 45 წუთი ჰყავ­დათ აპა­რატ­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ვე­ღარ გა­მო­ვიყ­ვა­ნე­თო. რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში, მარ­თლა არ ვიცი. 10 დღე­ში ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა და, ალ­ბათ, ამით მა­ინც გა­ვარ­კვევთ რე­ა­ლო­ბას.

- იმა­საც ამ­ბო­ბენ, პა­ტიმ­რებ­მა მი­ა­ყე­ნეს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ეს იყოო. თით­ქოს ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლის კვა­ლი სხე­ულ­ზეც ჰქო­ნია და მარ­თლა ასეა?

- თავ­შეხ­ვე­უ­ლი მო­ას­ვე­ნეს სახ­ლში, მი­თხრეს, ექ­სპერ­ტი­ზის გა­მოა ასეო. თუმ­ცა სახ­ლში გა­უ­კე­თეს ბალ­ზა­მი. არას­დროს გული არ სტკი­ე­ბია და ახლა გუ­ლით რო­გორ მოკ­ვდა, რო­გორ და­ვი­ჯე­რო, რომ ასე იყო, რო­გორ?! სი­მარ­თლე არ ვიცი და ეგეც მკლავს. მთე­ლი ღამე გრძელ­დე­ბო­და თურ­მე პა­ტიმ­რე­ბის ეს და­პი­რის­პი­რე­ბა და ჩემი სა­წყა­ლი ძმა დი­ლის ცხრის ნა­ხე­ვარ­ზე უკვე აღარ იყო ცო­ცხა­ლი... 6 ნო­ემ­ბერს 50 წელი შე­უს­რულ­და, ორი შვი­ლი და­ტო­ვა ობ­ლად...

ნელი ვარ­დი­აშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "კვი­რის ქრო­ნი­კა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რას ყვებიან "ღუდუშაურის" კლინიკაში გარდაცვლილი ბადრაგის ოჯახის წევრები?!

რას ყვებიან "ღუდუშაურის" კლინიკაში გარდაცვლილი ბადრაგის ოჯახის წევრები?!

23 ნოემბერს, "ღუდუშაურის" კლინიკაში ბადრაგი ჯამბულ ხოშურაული გარდაიცვალა. იგი კლინიკაში გადაყვანილ რამდენიმე პატიმარს იცავდა, რომლებიც იქ მკურნალობის კურსს გადიოდნენ. რეალობაა ის, რომ პატიმრებს სამედიცინო პერსონალთან კონფლიქტი მოუხდათ, მერე როგორ განვითარდა მოვლენები, რა გახდა ხოშურაულის გარდაცვალების რეალური მიზეზი, ოჯახის წევრებმა არ იციან. ერთ-ერთი ვერსიით, იგი პატიმრების ფიზიკურ დაპირისპირებას ემსხვერპლა. თვითმხილველთა თქმით კი პატიმრების მხრიდან ადგილი ჰქონდა საავადმყოფოს ნეიროქირურგიული განყოფილების დარბევის მცდელობას. ოფიციალური ინფორმაციით, ბადრაგი პატიმრებს შორის ინციდენტის დროს გულის შეტევით არის გარდაცვლილი და მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა პატიმრებს არ მიუყენებიათ. ახლა კი ვნახოთ, რას ამბობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები?

"ქრონიკა" სიტუაციის გასარკვევად გარდაცვლილის ოჯახში მივიდა.

მარინა ჟღენტი, გარდაცვლილის და:

- როგორც გვითხრეს, სამ პატიმარს ექიმისთვის წამალი მოუთხოვია, სავარაუდოდ დამამშვიდებელი. არადა, დამამშვიდებელი უკვე მიცემული ჰქონიათ და მედპერსონალს უთქვამს, მეტს ვეღარ მოგცემთო. ამას მოჰყოლია გინება და ერთი ამბავი. მთელი ღამე დარბოდნენ პატიმრები, იყო ერთი ალიაქოთი. ამ ბუნტის გამო კიდევ გამოუძახიათ ბადრაგი, მაგრამ პასუხისმგებლობა მაინც ჩემს ძმას ჰქონდა. გაგიჟებულ პატიმრებს დაუმსხვრევიათ შუშები, ექიმისკენ გაუწევიათ, ალბათ, რომ ეცემათ, ან რა ვიცი, უფრო უარესი გაეკეთებინათ მისთვის. ჩემი საწყალი ძმა ჩადგომია შუაში. იცით, რა ხდება? - კანონით, პატიმარს რომ ბორკილი დაადონ, ამის უფლება არ აქვთ და გაჯეჯილდნენ ეს პატიმრებიც. გასაგებია, რომ არ უნდა აწამო პატიმარი, დამამცირებლად არ უნდა მოექცე, ამის მომხრე არც ჩვენ ვართ, მაგრამ კრიმინალი ასე უნდა გააჯეჯილო?! ახლაღა უთქვამს სოზარ სუბარს, გავამკაცრებთ კანონსო, მაგრამ ჩემს უბედურ ძმას რაღა ეშველება?! ვერ დააწყნარეს, თურმე, პატიმრები. ერთ-ერთი ტუალეტში შეკეტილა და იქიდან იძახდა, მუცელს გამოვიშიგნავო. პატიმრების ბუნტის მიზეზი ისიც ყოფილა, რომ ტუბდისპანსერში გადასვლა არ სდომებიათ და "ღუდუშაურში" უნდოდათ დარჩენა... ჩემს ძმას უცებ უთქვამს, ცუდად ვარო და გადავარდნილა. ექთანს შეუშველებია ხელი, რომ დანარცხებულიყო იატაკზე. 45 წუთი ჰყავდათ აპარატზე შეერთებული, მაგრამ ამბობენ, მდგომარეობიდან ვეღარ გამოვიყვანეთო. რა მოხდა სინამდვილეში, მართლა არ ვიცი. 10 დღეში ექსპერტიზის პასუხი იქნება და, ალბათ, ამით მაინც გავარკვევთ რეალობას.

- იმასაც ამბობენ, პატიმრებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და გარდაცვალების მიზეზი ეს იყოო. თითქოს ფიზიკური ზეწოლის კვალი სხეულზეც ჰქონია და მართლა ასეა?

- თავშეხვეული მოასვენეს სახლში, მითხრეს, ექსპერტიზის გამოა ასეო. თუმცა სახლში გაუკეთეს ბალზამი. არასდროს გული არ სტკიებია და ახლა გულით როგორ მოკვდა, როგორ დავიჯერო, რომ ასე იყო, როგორ?! სიმართლე არ ვიცი და ეგეც მკლავს. მთელი ღამე გრძელდებოდა თურმე პატიმრების ეს დაპირისპირება და ჩემი საწყალი ძმა დილის ცხრის ნახევარზე უკვე აღარ იყო ცოცხალი... 6 ნოემბერს 50 წელი შეუსრულდა, ორი შვილი დატოვა ობლად...

ნელი ვარდიაშვილი

გაზეთი "კვირის ქრონიკა"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"