სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ სოსო ჩიქობავას მკვლელობაში ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა
შსს-მ სოსო ჩიქობავას მკვლელობაში ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ნი­ნოშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, რუ­სულ ეკ­ლე­სი­ას­თან გუ­შინ მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა გა­ავ­რცე­ლა.

სოსო ჩი­ქო­ბა­ვას მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, 1955 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ხუ­ბაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ გუ­შინ ვერ­ცხლის ქუ­ჩი­დან მო­დი­ო­და, თან ჰქონ­და "მა­კა­რო­ვის" სის­ტე­მის ია­რა­ღი.

რო­გორც ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი აცხა­დებს, გზა­ზე მან ეკ­ლე­სი­ა­ში შე­ი­ა­რა სან­თლე­ბის და­სან­თე­ბად, რა დრო­საც შე­ამ­ჩნია სოსო ჩი­ქო­ბა­ვას მან­ქა­ნა.

ნი­კო­ლოზ ხუ­ბაშ­ვი­ლის თქმით, მას ბი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით დავა ჰქონ­და სოსო ჩი­ქო­ბა­ვას­თან და ამ სა­კი­თხე გა­მო­ე­ლა­პა­რა­კა. "მან და­მი­წყო გი­ნე­ბა, მეც ვერ მო­ვით­მი­ნე და ვეს­რო­ლე", - აღ­ნიშ­ნა ხუ­ბაშ­ვილ­მა აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბა­ში.

სოსო ჩი­ქო­ბა­ვა გუ­შინ სა­ღა­მოს, ნი­ნოშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, რუ­სუ­ლი ეკ­ლე­სი­ის უკან სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნას­თან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლეს. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩი­ქო­ბა­ვას ექ­ვსი ტყვია აქვს მოხ­ვედ­რი­ლი. გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი პრო­ზექ­ტუ­რა­ში გა­და­ას­ვე­ნეს. რო­გორც ერთ-ერ­თმა თვითმხილ­ველ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, მან ზურ­გი­დან და­ი­ნა­ხა მკვლე­ლი, რო­მელ­მაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ხელ­ში და­ტო­ვა ტე­რი­ტო­რია.

ამას­თან, "გუ­რია ნი­უს­მა" გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სოსო ჩი­ქო­ბა­ვა, რო­მე­ლიც კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, ჯერ კი­დევ 2011 წლი­დან აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­და მათ­თან და "ამ­ხელ­და კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს, რო­მელ­საც წინა წლებ­ში ჰქონ­და ად­გი­ლი".

"ბოლო პე­რი­ოდ­ში, ჩემ­თან სა­უბ­რი­სას სოსო ჩი­ქო­ბა­ვა ხში­რად სა­უბ­რობ­და იმა­ზე, რომ მის თავს უც­ნა­უ­რი ამ­ბე­ბი ხდე­ბო­და და რამ­დენ­ჯერ­მე პი­რად მე­ილ­ზე მი­უ­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ვი­ღა­ცა ცდი­ლობ­და მისი პა­რო­ლის გა­ტეხ­ვას. ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მოგ­ვწე­რა, რომ თა­ვი­სი მე­ი­ლიც და პი­რა­დი "ფე­ის­ბუ­ქიც" დაბ­ლო­კი­ლი იყო", - წერს "გუ­რია ნი­უ­სი".

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შსს-მ სოსო ჩიქობავას მკვლელობაში ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა

შსს-მ სოსო ჩიქობავას მკვლელობაში ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინოშვილის ქუჩაზე, რუსულ ეკლესიასთან გუშინ მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა.

სოსო ჩიქობავას მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 1955 წელს დაბადებული ნიკოლოზ ხუბაშვილი აცხადებს, რომ გუშინ ვერცხლის ქუჩიდან მოდიოდა, თან ჰქონდა "მაკაროვის" სისტემის იარაღი.

როგორც ეჭვმიტანილი აცხადებს, გზაზე მან ეკლესიაში შეიარა სანთლების დასანთებად, რა დროსაც შეამჩნია სოსო ჩიქობავას მანქანა.

ნიკოლოზ ხუბაშვილის თქმით, მას ბინასთან დაკავშირებით დავა ჰქონდა სოსო ჩიქობავასთან და ამ საკითხე გამოელაპარაკა. "მან დამიწყო გინება, მეც ვერ მოვითმინე და ვესროლე", - აღნიშნა ხუბაშვილმა აღიარებით ჩვენებაში.

სოსო ჩიქობავა გუშინ საღამოს, ნინოშვილის ქუჩაზე, რუსული ეკლესიის უკან საკუთარ ავტომანქანასთან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, ჩიქობავას ექვსი ტყვია აქვს მოხვედრილი. გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მან ზურგიდან დაინახა მკვლელი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით ხელში დატოვა ტერიტორია.

ამასთან, "გურია ნიუსმა" გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სოსო ჩიქობავა, რომელიც კონტროლის პალატის თანამშრომელი იყო, ჯერ კიდევ 2011 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა მათთან და "ამხელდა კონტროლის პალატაში მიმდინარე მოვლენებს, რომელსაც წინა წლებში ჰქონდა ადგილი".

"ბოლო პერიოდში, ჩემთან საუბრისას სოსო ჩიქობავა ხშირად საუბრობდა იმაზე, რომ მის თავს უცნაური ამბები ხდებოდა და რამდენჯერმე პირად მეილზე მიუვიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ვიღაცა ცდილობდა მისი პაროლის გატეხვას. ცოტა მოგვიანებით კი მოგვწერა, რომ თავისი მეილიც და პირადი "ფეისბუქიც" დაბლოკილი იყო", - წერს "გურია ნიუსი".

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ