პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღამის შოუ სტუდია" ახალ არხს გააკეთებს - რომელი პროექტები გაგრძელდება "იმედზე"
"ღამის შოუ სტუდია" ახალ არხს გააკეთებს - რომელი პროექტები გაგრძელდება "იმედზე"

დათო გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი ძა­ლი­ან ბევ­რს მუ­შა­ობს. ამი­ტო­მაც არ გვწყა­ლობს ჟურ­ნა­ლის­ტებს და გული სწყდე­ბა, რომ არ გვეს­მის მისი, როცა ინ­ტერ­ვი­უ­ზე უარს გვე­უბ­ნე­ბა. დათო კი­თხუ­ლობს ლექ­ცი­ებს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ძა­ლი­ან მალე პე­რი­ო­დუ­ლად ჰო­ლან­დი­ა­ში ჩავა და ვებსტე­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც წა­ი­კი­თხავს ლექ­ცი­ებს. ჰყავს 5 წლის ნი­კო­ლო­ზი, რო­მელ­საც ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბა არ უყ­ვარს და მა­მის მომ­ზა­დე­ბუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის ცქე­რას კომ­პი­უ­ტე­რით გარ­თო­ბა ურ­ჩევ­ნია. "იმედ­ზე" ბოლო დროს ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, თუმ­ცა "ღა­მის შოუ სტუ­დი­ის" რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კვლავ გაგ­რძელ­დე­ბა.

- "იმედ­თან" ვაგ­რძე­ლებთ სამ პრო­ექტს, სე­რი­ალს "შუა ქა­ლაქ­ში", "ღა­მის შოუს ოთარ ტა­ტიშ­ვილ­თან ერ­თად" და "ანეკ­დო­ტებს". ნო­ემ­ბრის ბო­ლოს დავ­ბრუნ­დე­ბით ეთერ­ში. "იმედ­თან" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა იან­ვრის ჩათ­ვლით გვაქვს და­დე­ბუ­ლი. იან­ვრის ბო­ლოს კვლავ შევ­ხვდე­ბით "იმე­დის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას და გვექ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი პრო­ექ­ტე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა-არ­გაგ­რძე­ლე­ბა­ზე. გარ­და ამი­სა, ვაგ­რძე­ლებთ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს "მე­ცხრე არხთან", "მა­ესტროს­თან", "პირ­ველ არხთან" და "რუს­თა­ვი 2"-თან.

- ანუ "ღა­მის შოუ სტუ­დია" რამ­დე­ნი­მე არხთან ითა­ნამ­შრომ­ლებს?

- ჩვენ ყო­ველ­თვის გვინ­დო­და, რომ ასე ყო­ფი­ლი­ყო.

- რა უშ­ლი­და ხელს ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას?

- არ ვიცი. ეს უნდა ჰკი­თხოთ სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ებს, რომ­ლე­ბიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ფიქ­რობ­დნენ, რად­გან "იმედ­ზე" აკე­თე­ბენ გა­და­ცე­მებს, ჩვენ­თან ცუ­დად გა­ა­კე­თე­ბე­ნო.

- სე­რი­ა­ლი "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან" რა­ტომ არ გრძელ­დე­ბა?

- ეს "იმე­დის" წარ­მო­მად­გენ­ლებს უნდა ჰკი­თხოთ.

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მათ ეს კი­თხვა თქვენც და­უს­ვით...

- ყვე­ლა­ფე­რი ფი­ნან­სებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. "ღა­მის შოუ სტუ­დი­ამ" თა­ვი­დან და­ი­წყო სე­რი­ალ "შუა ქა­ლაქ­ში" გა­და­ღე­ბა და მერე ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ვა­ნა­წი­ლეთ. ოპე­რა­ტო­რე­ბი და სცე­ნა­რის­ტე­ბი სხვა პრო­ექ­ტებ­ზეც მუ­შა­ობ­დნენ. "შუა ქა­ლა­ქის" რე­სურ­სი ამის სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევ­და. შემ­დეგ სხვა პრო­ექ­ტის მომ­ზა­დე­ბა იაფ­დე­ბო­და. ანუ, სხვა გა­და­ცე­მა ცალ­კე რომ მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო, უფრო ძვი­რი დაჯ­დე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, "იმე­დის" ახალ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გვი­თხრა, თქვენს ხუ­თი­ვე პრო­ექტს ძა­ლი­ან ვა­ფა­სებთ და ვფიქ­რობთ, თუ არ­ხის­თვის რე­ი­ტინ­გი გვინ­და, თქვენ­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა და­ვამ­ყა­რო­თო. ასე­თი შე­ფა­სე­ბე­ბი მარ­ტო "იმე­დი­დან" არ გვეს­მის. ყვე­ლა არხი, რო­მელ­თა­ნაც მო­ლა­პა­რა­კე­ბას ვა­წარ­მო­ებთ, იმა­ვეს ამ­ბობს და ეს ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო მო­სას­მე­ნია. ამის­თვის მინ­და, ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო. "იმე­დის" ახალ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გვი­თხრეს, ძა­ლი­ან ბევ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი გვაქვს, იან­ვრის ჩათ­ვლით გარ­კვე­უ­ლი თან­ხა შეგ­ვიძ­ლია მოგ­ცეთ და თქვენ გა­და­წყვი­ტეთ, რო­მე­ლი პრო­ექ­ტი გაგ­რძელ­დე­ბაო. ჩვენ წა­მო­ვე­დით შეხ­ვედ­რი­დან, დავ­თვა­ლეთ ყვე­ლა­ფე­რი და ფი­ნან­სუ­რი ვაჭ­რო­ბე­ბის შე­დე­გად მი­ვე­დით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე, რომ გა­მო­ვი­დო­და "შუა ქა­ლაქ­ში", "ღა­მის შოუ ოთარ ტა­ტიშ­ვილ­თან ერ­თად" და "ანეკ­დო­ტე­ბი". მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი ფი­ნან­სურ ჭრილ­ში გა­დაჭ­რი­ლი ვაჭ­რო­ბა უფრო იყო.

- სხვა არ­ხე­ბი­დან რო­მე­ლი და­ინ­ტე­რეს­და თქვე­ნი და­ნარ­ჩე­ნი პრო­ექ­ტე­ბით?

- ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ფერს ვერ გა­ვახ­მა­უ­რებ. არის ლა­პა­რა­კი, რომ "კა­ცე­ბის შოუ" და "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან" გაგ­რძელ­დეს. ვგეგ­მავთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა­საც.

- კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "მე­ცხრე არ­ხმა" კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტის გა­კე­თე­ბა შე­მოგ­თა­ვა­ზათ, რა­საც თქვენ არ და­თან­ხმდით.

- ბო­ლომ­დე გა­და­წყვე­ტი­ლი არა­ფე­რია. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ჩვე­ნი ერთ-ერთი პრო­ექ­ტი "მე­ცხრე არხზე" იხი­ლოთ. კახა ბე­ქა­ურ­თან და ზო­გა­დად ყვე­ლას­თან ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვა­წარ­მო­ებთ სა­უ­ბარს. მათ ჩვენს პრო­ექ­ტებს ვთა­ვა­ზობთ და გარ­და ამი­სა, "ღა­მის შოუ სტუ­დი­ის" არ­ხის მო­ლა­პა­რა­კე­ბა­სა და და­ნარ­ჩენ არ­ხებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გეგ­მებ­ზეც ვსა­უბ­რობთ. თუ ჩვე­ნი არხი "და­ი­ქო­ქე­ბა", მერე შე­იძ­ლე­ბა, რე­სურ­სი აღარ გვე­ყოს სხვა არ­ხე­ბის­თვის პრო­ექ­ტე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად. თუ რა­ი­მე ახალ გა­და­ცე­მას მო­ვი­ფიქ­რებთ, გვსურს ისიც ჩვენს არხზე გა­ვუშ­ვათ.

- გა­სარ­თო­ბი არ­ხის გა­კე­თე­ბას გეგ­მავთ?

- ამის სურ­ვი­ლი გვაქვს.

- დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­ვი­ლი არ უნდა იყოს ახა­ლი არ­ხის გა­კე­თე­ბა.

- ჩვენ გვიყ­ვარს რთუ­ლი ამო­ცა­ნე­ბი. არც სე­რი­ა­ლის "შუა ქა­ლაქ­ში" და "ღა­მის შოუს" გა­კე­თე­ბა იყო ად­ვი­ლი. ვერ ვი­ტყვი, რომ თა­ვი­დან­ვე ყვე­ლა­ზე მა­გა­რი არხი გვექ­ნე­ბა, მაგ­რამ ამის მუ­ღა­მი გვაქვს.

- არ­ხის­თვის სა­ვა­რა­უ­დო სა­ხე­ლი თუ გაქვთ შერ­ჩე­უ­ლი?

- ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ ამ თე­მა­ზე ვფიქ­რობთ. ჩვენ არ გვინ­და, დავ­კარ­გოთ ჩვე­ნი ბრენ­დი "ღა­მის შოუ სტუ­დია", მაგ­რამ არ­ხის­თვის ამ სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვა, არ ვიცი, რამ­დე­ნად კარ­გი იქ­ნე­ბა. სტუ­დი­ის­თვის კარ­გი სა­ხე­ლია, მაგ­რამ არ­ხის­თვის არ მგო­ნია, გა­მოდ­გეს.

- უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ბევ­რი ახა­ლი ქარ­თუ­ლი გა­სარ­თო­ბი არხი გვექ­ნე­ბა. მა­მუ­კა ღლონ­ტის, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის და "ღა­მის შოუ სტუ­დი­ის". კონ­კუ­რენ­ცია აშ­კა­რად დიდი იქ­ნე­ბა.

- "ჯი­დი­ე­სი" ეთერ­ში უკვე გა­ვი­და საც­დე­ლი მა­უ­წყებ­ლო­ბით. მა­მუ­კა ღლონტმა გა­და­წყვი­ტა შე­მეც­ნე­ბით-გა­სარ­თო­ბი არ­ხის გა­კე­თე­ბა. "რუს­თა­ვი 2"-იც აპი­რებს "ახა­ლი არ­ხის" ბა­ზა­ზე "კო­მე­დი ტვ"-ის გა­კე­თე­ბას, თუმ­ცა "რუს­თა­ვი 2" ჩვენც გვხვდე­ბა და გვე­კი­თხე­ბა, "ახალ არხზე" რა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა შედ­გეს ჩვენ შო­რის. არ ვიცი, ეს ყვე­ლა­ფე­რი რო­გორ დამ­თავ­რდე­ბა. რე­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის იმის რე­სურ­სი, რომ ამ­დე­ნი ტე­ლე­ვი­ზია არ­სე­ბობ­დეს. ბევ­რნი არ არი­ან, ვი­საც კარ­გი ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია. დრო გვიჩ­ვე­ნებს, რო­მე­ლი ტე­ლე­ვი­ზია გა­ა­მარ­თლებს. თა­ვი­დან, სა­ვა­რა­უ­დოდ, რე­სურ­სე­ბი გა­და­ნა­წილ­დე­ბა. ერ­თმა­ნეთ­ში ტა­ცი­ა­ო­ბა წავა, ვის რო­მე­ლი პრო­დი­უ­სე­რი უნდა. მერე უკვე მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­მო­ავ­ლენს, რო­მე­ლი არხი იქ­ნე­ბა ყუ­რე­ბა­დი და ფი­ნან­სუ­რად მომ­გე­ბი­ა­ნი. ეს უკვე მო­მავ­ლის საქ­მეა.

- კონ­კუ­რენ­ცია კარ­გი­ცაა და რა­ღაც მო­მენ­ტში ცუ­დიც, რად­გან ხან­და­ხან კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი იქ­მნე­ბა. ამის მა­გა­ლი­თია თუნ­დაც ის, რაც თქვენ­სა და ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილს შო­რის მოხ­და. რო­გორც ვანო ამ­ბობს, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­თან გქო­ნი­ათ სა­უ­ბა­რი, რამ­დე­ნად კარ­გი იქ­ნე­ბო­და ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მის შო­უ­ში მიყ­ვა­ნა.

- მე რა უფ­ლე­ბა მაქვს, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­თან მქონ­დეს სა­უ­ბა­რი იმის შე­სა­ხებ, ვისი სტუმ­რად მოყ­ვა­ნა იქ­ნე­ბა კარ­გი და ვისი - ცუდი. ეს ნა­ნუ­კას გა­და­სა­წყვე­ტია. ხოლო იმას, სად გა­მოჩ­ნდე­ბა "ღა­მის შოუ სტუ­დი­ის" ლოგო, რა თქმა უნდა, მე და ჩვე­ნი სტუ­დი­ის სხვა დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი ვწყვეტთ. ჩვენ არ გვით­ქვამს ნა­ნუ­კას­თვის, ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი არ მო­იწ­ვი­ოო. რა უფ­ლე­ბა გვქონ­და, ეს გვეთ­ქვა. ჩვენ ვუ­თხა­რით, "ღა­მის შოუს" ლოგო მოვხსნათ შენს გა­და­ცე­მა­სო. თა­ვი­დან ნა­ნუ­კას გა­და­ცე­მის მომ­ზა­დე­ბა­ში მე­გობ­რუ­ლად და მე­ზობ­ლუ­რად ვეხ­მა­რე­ბო­დით, უბ­რა­ლოდ ვეხ­მა­რე­ბო­დით, როცა ნა­ნუ­კას გა­და­ცე­მა იქო­ქე­ბო­და.

- გა­მო­დის, "ღა­მის შოუ სტუ­დი­ის" ლოგო გა­და­ცე­მას მას შემ­დეგ მოხ­სე­ნით და ნა­ნუ­კას დახ­მა­რე­ბაც მას შემ­დეგ შე­წყვი­ტეთ, რაც ვანო მას­თან გა­ცე­მა­ში სტუმ­რობ­და.

- ნამ­დვი­ლად ასე იყო. ნა­ნუ­კას ვუ­თხა­რი, რომ ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ჩვენ­თვის ადა­მი­ა­ნურ ტკი­ვილ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. არა­ვის ჩემს აზრს თავ­ზე არ ვახ­ვევ. უბ­რა­ლოდ ვამ­ბობ­დი, რომ ერ­თად არ გა­მო­დის ჩვე­ნი ლოგო და ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი.

- ასე­თი და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლე­ბია გრძელ­დე­ბა "ღა­მის შოუ სტუ­დი­ა­სა" და "კო­მე­დი შოუს" გუნდს შო­რის...

- პი­რა­დად ჩემ­თვის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რაც ჩვენ შო­რის მოხ­და, ის სამი წელი, რაც ერ­თად გა­ვა­ტა­რეთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მე ამ სამ წელს ვა­ფა­სებ. რაც მოხ­და, ძა­ლი­ან სა­წყე­ნი იყო და არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა, ალ­ბათ არც მათ და­ა­ვი­წყდე­ბათ.

- ხმა­მაღ­ლა, პრე­სის ფურ­ცლებ­ზე ყვე­ლა­ფერს არას­დროს ჰყვე­ბით. ორი­ვე მხა­რე ამ­ბობთ, რომ იყო გუ­ლის­ტკე­ნა, მაგ­რამ დე­ტა­ლებს არ ახ­მა­უ­რებთ. იქ­ნებ გვი­ამ­ბო ყვე­ლა­ფე­რი...

- ეს ის თე­მაა, რა­ზეც არას­დროს ვი­სა­უბ­რებთ. არ მინ­და... "ბითლზე­ბი" და "სპა­ის გერლ­ზი" და­ი­შა­ლა და ჩვენც და­ვი­შა­ლეთ. ხდე­ბა ასე­თი რა­ღა­ცე­ბი.

- ცოტა ხმა­მა­ღა­ლი შე­და­რე­ბაა...

- (იცი­ნის) გავ­კად­ნი­ერ­დი და "ბითლზებს" შე­ვა­და­რე ჩვე­ნი თავი. ეს კონ­ფლიქ­ტი წარ­სუ­ლი ამ­ბა­ვია და მათ­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი სამი წელი ჩემი კა­რი­ე­რის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რო­გორც დამ­თავ­რდა ყვე­ლა­ფე­რი. მას შემ­დეგ, რაც ჩვე­ნი გზე­ბი გა­ი­ყო, და­ძა­ბუ­ლი კი არა, არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აღარ გვაქვს.

- რო­გორ ფიქ­რობთ, თქვენ შო­რის კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა რომ ყო­ფი­ლი­ყო, გა­და­ცე­მე­ბის რე­ი­ტინგზე უფრო კარ­გად აი­სა­ხე­ბო­და?

- კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ისე­თი რამ გვაქვს ბექგ­რა­უნ­დად, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ძვე­ლი მე­გობ­რო­ბის აღ­დგე­ნა, თუმ­ცა არა­სო­დეს უნდა თქვა არა­სო­დეს.

- ხომ არ გეგ­მავთ, ძვე­ლი დრო გა­იხ­სე­ნოთ და ეკ­რანს და­უბ­რუნ­დეთ?

- არა­ნა­ი­რად.

- აღარ გა­ინ­ტე­რე­სებთ?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე უფრო მე­ნე­ჯმენ­ტში და მარ­თვა­ში "ვი­ხარ­შე­ბი" და თა­ვი­და­ნაც მა­ინ­ცდა­მა­ინც არ მინ­დო­და წამ­ყვა­ნო­ბა. თით­ქოს შვი­ლი­ვით მიყ­ვარ­და "ღა­მის შოუ" და ვერ ვან­დე სხვას. თუმ­ცა მერე, დრო რომ გა­ვი­და და სხვა პრო­ექ­ტე­ბი დაგ­ვე­მა­ტა, გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნა ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილს მი­ვან­დე.

- ამ­ბო­ბენ, "იმედ­ზე" მუ­შა­ო­ბა გარ­კვე­უ­ლი ხარ­კის გა­დახ­დას ითხოვ­დაო. ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბილ ხალ­ხს იწ­ვევ­დით, მაგ­რამ ისე­თი ხუმ­რო­ბე­ბი გქონ­დათ, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ გა­ა­ნა­წყე­ნებ­და და ეთერ­ში უპ­რობ­ლე­მოდ გახ­ვი­დო­დით.

- არც "რუს­თა­ვი 2"-ში და არც "იმედ­ში" არა­სო­დეს არა­ვის უთ­ქვამს, ვინ მო­მეწ­ვია გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რად და ვინ - არა. ან ვის­ზე უნდა გვე­ხუმ­რა და ვის­ზე - არა.

- გა­სა­გე­ბია, რომ სა­რე­დაქ­ციო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არ ჩა­რე­უ­ლან, მაგ­რამ ხში­რად იხ­სე­ნე­ბენ ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლის, რბი­ლად რომ ვთქვათ, მწა­რე ხუმ­რო­ბებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე.

- არ მგო­ნია, ძა­ლი­ან მწა­რე ყო­ფი­ლი­ყო, ან სხვის მი­მართ არ ყო­ფი­ლი­ყო იმა­ვე სიმ­წა­რის ხუმ­რო­ბე­ბი. მო­მა­ვალ­შიც ყვე­ლა მხა­რე­ზე ვი­ხუმ­რებთ. ყვე­ლა­ფერს ისე გა­ვა­კე­თებთ, რო­გორც აქამ­დე ვა­კე­თებ­დით.

მერი კო­ბი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ღამის შოუ სტუდია" ახალ არხს გააკეთებს - რომელი პროექტები გაგრძელდება "იმედზე"

"ღამის შოუ სტუდია" ახალ არხს გააკეთებს - რომელი პროექტები გაგრძელდება "იმედზე"

დათო გოგიჩაიშვილი ძალიან ბევრს მუშაობს. ამიტომაც არ გვწყალობს ჟურნალისტებს და გული სწყდება, რომ არ გვესმის მისი, როცა ინტერვიუზე უარს გვეუბნება. დათო კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ძალიან მალე პერიოდულად ჰოლანდიაში ჩავა და ვებსტერის უნივერსიტეტშიც წაიკითხავს ლექციებს. ჰყავს 5 წლის ნიკოლოზი, რომელსაც ტელევიზორის ყურება არ უყვარს და მამის მომზადებული სერიალების ცქერას კომპიუტერით გართობა ურჩევნია. "იმედზე" ბოლო დროს ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა "ღამის შოუ სტუდიის" რამდენიმე პროექტი უახლოეს მომავალში კვლავ გაგრძელდება.

-  "იმედთან" ვაგრძელებთ სამ პროექტს, სერიალს "შუა ქალაქში", "ღამის შოუს ოთარ ტატიშვილთან ერთად" და "ანეკდოტებს". ნოემბრის ბოლოს დავბრუნდებით ეთერში. "იმედთან" ხელშეკრულება იანვრის ჩათვლით გვაქვს დადებული. იანვრის ბოლოს კვლავ შევხვდებით "იმედის" ხელმძღვანელობას და გვექნება საუბარი პროექტების გაგრძელება-არგაგრძელებაზე. გარდა ამისა, ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს "მეცხრე არხთან", "მაესტროსთან", "პირველ არხთან" და "რუსთავი 2"-თან.

-  ანუ "ღამის შოუ სტუდია" რამდენიმე არხთან ითანამშრომლებს?

-  ჩვენ ყოველთვის გვინდოდა, რომ ასე ყოფილიყო.

-  რა უშლიდა ხელს ამის განხორციელებას?

-  არ ვიცი. ეს უნდა ჰკითხოთ სხვა ტელევიზიებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ფიქრობდნენ, რადგან "იმედზე" აკეთებენ გადაცემებს, ჩვენთან ცუდად გააკეთებენო.

-  სერიალი "გოგონა გარეუბნიდან" რატომ არ გრძელდება?

-  ეს "იმედის" წარმომადგენლებს უნდა ჰკითხოთ.

-  დარწმუნებული ვარ, მათ ეს კითხვა თქვენც დაუსვით...

-  ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული. "ღამის შოუ სტუდიამ" თავიდან დაიწყო სერიალ "შუა ქალაქში" გადაღება და მერე ყველაფერი გადავანაწილეთ. ოპერატორები და სცენარისტები სხვა პროექტებზეც მუშაობდნენ. "შუა ქალაქის" რესურსი ამის საფუძველს გვაძლევდა. შემდეგ სხვა პროექტის მომზადება იაფდებოდა. ანუ, სხვა გადაცემა ცალკე რომ მომზადებულიყო, უფრო ძვირი დაჯდებოდა. შესაბამისად, "იმედის" ახალმა ხელმძღვანელობამ გვითხრა, თქვენს ხუთივე პროექტს ძალიან ვაფასებთ და ვფიქრობთ, თუ არხისთვის რეიტინგი გვინდა, თქვენთან მჭიდრო ურთიერთობა უნდა დავამყაროთო. ასეთი შეფასებები მარტო "იმედიდან" არ გვესმის. ყველა არხი, რომელთანაც მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, იმავეს ამბობს და ეს ძალიან სასიამოვნო მოსასმენია. ამისთვის მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. "იმედის" ახალმა წარმომადგენლებმა გვითხრეს, ძალიან ბევრი ვალდებულებები გვაქვს, იანვრის ჩათვლით გარკვეული თანხა შეგვიძლია მოგცეთ და თქვენ გადაწყვიტეთ, რომელი პროექტი გაგრძელდებაო. ჩვენ წამოვედით შეხვედრიდან, დავთვალეთ ყველაფერი და ფინანსური ვაჭრობების შედეგად მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ გამოვიდოდა "შუა ქალაქში", "ღამის შოუ ოთარ ტატიშვილთან ერთად" და "ანეკდოტები". მოკლედ, ყველაფერი ფინანსურ ჭრილში გადაჭრილი ვაჭრობა უფრო იყო.

-  სხვა არხებიდან რომელი დაინტერესდა თქვენი დანარჩენი პროექტებით?

-  ამ ეტაპზე ყველაფერს ვერ გავახმაურებ. არის ლაპარაკი, რომ "კაცების შოუ" და "გოგონა გარეუბნიდან" გაგრძელდეს. ვგეგმავთ ახალი პროექტების გაკეთებასაც.

-  კულუარული ინფორმაციით, "მეცხრე არხმა" კონკრეტული პროექტის გაკეთება შემოგთავაზათ, რასაც თქვენ არ დათანხმდით.

-  ბოლომდე გადაწყვეტილი არაფერია. შესაძლებელია, ჩვენი ერთ-ერთი პროექტი "მეცხრე არხზე" იხილოთ. კახა ბექაურთან და ზოგადად ყველასთან ორი მიმართულებით ვაწარმოებთ საუბარს. მათ ჩვენს პროექტებს ვთავაზობთ და გარდა ამისა, "ღამის შოუ სტუდიის" არხის მოლაპარაკებასა და დანარჩენ არხებთან თანამშრომლობის გეგმებზეც ვსაუბრობთ. თუ ჩვენი არხი "დაიქოქება", მერე შეიძლება, რესურსი აღარ გვეყოს სხვა არხებისთვის პროექტების მოსამზადებლად. თუ რაიმე ახალ გადაცემას მოვიფიქრებთ, გვსურს ისიც ჩვენს არხზე გავუშვათ.

-  გასართობი არხის გაკეთებას გეგმავთ?

-  ამის სურვილი გვაქვს.

-  დღეს საქართველოში ადვილი არ უნდა იყოს ახალი არხის გაკეთება.

-  ჩვენ გვიყვარს რთული ამოცანები. არც სერიალის "შუა ქალაქში" და "ღამის შოუს" გაკეთება იყო ადვილი. ვერ ვიტყვი, რომ თავიდანვე ყველაზე მაგარი არხი გვექნება, მაგრამ ამის მუღამი გვაქვს.

-  არხისთვის სავარაუდო სახელი თუ გაქვთ შერჩეული?

-  ბოლო დღეების განმავლობაში სულ ამ თემაზე ვფიქრობთ. ჩვენ არ გვინდა, დავკარგოთ ჩვენი ბრენდი "ღამის შოუ სტუდია", მაგრამ არხისთვის ამ სახელის დარქმევა, არ ვიცი, რამდენად კარგი იქნება. სტუდიისთვის კარგი სახელია, მაგრამ არხისთვის არ მგონია, გამოდგეს.

-  უახლოეს მომავალში ბევრი ახალი ქართული გასართობი არხი გვექნება. მამუკა ღლონტის, ბერა ივანიშვილის და "ღამის შოუ სტუდიის". კონკურენცია აშკარად დიდი იქნება.

-  "ჯიდიესი" ეთერში უკვე გავიდა საცდელი მაუწყებლობით. მამუკა ღლონტმა გადაწყვიტა შემეცნებით-გასართობი არხის გაკეთება. "რუსთავი 2"-იც აპირებს "ახალი არხის" ბაზაზე "კომედი ტვ"-ის გაკეთებას, თუმცა "რუსთავი 2" ჩვენც გვხვდება და გვეკითხება, "ახალ არხზე" რა თანამშრომლობა შეიძლება შედგეს ჩვენ შორის. არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ დამთავრდება. რეალურად საქართველოში არ არის იმის რესურსი, რომ ამდენი ტელევიზია არსებობდეს. ბევრნი არ არიან, ვისაც კარგი ტელევიზიის გაკეთება შეუძლია. დრო გვიჩვენებს, რომელი ტელევიზია გაამართლებს. თავიდან, სავარაუდოდ, რესურსები გადანაწილდება. ერთმანეთში ტაციაობა წავა, ვის რომელი პროდიუსერი უნდა. მერე უკვე მაყურებელი გამოავლენს, რომელი არხი იქნება ყურებადი და ფინანსურად მომგებიანი. ეს უკვე მომავლის საქმეა.

-  კონკურენცია კარგიცაა და რაღაც მომენტში ცუდიც, რადგან ხანდახან კონფლიქტური სიტუაციები იქმნება. ამის მაგალითია თუნდაც ის, რაც თქვენსა და ვანო ჯავახიშვილს შორის მოხდა. როგორც ვანო ამბობს, ნანუკა ჟორჟოლიანთან გქონიათ საუბარი, რამდენად კარგი იქნებოდა ვანო ჯავახიშვილის მის შოუში მიყვანა.

-  მე რა უფლება მაქვს, ნანუკა ჟორჟოლიანთან მქონდეს საუბარი იმის შესახებ, ვისი სტუმრად მოყვანა იქნება კარგი და ვისი - ცუდი. ეს ნანუკას გადასაწყვეტია. ხოლო იმას, სად გამოჩნდება "ღამის შოუ სტუდიის" ლოგო, რა თქმა უნდა, მე და ჩვენი სტუდიის სხვა დამფუძნებლები ვწყვეტთ. ჩვენ არ გვითქვამს ნანუკასთვის, ვანო ჯავახიშვილი არ მოიწვიოო. რა უფლება გვქონდა, ეს გვეთქვა. ჩვენ ვუთხარით, "ღამის შოუს" ლოგო მოვხსნათ შენს გადაცემასო. თავიდან ნანუკას გადაცემის მომზადებაში მეგობრულად და მეზობლურად ვეხმარებოდით, უბრალოდ ვეხმარებოდით, როცა ნანუკას გადაცემა იქოქებოდა.

-  გამოდის, "ღამის შოუ სტუდიის" ლოგო გადაცემას მას შემდეგ მოხსენით და ნანუკას დახმარებაც მას შემდეგ შეწყვიტეთ, რაც ვანო მასთან გაცემაში სტუმრობდა.

-  ნამდვილად ასე იყო. ნანუკას ვუთხარი, რომ ვანო ჯავახიშვილი ჩვენთვის ადამიანურ ტკივილთან არის დაკავშირებული. არავის ჩემს აზრს თავზე არ ვახვევ. უბრალოდ ვამბობდი, რომ ერთად არ გამოდის ჩვენი ლოგო და ვანო ჯავახიშვილი.

-  ასეთი დაძაბული ურთიერთობა წლებია გრძელდება "ღამის შოუ სტუდიასა" და "კომედი შოუს" გუნდს შორის...

-  პირადად ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რაც ჩვენ შორის მოხდა, ის სამი წელი, რაც ერთად გავატარეთ, მნიშვნელოვანია და მე ამ სამ წელს ვაფასებ. რაც მოხდა, ძალიან საწყენი იყო და არასოდეს დამავიწყდება, ალბათ არც მათ დაავიწყდებათ.

-  ხმამაღლა, პრესის ფურცლებზე ყველაფერს არასდროს ჰყვებით. ორივე მხარე ამბობთ, რომ იყო გულისტკენა, მაგრამ დეტალებს არ ახმაურებთ. იქნებ გვიამბო ყველაფერი...

-  ეს ის თემაა, რაზეც არასდროს ვისაუბრებთ. არ მინდა... "ბითლზები" და "სპაის გერლზი" დაიშალა და ჩვენც დავიშალეთ. ხდება ასეთი რაღაცები.

-  ცოტა ხმამაღალი შედარებაა...

-  (იცინის) გავკადნიერდი და "ბითლზებს" შევადარე ჩვენი თავი. ეს კონფლიქტი წარსული ამბავია და მათთან ერთად გატარებული სამი წელი ჩემი კარიერისთვის მნიშვნელოვანი იყო მიუხედავად იმისა, როგორც დამთავრდა ყველაფერი. მას შემდეგ, რაც ჩვენი გზები გაიყო, დაძაბული კი არა, არანაირი ურთიერთობა აღარ გვაქვს.

-  როგორ ფიქრობთ, თქვენ შორის კარგი ურთიერთობა რომ ყოფილიყო, გადაცემების რეიტინგზე უფრო კარგად აისახებოდა?

-  კარგი ურთიერთობის მიღწევა შეუძლებელია. ისეთი რამ გვაქვს ბექგრაუნდად, წარმოუდგენელია ძველი მეგობრობის აღდგენა, თუმცა არასოდეს უნდა თქვა არასოდეს.

-  ხომ არ გეგმავთ, ძველი დრო გაიხსენოთ და ეკრანს დაუბრუნდეთ?

-  არანაირად.

-  აღარ გაინტერესებთ?

-  სიმართლე გითხრათ, მე უფრო მენეჯმენტში და მართვაში "ვიხარშები" და თავიდანაც მაინცდამაინც არ მინდოდა წამყვანობა. თითქოს შვილივით მიყვარდა "ღამის შოუ" და ვერ ვანდე სხვას. თუმცა მერე, დრო რომ გავიდა და სხვა პროექტები დაგვემატა, გადაცემის წაყვანა ვანო ჯავახიშვილს მივანდე.

-  ამბობენ, "იმედზე" მუშაობა გარკვეული ხარკის გადახდას ითხოვდაო. ოპოზიციურად განწყობილ ხალხს იწვევდით, მაგრამ ისეთი ხუმრობები გქონდათ, რომელიც ხელისუფლებას არ გაანაწყენებდა და ეთერში უპრობლემოდ გახვიდოდით.

-  არც "რუსთავი 2"-ში და არც "იმედში" არასოდეს არავის უთქვამს, ვინ მომეწვია გადაცემაში სტუმრად და ვინ - არა. ან ვისზე უნდა გვეხუმრა და ვისზე - არა.

-  გასაგებია, რომ სარედაქციო საქმიანობაში არ ჩარეულან, მაგრამ ხშირად იხსენებენ ოთარ ტატიშვილის, რბილად რომ ვთქვათ, მწარე ხუმრობებს ბიძინა ივანიშვილზე.

-  არ მგონია, ძალიან მწარე ყოფილიყო, ან სხვის მიმართ არ ყოფილიყო იმავე სიმწარის ხუმრობები. მომავალშიც ყველა მხარეზე ვიხუმრებთ. ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც აქამდე ვაკეთებდით.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები