მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნათია ბუნტური: ”ნინო ანანიაშვილმა უცხოელი მოცეკვავეები ჩამოიყვანა”
ნათია ბუნტური: ”ნინო ანანიაშვილმა უცხოელი მოცეკვავეები ჩამოიყვანა”

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი ნა­თია ბუნ­ტუ­რი პრო­ფე­სი­ით ბა­ლე­რი­ნაა, სწავ­ლობ­და ბოს­ტო­ნის (აშშ) სა­ბა­ლე­ტო აკა­დე­მი­ა­ში, შემ­დეგ - ნიუ-იორკში, ორი სე­ზო­ნი ფი­ლა­დელ­ფი­ის სა­ბა­ლე­ტო დას­თან ერ­თად იცეკ­ვა და ბო­ლოს ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლის დას­ში დაბ­რუნ­და.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი სურ­ვი­ლით დავ­ბრუნ­დი, მაგ­რამ ერთი წლის წინ დასი დავ­ტო­ვე. ბა­ლე­ტი დიდ შრო­მა­სა და ხელ­შე­წყო­ბას ითხოვს, მე კი ვე­ღარ განვვი­თარ­დი, არც წამ­ყვა­ნი პარ­ტი­ე­ბი მომ­ცეს. კორ­დე­ბა­ლეტ­ში ყოფ­ნა მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი გახ­და. არც სა­თა­ნა­დო ხელ­ფა­სი გვქონ­და და არც წინსვლის პერ­სპექ­ტი­ვა. ბევ­რი ბა­ლე­რი­ნა ხელ­ფა­სით ოჯახს არ­ჩენს, ჩვენ კი ძა­ლი­ან და­ბა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა გვქონ­და. რაკი 20 წლის გოგო აღარ ვი­ყა­ვი, რო­მელ­საც დას­ში ყოფ­ნა უხა­რია, ავ­დე­ქი და წა­მო­ვე­დი. ამ პი­რო­ბე­ბის გამო ბევ­რმა აღი­ა­რე­ბულ­მა ბა­ლე­რონ­მაც და­ტო­ვა დასი. ბი­ჭე­ბი დას­ში თით­ქმის აღარ დარ­ჩნენ და ნინო ანა­ნი­აშ­ვილ­მა უცხო­ე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი ჩა­მო­იყ­ვა­ნა. ზუს­ტად არ ვიცი მათი ხელ­ფა­სის ოდე­ნო­ბა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ კარ­გი ანა­ზღა­უ­რე­ბა აქვთ. უცხო­ე­ლე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნის წი­ნა­აღ­მდე­გი ნამ­დვი­ლად არ ვარ, მაგ­რამ ეს ჩვე­ნი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის წას­ვლის ხარ­ჯზე არ უნდა მოხ­დეს.

- "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­ში" მო­ნა­წი­ლე­ობ­დი, რო­გორ მოხ­ვდი მი­უ­ზიკლში?

- ჩემი მე­უღ­ლე ბა­თუმ­ში მუ­შა­ობ­და, ცოტა ხანს მეც იქ ვცხოვ­რობ­დი. სწო­რედ ბა­თუმ­ში გა­ვი­ცა­ნი "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და სოფო ნი­ჟა­რა­ძე. მი­უ­ზიკლში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს და მეც სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი. პრე­მი­ე­რამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა, პი­რო­ბე­ბიც ძა­ლი­ან კარ­გი გვქონ­და, შემ­დეგ ბა­თუ­მი­დან მი­უ­ზიკ­ლი თბი­ლის­ში გად­მო­ვი­ტა­ნეთ. ბო­ლოს, იცით, რაც მოხ­და და და­გეგ­მი­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბი ჩა­ი­შა­ლა. ეს მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტია - მარ­ტო თურ­ქე­თი­დან აპა­რა­ტუ­რის და­ქი­რა­ვე­ბა 30 000 დო­ლა­რი ჯდე­ბა, ამი­ტომ არ ვიცი, გაგ­რძელ­დე­ბა თუ არა.

- შენი საქ­მი­ა­ნო­ბა ყო­ველ­თვის ფორ­მა­ში ყოფ­ნას ითხოვს. ჩაც­მის რო­გო­რი სტი­ლი მოგ­წონს?

- არ მიყ­ვარს კე­დე­ბი, ბო­ტა­სე­ბი; თუ სას­პორ­ტო ფეხ­საც­მე­ლი მაც­ვია, ვცდი­ლობ, დახ­ვე­წი­ლი სა­მო­სი შე­ვუ­ხა­მო. თბი­ლის­ში არა­სო­დეს იცი, რო­დის სად მო­გი­წევს მის­ვლა, ამი­ტომ ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ის­თვის მი­სა­ღებ სა­მოსს ვარ­ჩევ ხოლ­მე. ადა­მი­ანს, პირ­ველ რიგ­ში, გა­რეგ­ნო­ბით აფა­სე­ბენ. სა­თა­ნა­დო შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ მქონ­დეს, სხვაგ­ვა­რად ჩა­ვიც­ვამ­დი, თუმ­ცა მო­დის ტენ­დენ­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას ახ­ლაც ვცდი­ლობ. სა­მო­სი ადრე დე­დას ჩა­მოჰ­ქონ­და სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან, ახლა უმე­ტე­სად ინ­ტერ­ნე­ტით ვი­წერ. მა­ღა­ზი­ა­ში შე­ძე­ნა­საც აქვს თა­ვი­სი ხიბ­ლი. მომ­წონს "ზარა", "ბერშკა",­ "დიზე­ლი" და­ სხვა ბრენ­დე­ბი. ხა­რის­ხი­ა­ნი სა­მო­სი თბი­ლის­ში ძა­ლი­ან ძვი­რია.

- რო­გორ მა­კი­აჟს ირ­ჩევ?

- ყო­ველ მე­ო­რე დღეს, სა­ე­თე­როდ, მძი­მე მა­კი­აჟს მი­კე­თე­ბენ, ამი­ტომ თა­ვი­სუ­ფალ დროს კანს ვას­ვე­ნებ. მშურს მათი, ვინც უმა­კი­ა­ჟოდ და­დის, მაგ­რამ მე ისე მი­ვეჩ­ვიე, მა­კი­ა­ჟის გა­რე­შე თავი სხვა ადა­მი­ა­ნი მგო­ნია. პარ­ფი­უ­მე­რი­უ­ლი ბრენ­დე­ბი­დან "ესტე ლა­უ­დე­რი" მომ­წონს.

- რო­მელ სუ­ნა­მოს იპ­კუ­რებ?

- უფრო ცივი არო­მა­ტე­ბი მომ­წონს. ადრე "ნარ­ცი­სო როდ­რი­გე­სი" მქონ­და და ყვე­ლას მოს­წონ­და მისი სუნი, ჩემს იმ­ჟა­მინ­დელ გან­წყო­ბა­საც შე­ე­ფე­რე­ბო­და. ყვე­ლა­ზე უკეთ მე ვხვდე­ბი, რო­დის რო­მე­ლი სუ­ნა­მო მო­მიხ­დე­ბა.

- ვის მი­იჩ­ნევ გე­მოვ­ნე­ბი­ან ადა­მი­ა­ნად?

- მომ­წონს სან­დრა რუ­ლოვ­სის სტი­ლი, ყო­ველ­თვის დახ­ვე­წი­ლად აც­ვია. რო­გო­რი მი­ნის­ტრი იყო, ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ კარ­გად იმო­სე­ბო­და ვერა ქო­ბა­ლი­აც. ბევ­რს აქვს კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა, მაგ­რამ არ აქვს კარ­გად ჩაც­მის სა­შუ­ა­ლე­ბა, ზოგი კი პი­რი­ქით არის. ადა­მი­ანს თვი­თონ უნდა სი­ა­მოვ­ნებ­დეს თა­ვი­სი ჩაც­მუ­ლო­ბა. ალ­ბათ, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის მსგავ­სად ვერ ჩა­ვიც­ვამ­დი. მი­მაჩ­ნია, რომ სა­ჯა­რო პი­რის­თვის შე­უ­ფე­რებ­ლად იმო­სე­ბა.

- რას ურ­ჩევ ქარ­თველ ქა­ლებს?

- ნაკ­ლის და­ფარ­ვას. კი­დევ - შე­ი­მო­სონ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და გე­მოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. თმი­სა და ფრჩხი­ლე­ბის მოვ­ლა ხომ ისე­დაც ში­ნა­გან კულ­ტუ­რა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ინ­ტერ­ვიუ: "მომ­წონს სან­დრა რუ­ლოვ­სი­სა და ვერა ქო­ბა­ლი­ას სტი­ლი, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის მსგავ­სად კი, ალ­ბათ, ვერ ჩა­ვიც­ვამ­დი"

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ZAZA
0

ისეთი გარეგნობა და აგებულება გაქვთ ყველაფერი მოგიხდებათ თან აქციებშიც მონაწილეობთ ამასაც ახერხებთ თუმცა კი საზოგადოებრივ მაუწყბელზე მუშაობთ.. მოკლედ წარმატებას გისურვებთ, სახე მალე და კარგად მოგირჩებატ და იმედია გნახავთ ეკრანზე. გამაგრდით ასეთ რეგვენ ხეპრეებს რა გამოლევს.

პედაგოგი
0

დღეს ეს თემა და კომენტარი მხოლოდ იმიტომ არის აქტუალური რომ ამ წკნრლივით გამხდარ გოგს ბალერინას რა უნდა ექნა ისეთი რომ გვდერდიდან გაარტყა და ცხვირ-პირი დაუნგრა. კაცი ეთქმის ამის გამკეთბელს! ნეტა რა კაცობაზე ლაპარაკობთ და მამა მამაა და დედა დედაა, დედა და ბნედა გეცეთ თქვენ და დედა თქვენებს. მთლად გამოთაყვანდით. რა გჭირთ? მოერიეთ ნათია ბუნტურს?. სირცხვილი თქვენ და თქვენ მშობლებს ასეთი კაცური კაცების აღზრდისათვის. 

ნათია ბუნტური: ”ნინო ანანიაშვილმა უცხოელი მოცეკვავეები ჩამოიყვანა”

ნათია ბუნტური: ”ნინო ანანიაშვილმა უცხოელი მოცეკვავეები ჩამოიყვანა”

საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემის წამყვანი ნათია ბუნტური პროფესიით ბალერინაა, სწავლობდა ბოსტონის (აშშ) საბალეტო აკადემიაში, შემდეგ - ნიუ-იორკში, ორი სეზონი ფილადელფიის საბალეტო დასთან ერთად იცეკვა და ბოლოს ნინო ანანიაშვილის დასში დაბრუნდა.

- საქართველოში ჩემი სურვილით დავბრუნდი, მაგრამ ერთი წლის წინ დასი დავტოვე. ბალეტი დიდ შრომასა და ხელშეწყობას ითხოვს, მე კი ვეღარ განვვითარდი, არც წამყვანი პარტიები მომცეს. კორდებალეტში ყოფნა მოსაბეზრებელი გახდა. არც სათანადო ხელფასი გვქონდა და არც წინსვლის პერსპექტივა. ბევრი ბალერინა ხელ­ფასით ოჯახს არჩენს, ჩვენ კი ძალიან დაბალი ანაზღაურება გვქონდა. რაკი 20 წლის გოგო აღარ ვიყავი, რომელსაც დასში ყოფნა უხარია, ავდექი და წამოვედი. ამ პირობების გამო ბევრმა აღიარებულმა ბალერონმაც დატოვა დასი. ბიჭები დასში თითქმის აღარ დარჩნენ და ნინო ანანიაშვილმა უცხოელი მოცეკვავეები ჩამოიყვანა. ზუსტად არ ვიცი მათი ხელფასის ოდენობა, მაგრამ ფაქტია, რომ კარგი ანაზღაურება აქვთ. უცხოელების ჩამოყვანის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ეს ჩვენი მოცეკვავეების წასვლის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

- "ვერის უბნის მელოდიებში" მონაწილეობდი, როგორ მოხვდი მიუზიკლში?

- ჩემი მეუღლე ბათუმში მუშაობდა, ცოტა ხანს მეც იქ ვცხოვრობდი. სწორედ ბათუმში გავიცანი "ვერის უბნის მელოდიების" ხელმძღვანელობა და სოფო ნიჟარაძე. მიუზიკლში მონაწილეობა შემომთავაზეს და მეც სიამოვნებით დავთანხმდი. პრემიერამ წარმატებით ჩაიარა, პირობებიც ძალიან კარგი გვქონდა, შემდეგ ბათუმიდან მიუზიკლი თბილისში გადმოვიტანეთ. ბოლოს, იცით, რაც მოხდა და დაგეგმილი სპექტაკლები ჩაიშალა. ეს მასშტაბური პროექტია - მარტო თურქეთიდან აპარატურის დაქირავება 30 000 დოლარი ჯდება, ამიტომ არ ვიცი, გაგრძელდება თუ არა.

- შენი საქმიანობა ყოველთვის ფორმაში ყოფნას ითხოვს. ჩაცმის როგორი სტილი მოგწონს?

- არ მიყვარს კედები, ბოტასები; თუ სასპორტო ფეხსაცმელი მაცვია, ვცდილობ, დახვეწილი სამოსი შევუხამო. თბილისში არასოდეს იცი, როდის სად მოგიწევს მისვლა, ამიტომ ყველა სიტუაციისთვის მისაღებ სამოსს ვარჩევ ხოლმე. ადამიანს, პირველ რიგში, გარეგნობით აფასებენ. სათანადო შესაძლებლობა რომ მქონდეს, სხვაგვარად ჩავიცვამდი, თუმცა მოდის ტენდენციების გათვალისწინებას ახლაც ვცდილობ. სამოსი ადრე დედას ჩამოჰქონდა საზღვარგარეთიდან, ახლა უმეტესად ინტერნეტით ვიწერ. მაღაზიაში შეძენასაც აქვს თავისი ხიბლი. მომწონს "ზარა", "ბერშკა",­ "დიზე­ლი" და­ სხვა ბრენდები. ხარისხიანი სამოსი თბილისში ძალიან ძვირია.

- როგორ მაკიაჟს ირჩევ?

- ყოველ მეორე დღეს, საეთეროდ, მძიმე მაკიაჟს მიკეთებენ, ამიტომ თავისუფალ დროს კანს ვასვენებ. მშურს მათი, ვინც უმაკიაჟოდ დადის, მაგრამ მე ისე მივეჩვიე, მაკიაჟის გარეშე თავი სხვა ადამიანი მგონია. პარფიუმერიული ბრენდებიდან "ესტე ლაუდერი" მომწონს.

- რომელ სუნამოს იპკურებ?

- უფრო ცივი არომატები მომწონს. ადრე "ნარცისო როდრიგესი" მქონდა და ყველას მოსწონდა მისი სუნი, ჩემს იმჟამინდელ განწყობასაც შეეფერებოდა. ყველაზე უკეთ მე ვხვდები, როდის რომელი სუნამო მომიხდება.

- ვის მიიჩნევ გემოვნებიან ადამიანად?

- მომწონს სანდრა რულოვსის სტილი, ყოველთვის დახვეწილად აცვია. როგორი მინისტრი იყო, ვერ გეტყვით, მაგრამ კარგად იმოსებოდა ვერა ქობალიაც. ბევრს აქვს კარგი გემოვნება, მაგრამ არ აქვს კარგად ჩაცმის საშუალება, ზოგი კი პირიქით არის. ადამიანს თვითონ უნდა სიამოვნებდეს თავისი ჩაცმულობა. ალბათ, ნანუკა ჟორჟოლიანის მსგავსად ვერ ჩავიცვამდი. მიმაჩნია, რომ საჯარო პირისთვის შეუფერებლად იმოსება.

- რას ურჩევ ქართველ ქალებს?

- ნაკლის დაფარვას. კიდევ - შეიმოსონ საკუთარი შესაძლებლობებისა და გემოვნების შესაბამისად. თმისა და ფრჩხილების მოვლა ხომ ისედაც შინაგან კულტურაზეა დამოკიდებული.

ინტერვიუ: "მომწონს სანდრა რულოვსისა და ვერა ქობალიას სტილი, ნანუკა ჟორჟოლიანის მსგავსად კი, ალბათ, ვერ ჩავიცვამდი"

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)