ვარსკვლავური წყვილის, ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის ოჯახში უთანხმოებაა. მსახიობები ყოველდღე ჩხუბობენ და როგორც ოჯახის ახლო მეგობრები ამბობენ, წყვილი განქორწინებას გეგმავს.
ოჯახური პრობლემების ძირითადი მიზეზი ბენია, რომელიც მთლიანად კარიერაზეა გადართული. ბენი "ოსკარის" მოლოდინშია. მის ახალ სარეჟისორო ნამუშევარს - "არგოს" "ოსკარის" ნომინაციას უწინასწარმეტყველებენ. ჯენიფერი ძალიან ღიზიანდება, რომ აფლეკი ცოლ-შვილთან მცირე დროს ატარებს.
"ბენს "ოსკარი" აკვიატებულ აზრად ექცა. ჯენიფერი ცდილობს, ქმარს გაუგოს, მაგრამ მოთმინებას კარგავს", - წერს showbizspy.
ჯენიფერი და ბენი 2005 წელს დაქორწინდნენ. წყვილს 3 შვილი ჰყავს. 6 წლის ვიოლეტი, 3 წლის სერაფინა და 9 თვის სამუელი. ვიდრე ჯენიფერს ცოლად მოიყვანდა, ბენს ჰოლივუდში ცნობილ ვარსკვლავებთან ჰქონდა რომანი, მათ შორის მსახიობ გვინეტ პელტროუსთან და მომღერალ ჯენიფერ ლოპესთან.
მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.