პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიზნესმენი ჰესების წართმევაში გიგი უგულავას, ეკა შარაშენიძესა და ზურაბ ნოღაიდელს ადანაშაულებს
ბიზნესმენი ჰესების წართმევაში გიგი უგულავას, ეკა შარაშენიძესა და ზურაბ ნოღაიდელს ადანაშაულებს

ბიზ­ნეს­მე­ნი თე­მურ ჭი­ჭი­ნა­ძე ჩა­მორ­თმე­უ­ლი "ჟინ­ვალ­ჰე­სი­სა" და "ორ­თა­ჭალ­ჰე­სის" დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვს:

- "ჟინ­ვალ­ჰე­სი" იჯა­რით 1994 წელს ავი­ღე. გა­ვა­რე­მონ­ტეთ, ჩა­ი­დო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, თბი­ლისს ვა­მა­რა­გებ­დით უფა­სო წყლი­თა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ით. სი­ა­მა­ყით აღ­ვნიშ­ნავ, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ჩვენ გა­და­ვარ­ჩი­ნეთ ანა­ნუ­რის უნი­კა­ლუ­რი ცი­ხე­სი­მაგ­რე, რო­მელ­საც სა­ძირ­კველ­ში წყა­ლი ედგა და დან­გრე­ვის პი­რას იყო. მხო­ლოდ ამა­ში გა­და­ვი­ხა­დეთ 2 მი­ლი­ონ­ზე მეტი. რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მო­ვი­და, "ახალ­გაზ­რდა რე­ფორ­მა­ტო­რებ­მა" აიკ­ვი­ა­ტეს, რომ გა­ე­ყი­დათ წყა­ლი და გა­ეძ­ვი­რე­ბი­ნათ ელექტრო­ე­ნერ­გია. 2005 წელს კი უკა­ნო­ნოდ ჩა­მოგ­ვარ­თვეს ქო­ნე­ბა, რად­გან იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ჩვენ "ჟინ­ვალ­ჰესს" არ დავ­თმობ­დით, მათ ენერ­გე­ტი­კა­ზე სრუ­ლი კონ­ტრო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ექ­ნე­ბო­დათ.

- "ჟინ­ვალ­ჰე­სის" ჩა­მორ­თმე­ვა­ში თქვ­ენ ქა­ლა­ქის მერ გიგი უგუ­ლა­ვას ადა­ნა­შა­უ­ლებთ, რა ფორ­მით იყო ჩარ­თუ­ლი ის ამ პრო­ცე­სებ­ში?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი გიგი უგუ­ლა­ვას კა­ბი­ნეტ­ში და­ი­გეგ­მა. და­მა­პა­ტიმ­რეს მე და კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი, აღიძ­რა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, ბრა­ლი კი ბი­უ­ჯეტ­ში ზედ­მე­ტი თან­ხის ჩა­რი­ცხვის­თვის წაგ­ვი­ყე­ნეს. პო­ლი­ცი­ა­ში პირ­და­პირ გან­გვი­ცხა­დეს, რომ უნდა დაგ­ვეთ­მო "ჟინ­ვალ­ჰე­სი". გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან მე­ო­რე დღეს მო­ვი­და ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია, ნო­ტა­რი­უს­თან და ქო­ნე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტმა­ნე­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ ვინ­მე გვა­რა­მი­ას­თან ერ­თად და ძა­ლით გა­დაგ­ვა­ფორ­მე­ბი­ნეს გვა­რა­მი­ას სა­ხელ­ზე აქ­ცი­ე­ბის 51 პრო­ცენ­ტი. შემ­დეგ გა­ი­მარ­თა ტენ­დე­რი, რო­მე­ლიც მო­ი­გო სრუ­ლი­ად გა­მო­უც­დელ­მა შვე­ი­ცა­რი­ულ­მა კომ­პა­ნი­ამ და სა­მარ­თა­ვად გა­და­ე­ცა სხვას. ამის შემ­დეგ მმარ­თვე­ლო­ბა­ში შე­მო­ვი­და თბი­ლი­სის მე­რია, მე ჩა­მა­ნაც­ვლა ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი ყავ­ლაშ­ვილ­მა. თუმ­ცა იყო ერთი ხარ­ვე­ზი - ჩვენ დამ­ქი­რა­ვე­ბელ­თან იჯა­რა არ გვქონ­და გა­წყვე­ტი­ლი. პი­რა­დად გიგი უგუ­ლა­ვამ და­ი­ბა­რა კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი კა­ბი­ნეტ­ში და იძუ­ლე­ბით მო­ა­წე­რი­ნა ხელი იჯა­რის შე­წყვე­ტის გამ­ზა­დე­ბულ ტექ­სტზე. ეს ად­რეც გა­ვა­სა­ჩივ­რე, მაგ­რამ 2005 წლის აგ­ვის­ტო­ში უგუ­ლა­ვას ბრძა­ნე­ბით, გა­ა­უქ­მეს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი. ამის შემ­დეგ ის გახ­და მო­ნო­პო­ლის­ტი ბა­ზარ­ზე და ტა­რი­ფე­ბიც გა­აძ­ვი­რა, გა­ა­ორ­მა­გა.

- ამ შემ­თხვე­ვი­დან სამი წლის შემ­დეგ თქვენ "ორ­თა­ჭალ­ჰე­სიც" წა­გარ­თვეს...

- "ორ­თა­ჭალ­ჰე­სის" წარ­თმე­ვის მცდ­ელო­ბა ეკა შა­რა­შე­ნი­ძის ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრო­ბი­სას და­ი­წყო და 2008 წელს უკა­ნო­ნოდ ჩა­მო­მარ­თვეს. გა­ფორ­მე­ბუ­ლი მქონ­და გრძელ­ვა­დი­ა­ნი იჯა­რა და სა­ხელ­მწი­ფომ, სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოდ, ჩვე­ნი აზ­რით, კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბით, 25 მი­ლი­ონ დო­ლა­რად მიჰ­ყი­და "ენერ­გო პრო-ჯორ­ჯი­ას". აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ობი­ექ­ტის გა­ყიდ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ მა­ინც გა­ყი­დეს. იმ კომ­პა­ნი­ის უკან კი, რო­მელ­საც მიჰ­ყი­დეს "ორ­თა­ჭალ­ჰე­სი", გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დე­ლი. "ორ­თა­ჭალ­ჰე­სის" თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა 12-14 მი­ლი­ო­ნი იყო, სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ გა­და­ი­ხა­დეს მას­ში 25 მი­ლი­ო­ნი - ორ­მა­გი ფასი? ნო­ღა­ი­დელ­მა გა­ნა­ცხა­და, ია­ფად იმი­ტომ ვყი­დით, ტა­რი­ფი რომ არ გა­ი­ზარ­დო­სო. ზუს­ტად ორ თვე­ში სამ­ჯერ გა­ი­ზარ­და ტა­რი­ფი. ეს "ენერ­გო პრო ჯორ­ჯი­ას­თვის" მო­გე­ბი­ა­ნი იყო. "ორ­თა­ჭალ­ჰე­სი" შეგ­ნე­ბუ­ლად გა­ყი­დეს ორ­მაგ ფა­სად, სხვას რომ არ ეყი­და. როცა ჩვენ იჯა­რით ავი­ღეთ ეს ჰესი, მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 600 ათა­სი იყო, მათ კი 25 მი­ლი­ო­ნად გა­ყი­დეს და ერთი თეთ­რიც არ მო­უ­ცი­ათ. ფაქ­ტია, რომ ვი­ღა­ცას ჰქონ­და "ორ­თა­ჭალ­ჰე­სის" ჩა­მორ­თმე­ვის ინ­ტე­რე­სი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს და იმ­ჟა­მინ­დელ სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­სა­მარ­თლოს ობი­ექ­ტუ­რი გა­ნა­ჩე­ნის იმე­დი მაქვს და უკვე ამ საქ­მე­ზეც მივ­მარ­თე პრო­კუ­რა­ტუ­რას.

P.S. ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რის­თვის ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დელ­თან და­კავ­ში­რე­ბა ვცა­დეთ, მაგ­რამ მის­მა მე­უღ­ლემ გან­გვი­ცხა­და, რომ ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ამ­ჯე­რად ჟე­ნე­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბა და სამ­შობ­ლო­ში რამ­დე­ნი­მე დღე­ში დაბ­რუნ­დე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ბიზნესმენი ჰესების წართმევაში გიგი უგულავას, ეკა შარაშენიძესა და ზურაბ ნოღაიდელს ადანაშაულებს

ბიზნესმენი ჰესების წართმევაში გიგი უგულავას, ეკა შარაშენიძესა და ზურაბ ნოღაიდელს ადანაშაულებს

ბიზნესმენი თემურ ჭიჭინაძე ჩამორ­თმეული "ჟინვალჰესისა" და "ორთაჭალჰესის" დაბრუნებას ითხოვს:

- "ჟინვალჰესი" იჯარით 1994 წელს ავიღე. გავარემონტეთ, ჩაიდო ინვესტიციები, თბილისს ვამარაგებდით უფასო წყლითა და ელექტროენერგიით. სიამაყით აღვნიშნავ, რომ ამ პერიოდში ჩვენ გადავარჩინეთ ანანურის უნიკალური ციხესიმაგრე, რომელსაც საძირკველში წყალი ედგა და დანგრევის პირას იყო. მხოლოდ ამაში გადავიხადეთ 2 მილიონზე მეტი. როდესაც ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" მოვიდა, "ახალგაზრდა რეფორმატორებმა" აიკვიატეს, რომ გაეყიდათ წყალი და გაეძვირებინათ ელექტროენერგია. 2005 წელს კი უკანონოდ ჩამოგვართვეს ქონება, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ "ჟინვალჰესს" არ დავთმობდით, მათ ენერგეტიკაზე სრული კონტროლის საშუალება არ ექნებოდათ.

- "ჟინვალჰესის" ჩამორთმევაში თქვ­ენ ქალაქის მერ გიგი უგულავას ადანაშაულებთ, რა ფორმით იყო ჩართული ის ამ პროცესებში?

- ეს ყველაფერი გიგი უგულავას კაბინეტში დაიგეგმა. დამაპატიმრეს მე და კომპანიის დირექტორი, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ბრალი კი ბიუჯეტში ზედმეტი თანხის ჩარიცხვისთვის წაგვიყენეს. პოლიციაში პირდაპირ განგვიცხადეს, რომ უნდა დაგვეთმო "ჟინვალჰესი". გათავისუფლებიდან მეორე დღეს მოვიდა ფინანსური პოლიცია, ნოტარიუსთან და ქონების მართვის დეპარტმანეტის წარმომადგენელ ვინმე გვარამიასთან ერთად და ძალით გადაგვაფორმებინეს გვარამიას სახელზე აქციების 51 პროცენტი. შემდეგ გაიმართა ტენდერი, რომელიც მოიგო სრულიად გამოუცდელმა შვეიცარიულმა კომპანიამ და სამართავად გადაეცა სხვას. ამის შემდეგ მმართველობაში შემოვიდა თბილისის მერია, მე ჩამანაცვლა ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა. თუმცა იყო ერთი ხარვეზი - ჩვენ დამქირავებელთან იჯარა არ გვქონდა გაწყვეტილი. პირადად გიგი უგულავამ დაიბარა კომპანიის გენერალური დირექტორი კაბინეტში და იძულებით მოაწერინა ხელი იჯარის შეწყვეტის გამზადებულ ტექსტზე. ეს ადრეც გავასაჩივრე, მაგრამ 2005 წლის აგვისტოში უგულავას ბრძანებით, გააუქმეს სასამართლო პროცესები. ამის შემდეგ ის გახდა მონოპოლისტი ბაზარზე და ტარიფებიც გააძვირა, გააორმაგა.

- ამ შემთხვევიდან სამი წლის შემდეგ თქვენ "ორთაჭალჰესიც" წაგართვეს...

- "ორთაჭალჰესის" წართმევის მცდ­ელობა ეკა შარაშენიძის ეკონომიკის მინისტრობისას დაიწყო და 2008 წელს უკანონოდ ჩამომართვეს. გაფორმებული მქონდა გრძელვადიანი იჯარა და სახელმწიფომ, სრულიად უკანონოდ, ჩვენი აზრით, კორუფციული გარიგებით, 25 მილიონ დოლარად მიჰყიდა "ენერგო პრო-ჯორჯიას". აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ობიექტის გაყიდვა არ შეიძლება, მაგრამ მაინც გაყიდეს. იმ კომპანიის უკან კი, რომელსაც მიჰყიდეს "ორთაჭალჰესი", განიხილებოდა ზურაბ ნოღაიდელი. "ორთაჭალჰესის" თვითღირებულება 12-14 მილიონი იყო, საინტერესოა, რატომ გადაიხადეს მასში 25 მილიონი - ორმაგი ფასი? ნოღაიდელმა განაცხადა, იაფად იმიტომ ვყიდით, ტარიფი რომ არ გაიზარდოსო. ზუსტად ორ თვეში სამჯერ გაიზარდა ტარიფი. ეს "ენერგო პრო ჯორჯიასთვის" მოგებიანი იყო. "ორთაჭალჰესი" შეგნებულად გაყიდეს ორმაგ ფასად, სხვას რომ არ ეყიდა. როცა ჩვენ იჯარით ავიღეთ ეს ჰესი, მისი ღირებულება 600 ათასი იყო, მათ კი 25 მილიონად გაყიდეს და ერთი თეთრიც არ მოუციათ. ფაქტია, რომ ვიღაცას ჰქონდა "ორთაჭალჰესის" ჩამორთმევის ინტერესი, სავარაუდოდ, ზურაბ ადეიშვილს და იმჟამინდელ სხვა მაღალჩინოსნებს. ახალი ხელისუფლების სასამართლოს ობიექტური განაჩენის იმედი მაქვს და უკვე ამ საქმეზეც მივმართე პროკურატურას.

P.S. ამ საკითხზე კომენტარისთვის ზურაბ ნოღაიდელთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ მისმა მეუღლემ განგვიცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამჯერად ჟე­ნევაში იმყოფება და სამშობლოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ