ინდონეზიის კუნძულ იავაზე სკოლის მოსწავლეები ყოველ დღე სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ, რომ განათლება მიიღონ. ისინი სკოლაში "ბეწვის ხიდით" მიდიან.
ეს კონსტრუქცია, რომელიც წყლის ტრანსპორტირებისთვისაა გათვლილი, ორ სოფელს ერთმანეთთან აკავშირებს. კონსტრუქციაზე ვიწრო ფიცარია განთავსებული და მიწიდან ძალიან მაღლაა. საკმარისია ერთი არასწორი ნაბიჯი და ადამიანი ხევში გადაიჩეხება.
კონსტრუქცია ძალიან გრძელია, თუმცა ინდონეზიელ მოსწავლეებს ხიფათი არ აშინებთ და "ბეწვის ხიდით" ყოველდღე სარგებლობენ. რასაკვირველია, არსებობს შემოვლითი გზა, მაგრამ ძალიან გრძელი და დამღლელი.
ამ კუნძულზე დაახლოებით 137 მლნ ადამიანი ცხოვრობს.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.
ასევე იხილეთ: სიცოცხლისთვის საშიში ხიდი და მამაცი მოსწავლეები