კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები

ცხინვალის ციხიდან ძმები აბალაკები და გერონტი პაპიტაშვილი გათავისუფლდნენ

ცხინვალის ციხიდან ძმები აბალაკები და გერონტი პაპიტაშვილი გათავისუფლდნენ

ცხინვალის ციხე სამმა ქართველმა დატოვა. ძმები გია და აკაკი აბალაკები და გერონტი პაპიტაშვილი ორი თვის წინ გორის რაიონის სოფელ კირბალთან ოსურმა მხარემ დე-ფაქტო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დააკავა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეშას აგროვებდნენ.

ოსურ მხარესთან მათ გასათავისუფლებლად ამ პერიოდის განმავლობაში მოლაპარაკებას შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი დვალიშვილი და მისი მოადგილე ზურაბ ბერიკაშვილი აწარმოებდნენ. გათავისუფლებულ ქართველებს ისინი ერგნეთის ტერიტორიაზე დახვდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?