პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ხუხაშვილი - "ტარიფებთან დაკავშირებით ახალმა ხელისუფლებამ ბევრი მოულოდნელი პარამეტრი აღმოაჩინა"
 გია ხუხაშვილი - "ტარიფებთან დაკავშირებით ახალმა ხელისუფლებამ ბევრი მოულოდნელი პარამეტრი აღმოაჩინა"

ტა­რი­ფებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ბევ­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლი პა­რა­მეტ­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა, - ამის შე­სა­ხებ, "პა­ლიტ­რა.ტვ"-ის ეთერ­ში, გა­და­ცე­მა " რე­ზი­უ­მე­ში" სა­უბ­რი­სას ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

"იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც კო­ა­ლი­ცი­ას­თან იყ­ვნენ და­ახ­ლო­ე­ბულ­ნი, რე­ა­ლუ­რად ჰქონ­დათ ტა­რი­ფე­ბის შემ­ცი­რე­ბის სურ­ვი­ლი და გა­აჩ­ნდათ რა­ღაც გათ­ვლე­ბიც, თუმ­ცა, ეს გათ­ვლე­ბი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არ ემ­ყა­რე­ბო­და კონ­კრე­ტულ მო­ნა­ცე­მებს და ამას ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბი ჰქონ­და. ერ­თია, როცა ით­ვლი თე­ო­რი­უ­ლად იმ პა­რა­მეტ­რე­ბით, რაც გაქვს ხელთ, მაგ­რამ მე­ო­რეა, რომ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ტა­რი­ფებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი პა­რა­მეტ­რი იყო და­ხუ­რუ­ლი - მო­უ­ლოდ­ნე­ლი პა­რა­მეტ­რე­ბი აღ­მოჩ­ნდა, მათ შო­რის არა­მიზ­ნობ­რი­ვად აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ხით, ეს იქ­ნე­ბა ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კორ­პო­რა­ცი­ა­ში თუ სხვა სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში", - აღ­ნიშ­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

უშუ­ა­ლოდ ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კორ­პო­რა­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ეკო­ნო­მი­კურ­მა ექ­სპერ­ტმა გან­მარ­ტა, რომ მას აღე­ბუ­ლი ჰქონ­და ისე­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა პარ­ლა­მენ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა, ტრაქ­ტო­რე­ბის შე­ძე­ნა და ევ­რო­ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის ყო­ველ­წლი­უ­რი თან­ხის გა­დახ­და. "კორ­პო­რა­ცია აშე­ნებ­და პარ­ლა­მენტს, ტრაქ­ტო­რებს ყი­დუ­ლობ­და და ბევრ სხვა რა­მეს აკე­თებ­და. ევ­რო­ბონ­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რი­თაც ძა­ლი­ან ამა­ყობ­და ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ამ ვა­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბის თან­ხა ყო­ველ­წლი­უ­რად რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი აქვს გა­და­სახ­დე­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი აი­სა­ხე­ბა ტა­რიფ­ში და ბუ­ნებ­რი­ვია, კორ­პო­რა­ცია წა­გე­ბა­ზე ვერ იმუ­შა­ვებ­და", - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნულ კონ­ტექ­სტში მან არ გა­მო­რი­ცხა, რომ საქ­მით სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ. "არ მინ­და დე­ტა­ლებ­ში შე­ვი­დე, მაგ­რამ არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ, რად­გან ერთი შე­ხედ­ვით რაც ჩანს, ისაა, რომ აბ­სურ­დამ­დეა მი­სუ­ლი ეს ყვე­ლა­ფე­რი. ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კონ­კრე­ტულ დო­კუ­მენ­ტებ­ზე ჯერ კი­დევ არ მი­უწ­ვდე­ბა ხელი, მით უმე­ტეს არ მი­მიწ­ვდე­ბა მე, მაგ­რამ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში, რო­გორც ვიცი, იქ იგეგ­მე­ბა ახა­ლი მე­ნე­ჯმენ­ტის შეს­ვლა აუ­დიტ­თან ერ­თად და მას შემ­დეგ, რაც ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა, უფრო დე­ტა­ლუ­რად შეგ­ვეძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი", - დას­ძი­ნა ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტმა.

რაც შე­ე­ხე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რიფს, ხუ­ხაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "სა­კონ­ტრაქ­ტო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი აქა­ცაა". "ძი­რი­თა­დი რე­სურ­სი აქ არის ის სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პო­ნენ­ტი ტა­რიფ­ში, რო­მელ­საც კომ­პა­ნი­ე­ბი არა­სა­თა­ნა­დოდ ას­რუ­ლე­ბენ. ვფიქ­რობ, აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში კომ­პა­ნი­ებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა, რომ­ლის ვა­რა­უ­დი­თაც, ტა­რი­ფე­ბის კლე­ბა ორ ეტა­პად მოხ­დე­ბა - დღე­ვან­დე­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დგომ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გია ხუხაშვილი - "ტარიფებთან დაკავშირებით ახალმა ხელისუფლებამ ბევრი მოულოდნელი პარამეტრი აღმოაჩინა"

 გია ხუხაშვილი - "ტარიფებთან დაკავშირებით ახალმა ხელისუფლებამ ბევრი მოულოდნელი პარამეტრი აღმოაჩინა"

ტარიფებთან დაკავშირებით ახალმა ხელისუფლებამ ბევრი მოულოდნელი პარამეტრი აღმოაჩინა, - ამის შესახებ, "პალიტრა.ტვ"-ის ეთერში, გადაცემა " რეზიუმეში" საუბრისას ეკონომიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

"იმ ადამიანებს, რომლებიც კოალიციასთან იყვნენ დაახლოებულნი, რეალურად ჰქონდათ ტარიფების შემცირების სურვილი და გააჩნდათ რაღაც გათვლებიც, თუმცა, ეს გათვლები ხშირ შემთხვევაში არ ემყარებოდა კონკრეტულ მონაცემებს და ამას ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ერთია, როცა ითვლი თეორიულად იმ პარამეტრებით, რაც გაქვს ხელთ, მაგრამ მეორეა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ტარიფებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პარამეტრი იყო დახურული - მოულოდნელი პარამეტრები აღმოჩნდა, მათ შორის არამიზნობრივად აღებული ვალდებულებების სახით, ეს იქნება ნავთობისა და გაზის კორპორაციაში თუ სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

უშუალოდ ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან მიმართებაში ეკონომიკურმა ექსპერტმა განმარტა, რომ მას აღებული ჰქონდა ისეთი ვალდებულებები, როგორიცაა პარლამენტის მშენებლობა, ტრაქტორების შეძენა და ევროობლიგაციების მომსახურების ყოველწლიური თანხის გადახდა. "კორპორაცია აშენებდა პარლამენტს, ტრაქტორებს ყიდულობდა და ბევრ სხვა რამეს აკეთებდა. ევრობონდებთან დაკავშირებით, რითაც ძალიან ამაყობდა ჩვენი ხელისუფლება, ამ ვალის მომსახურების თანხა ყოველწლიურად რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი აქვს გადასახდელი. ეს ყველაფერი აისახება ტარიფში და ბუნებრივია, კორპორაცია წაგებაზე ვერ იმუშავებდა", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

აღნიშნულ კონტექსტში მან არ გამორიცხა, რომ საქმით სამართალდამცველები დაინტერესდნენ. "არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ სამართალდამცველები დაინტერესდნენ, რადგან ერთი შეხედვით რაც ჩანს, ისაა, რომ აბსურდამდეა მისული ეს ყველაფერი. ახალ ხელისუფლებას კონკრეტულ დოკუმენტებზე ჯერ კიდევ არ მიუწვდება ხელი, მით უმეტეს არ მიმიწვდება მე, მაგრამ უახლოეს დღეებში, როგორც ვიცი, იქ იგეგმება ახალი მენეჯმენტის შესვლა აუდიტთან ერთად და მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვევა, უფრო დეტალურად შეგვეძლება საუბარი", - დასძინა ეკონომიკის ექსპერტმა.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფს, ხუხაშვილის ინფორმაციით, "საკონტრაქტო წინააღმდეგობები აქაცაა". "ძირითადი რესურსი აქ არის ის საინვესტიციო კომპონენტი ტარიფში, რომელსაც კომპანიები არასათანადოდ ასრულებენ. ვფიქრობ, აუცილებელი გახდება მშვიდ ვითარებაში კომპანიებთან მოლაპარაკება", - აღნიშნა ხუხაშვილმა, რომლის ვარაუდითაც, ტარიფების კლება ორ ეტაპად მოხდება - დღევანდელი ვალდებულების გათვალისწინებით და ვალდებულებიდან გათავისუფლების შემდგომ.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ