მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მურმან ლებანიძის ცხოვრების ტკბილი და მწარე მრავალჟამიერი
მურმან ლებანიძის ცხოვრების ტკბილი და მწარე მრავალჟამიერი

"გერ­გე­ბი პა­პად,

პა­პის პა­პად გერ­გე­ბი, ალ­ბათ,

ვარ ღა­მე­ში და

ასე წელი გა­ირ­ბენს სწრა­ფად;

...არა­თუ ხორ­ცი,

ძვა­ლიც ჩემი როცა და­მი­წდეს,

კავ­კა­სი­ო­ნის

მწვერ­ვა­ლე­ბი როცა ავერ­ცხლდეს,

"თენ­დე­ბა, პა­პავ!" -

ჩა­მომ­ძა­ხო, არ და­გა­ვი­წყდეს!"

მურ­მან ლე­ბა­ნი­ძე. "ეპი­ტა­ფია"

2012 წლის 14 ნო­ემ­ბერს მურ­მან ლე­ბა­ნი­ძეს - ქარ­თვე­ლე­ბის უსაყ­ვარ­ლეს პო­ეტს, მთარ­გმნელ­სა და ესე­ისტს და­ბა­დე­ბი­დან 90 წე­ლი­წა­დი შე­უს­რულ­დე­ბო­და. "იგი და­უც­ლელ ქვევ­რს გვა­გო­ნებს, სა­ი­და­ნაც ჭაშ­ნი­კის აღე­ბის­თა­ნა­ვე, ვინ იცის, კი­დევ რამ­დე­ნი კაცი შე­ზარ­ხოშ­დე­ბა და აღინ­თე­ბა", - წერ­და პო­ეტ­ზე მწე­რა­ლი და მთარ­გმნე­ლი ელ­გუ­ჯა მაღ­რა­ძე.

მის პო­ე­ზი­ას მარ­თლაც ბევ­რი შე­უ­ზარ­ხო­შე­ბია და აუნ­თია, ბევ­რსაც აან­თებს, მის პრო­ზას კი, სამ­წუ­ხა­როდ, ის "ბევ­რი" ნაკ­ლე­ბად იც­ნობს.

"პა­ლიტ­რა მე­დი­ის" წიგ­ნე­ბის სე­რია - "ჩემი რჩე­უ­ლი" პო­ე­ტის იუ­ბი­ლეს მისი შე­მოქ­მე­დე­ბის ორ­ტო­მე­უ­ლით ეხ­მი­ა­ნე­ბა და ჟურ­ნალ "გზის" დღე­ვან­დელ ნო­მერ­თან ერ­თად მურ­მან ლე­ბა­ნი­ძის მე­ო­რე ტომს - პო­ე­ზი­ას­თან ერ­თად პრო­ზა­საც გთა­ვა­ზობთ.

"მე

ხელი მაქვს სა­ო­ცა­რი:

ჩემი დაკ­ლუ­ლი ქა­თა­მი, სულ ცოტა, საათ-ნა­ხე­ვარს ფხარ­კა­ლებს,

გოჭი - ოც­და­ოთხ სა­ათს ცო­ცხლობს,

ღორი - სა­ერ­თოდ არ კვდე­ბა...

შარ­შან ერ­თმა გა­მუ­რულ­მა ბურ­ვაკ­მა მთე­ლი პა­ტა­რა ცემი მო­მარ­ბე­ნი­ნა, დანა ძეძ­ვებ­ში და­მი­მა­ლა და თავი ახა­ლი და­ნით და­მაკ­ვლე­ვი­ნა...

დე­და­ჩე­მი მე­უბ­ნე­ბა დღეს (ჩა­ცუც­ქულს ხელ­ში ტაშ­ტი უჭი­რავს, მე­სა­მე სი­გა­რეტს მი­კი­დებს - მე ვერ მო­ვუ­კი­დებ, დაკ­ლუ­ლი ქა­თა­მი ოთხი­ვე კი­დუ­რით მყავს გა­ქა­ჩუ­ლი...):

- ფრონტზე თუ კაცი გყავს მოკ­ლუ­ლი, ჯერ მკვდა­რი არ იქ­ნე­ბაო.

ფრონტზე მე... ოცი წლის წი­ნათ ვი­ყა­ვი".

ასე­თი ყო­ფი­ლა თურ­მე...

მწე­რა­ლი ვახ­ტან ჯა­ვა­ხა­ძე მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ წერ­და: "მურ­მან­მა ცხოვ­რე­ბის უმ­ძი­მე­სი გზა გან­ვლო. ომის დროს მა­რუ­ხის უღელ­ტე­ხილ­ზე მძი­მედ და­იჭ­რა და მას შემ­დეგ ხუთი ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სიკ­ვდილ­თან "გა­ში­ნა­უ­რე­ბუ­ლი" იყო. მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი მძი­მე გზი­სა, მურ­მა­ნი მა­ინც ძლი­ე­რად უძ­ლებ­და ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლეს და ეს, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, ქალ­ბა­ტონ ლენა ჭავ­ჭა­ვა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. იგი არც ერთი წუ­თით არ ტო­ვებ­და მურ­მანს გა­ჭირ­ვე­ბის წუ­თებ­ში. არას­დროს მო­შო­რე­ბია გვერ­დი­დან მოს­კო­ვის ჰოს­პიტ­ლებ­ში. უნა­ზე­სი სიყ­ვა­რუ­ლით, ერ­თგუ­ლე­ბი­თა და თა­ნად­გო­მით გა­და­ა­ტა­ნი­ნა მურ­მანს ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­ჭირ­ვე­ბა. მურ­მა­ნიც ისე­თი­ვე სიყ­ვა­რუ­ლით პა­სუ­ხობ­და მე­უღ­ლეს. მან მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ას­წავ­ლა ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რა "გა­ზა­ფხუ­ლი შე­მო­სუ­ლა, ლენ"...

მურ­მან­მა გულ­წრფე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იცო­და. ამა­ვე დროს იყო სა­ოც­რად აზარ­ტუ­ლიც. რაც უყ­ვარ­და, ბო­ლომ­დე უყ­ვარ­და, რაც სძულ­და, ბო­ლომ­დე სძულ­და...

სა­ოც­რად უბ­რა­ლოდ ცხოვ­რობ­და. არას­დროს სა­კუ­თარ კომ­ფორტზე არ უზ­რუ­ნია. 80 წლის მურ­მან ლე­ბა­ნი­ძე ისეთ სახ­ლში ცხოვ­რობ­და მე­ხუ­თე სარ­თულ­ზე, სა­დაც ლიფ­ტიც კი არ იყო".

ასე­თი ყო­ფი­ლა ბა­ტო­ნი მურ­მა­ნი...

"რთუ­ლი პი­როვ­ნე­ბა გახ­ლავთ, ღრმა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით და სატ­კივ­რე­ბით აღ­სავ­სეო, - წერ­და მას­ზე ელ­გუ­ჯა მაღ­რა­ძე, რო­მელ­საც თა­ვად მურ­მან ლე­ბა­ნი­ძე "ძმას" ეძახ­და თურ­მე. მის პო­ე­ზი­ას კი ბა­ტო­ნი ელ­გუ­ჯა "ნათ­ლის­მო­სილს" უწო­დებ­და, "ალაგ-ალაგ იდუ­მა­ლე­ბით შე­ბურ­ვილს, შე­უც­ნობ­ლი­სა და გა­უ­შიფ­რა­ვის" ბე­ჭედ­დას­მულს. "კი, სი­ტყვა ნა­თე­ლი და გამჭვირ­ვა­ლე მოს­დგამს, მაგ­რამ ხში­რად ხვა­ში­ადს ქვე­ტექ­სტით გვიმ­ხელს. როცა საქ­ვეყ­ნოს ეხე­ბა საქ­მე, მურ­მან ლე­ბა­ნი­ძის­თვის არც ცის ტატ­ნობ­ზე ლა­ღად აჭ­რი­ლი არ­წი­ვის შე­მარ­თე­ბაა უცხო და არც გულ­და­კო­დი­ლი, ვარ­დი­სად­მი უი­მე­დოდ შე­ნამ­სჭვა­ლე­ბი ია­დო­ნის სევ­დი­ა­ნი ყეფა... მორჭ­მულ მე­ფე­თა და­რად მან სა­კუ­თა­რი მო­ნე­ტის მოჭ­რაც მო­ას­წრო, რა­საც მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად მო­აზ­როვ­ნე მკი­თხვე­ლი კარ­გად ხე­დავს და მად­ლი­ე­რი შთა­მო­მა­ვა­ლი დი­ა­ხაც და­უ­მად­ლის..."

(ელ­გუ­ჯა მაღ­რა­ძე)

"შე­გე­შა­ლა, ჩემო გი­ორ­გი!

ჩემი ფიქ­რია, მე, ბე­ბერ მგელს - აკე­ლას მე­ძახ­და, - გა­სა­გე­ბია, რომ "მა­უ­გლის" მი­ხედ­ვით. ჩემი მო­რი­გი სიკ­ვდი­ლის წინ (სიკ­ვდი­ლი არც ამ­ჯე­რად შედ­გა!) თბი­ლი­სი­დან წე­რი­ლი მომ­წე­რა დიდ ქა­ლაქ­ში, რომ­ლი­და­ნაც გა­მო­რი­ცხუ­ლი არ იყო, თუ­თი­ის და­ხუ­ფუ­ლი ყუ­თით ჩა­მო­სა­ტა­ნი გავმხდა­რი­ყა­ვი სამ­შობ­ლო­ში.

"ჩემო საყ­ვა­რე­ლო აკე­ლა! - მწერ­და ფიქ­რია, - შერ­ხა­ნი ჯე­რაც და­ა­ბო­ტებს ჯუნ­გლებ­ში... ასე რომ კი­დევ ბევ­რი ბრძო­ლა გაქვს მო­სა­გე­ბი!..

ახლა ძა­ლი­ან გვი­ა­ნია... მალე გა­თენ­დე­ბა... ზა­ზას სძი­ნავს, ბე­ბი­ა­საც... ჩვენ კარ­გად ვიქ­ნე­ბით, თუ...

გი­კოც­ნი ლბილ და თბილ ხე­ლებს და... ფერ­ფლის­ფერ თმებს...

გკოც­ნი,

გეხ­ვე­ვი,

გე­ფე­რე­ბი.

აბა, შენ იცი! იცო­დე, ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბი!

მა­უ­გლი. 9-10 სექ­ტემ­ბე­რი, 83".

ცა­მეტ და თო­თხმეტ სექ­ტემ­ბერს მე აკა­დე­მი­კოს­მა პოკ­როვ­სკიმ ორ­ჯერ გამ­ჭრა და, ორი კვი­რის თავ­ზე, როცა წე­რი­ლის წა­კი­თხვა შევ­ძე­ლი, სუ­ლით ხორ­ცამ­დე შეძ­რულს, გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძე გა­მახ­სენ­და:

სიკ­ვდი­ლის წინა დღეს, წყნე­თის აგა­რაკ­ზე, ნეს­ტანს ლო­გინ­ში სა­უზ­მე რომ მი­ურ­თმე­ვია, ქა­ლიშ­ვი­ლის თვალ­ზე გოგ­ლას ცრემ­ლი შე­უმ­ჩნე­ვია, გულ­მო­სუ­ლი უც­ბად კედ­ლის­კენ გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა და "ყვე­ლა თა­ვის თავს უკ­ვდე­ბაო!" - ეს სი­ტყვე­ბი მი­უხ­ლია...

მე ხე­ლახ­ლა წა­ვი­კი­თხე ფიქ­რი­ას წე­რი­ლი, შე­მებ­რა­ლა უსა­მარ­თლოდ დას­ჯი­ლი ნეს­ტა­ნი და ცრემ­ლი მო­მე­რია...

შე­გე­შა­ლა, ლომო, და შე­გე­შა­ლა, ჩემო ვე­ფხვო! შე­გე­შა­ლა, ჩემო გი­ორ­გი! ყვე­ლა თა­ვის თავს უკ­ვდე­ბაო, შენ ამ­ბობ?! ეგ რა თქვი, შე კაი კაცო?! ეგ რამ გათ­ქმე­ვი­ნა შენი ქვეყ­ნი­სა და შენი ხალ­ხის პატ­რონს?!

სიკ­ვდი­ლით შემ­დრკალს თუ დაგ­ცდა სოფ­ლი­სა და კა­ცის სამ­დუ­რა­ვი! უფრო კი - ყელსზე­ვით ნათ­ქვამ­სა ჰგავს ეგ შენი უსა­მარ­თლო სა­მარ­თა­ლი!

ყვე­ლა თა­ვის თავს უკ­ვდე­ბაო! სულ ცოტა, ფიქ­რი­ა­სა და ნეს­ტანს ხომ ვუკ­ვდე­ბით, ცოლ-შვილ­სა და თვის­ტომს ხომ ვუკ­ვდე­ბით და იქ­ნებ იმა­საც, რა­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ძილ­შიც ვა­ბო­დებ­დით და რა­საც სა­ქარ­თვე­ლო ჰქვია სა­ხე­ლად?!

1984".

მურ­მან ლე­ბა­ნი­ძის ფი­ზი­კუ­რი "სიკ­ვდი­ლი არც ამ­ჯე­რად შედ­გა!" ცხოვ­რე­ბამ სამ­წუ­ხა­როდ, უფრო დიდი სიკ­ვდი­ლი მო­უმ­ზა­და - ქა­ლიშ­ვი­ლი ფიქ­რია მო­უკ­ვდა ბა­ტონ მურ­მანს და ამან გა­ა­ნად­გუ­რა კი­დეც.

ვახ­ტანგ ჯა­ვა­ხა­ძე: "რო­გორც ჩანს, ციხე შიგ­ნი­დან გა­ტყდა. მურ­მანს სიკ­ვდი­ლი ვერ მო­ე­რე­ო­და, მაგ­რამ ვერ შე­ეჩ­ვია ფიქ­რი­ას გა­რე­შე ცხოვ­რე­ბას. თუმ­ცა კი და­წე­რა ლექ­სი "ვეჩ­ვე­ვი უშე­ნო­ბას": "თავი ვერ მო­ვი­კა­ლი, ვთა­მა­შობ პო­კერს./ ვი­გო­ნებ საქ­მე­ებს და ვეჩ­ვე­ვი უშე­ნო­ბას..."

საქ­მე­ებს იმის­თვის იგო­ნებ­და, რომ სა­ში­ნე­ლი, გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბი გა­ე­მარ­ტი­ვე­ბი­ნა. მან რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტზე, კავ­ში­რე­ბის სახ­ლის კედ­ლე­ბის ნან­გრე­ვე­ბი­დან აა­ღორ­ძი­ნა და და­ა­ფუძნა რუს­თა­ვე­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბა, თუმ­ცა სა­კუ­თარ ტკი­ვი­ლებს მა­ინც ვე­რა­ფე­რი მო­უ­ხერ­ხა".

მურ­მან ლე­ბა­ნი­ძე 2002 წლის 17 აგ­ვის­ტოს გარ­და­იც­ვა­ლა. იმ­ხა­ნად, პო­ე­ტი ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი წერ­და: "მისი სული მის დიდ პო­ე­ზი­ა­შია, მისი პო­ე­ზია კი, ხალ­ხის სულ­შია. სა­ქარ­თვე­ლო სუნ­თქავს მისი პო­ე­ზი­ით, ეს - მი­წი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო, ზე­ცი­უ­რი სა­ქარ­თვე­ლო კი დღე­ი­დან მისი მუ­ზაა, მისი სამ­ყა­რო..."

"...დარ­ჩე­ბა

სა­ქარ­თვე­ლოს

ლექ­სე­ბი -

ოცი­ო­დე,

ათი­ოდ გირ­ვან­ქა - ძვლე­ბი

გა­ლო­კი­ლი.

აქ - ოთხი კე­დე­ლი, იქ -

ოთხი ფი­ცა­რი!

ვი­ყა­ვი!

მივ­დი­ვარ!

მშვი­დო­ბით!

გი­ცა­ნი!"

მ. ლე­ბა­ნი­ძე

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

მურმან ლებანიძის ცხოვრების ტკბილი და მწარე მრავალჟამიერი

მურმან ლებანიძის ცხოვრების ტკბილი და მწარე მრავალჟამიერი

"გერგები პაპად,

პაპის პაპად გერგები, ალბათ,

ვარ ღამეში და

ასე წელი გაირბენს სწრაფად;

...არათუ ხორცი,

ძვალიც ჩემი როცა დამიწდეს,

კავკასიონის

მწვერვალები როცა ავერცხლდეს,

"თენდება, პაპავ!" -

ჩამომძახო, არ დაგავიწყდეს!"

მურმან ლებანიძე. "ეპიტაფია"

2012 წლის 14 ნოემბერს მურმან ლებანიძეს - ქართველების უსაყვარლეს პოეტს, მთარგმნელსა და ესეისტს დაბადებიდან 90 წელიწადი შეუსრულდებოდა. "იგი დაუცლელ ქვევრს გვაგონებს, საიდანაც ჭაშნიკის აღებისთანავე, ვინ იცის, კიდევ რამდენი კაცი შეზარხოშდება და აღინთება", - წერდა პოეტზე მწერალი და მთარგმნელი ელგუჯა მაღრაძე.

მის პოეზიას მართლაც ბევრი შეუზარხოშებია და აუნთია, ბევრსაც აანთებს, მის პროზას კი, სამწუხაროდ, ის "ბევრი" ნაკლებად იცნობს.

"პალიტრა მედიის" წიგნების სერია - "ჩემი რჩეული" პოეტის იუბილეს მისი შემოქმედების ორტომეულით ეხმიანება და ჟურნალ "გზის" დღევანდელ ნომერთან ერთად მურმან ლებანიძის მეორე ტომს - პოეზიასთან ერთად პროზასაც გთავაზობთ.

"მე

ხელი მაქვს საოცარი:

ჩემი დაკლული ქათამი, სულ ცოტა, საათ-ნახევარს ფხარკალებს,

გოჭი - ოცდაოთხ საათს ცოცხლობს,

ღორი - საერთოდ არ კვდება...

შარშან ერთმა გამურულმა ბურვაკმა მთელი პატარა ცემი მომარბენინა, დანა ძეძვებში დამიმალა და თავი ახალი დანით დამაკვლევინა...

დედაჩემი მეუბნება დღეს (ჩაცუცქულს ხელში ტაშტი უჭირავს, მესამე სიგარეტს მიკიდებს - მე ვერ მოვუკიდებ, დაკლული ქათამი ოთხივე კიდურით მყავს გაქაჩული...):

- ფრონტზე თუ კაცი გყავს მოკლული, ჯერ მკვდარი არ იქნებაო.

ფრონტზე მე... ოცი წლის წინათ ვიყავი".

ასეთი ყოფილა თურმე...

მწერალი ვახტან ჯავახაძე მისი გარდაცვალების შემდეგ წერდა: "მურმანმა ცხოვრების უმძიმესი გზა განვლო. ომის დროს მარუხის უღელტეხილზე მძიმედ დაიჭრა და მას შემდეგ ხუთი ურთულესი ოპერაცია დასჭირდა. შეიძლება ითქვას, სიკვდილთან "გაშინაურებული" იყო. მიუხედავად ასეთი მძიმე გზისა, მურმანი მაინც ძლიერად უძლებდა ცხოვრების სირთულეს და ეს, არც მეტი, არც ნაკლები, ქალბატონ ლენა ჭავჭავაძის დამსახურებაა. იგი არც ერთი წუთით არ ტოვებდა მურმანს გაჭირვების წუთებში. არასდროს მოშორებია გვერდიდან მოსკოვის ჰოსპიტლებში. უნაზესი სიყვარულით, ერთგულებითა და თანადგომით გადაატანინა მურმანს ყველანაირი გაჭირვება. მურმანიც ისეთივე სიყვარულით პასუხობდა მეუღლეს. მან მთელ საქართველოს ასწავლა ყველასათვის საყვარელი სიმღერა "გაზაფხული შემოსულა, ლენ"...

მურმანმა გულწრფელი სიყვარული იცოდა. ამავე დროს იყო საოცრად აზარტულიც. რაც უყვარდა, ბოლომდე უყვარდა, რაც სძულდა, ბოლომდე სძულდა...

საოცრად უბრალოდ ცხოვრობდა. არასდროს საკუთარ კომფორტზე არ უზრუნია. 80 წლის მურმან ლებანიძე ისეთ სახლში ცხოვრობდა მეხუთე სართულზე, სადაც ლიფტიც კი არ იყო".

ასეთი ყოფილა ბატონი მურმანი...

"რთული პიროვნება გახლავთ, ღრმა წინააღმდეგობებით და სატკივრებით აღსავსეო, - წერდა მასზე ელგუჯა მაღრაძე, რომელსაც თავად მურმან ლებანიძე "ძმას" ეძახდა თურმე. მის პოეზიას კი ბატონი ელგუჯა "ნათლისმოსილს" უწოდებდა, "ალაგ-ალაგ იდუმალებით შებურვილს, შეუცნობლისა და გაუშიფრავის" ბეჭედდასმულს. "კი, სიტყვა ნათელი და გამჭვირვალე მოსდგამს, მაგრამ ხშირად ხვაშიადს ქვეტექსტით გვიმხელს. როცა საქვეყნოს ეხება საქმე, მურმან ლებანიძისთვის არც ცის ტატნობზე ლაღად აჭრილი არწივის შემართებაა უცხო და არც გულდაკოდილი, ვარდისადმი უიმედოდ შენამსჭვალები იადონის სევდიანი ყეფა... მორჭმულ მეფეთა დარად მან საკუთარი მონეტის მოჭრაც მოასწრო, რასაც მიუკერძოებლად მოაზროვნე მკითხველი კარგად ხედავს და მადლიერი შთამომავალი დიახაც დაუმადლის..."

(ელგუჯა მაღრაძე)

"შეგეშალა, ჩემო გიორგი!

ჩემი ფიქრია, მე, ბებერ მგელს - აკელას მეძახდა, - გასაგებია, რომ "მაუგლის" მიხედვით. ჩემი მორიგი სიკვდილის წინ (სიკვდილი არც ამჯერად შედგა!) თბილისიდან წერილი მომწერა დიდ ქალაქში, რომლიდანაც გამორიცხული არ იყო, თუთიის დახუფული ყუთით ჩამოსატანი გავმხდარიყავი სამშობლოში.

"ჩემო საყვარელო აკელა! - მწერდა ფიქრია, - შერხანი ჯერაც დააბოტებს ჯუნგლებში... ასე რომ კიდევ ბევრი ბრძოლა გაქვს მოსაგები!..

ახლა ძალიან გვიანია... მალე გათენდება... ზაზას სძინავს, ბებიასაც... ჩვენ კარგად ვიქნებით, თუ...

გიკოცნი ლბილ და თბილ ხელებს და... ფერფლისფერ თმებს...

გკოცნი,

გეხვევი,

გეფერები.

აბა, შენ იცი! იცოდე, ძალიან გვჭირდები!

მაუგლი. 9-10 სექტემბერი, 83".

ცამეტ და თოთხმეტ სექტემბერს მე აკადემიკოსმა პოკროვსკიმ ორჯერ გამჭრა და, ორი კვირის თავზე, როცა წერილის წაკითხვა შევძელი, სულით ხორცამდე შეძრულს, გიორგი ლეონიძე გამახსენდა:

სიკვდილის წინა დღეს, წყნეთის აგარაკზე, ნესტანს ლოგინში საუზმე რომ მიურთმევია, ქალიშვილის თვალზე გოგლას ცრემლი შეუმჩნევია, გულმოსული უცბად კედლისკენ გადაბრუნებულა და "ყველა თავის თავს უკვდებაო!" - ეს სიტყვები მიუხლია...

მე ხელახლა წავიკითხე ფიქრიას წერილი, შემებრალა უსამართლოდ დასჯილი ნესტანი და ცრემლი მომერია...

შეგეშალა, ლომო, და შეგეშალა, ჩემო ვეფხვო! შეგეშალა, ჩემო გიორგი! ყველა თავის თავს უკვდებაო, შენ ამბობ?! ეგ რა თქვი, შე კაი კაცო?! ეგ რამ გათქმევინა შენი ქვეყნისა და შენი ხალხის პატრონს?!

სიკვდილით შემდრკალს თუ დაგცდა სოფლისა და კაცის სამდურავი! უფრო კი - ყელსზევით ნათქვამსა ჰგავს ეგ შენი უსამართლო სამართალი!

ყველა თავის თავს უკვდებაო! სულ ცოტა, ფიქრიასა და ნესტანს ხომ ვუკვდებით, ცოლ-შვილსა და თვისტომს ხომ ვუკვდებით და იქნებ იმასაც, რასაც მთელი ცხოვრება ძილშიც ვაბოდებდით და რასაც საქართველო ჰქვია სახელად?!

1984".

მურმან ლებანიძის ფიზიკური "სიკვდილი არც ამჯერად შედგა!" ცხოვრებამ სამწუხაროდ, უფრო დიდი სიკვდილი მოუმზადა - ქალიშვილი ფიქრია მოუკვდა ბატონ მურმანს და ამან გაანადგურა კიდეც.

ვახტანგ ჯავახაძე: "როგორც ჩანს, ციხე შიგნიდან გატყდა. მურმანს სიკვდილი ვერ მოერეოდა, მაგრამ ვერ შეეჩვია ფიქრიას გარეშე ცხოვრებას. თუმცა კი დაწერა ლექსი "ვეჩვევი უშენობას": "თავი ვერ მოვიკალი, ვთამაშობ პოკერს./ ვიგონებ საქმეებს და ვეჩვევი უშენობას..."

საქმეებს იმისთვის იგონებდა, რომ საშინელი, გაუსაძლისი ტკივილები გაემარტივებინა. მან რუსთაველის პროსპექტზე, კავშირების სახლის კედლების ნანგრევებიდან ააღორძინა და დააფუძნა რუსთაველის საზოგადოება, თუმცა საკუთარ ტკივილებს მაინც ვერაფერი მოუხერხა".

მურმან ლებანიძე 2002 წლის 17 აგვისტოს გარდაიცვალა. იმხანად, პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი წერდა: "მისი სული მის დიდ პოეზიაშია, მისი პოეზია კი, ხალხის სულშია. საქართველო სუნთქავს მისი პოეზიით, ეს - მიწიერი საქართველო, ზეციური საქართველო კი დღეიდან მისი მუზაა, მისი სამყარო..."

"...დარჩება

საქართველოს

ლექსები -

ოციოდე,

ათიოდ გირვანქა - ძვლები

გალოკილი.

აქ - ოთხი კედელი, იქ -

ოთხი ფიცარი!

ვიყავი!

მივდივარ!

მშვიდობით!

გიცანი!"

მ. ლებანიძე

ირმა ხარშილაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს