პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლო თვეებში პრეზიდენტის შეწყალებით, პატიმართა რიცხვი 4000-ით შემცირდა
ბოლო თვეებში პრეზიდენტის შეწყალებით, პატიმართა რიცხვი 4000-ით შემცირდა

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში 21 ათა­სი პა­ტი­მა­რი იხ­დის სას­ჯელს და ბუ­ნებ­რი­ვია, ოჯა­ხის წევ­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მათ­კენ არის მი­პყრო­ბი­ლი. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ცი­ხე­ში გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბის შემ­დეგ, პა­ტიმ­რე­ბის და­შოშ­მი­ნე­ბა ად­ვი­ლი არ აღ­მოჩ­ნდა და ახალ მი­ნისტრს საკ­მა­ოდ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში მო­უხ­და სის­ტე­მა­ში მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა. რო­გორ შეძ­ლო მო­შიმ­ში­ლე პა­ტიმ­რე­ბის და­მორ­ჩი­ლე­ბა და რა ვი­თა­რე­ბაა დღეს - ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის, პრო­ბა­ცი­ი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის მი­ნისტრს, სო­ზარ სუ­ბარს ვე­სა­უბ­რეთ.

- ბა­ტო­ნო სო­ზარ, რა სი­ტუ­ა­ცია დაგ­ხვდათ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში?

- ძა­ლა­დო­ბა­ზე, სი­სას­ტი­კე­ზე, ადა­მი­ა­ნე­ბის ცემა-წა­მე­ბა­ზე, მკვლე­ლო­ბა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მი იყო. ეს იყო ციხე ცი­ხე­ში. ცნო­ბი­ლი კად­რე­ბის ტე­ლე­ეკ­რან­ზე ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ, ცი­ხე­ებ­ში სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო პრო­ცე­სი და­ი­წყო: ოღონდ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა არ გა­მო­ე­ხა­ტათ და სრუ­ლი "ბარ­და­კი" და­უშ­ვეს - პა­ტიმ­რებს ყვე­ლაფ­რის ნება დარ­თეს, კა­ნო­ნი არ კა­ნო­ნობ­და. ამ სი­ტუ­ცი­ა­ში მო­მიხ­და მოს­ვლა. ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე ამო­ცა­ნა იყო გა­და­სა­წყვე­ტი: პირ­ვე­ლი - თა­ვი­დან უნდა დამ­ყარ­დეს ლი­ბე­რა­ლუ­რი წეს­რი­გი და - არა ისეთ სი­სას­ტი­კე­ზე აგე­ბუ­ლი, რო­გო­რიც ადრე იყო. მე­ო­რე - პა­ტიმ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი უნდა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს, რად­გან მათი აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ძა­ლი­ან მძი­მე პი­რო­ბებ­შია. მე­სა­მე - უნდა და­ი­წყოს კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლა.

- კო­რუფ­ცია სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში აღ­მო­ფხვრი­ლი არ არის?

- ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა იყო ამ კუ­თხით. ახლა არის ელი­ტუ­რი კო­რუფ­ცია - ვგუ­ლის­ხმობ პა­ტიმ­რე­ბის კვე­ბით მო­მა­რა­გე­ბას: ეს საქ­მე ერთ ფირ­მას ჰქონ­და ჩა­ბა­რე­ბუ­ლი. თან­ხა, რო­მე­ლიც თეთ­რე­უ­ლის­თვის იყო გა­მო­ყო­ფი­ლი, უკ­ვა­ლოდ ქრე­ბო­და და ყვე­ლა პა­ტი­მა­რი თვი­თონ ყი­დუ­ლობ­და. გარ­და ამი­სა, კო­რუფ­ცია იყო ქვე­და დო­ნე­ზეც: ყო­ვე­ლი პა­ე­მა­ნი, ერთი ოთა­ხი­დან მე­ო­რე­ში, ერთი ცი­ხი­დან მე­ო­რე­ში გა­დაყ­ვა­ნა, ფულ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

- შე­ვარ­დნა­ძის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დრო­საც ამას ჩი­ოდ­ნენ; არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა?

- ისევ ისე იყო, ოღონდ, თუ ადრე 50 ან 30 ლარი ღირ­და, ახლა "ნიხ­რე­ბი" გა­ი­ზარ­და და 500-იდან 1500 დო­ლა­რამ­დე მერ­ყე­ობ­და, - გა­აჩ­ნია, რა სა­კი­თხი იყო გა­და­სა­წყვე­ტი. ჰქონ­დათ სპე­ცი­ა­ლუ­რი "ნიხ­რი" ქვე­და სა­ფე­ხუ­რებ­ზე მო­მუ­შა­ვე­ებს და ამ ყვე­ლა­ფერს ვი­დე­ო­ზე იღებ­დნენ - ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბო­და, ეს გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ზე­დამ­ხედ­ვე­ლის თუ სხვა თა­ნამ­შრომ­ლის და­სა­ჭე­რად. დაშ­ვე­ბუ­ლი კო­რუფ­ცია იყო და არა ისე, რომ ვი­ღაც ქვე­მოთ თა­ვი­სით იპა­რავს; ვის რამ­დე­ნი უნდა მო­ე­პა­რა, გან­სა­ზღვრუ­ლი იყო. ამ სის­ტე­მის უცებ შეც­ვლა ძა­ლი­ან ძნე­ლია. ასე­ვე რთუ­ლია ახა­ლი კად­რე­ბის მო­ნახ­ვაც. 2000 კაცი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად ცხოვ­რობს, ერ­თნა­ი­რად აზ­როვ­ნებს; იმ­დე­ნი ზე­წო­ლის­გან, რაც მათ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნი­ცა­დეს, ფსი­ქი­კას ნა­პოვ­ნი აქვს შე­გუ­ე­ბის ფორ­მე­ბი, რაც ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა იმის­გან, რა­საც ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზეა შეჩ­ვე­უ­ლი. უცებ გა­რე­დან მო­სულ­მა ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა, ვერც გა­ი­გოს, რას­თან აქვს საქ­მე.

- კად­რე­ბის შერ­ჩე­ვა აშ­კა­რად გა­გი­ჭირ­დათ: რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­გი­წუ­ნეს და მათ და­ნიშ­ვნას დიდი ხმა­უ­რი მოჰ­ყვა. რა კრი­ტე­რი­უ­მით არ­ჩევთ?

- ყო­ველ­თვის იდე­ა­ლურ არ­ჩე­ვანს ვერ გა­ა­კე­თებ, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. მით უმე­ტეს, როცა ასე სწრა­ფად გიხ­დე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რო­დე­საც უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბო­ბენ სა­ჭი­რო კად­რე­ბი. ზოგი ძვე­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლია, რო­მელ­ზეც ეჭ­ვე­ბი არ­სე­ბობს, რომ ოდეს­ღაც კო­რუფ­ცი­ა­ში იყო გა­რე­უ­ლი, ზოგი პო­ლი­ცი­ე­ლია - და­უ­ჭე­რია ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბი­და­ნაც ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა, იმ სა­პა­ტიმ­რო­ში იხ­დი­დეს სას­ჯელს, სა­დაც ახლა მიგ­ყავს; გა­ა­კე­თებ გათ­ვლას მე­ნე­ჯერ­ზე და შე­იძ­ლე­ბა, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კარ­გი მე­ნე­ჯე­რია, მაგ­რამ აქ ვერ გა­არ­თვას თავი. სპე­ცი­ფი­კუ­რი სის­ტე­მაა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სწრა­ფად მი­ღე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე მაია ხა­სი­ას დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, რო­გორც ცი­ხე­ში მუ­შა­ო­ბის, ასე­ვე - არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორ­ში საქ­მი­ა­ნო­ბის, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მის ექ­სპერ­ტი გახ­ლავთ. მან, ჩემ­თან შე­თან­ხმე­ბით, თა­ვად­ვე შე­არ­ჩია თა­ვი­სი მო­ად­გი­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან. და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა შევ­ცვა­ლეთ.

- ახა­ლი და­ნიშ­ნუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის გა­მოც­ვლაც მო­გიხ­დათ. მა­შინ ისიც გა­ნა­ცხა­დეთ, თუ ლე­ვან აბურ­ჯა­ნი­ას ბრა­ლე­უ­ლო­ბა გა­მო­იკ­ვე­თე­ბო­და, მის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მეც აღიძ­ვრე­ბო­და; ამ კუ­თხით მოკ­ვლე­ვა დას­რულ­და?

- აბურ­ჯა­ნი­ამ იქ რაც გა­ა­კე­თა, ეს არა­ნა­ი­რი გა­დაც­დო­მა არ იყო, რაც ჩვენ­მა მოკ­ვლე­ვამ და­ა­დას­ტუ­რა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ: მის მი­მართ სხვა პრე­ტენ­ზი­ე­ბი გაჩ­ნდა - თუ რო­გორ იქ­ცე­ო­და პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სად მუ­შა­ო­ბის დროს. რო­დე­საც მი­თხრეს, კარ­გი კად­რი­აო, არ­გუ­მენ­ტად მო­მიყ­ვა­ნეს, რომ მან წეს­რი­გი და­ამ­ყა­რა ლოტ­კინ­ზე - თბი­ლი­სის ყვე­ლა­ზე რთულ უბან­ში. მარ­თლაც ასე მოხ­და, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ზოგ­ჯერ ამ წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბას არ­ცთუ კა­ნო­ნი­ე­რი მე­თო­დე­ბი ახ­ლდა, რის შე­სა­ხე­ბაც გახ­შირ­და ინ­ფორ­მა­ცია და ბუ­ნებ­რი­ვია, მის­თვის ხელი არ დაგ­ვი­ფა­რე­ბია. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბა­ში არა­თუ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი, მისი დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც არ გა­მოკ­ვე­თი­ლა, მაგ­რამ რას აკე­თებ­და მა­ნამ­დე - ჩვენს კომ­პე­ტენ­ცი­ას სცილ­დე­ბა; თუ ვინ­მეს რა­ი­მე სა­ჩი­ვა­რი აქვს, სხვა ორ­გა­ნო­ე­ბი არ­სე­ბობს და მათ უნდა მი­მარ­თონ. ჯერ­ჯე­რო­ბით არ გა­მი­გია, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩი­ვა­რი შე­ე­ტა­ნოთ.

- ანა­ლო­გი­უ­რი ხმა­უ­რი მოჰ­ყვა ნუკ­რი ხუ­ხუ­ას და­ნიშ­ვნას, მაგ­რამ ის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე რჩე­ბა...

- ხუ­ხუა ძა­ლი­ან ძვე­ლი და გა­მოც­დი­ლი კად­რია. სა­ნამ მას დავ­ნიშ­ნავ­დი, გა­ვი­კი­თხე უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­თან. გელა ნი­კო­ლე­იშ­ვილს, ნანა კა­კა­ბა­ძეს და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს ვკი­თხე აზრი. მი­თხრეს, რომ ის გა­მოც­დი­ლი მუ­შა­კია და მას­ზე უარ­ყო­ფი­თი არა­ფე­რი სმე­ნი­ათ. შე­ვარ­დნა­ძის ეპო­ქის ტი­პუ­რი კად­რი იყო. იტყვი­ან, - კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი მარ­თავ­დნენ ცი­ხეს და ხუ­ხუა იმ რე­ჟი­მის ნა­წი­ლი­აო. დიახ, ასე იყო, მაგ­რამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი იყო და მისი მი­ნის­ტრო­ბის დრო­საც ქურ­დე­ბი მარ­თავ­დნენ ცი­ხეს, ასე რომ, სა­ა­კაშ­ვი­ლიც ამ სის­ტე­მით მარ­თავ­და - ხუ­ხუა მა­ში­ნაც იქ იყო. იმის გამო, რომ ამ სის­ტე­მა­ში მუ­შა­ობ­და, ადა­მი­ა­ნის მოკ­ვე­თა არ შე­იძ­ლე­ბა. თუ გა­მო­იკ­ვე­თე­ბა მისი სხვა და­ნა­შა­უ­ლი, შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ვი­ღებთ. სულ არ მე­ში­ნია იმა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის, - რა­ტომ იც­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­სო? და­მი­სა­ხე­ლეთ ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც არ გაჰ­კა­რე­ბია სის­ტე­მას და შე­უძ­ლია, შეც­დო­მა არ და­უშ­ვას და დავ­ნიშ­ნავ, - მაგ­რამ ასეთ ადა­მი­ანს ვერ ვნა­ხავთ, ამი­ტო­მაც მუდ­მი­ვად ვე­ძებთ კად­რებს. თა­ვი­დან ზედ­მე­ტად სწრა­ფად იყო ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­სად­გმე­ლი, ახლა ისე აღარ ვჩ­ქა­რობთ, რად­გან მთა­ვა­რი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­და. გა­სულ კვი­რას, გე­ნინ­სპექ­ცი­ის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე, 6 ადა­მი­ა­ნი გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ: მათ­ზე პა­ტიმ­რე­ბი­სა და ად­ვო­კა­ტე­ბის­გან შე­მო­ვი­და სა­ჩივ­რე­ბი. 9 წე­ლია, არც ერთი ადა­მი­ა­ნი გე­ნინ­სპექ­ცი­ის დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე არ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლა. ამ სამ­სა­ხურს ერ­თა­დერ­თი და­ვა­ლე­ბა ჰქონ­და - თუ თა­ნამ­შრო­მე­ლი 5 წუ­თით და­იგ­ვი­ა­ნებ­და, კა­მე­რე­ბით უნდა გა­ე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნა და და­ე­სა­ჯა!.. გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია და სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტი, რო­მე­ლიც სა­მი­ნის­ტროს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობს, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და კა­ნო­ნის დაც­ვის ფუნ­ქცი­ებს იბ­რუ­ნებს, - ისე­ვე, რო­გორც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­მარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში არ­სე­ბობ­და და ახლა, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მთა­ვა­რი რგო­ლის ფუნ­ქცი­ას იბ­რუ­ნებს.

- ყვე­ლა­ზე სას­წრა­ფოდ რის შეც­ვლას აპი­რებთ?

- ზამ­თა­რი პრაქ­ტი­კუ­ლად, კარს მოგ­ვად­გა და არ გვაქვს "ადი­ე­ლე­ბი". ტენ­დე­რის გა­მო­ცხა­დე­ბა­საც ვერ ვას­წრებ­დით. 5000 ცალი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გვა­ჩუ­ქა - მინ­და, მად­ლო­ბა ვუ­თხრა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას. ესეც არ არის საკ­მა­რი­სი, მაგ­რამ ამით პირ­ვე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბა მოგ­ვეხ­სნა. მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია კვე­ბის სა­კი­თხი. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი და­დე­ბუ­ლია თვის ბო­ლომ­დე... არ ვართ კმა­ყო­ფი­ლი, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე ნაჩ­ქა­რევ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ვი­ღებთ, რად­გან შე­იძ­ლე­ბა, ამან სის­ტე­მის დე­მო­ლა­რი­ზე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ნელ-ნელა ყვე­ლა­ფე­რი გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. უცებ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. როცა ვი­ღა­ცა პირს იკე­რავს და ამ­ბობს, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა მაქვს და გა­რეთ უნდა გა­მიშ­ვაო, უნდა იცო­დეს - ვერ გა­ვუშ­ვებ, ძა­ლი­ა­ნაც რომ მინ­დო­დეს, თუმ­ცა ზოგ­ჯერ ვი­ზი­ა­რებ, რომ ის ადა­მი­ა­ნი გა­საშ­ვე­ბია. მაგ­რამ ამას ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, სა­სა­მარ­თლომ დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ამას გარ­კვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა. ჩვენ შე­ვად­გი­ნეთ უმ­ძი­მე­სი ავად­მყო­ფე­ბის სია - ჩვე­ნი შეს­წავ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, 320 ადა­მი­ა­ნია ასე­თი; ახლა კი­დევ უნდა მოხ­დეს ამ სიის გა­ცხრილ­ვა და ვინც დარ­ჩე­ბა, მათ მო­ნა­ცე­მებს ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ვაგ­ზავ­ნით. ამ პრო­ცესს ვერ და­ვაჩ­ქა­რებ, ამი­ტომ, ვინც ამ მო­თხოვ­ნით შიმ­ში­ლო­ბენ, უბ­რა­ლოდ თა­ვი­ანთ ჯან­მრთე­ლო­ბას ვნე­ბენ. ყვე­ლა­ფერს დრო სჭირ­დე­ბა - თუნ­დაც იმას, რო­გორ გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ მდგო­მა­რე­ო­ბა ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში. ამ დე­პარ­ტმენტს სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა მაია ლან­დია - ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნი; ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას კუ­რი­რებს ჩემი მო­ად­გი­ლე, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე. ძა­ლი­ან კარ­გი მე­ნე­ჯე­რი, პრო­ფე­სი­ით ექი­მი გახ­ლავთ. სწო­რედ ამ ორი ადა­მი­ა­ნის იმე­დი მაქვს, რომ ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას "და­ა­ლა­გე­ბენ".

- აქაც მო­გი­წი­ათ და­ნიშ­ნუ­ლი კად­რის შეც­ვლამ; ესეც ნაჩ­ქა­რე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო?

- იყო შეც­დო­მა დაშ­ვე­ბუ­ლი, რო­დე­საც დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის და­ნიშ­ვნას ვჩ­ქა­რობ­დით, მაგ­რამ ის და­ნიშ­ნუ­ლი არ ყო­ფი­ლა - უბ­რა­ლოდ, ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და. უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცია რომ მოჰ­ყვა, უარი ვთქვი მის და­ნიშ­ვნა­ზე. და­ვით ასა­თი­ა­ნი, რო­მე­ლიც ადრე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას, სას­წრა­ფოდ შე­საც­ვლე­ლი იყო. მას­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ჩი­ვა­რი შე­მო­ვი­და... ფაქ­ტია, ეს იყო სის­ტე­მა, სა­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი კვდე­ბო­და იმის გამო, რომ მათ არ მკურ­ნა­ლობ­დნენ ან არას­წო­რად მკურ­ნა­ლობ­დნენ და მათი სი­ცო­ცხლე არ აინ­ტე­რე­სებ­დათ. ბოლო ორ თვე­ში გა­ათ­მაგ­და წამ­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბა. ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ამ­ბობს, - იმ­დენს ვაძ­ლევ­დით, რამ­დე­ნიც სა­ჭი­რო იყო; ახლა, რე­ჟი­მი რომ შე­იც­ვა­ლა, ექი­მე­ბი უარს ვერ ეუბ­ნე­ბი­ან და აძ­ლე­ვენ იმ­დენს, რამ­დენ­საც პა­ტიმ­რე­ბი მო­ი­თხო­ვე­ნო. გან­სა­კუთ­რე­ბით, და­მამ­შვი­დე­ბელ წამ­ლებს ითხო­ვენ... ეს სის­ტე­მაც და­რე­გუ­ლირ­დე­ბა. წე­ლი­წად­ში 150 ადა­მი­ა­ნი რომ კვდე­ბო­და, ნორ­მა­ლუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა რომ ყო­ფი­ლი­ყო, არ მოკ­ვდე­ბოდ­ნენ. გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ძი­რი­თა­დი ასა­კი 30-დან 50 წლამ­დეა!.. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა, ვერ მო­ვა­ხერ­ხოთ, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სხვა გზაც ხომ არ­სე­ბობს - ე.წ. "აქ­ტი­როვ­კა"; ამას რა­ტომ არ იყე­ნებთ?

- აქ­ტი­რე­ბა­ზე ავად­მყო­ფებს ერ­თდრო­უ­ლად უშ­ვებს ჩვე­ნი და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კო­მი­სია. ეს უფრო სწრა­ფი მე­თო­დია, მაგ­რამ არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს - სა­ა­კაშ­ვი­ლის პე­რი­ოდ­ში ისე და­ი­წუ­რა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, ვი­საც აქ­ტი­რე­ბა ეხე­ბათ, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, მხო­ლოდ ისე­თებს შე­ე­ხო, ვისი დღე­ე­ბიც დათ­ვლი­ლი იყო. ჩვენ და­წყე­ბუ­ლი გვაქვს მუ­შა­ო­ბა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან იმა­ზე, რომ ეს ჩა­მო­ნათ­ვა­ლი შე­იც­ვა­ლოს და თუ პა­ტიმ­რის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა ცი­ხის პი­რო­ბებ­ში ძნე­ლია, ის გა­რეთ გა­ვი­დეს. ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე­ზე ძვირ­ფა­სი არა­ფე­რია. როცა სა­ბო­ლოო დას­კვნამ­დე მი­ვალთ, იმე­დია, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი თა­ვი­დან გა­მოს­ცემს ამ აქტს და შე­სა­ბა­მი­სად, უფრო მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

- პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თე­მა­ზე რა შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ?

- ცი­ხე­ე­ბი ძა­ლი­ან გა­დატ­ვირ­თუ­ლია, რაც არ არის ნორ­მა­ლუ­რი, მაგ­რამ ისიც სა­ფიქ­რა­ლია, რომ ამ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ და­ნა­შა­უ­ლის მა­ტე­ბა არ გა­მო­იწ­ვი­ოს. ცი­ხე­ე­ბის გან­ტვირ­თვის ოთხი გზა არ­სე­ბობს: ამ­ნის­ტია, რო­მელ­საც პარ­ლა­მენ­ტი აწე­სებს, პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბა, პი­რო­ბით ვა­დამ­დე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და შეკ­რე­ბი­თო­ბის გა­უქ­მე­ბა, რო­მე­ლიც ასე­ვე პარ­ლა­მენ­ტის გა­და­სა­წყვე­ტია. ამ ოთხი­დან ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად სა­ხი­ფა­თო - პი­რო­ბით ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაა: კო­მი­სია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად სწავ­ლობს თი­თო­ე­ულ საქ­მეს და შე­სა­ბა­მი­სად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას; შემ­დეგ რჩე­ბა კონ­ტრო­ლის სა­შუ­ა­ლე­ბაც, პრო­ბა­ცი­ის სა­ხით. ამ­ნის­ტია აუ­ცი­ლებ­ლად არის მი­სა­ღე­ბი, მაგ­რამ დიდ სიფრ­თხი­ლეს მო­ი­თხოვს. კარ­გად არის მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლი, რო­მელ მუხ­ლებს უნდა შე­ე­ხოს, რომ რე­ცი­დი­ვის საფრ­თხე არ გაჩ­ნდეს. ყვე­ლა­ზე უკონ­ტრო­ლოა პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მი. მას შემ­დეგ, რაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში გა­მოჩ­ნდა, და­ახ­ლო­ე­ბით 4000-ით შემ­ცირ­და ცი­ხე­ე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა, ძი­რი­თა­დად - პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბე­ბის შე­დე­გად. პრე­ზი­დენ­ტი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, არც შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ას ეკი­თხე­ბა და არც სა­პატ­რი­არ­ქოს - პირ­და­პირ უშ­ვებს იმა­თაც, ვი­საც მძი­მე კრი­მი­ნა­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი... შეკ­რე­ბი­თო­ბის გა­უქ­მე­ბა, ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია: ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად მა­ღა­ლი სას­ჯე­ლი აქვს მის­ჯი­ლი, შე­უძ­ლია მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს და სა­სა­მარ­თლო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­და­წყვეტს ამ სა­კითხს. პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის კი­დევ ერთი გზა - პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­ცხა­დე­ბის შე­ტა­ნაა, სა­დაც სპე­ცი­ა­ლუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტი არას­წო­რი გა­ნა­ჩე­ნე­ბის გა­და­ხედ­ვას მო­ახ­დენს.

- დიდი ხმა­უ­რი მოჰ­ყვა მე-7 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ბაჩო ახა­ლა­ი­ას მო­თავ­სე­ბას. ხომ არ აპი­რებთ ე.წ. "მატ­რო­სო­ვის" ცი­ხე­ში მის გა­დაყ­ვა­ნას, სა­დაც ყო­ფი­ლი ძა­ლოვ­ნე­ბი იხ­დი­ან სას­ჯელს?

- შე­იძ­ლე­ბა, გა­და­ვიყ­ვა­ნოთ "მატ­რო­სოვ­ზე", მაგ­რამ - არა იმ ხმა­უ­რის გამო, რო­მე­ლიც ატყდა. მოვხსნი იმ კი­თხვებს, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს და შემ­დეგ გა­დავ­წყვეტთ, სად გა­და­ვიყ­ვა­ნოთ. ეს მხო­ლოდ ბაჩო ახა­ლა­ი­ას როდი ეხე­ბა. ბოლო დროს სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბიც და­ა­კა­ვეს. ეს გვა­ი­ძუ­ლებს, ძა­ლი­ან სწრა­ფად გა­დავ­დგათ ნა­ბი­ჯე­ბი. გა­ვა­ტა­რეთ ზედა დო­ნე­ზე სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ ქვე­და დო­ნე­ზე ჯერ არ ვჩ­ქა­რობ­დით. ახა­ლი და­კა­ვე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­გორც ჩანს, დაჩ­ქა­რე­ბა მოგ­ვი­წევს: იქ არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა ურ­თი­ერ­თო­ბა ახალ პა­ტიმ­რებ­თან მი­ზან­შე­უ­წო­ნე­ლია. "მატ­რო­სოვ­ზე" სწო­რედ ამ მო­ტი­ვით არ მო­ვა­თავ­სეთ. მოხ­დე­ბა თა­ნამ­შრო­მელ­თა გარ­კვე­უ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბი და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შო­რის, რომ არ იყოს არას­წო­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი პა­ტიმ­რებ­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლებს, მათ ყო­ფილ ზე­დამ­ხედ­ვე­ლებს შო­რის. ძა­ლი­ან ბევ­რმა მი­საყ­ვე­დუ­რა, - რა­ტომ არის გან­სა­კუთ­რე­ბულ პი­რო­ბებ­ში ბაჩო ახა­ლა­ი­აო? ოთხკა­ცი­ან სა­კან­ში მარ­ტოა, აქვს ტე­ლე­ვი­ზო­რი, გვერ­დზე 2 თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­კა­ნი აქვს, არა­ვის­გან ზე­წო­ლას არ გა­ნიც­დის; დაც­ვა უმაღ­ლეს დო­ნე­ზეა. ული­მი­ტო შეს­ვლის უფ­ლე­ბა აქვს 51 ადა­მი­ანს - მო­ნი­ტო­რინ­გის საბ­ჭოს წევ­რებს. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ული­მი­ტოდ შეს­ვლის უფ­ლე­ბა მის­ცა აკა­კი მი­ნაშ­ვილ­საც, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, ღამე გა­ა­თე­ნოს მას­თან ერ­თად და ამ ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ იქ იმ­ყო­ფე­ბო­დეს - სწო­რედ ამას ნიშ­ნავს 24-სა­ა­თი­ა­ნი ული­მი­ტო შეს­ვლა. თუ უნდა, მას­თან ერ­თად მო­ი­ხა­დოს ეს ორ­კვი­რი­ა­ნი სას­ჯე­ლი. ად­ვო­კა­ტე­ბიც თა­ვი­სუფ­ლად შე­დი­ან. ერთი სი­ტყვით, მეტი კომ­ფორ­ტი ცი­ხე­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ერთი სარ­თუ­ლით ქვე­მოთ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი რომ იხ­დის სას­ჯელს, ამის გამო მო­რა­ლურ ზე­წო­ლას თუ გა­ნიც­დის, მა­შინ რო­გორ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ამ­ხე­ლა უწყე­ბას და სა­მი­ნის­ტრო­ებს?!. თუ ეს არის პრობ­ლე­მა, ამ პრობ­ლე­მა­საც მოვხსნით. მო­ვიქ­ცე­ვით ისე, რო­გორც სა­ჭი­როდ ჩავ­თვლით. ყვე­ლას­თვის მო­სა­წო­ნი სი­ტუ­ა­ცია ის არის, როცა არა­ვინ და­ნა­შა­ულს არ სჩა­დის, ცი­ხე­ში არა­ვინ ზის და ყვე­ლა ყვე­ლას უღი­მის, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა ასე­თი არ არის.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ბოლო თვეებში პრეზიდენტის შეწყალებით, პატიმართა რიცხვი 4000-ით შემცირდა

ბოლო თვეებში პრეზიდენტის შეწყალებით, პატიმართა რიცხვი 4000-ით შემცირდა

სასჯელაღსრულების სისტემაში 21 ათასი პატიმარი იხდის სასჯელს და ბუნებრივია, ოჯახის წევრების ყურადღება მათკენ არის მიპყრობილი. არჩევნებამდე ციხეში გადაღებული კადრების გამომზეურების შემდეგ, პატიმრების დაშოშმინება ადვილი არ აღმოჩნდა და ახალ მინისტრს საკმაოდ რთულ ვითარებაში მოუხდა სისტემაში მუშაობის დაწყება. როგორ შეძლო მოშიმშილე პატიმრების დამორჩილება და რა ვითარებაა დღეს - ამ და სხვა საკითხებზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს, სოზარ სუბარს ვესაუბრეთ.

- ბატონო სოზარ, რა სიტუაცია დაგხვდათ სასჯელაღსრულების სისტემაში?

- ძალადობაზე, სისასტიკეზე, ადამიანების ცემა-წამებაზე, მკვლელობაზე დამყარებული რეჟიმი იყო. ეს იყო ციხე ციხეში. ცნობილი კადრების ტელეეკრანზე ჩვენების შემდეგ, ციხეებში სრულიად საპირისპირო პროცესი დაიწყო: ოღონდ უკმაყოფილება არ გამოეხატათ და სრული "ბარდაკი" დაუშვეს - პატიმრებს ყველაფრის ნება დართეს, კანონი არ კანონობდა. ამ სიტუციაში მომიხდა მოსვლა. ერთდროულად რამდენიმე ამოცანა იყო გადასაწყვეტი: პირველი - თავიდან უნდა დამყარდეს ლიბერალური წესრიგი და - არა ისეთ სისასტიკეზე აგებული, როგორიც ადრე იყო. მეორე - პატიმრების პირობები უნდა გაუმჯობესდეს, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა ძალიან მძიმე პირობებშია. მესამე - უნდა დაიწყოს კორუფციასთან ბრძოლა.

- კორუფცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში აღმოფხვრილი არ არის?

- ძალიან სერიოზული პრობლემა იყო ამ კუთხით. ახლა არის ელიტური კორუფცია - ვგულისხმობ პატიმრების კვებით მომარაგებას: ეს საქმე ერთ ფირმას ჰქონდა ჩაბარებული. თანხა, რომელიც თეთრეულისთვის იყო გამოყოფილი, უკვალოდ ქრებოდა და ყველა პატიმარი თვითონ ყიდულობდა. გარდა ამისა, კორუფცია იყო ქვედა დონეზეც: ყოველი პაემანი, ერთი ოთახიდან მეორეში, ერთი ციხიდან მეორეში გადაყვანა, ფულთან იყო დაკავშირებული.

- შევარდნაძის პრეზიდენტობის დროსაც ამას ჩიოდნენ; არაფერი შეცვლილა?

- ისევ ისე იყო, ოღონდ, თუ ადრე 50 ან 30 ლარი ღირდა, ახლა "ნიხრები" გაიზარდა და 500-იდან 1500 დოლარამდე მერყეობდა, - გააჩნია, რა საკითხი იყო გადასაწყვეტი. ჰქონდათ სპეციალური "ნიხრი" ქვედა საფეხურებზე მომუშავეებს და ამ ყველაფერს ვიდეოზე იღებდნენ - ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, ეს გამოეყენებინათ ზედამხედველის თუ სხვა თანამშრომლის დასაჭერად. დაშვებული კორუფცია იყო და არა ისე, რომ ვიღაც ქვემოთ თავისით იპარავს; ვის რამდენი უნდა მოეპარა, განსაზღვრული იყო. ამ სისტემის უცებ შეცვლა ძალიან ძნელია. ასევე რთულია ახალი კადრების მონახვაც. 2000 კაცი წლების განმავლობაში ერთად ცხოვრობს, ერთნაირად აზროვნებს; იმდენი ზეწოლისგან, რაც მათ წლების განმავლობაში განიცადეს, ფსიქიკას ნაპოვნი აქვს შეგუების ფორმები, რაც ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ადამიანი თავისუფლებაზეა შეჩვეული. უცებ გარედან მოსულმა ადამიანმა შეიძლება, ვერც გაიგოს, რასთან აქვს საქმე.

- კადრების შერჩევა აშკარად გაგიჭირდათ: რამდენიმე ადამიანი დაგიწუნეს და მათ დანიშვნას დიდი ხმაური მოჰყვა. რა კრიტერიუმით არჩევთ?

- ყოველთვის იდეალურ არჩევანს ვერ გააკეთებ, ეს შეუძლებელია. მით უმეტეს, როცა ასე სწრაფად გიხდება გადაწყვეტილების მიღება, როდესაც უბრალოდ არ არსებობენ საჭირო კადრები. ზოგი ძველი თანამშრომელია, რომელზეც ეჭვები არსებობს, რომ ოდესღაც კორუფციაში იყო გარეული, ზოგი პოლიციელია - დაუჭერია ბევრი ადამიანი, რომლებიდანაც ზოგიერთი შეიძლება, იმ საპატიმროში იხდიდეს სასჯელს, სადაც ახლა მიგყავს; გააკეთებ გათვლას მენეჯერზე და შეიძლება, სამოქალაქო საზოგადოებაში კარგი მენეჯერია, მაგრამ აქ ვერ გაართვას თავი. სპეციფიკური სისტემაა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღება ვერ ხერხდება. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე მაია ხასიას დიდი გამოცდილება აქვს, როგორც ციხეში მუშაობის, ასევე - არასამთავრობო სექტორში საქმიანობის, პენიტენციური სისტემის ექსპერტი გახლავთ. მან, ჩემთან შეთანხმებით, თავადვე შეარჩია თავისი მოადგილეები, რომლებიც პროფესიონალები არიან. დაწესებულების ხელმძღვანელების აბსოლუტური უმრავლესობა შევცვალეთ.

- ახალი დანიშნული დაწესებულების დირექტორის გამოცვლაც მოგიხდათ. მაშინ ისიც განაცხადეთ, თუ ლევან აბურჯანიას ბრალეულობა გამოიკვეთებოდა, მის წინააღმდეგ საქმეც აღიძვრებოდა; ამ კუთხით მოკვლევა დასრულდა?

- აბურჯანიამ იქ რაც გააკეთა, ეს არანაირი გადაცდომა არ იყო, რაც ჩვენმა მოკვლევამ დაადასტურა. მიუხედავად ამისა, მაინც გავათავისუფლეთ: მის მიმართ სხვა პრეტენზიები გაჩნდა - თუ როგორ იქცეოდა პოლიციის უფროსად მუშაობის დროს. როდესაც მითხრეს, კარგი კადრიაო, არგუმენტად მომიყვანეს, რომ მან წესრიგი დაამყარა ლოტკინზე - თბილისის ყველაზე რთულ უბანში. მართლაც ასე მოხდა, მაგრამ როგორც ჩანს, ზოგჯერ ამ წესრიგის დამყარებას არცთუ კანონიერი მეთოდები ახლდა, რის შესახებაც გახშირდა ინფორმაცია და ბუნებრივია, მისთვის ხელი არ დაგვიფარებია. სასჯელაღსრულებაში არათუ სისხლის სამართლებრივი, მისი დისციპლინური პასუხისმგებლობაც არ გამოკვეთილა, მაგრამ რას აკეთებდა მანამდე - ჩვენს კომპეტენციას სცილდება; თუ ვინმეს რაიმე საჩივარი აქვს, სხვა ორგანოები არსებობს და მათ უნდა მიმართონ. ჯერჯერობით არ გამიგია, რომ მის წინააღმდეგ საჩივარი შეეტანოთ.

- ანალოგიური ხმაური მოჰყვა ნუკრი ხუხუას დანიშვნას, მაგრამ ის თანამდებობაზე რჩება...

- ხუხუა ძალიან ძველი და გამოცდილი კადრია. სანამ მას დავნიშნავდი, გავიკითხე უფლებადამცველებთან. გელა ნიკოლეიშვილს, ნანა კაკაბაძეს და კიდევ რამდენიმე ადამიანს ვკითხე აზრი. მითხრეს, რომ ის გამოცდილი მუშაკია და მასზე უარყოფითი არაფერი სმენიათ. შევარდნაძის ეპოქის ტიპური კადრი იყო. იტყვიან, - კანონიერი ქურდები მართავდნენ ციხეს და ხუხუა იმ რეჟიმის ნაწილიაო. დიახ, ასე იყო, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი იყო და მისი მინისტრობის დროსაც ქურდები მართავდნენ ციხეს, ასე რომ, სააკაშვილიც ამ სისტემით მართავდა - ხუხუა მაშინაც იქ იყო. იმის გამო, რომ ამ სისტემაში მუშაობდა, ადამიანის მოკვეთა არ შეიძლება. თუ გამოიკვეთება მისი სხვა დანაშაული, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ. სულ არ მეშინია იმაზე პასუხის გაცემის, - რატომ იცვლის გადაწყვეტილებასო? დამისახელეთ ისეთი ადამიანი, რომელიც არ გაჰკარებია სისტემას და შეუძლია, შეცდომა არ დაუშვას და დავნიშნავ, - მაგრამ ასეთ ადამიანს ვერ ვნახავთ, ამიტომაც მუდმივად ვეძებთ კადრებს. თავიდან ზედმეტად სწრაფად იყო ნაბიჯები გადასადგმელი, ახლა ისე აღარ ვჩქარობთ, რადგან მთავარი ცვლილებები მოხდა. გასულ კვირას, გენინსპექციის დასკვნის საფუძველზე, 6 ადამიანი გავათავისუფლეთ: მათზე პატიმრებისა და ადვოკატებისგან შემოვიდა საჩივრები. 9 წელია, არც ერთი ადამიანი გენინსპექციის დასკვნის საფუძველზე არ გათავისუფლებულა. ამ სამსახურს ერთადერთი დავალება ჰქონდა - თუ თანამშრომელი 5 წუთით დაიგვიანებდა, კამერებით უნდა გაეკონტროლებინა და დაესაჯა!.. გენერალური ინსპექცია და საგამოძიებო დეპარტამენტი, რომელიც სამინისტროს შემადგენლობაში არსებობს, ადამიანის უფლებებისა და კანონის დაცვის ფუნქციებს იბრუნებს, - ისევე, როგორც ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის სამმართველო, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში არსებობდა და ახლა, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, მთავარი რგოლის ფუნქციას იბრუნებს.

- ყველაზე სასწრაფოდ რის შეცვლას აპირებთ?

- ზამთარი პრაქტიკულად, კარს მოგვადგა და არ გვაქვს "ადიელები". ტენდერის გამოცხადებასაც ვერ ვასწრებდით. 5000 ცალი თავდაცვის სამინისტრომ გვაჩუქა - მინდა, მადლობა ვუთხრა ირაკლი ალასანიას. ესეც არ არის საკმარისი, მაგრამ ამით პირველი საჭიროება მოგვეხსნა. მოსაგვარებელია კვების საკითხი. ხელშეკრულებები დადებულია თვის ბოლომდე... არ ვართ კმაყოფილი, მაგრამ ამ ეტაპზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ, რადგან შეიძლება, ამან სისტემის დემოლარიზება გამოიწვიოს. ნელ-ნელა ყველაფერი გაუმჯობესდება. უცებ ყველაფრის გაკეთება შეუძლებელია. როცა ვიღაცა პირს იკერავს და ამბობს, ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს და გარეთ უნდა გამიშვაო, უნდა იცოდეს - ვერ გავუშვებ, ძალიანაც რომ მინდოდეს, თუმცა ზოგჯერ ვიზიარებ, რომ ის ადამიანი გასაშვებია. მაგრამ ამას ექსპერტიზის ჩატარება სჭირდება, სასამართლომ დასკვნის საფუძველზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ამას გარკვეული დრო სჭირდება. ჩვენ შევადგინეთ უმძიმესი ავადმყოფების სია - ჩვენი შესწავლის საფუძველზე, 320 ადამიანია ასეთი; ახლა კიდევ უნდა მოხდეს ამ სიის გაცხრილვა და ვინც დარჩება, მათ მონაცემებს ექსპერტიზაზე გადავაგზავნით. ამ პროცესს ვერ დავაჩქარებ, ამიტომ, ვინც ამ მოთხოვნით შიმშილობენ, უბრალოდ თავიანთ ჯანმრთელობას ვნებენ. ყველაფერს დრო სჭირდება - თუნდაც იმას, როგორ გავაუმჯობესოთ მდგომარეობა ჯანდაცვის სფეროში. ამ დეპარტმენტს სათავეში ჩაუდგა მაია ლანდია - ძალიან გამოცდილი ადამიანი; ჯანდაცვის სისტემას კურირებს ჩემი მოადგილე, არჩილ თალაკვაძე. ძალიან კარგი მენეჯერი, პროფესიით ექიმი გახლავთ. სწორედ ამ ორი ადამიანის იმედი მაქვს, რომ ჯანდაცვის სისტემას "დაალაგებენ".

- აქაც მოგიწიათ დანიშნული კადრის შეცვლამ; ესეც ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო?

- იყო შეცდომა დაშვებული, როდესაც დეპარტამენტის თავმჯდომარის დანიშვნას ვჩქარობდით, მაგრამ ის დანიშნული არ ყოფილა - უბრალოდ, ინფორმაცია გავრცელდა. უარყოფითი რეაქცია რომ მოჰყვა, უარი ვთქვი მის დანიშვნაზე. დავით ასათიანი, რომელიც ადრე ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის სისტემას, სასწრაფოდ შესაცვლელი იყო. მასზე ძალიან ბევრი საჩივარი შემოვიდა... ფაქტია, ეს იყო სისტემა, სადაც უამრავი ადამიანი კვდებოდა იმის გამო, რომ მათ არ მკურნალობდნენ ან არასწორად მკურნალობდნენ და მათი სიცოცხლე არ აინტერესებდათ. ბოლო ორ თვეში გაათმაგდა წამლების მოხმარება. ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, - იმდენს ვაძლევდით, რამდენიც საჭირო იყო; ახლა, რეჟიმი რომ შეიცვალა, ექიმები უარს ვერ ეუბნებიან და აძლევენ იმდენს, რამდენსაც პატიმრები მოითხოვენო. განსაკუთრებით, დამამშვიდებელ წამლებს ითხოვენ... ეს სისტემაც დარეგულირდება. წელიწადში 150 ადამიანი რომ კვდებოდა, ნორმალური მკურნალობა რომ ყოფილიყო, არ მოკვდებოდნენ. გარდაცვლილების ძირითადი ასაკი 30-დან 50 წლამდეა!.. ბევრი ადამიანი ექვემდებარება გათავისუფლებას, მაგრამ შეიძლება, ვერ მოვახერხოთ, რადგან ყველაფერი ექსპერტიზის პასუხებზეა დამოკიდებული.

- გათავისუფლების სხვა გზაც ხომ არსებობს - ე.წ. "აქტიროვკა"; ამას რატომ არ იყენებთ?

- აქტირებაზე ავადმყოფებს ერთდროულად უშვებს ჩვენი და ჯანდაცვის სამინისტროს კომისია. ეს უფრო სწრაფი მეთოდია, მაგრამ არ ფუნქციონირებს - სააკაშვილის პერიოდში ისე დაიწურა იმ ადამიანების ჩამონათვალი, ვისაც აქტირება ეხებათ, რომ ფაქტობრივად, მხოლოდ ისეთებს შეეხო, ვისი დღეებიც დათვლილი იყო. ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროსთან იმაზე, რომ ეს ჩამონათვალი შეიცვალოს და თუ პატიმრის სიცოცხლის გადარჩენა ციხის პირობებში ძნელია, ის გარეთ გავიდეს. ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია. როცა საბოლოო დასკვნამდე მივალთ, იმედია, ჯანდაცვის მინისტრი თავიდან გამოსცემს ამ აქტს და შესაბამისად, უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა იქნება შესაძლებელი.

- პატიმრების გათავისუფლების თემაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- ციხეები ძალიან გადატვირთულია, რაც არ არის ნორმალური, მაგრამ ისიც საფიქრალია, რომ ამ გათავისუფლებამ დანაშაულის მატება არ გამოიწვიოს. ციხეების განტვირთვის ოთხი გზა არსებობს: ამნისტია, რომელსაც პარლამენტი აწესებს, პრეზიდენტის შეწყალება, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლება და შეკრებითობის გაუქმება, რომელიც ასევე პარლამენტის გადასაწყვეტია. ამ ოთხიდან ყველაზე ეფექტიანი და საზოგადოებისთვის ნაკლებად სახიფათო - პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაა: კომისია ინდივიდუალურად სწავლობს თითოეულ საქმეს და შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას; შემდეგ რჩება კონტროლის საშუალებაც, პრობაციის სახით. ამნისტია აუცილებლად არის მისაღები, მაგრამ დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. კარგად არის მოსაფიქრებელი, რომელ მუხლებს უნდა შეეხოს, რომ რეციდივის საფრთხე არ გაჩნდეს. ყველაზე უკონტროლოა პრეზიდენტის შეწყალების მექანიზმი. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა, დაახლოებით 4000-ით შემცირდა ციხეების მოსახლეობა, ძირითადად - პრეზიდენტის შეწყალებების შედეგად. პრეზიდენტი ხშირ შემთხვევაში, არც შეწყალების კომისიას ეკითხება და არც საპატრიარქოს - პირდაპირ უშვებს იმათაც, ვისაც მძიმე კრიმინალი აქვს ჩადენილი... შეკრებითობის გაუქმება, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია: ყველა იმ ადამიანს, რომელსაც არაადეკვატურად მაღალი სასჯელი აქვს მისჯილი, შეუძლია მიმართოს სასამართლოს და სასამართლო ინდივიდუალურად გადაწყვეტს ამ საკითხს. პატიმრობიდან გათავისუფლების კიდევ ერთი გზა - პროკურატურაში განცხადების შეტანაა, სადაც სპეციალური დეპარტამენტი არასწორი განაჩენების გადახედვას მოახდენს.

- დიდი ხმაური მოჰყვა მე-7 დაწესებულებაში ბაჩო ახალაიას მოთავსებას. ხომ არ აპირებთ ე.წ. "მატროსოვის" ციხეში მის გადაყვანას, სადაც ყოფილი ძალოვნები იხდიან სასჯელს?

- შეიძლება, გადავიყვანოთ "მატროსოვზე", მაგრამ - არა იმ ხმაურის გამო, რომელიც ატყდა. მოვხსნი იმ კითხვებს, რომელიც არსებობს და შემდეგ გადავწყვეტთ, სად გადავიყვანოთ. ეს მხოლოდ ბაჩო ახალაიას როდი ეხება. ბოლო დროს სხვა მაღალჩინოსნებიც დააკავეს. ეს გვაიძულებს, ძალიან სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები. გავატარეთ ზედა დონეზე საკადრო ცვლილებები, მაგრამ ქვედა დონეზე ჯერ არ ვჩქარობდით. ახალი დაკავებებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, დაჩქარება მოგვიწევს: იქ არიან ადამიანები, რომელთა ურთიერთობა ახალ პატიმრებთან მიზანშეუწონელია. "მატროსოვზე" სწორედ ამ მოტივით არ მოვათავსეთ. მოხდება თანამშრომელთა გარკვეული გადაადგილებები დაწესებულებებს შორის, რომ არ იყოს არასწორი ურთიერთობები პატიმრებსა და ხელმძღვანელებს, მათ ყოფილ ზედამხედველებს შორის. ძალიან ბევრმა მისაყვედურა, - რატომ არის განსაკუთრებულ პირობებში ბაჩო ახალაიაო? ოთხკაციან საკანში მარტოა, აქვს ტელევიზორი, გვერდზე 2 თავისუფალი საკანი აქვს, არავისგან ზეწოლას არ განიცდის; დაცვა უმაღლეს დონეზეა. ულიმიტო შესვლის უფლება აქვს 51 ადამიანს - მონიტორინგის საბჭოს წევრებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ულიმიტოდ შესვლის უფლება მისცა აკაკი მინაშვილსაც, რომელსაც შეუძლია, ღამე გაათენოს მასთან ერთად და ამ ორი კვირის განმავლობაში სულ იქ იმყოფებოდეს - სწორედ ამას ნიშნავს 24-საათიანი ულიმიტო შესვლა. თუ უნდა, მასთან ერთად მოიხადოს ეს ორკვირიანი სასჯელი. ადვოკატებიც თავისუფლად შედიან. ერთი სიტყვით, მეტი კომფორტი ციხეში წარმოუდგენელია. ერთი სართულით ქვემოთ კანონიერი ქურდი რომ იხდის სასჯელს, ამის გამო მორალურ ზეწოლას თუ განიცდის, მაშინ როგორ ხელმძღვანელობდა ამხელა უწყებას და სამინისტროებს?!. თუ ეს არის პრობლემა, ამ პრობლემასაც მოვხსნით. მოვიქცევით ისე, როგორც საჭიროდ ჩავთვლით. ყველასთვის მოსაწონი სიტუაცია ის არის, როცა არავინ დანაშაულს არ სჩადის, ციხეში არავინ ზის და ყველა ყველას უღიმის, მაგრამ ცხოვრება ასეთი არ არის.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ