სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რეჟიმი გამკაცრდება
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რეჟიმი გამკაცრდება

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში რე­ჟი­მი გამ­კაცრ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სო­ზარ სუ­ბარ­მა ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში პა­ტიმ­რე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც სო­ზარ სუ­ბარ­მა აღ­ნიშ­ნა, პა­ტიმ­რებს, რომ­ლებ­მაც ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში არე­უ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვი­ეს, სას­ჯე­ლი და­ე­მა­ტე­ბათ.

ამავდრო­უ­ლად, მი­ნის­ტრმა სამ­ძი­მა­რი გა­მო­უ­ცხა­და ბად­რაგ ჯამ­ბულ ხო­შა­რა­უ­ლის ოჯახს, რო­მე­ლიც მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ხელ­მწი­ფო მათ და­სახ­მა­რებ­ლად მაქ­სი­მუმს გა­ა­კე­თებს.

"წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯამ­ბულ ხო­შა­რა­უ­ლი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა. პა­ტიმ­რებს, რომ­ლებ­საც კონ­ფლიქ­ტი მო­უ­ვი­დათ, სას­ჯე­ლი და­ე­მა­ტე­ბათ. ისი­ნი პა­სუხს აგე­ბენ კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად. და­პი­რის­პი­რე­ბი­სას მათ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს ექი­მებს და და­ა­ზი­ა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფოს ქო­ნე­ბაც. ახლა ჩვე­ნი უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბაა და ამას გა­ვა­კე­თებთ. პა­ტი­მარ­თა წა­მე­ბის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ ახა­ლი მთავ­რო­ბის დამ­ტკი­ცე­ბამ­დე ცი­ხე­ებ­ში რე­ჟი­მი მო­ი­შა­ლა და ჩვენ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ აღ­ვად­გენთ ამ რე­ჟიმს. ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მკაც­რი, თუმ­ცა სა­მარ­თლი­ა­ნი რე­ჟი­მი. ის არ იქ­ნე­ბა დამ­ყა­რე­ბუ­ლი პა­ტი­მარ­თა ღირ­სე­ბის ან სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა­ზე", - გა­ნა­ცხა­და სუ­ბარ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტის მო­ნა­წი­ლე პა­ტიმ­რე­ბი ამ­ჟა­მად შე­სახ­ლე­ბუ­ლი არი­ან გლ­და­ნის N8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და მათ მი­მართ სა­თა­ნა­დო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და­პი­რის­პი­რე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ გა­ტარ­დე­ბა.

ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში წუ­ხელ ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, რომ­ლის შემ­დეგ, სა­ვა­რა­უ­დოდ, გუ­ლის შე­ტე­ვით 48 წლის ბად­რა­გი გარ­და­იც­ვა­ლა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რეჟიმი გამკაცრდება

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რეჟიმი გამკაცრდება

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რეჟიმი გამკაცრდება, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა ღუდუშაურის კლინიკაში პატიმრების დაპირისპირების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, პატიმრებს, რომლებმაც ღუდუშაურის კლინიკაში არეულობა გამოიწვიეს, სასჯელი დაემატებათ.

ამავდროულად, მინისტრმა სამძიმარი გამოუცხადა ბადრაგ ჯამბულ ხოშარაულის ოჯახს, რომელიც მსჯავრდებულების დაპირისპირების შემდეგ გარდაიცვალა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მათ დასახმარებლად მაქსიმუმს გააკეთებს.

"წინასწარი ინფორმაციით, ჯამბულ ხოშარაული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გულის შეტევით გარდაიცვალა. პატიმრებს, რომლებსაც კონფლიქტი მოუვიდათ, სასჯელი დაემატებათ. ისინი პასუხს აგებენ კანონის შესაბამისად. დაპირისპირებისას მათ შეურაცხყოფა მიაყენეს ექიმებს და დააზიანეს საავადმყოფოს ქონებაც. ახლა ჩვენი უმთავრესი ამოცანა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წესრიგის დამყარებაა და ამას გავაკეთებთ. პატიმართა წამების კადრების გავრცელების შემდეგ ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ციხეებში რეჟიმი მოიშალა და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგენთ ამ რეჟიმს. ეს იქნება ძალიან მკაცრი, თუმცა სამართლიანი რეჟიმი. ის არ იქნება დამყარებული პატიმართა ღირსების ან სიცოცხლის ხელყოფაზე", - განაცხადა სუბარმა.

მისივე ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილე პატიმრები ამჟამად შესახლებული არიან გლდანის N8 დაწესებულებაში და მათ მიმართ სათანადო ღონისძიებები დაპირისპირების გამოძიების შემდეგ გატარდება.

ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ ინციდენტი მოხდა, რომლის შემდეგ, სავარაუდოდ, გულის შეტევით 48 წლის ბადრაგი გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ