მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გეგი ქელბაქიანს 150-ათასლარიანი გირაო, არჩილ ჩოგოვაძეს კი - პატიმრობა შეეფარდა
გეგი ქელბაქიანს 150-ათასლარიანი გირაო, არჩილ ჩოგოვაძეს კი - პატიმრობა შეეფარდა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "ენ-სი-სის" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს გეგი ქელ­ბა­ქი­ანს აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 150 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბის გი­რაო, ხოლო ამა­ვე კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სურ დი­რექ­ტორს არ­ჩილ ჩო­გო­ვა­ძეს კი, - აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

სხდო­მა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ დას­რულ­და. ბრალ­დე­ბის მხა­რემ ქელ­ბა­ქი­ა­ნი­სა და ჩო­გო­ვა­ძის მი­მართ აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა მო­ი­თხო­ვა. პრო­კუ­რორ ელიზ­ბარ გო­ზა­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ვა­რა­უ­დი, რომ და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა, მი­მალ­ვა, ქვეყ­ნი­დან წას­ვლა, ან მოწ­მე­ებ­ზე ზე­წო­ლა სცა­დონ.

დაც­ვის მხა­რემ უსა­ფუძ­ვლოდ მი­იჩ­ნია პრო­კუ­რო­რის არ­გუ­მენ­ტი, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი და ქელ­ბა­ქი­ა­ნი­სა და ჩო­გო­ვა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვა.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა ირაკ­ლი ჟორ­ჟო­ლი­ან­მა სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, თუ სა­სა­მარ­თლო მა­ინც ჩათ­ვლის სა­ჭი­როდ, რომ აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა შე­ე­ფარ­დოთ და­კა­ვე­ბუ­ლებს, ეს უნდა იყოს გი­რაო და არა პა­ტიმ­რო­ბა.

მო­სა­მარ­თლემ გან­მარ­ტა, რომ გეგი ქელ­ბა­ქი­ანს თან­ხის გა­და­სახ­დე­ლად მი­ე­ცა 30-დღი­ა­ნი ვადა და თან­ხის გა­დახ­დის შემ­დეგ ის და­ტო­ვებს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას.

ამას­თან, წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 2013 წლის 16 იან­ვარს, 13.00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

კომ­პა­ნია "ენ სი სი"-ს გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ქელ­ბა­ქი­ა­ნი და ამა­ვე სა­წარ­მოს ფი­ნან­სურ დი­რექ­ტო­რი არ­ჩილ ჩო­გო­ვა­ძე ორი დღის წინ და­ა­კა­ვეს. მათ ბრა­ლი წა­რედ­გი­ნათ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 194-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის ა) და გ) პუნ­ქტე­ბით, რაც 12-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გეგი ქელბაქიანს 150-ათასლარიანი გირაო, არჩილ ჩოგოვაძეს კი - პატიმრობა შეეფარდა

გეგი ქელბაქიანს 150-ათასლარიანი გირაო, არჩილ ჩოგოვაძეს კი - პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშენებლო კომპანია "ენ-სი-სის" გენერალურ დირექტორს გეგი ქელბაქიანს აღმკვეთი ღონისძიების სახით 150 ათასი ლარის ოდენობის გირაო, ხოლო ამავე კომპანიის ფინანსურ დირექტორს არჩილ ჩოგოვაძეს კი, - აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

სხდომა საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ბრალდების მხარემ ქელბაქიანისა და ჩოგოვაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ დაკავებულებმა გათავისუფლების შემთხვევაში შესაძლოა, მიმალვა, ქვეყნიდან წასვლა, ან მოწმეებზე ზეწოლა სცადონ.

დაცვის მხარემ უსაფუძვლოდ მიიჩნია პროკურორის არგუმენტი, დაკავებულების მიმართ წაყენებული ბრალდებები და ქელბაქიანისა და ჩოგოვაძის გათავისუფლება მოითხოვა.

როგორც ადვოკატმა ირაკლი ჟორჟოლიანმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, თუ სასამართლო მაინც ჩათვლის საჭიროდ, რომ აღმკვეთი ღონისძიება შეეფარდოთ დაკავებულებს, ეს უნდა იყოს გირაო და არა პატიმრობა.

მოსამართლემ განმარტა, რომ გეგი ქელბაქიანს თანხის გადასახდელად მიეცა 30-დღიანი ვადა და თანხის გადახდის შემდეგ ის დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას.

ამასთან, წინასასამართლო სხდომა 2013 წლის 16 იანვარს, 13.00 საათზე გაიმართება.

კომპანია "ენ სი სი"-ს გენერალურ დირექტორი გიორგი ქელბაქიანი და ამავე საწარმოს ფინანსურ დირექტორი არჩილ ჩოგოვაძე ორი დღის წინ დააკავეს. მათ ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა) და გ) პუნქტებით, რაც 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ