სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყნები, სადაც ცხოვრება ყველაზე კომფორტულია
ქვეყნები, სადაც ცხოვრება ყველაზე კომფორტულია

25 წლის წინ გა­მო­ცე­მა The Economist Intelligence Unit-მა იმ ქვეყ­ნე­ბის რე­ი­ტინ­გი შე­ად­გი­ნა, რომ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ქვეყ­ნე­ბად იქ­ცე­ოდ­ნენ. რე­ი­ტინ­გში აშშ სა­პა­ტიო პირ­ველ ად­გილ­ზე იყო. 1988 წელს სწო­რედ აშშ იყო სა­უ­კე­თე­სო ქვე­ყა­ნა ბავ­შვის გა­სა­ჩე­ნად, ვი­ნა­ი­დან, მკვლე­ვა­რე­ბის ვა­რა­უ­დით, ორ ათე­ულ წე­ლი­წად­ში ის პლა­ნე­ტა­ზე ყვე­ლა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა იქ­ნე­ბო­და.

ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლი­ოს პო­ლი­ტე­კო­ნო­მი­კურ რუ­კა­ზე ძალ­თა გა­და­ნა­წი­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა, მეც­ნი­ე­რებ­მა კი თა­ვი­ანთ პროგ­ნო­ზებს მეტი სი­ზუს­ტე შეს­ძი­ნეს. ამ­გვა­რად, ქა­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც 2013 წელს ბავ­შვის გა­ჩე­ნას აპი­რე­ბენ, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა რე­ი­ტინ­გი ქვეყ­ნე­ბი­სა, სა­დაც მათ შვი­ლებს წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი ექ­ნე­ბათ.

სი­ა­ში პირ­ველ ად­გილ­ზე შვე­ი­ცა­რი­აა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რეს ადა­მი­ან­თა ქო­ნე­ბას ინა­ხავს და ევ­რო­პის სტა­ბი­ლუ­რო­ბის საყ­რდენს წარ­მო­ად­გენს. რე­ი­ტინ­გის პირ­ველ ათე­ულ­ში ევ­რო­პის კონ­ტი­ნენ­ტის ბევ­რი ქვე­ყა­ნა მოხ­ვდა, თუმ­ცა მხო­ლოდ ერთი მათ­გა­ნია ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი - ეს ნი­დერ­ლან­დე­ბია, რო­მე­ლიც მერ­ვე ად­გილ­ზეა. პრობ­ლე­მუ­რი ეკო­ნო­მი­კის მქო­ნე ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი ძი­რი­თა­დად მე­ო­რე და მე­სა­მე ათე­ულ­ში გა­და­ნა­წილ­დნენ. მე­სა­მე, მე­ო­თხე და მე­ხუ­თე პო­ზი­ცი­ებს, შე­სა­ბა­მი­სად, ნორ­ვე­გია, შვე­დე­თი და და­ნია ინა­წი­ლე­ბენ.

თუ შვი­ლის გა­ჩე­ნას სკან­დი­ნა­ვი­ა­სა და შვე­ი­ცა­რი­ა­ში ვერ შეძ­ლებთ, ავ­სტრა­ლი­აც შე­გიძ­ლი­ათ სცა­დოთ, ის რე­ი­ტინ­გის მე­ო­რე ად­გილ­ზეა. მე­ექ­ვსე და მეშ­ვი­დე პო­ზი­ცი­ებს დას­ჯერ­დნენ სინ­გა­პუ­რი და ახა­ლი ზე­ლან­დია. მე­ცხრე­ზე აღ­მოჩ­ნდა კა­ნა­და, ტოპ-ათე­ულს კი ჰონ­კონ­გი აგ­ვირ­გვი­ნებს.

რე­ი­ტინ­გის შედ­გე­ნი­სას მკვლე­ვა­რე­ბი უამ­რავ მაჩ­ვე­ნე­ბელს ით­ვა­ლის­წი­ნებ­დნენ, მათ შო­რის ობი­ექ­ტურს - შე­მო­სავ­ლის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელს, და სუ­ბი­ექ­ტურს - თა­ვად რე­ზი­დენ­ტე­ბის ცხოვ­რე­ბით კმა­ყო­ფი­ლე­ბას.

ყო­ფი­ლი ლი­დე­რი აშშ ამ­ჯე­რად რე­ი­ტინ­გის მე-16 ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნდა, მე-14-ზე - ტა­ი­ვა­ნი, მე-15-ზე კი - ბელ­გია. მე­ო­რე ათე­ულ­შია ასე­ვე ფი­ნე­თი (11), ირ­ლან­დია (12), ავ­სტრია (13), არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბი (18), სამ­ხრეთ კო­რეა (19) და ის­რა­ე­ლი (20).

თუ The Economist-ის მკვლე­ვა­რებს და­ვუ­ჯე­რებთ, ყო­ფი­ლი სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი ბლო­კის ქვეყ­ნე­ბი­დან ყვე­ლა­ზე პერ­სპექ­ტი­უ­ლი ჩე­ხე­თია, რო­მე­ლიც 28-ე ად­გილს ეს­პა­ნეთ­თან ერ­თად ინა­წი­ლებს, ასე­ვე სლო­ვე­ნია (32) და პო­ლო­ნე­თი (33).

რე­ი­ტინ­გში მოხ­ვდნენ ასე­ვე "არა­ბუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი: ტუ­ნი­სი (59) და ეგ­ვიპ­ტე (60), ხოლო ლი­ბია და იე­მე­ნი რე­ი­ტინ­გში ვერ მოხ­ვდნენ. მი­ზე­ზი მარ­ტი­ვია, The Economist-ს მი­აჩ­ნია, რომ "არა­ბუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლი" ამ ქვეყ­ნებ­ში უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში არ დად­გე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Economist-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ქვეყნები, სადაც ცხოვრება ყველაზე კომფორტულია

ქვეყნები, სადაც ცხოვრება ყველაზე კომფორტულია

25 წლის წინ გამოცემა The Economist Intelligence Unit-მა იმ ქვეყნების რეიტინგი შეადგინა, რომლებიც საშუალოვადიან პერსპექტივაში ყველაზე წარმატებულ ქვეყნებად იქცეოდნენ. რეიტინგში აშშ საპატიო პირველ ადგილზე იყო. 1988 წელს სწორედ აშშ იყო საუკეთესო ქვეყანა ბავშვის გასაჩენად, ვინაიდან, მკვლევარების ვარაუდით, ორ ათეულ წელიწადში ის პლანეტაზე ყველაზე განვითარებული ქვეყანა იქნებოდა.

ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოს პოლიტეკონომიკურ რუკაზე ძალთა გადანაწილება შეიცვალა, მეცნიერებმა კი თავიანთ პროგნოზებს მეტი სიზუსტე შესძინეს. ამგვარად, ქალებისთვის, რომლებიც 2013 წელს ბავშვის გაჩენას აპირებენ, საინტერესო იქნება რეიტინგი ქვეყნებისა, სადაც მათ შვილებს წარმატებული მომავალი ექნებათ.

სიაში პირველ ადგილზე შვეიცარიაა, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ქონებას ინახავს და ევროპის სტაბილურობის საყრდენს წარმოადგენს. რეიტინგის პირველ ათეულში ევროპის კონტინენტის ბევრი ქვეყანა მოხვდა, თუმცა მხოლოდ ერთი მათგანია ევროკავშირის წევრი - ეს ნიდერლანდებია, რომელიც მერვე ადგილზეა. პრობლემური ეკონომიკის მქონე ევროკავშირის ქვეყნები ძირითადად მეორე და მესამე ათეულში გადანაწილდნენ. მესამე, მეოთხე და მეხუთე პოზიციებს, შესაბამისად, ნორვეგია, შვედეთი და დანია ინაწილებენ.

თუ შვილის გაჩენას სკანდინავიასა და შვეიცარიაში ვერ შეძლებთ, ავსტრალიაც შეგიძლიათ სცადოთ, ის რეიტინგის მეორე ადგილზეა. მეექვსე და მეშვიდე პოზიციებს დასჯერდნენ სინგაპური და ახალი ზელანდია. მეცხრეზე აღმოჩნდა კანადა, ტოპ-ათეულს კი ჰონკონგი აგვირგვინებს.

რეიტინგის შედგენისას მკვლევარები უამრავ მაჩვენებელს ითვალისწინებდნენ, მათ შორის ობიექტურს - შემოსავლის საშუალო მაჩვენებელს, და სუბიექტურს - თავად რეზიდენტების ცხოვრებით კმაყოფილებას.

ყოფილი ლიდერი აშშ ამჯერად რეიტინგის მე-16 ადგილზე აღმოჩნდა, მე-14-ზე - ტაივანი, მე-15-ზე კი - ბელგია. მეორე ათეულშია ასევე ფინეთი (11), ირლანდია (12), ავსტრია (13), არაბეთის გაერთიანებული საემიროები (18), სამხრეთ კორეა (19) და ისრაელი (20).

თუ The Economist-ის მკვლევარებს დავუჯერებთ, ყოფილი სოციალისტური ბლოკის ქვეყნებიდან ყველაზე პერსპექტიული ჩეხეთია, რომელიც 28-ე ადგილს ესპანეთთან ერთად ინაწილებს, ასევე სლოვენია (32) და პოლონეთი (33).

რეიტინგში მოხვდნენ ასევე "არაბული გაზაფხულის" გამარჯვებული ქვეყნები: ტუნისი (59) და ეგვიპტე (60), ხოლო ლიბია და იემენი რეიტინგში ვერ მოხვდნენ. მიზეზი მარტივია, The Economist-ს მიაჩნია, რომ "არაბული გაზაფხული" ამ ქვეყნებში უახლოეს მომავალში არ დადგება.

მომზადებულია The Economist-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს