პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰოლი ბერის ყოფილმა და ამჟამინდელმა საყვარლებმა იჩხუბეს
ჰოლი ბერის ყოფილმა და ამჟამინდელმა საყვარლებმა იჩხუბეს

მსა­ხი­ობ ჰოლი ბე­რის ყო­ფი­ლი საყ­ვა­რე­ლი, მა­ნე­კე­ნი და ფო­ტო­მო­დე­ლი გაბ­რი­ელ ორბი ჰოლი ბე­რის სახ­ლში ჩხუ­ბის დროს და­ა­პა­ტიმ­რეს. იგი მსა­ხი­ო­ბის საქმრო ოლი­ვიე მარ­ტი­ნესს წა­ე­კი­და, ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად მარ­ტი­ნე­სი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ხუთ­შა­ბათს, 35 წლის ობრი ჰოლი ბე­რის სახ­ლში მათი სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლის, ნა­ლას მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად მი­ვი­და. იგი და მარ­ტი­ნე­სი შე­კა­მათ­დნენ, რაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩხუბ­ში გა­და­ი­ზარ­და.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, გაბ­რი­ელ­მა ოლი­ვი­ეს ხელი ჰკრა და სა­ხე­ში და­არ­ტყა, შემ­დეგ გაბ­რი­ელ­მა ოლი­ვიე ძირს და­აგ­დო, ოლი­ვი­ემ კი მას სა­ხე­ში ფეხი ჩა­არ­ტყა.

მა­მა­კა­ცე­ბის გაშ­ვე­ლე­ბა მხო­ლოდ ად­გილ­ზე მი­სულ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა შეძ­ლეს. შე­დე­გად, ობ­რის ნეკ­ნი გა­უ­ტყდა და სახე და­უ­ზი­ან­და, მარ­ტი­ნეს­მა ხელი და კი­სე­რი და­ი­შა­ვა. ორი­ვე მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დიყ­ვა­ნეს.

ბე­რის სახ­ლში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა 13 დე­კემ­ბერს შედ­გე­ბა. მა­ნამ­დე კი ობ­რის ბე­რის­თან, მარ­ტი­ნეს­თან და სა­კუ­თარ ქა­ლიშ­ვილ­თან 100 იარ­დზე (91 მეტ­რი) ახ­ლოს მის­ვლა ეკ­რძა­ლე­ბა.

ჰოლი ბერი - ამე­რი­კის კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი შავ­კა­ნი­ა­ნი მსა­ხი­ო­ბია, რო­მელ­მაც პრე­მია "ოს­კა­რი" მო­ი­პო­ვა. იგი მას 2001 წელს ფილმ "მონ­სტრე­ბის წვე­უ­ლე­ბა­ში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის მი­ე­ნი­ჭა.

2011 წლის და­სა­წყის­ში ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბერი სა­სა­მარ­თლო­ში ქა­ლიშ­ვილ­ზე სრუ­ლი მე­ურ­ვე­ო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად ბრძო­ლას აპი­რებ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია TMZ-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ჰოლი ბერის ყოფილმა და ამჟამინდელმა საყვარლებმა იჩხუბეს

ჰოლი ბერის ყოფილმა და ამჟამინდელმა საყვარლებმა იჩხუბეს

მსახიობ ჰოლი ბერის ყოფილი საყვარელი, მანეკენი და ფოტომოდელი გაბრიელ ორბი ჰოლი ბერის სახლში ჩხუბის დროს დააპატიმრეს. იგი მსახიობის საქმრო ოლივიე მარტინესს წაეკიდა, ინციდენტის შედეგად მარტინესი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხუთშაბათს, 35 წლის ობრი ჰოლი ბერის სახლში მათი საერთო ქალიშვილის, ნალას მოსანახულებლად მივიდა. იგი და მარტინესი შეკამათდნენ, რაც მოგვიანებით ჩხუბში გადაიზარდა.

თვითმხილველების თქმით, გაბრიელმა ოლივიეს ხელი ჰკრა და სახეში დაარტყა, შემდეგ გაბრიელმა ოლივიე ძირს დააგდო, ოლივიემ კი მას სახეში ფეხი ჩაარტყა. 

მამაკაცების გაშველება მხოლოდ ადგილზე მისულმა პოლიციელებმა შეძლეს. შედეგად, ობრის ნეკნი გაუტყდა და სახე დაუზიანდა, მარტინესმა ხელი და კისერი დაიშავა. ორივე მამაკაცი საავადმყოფოში გადიყვანეს.

ბერის სახლში მომხდარი ინციდენტის სასამართლო განხილვა 13 დეკემბერს შედგება. მანამდე კი ობრის ბერისთან, მარტინესთან და საკუთარ ქალიშვილთან 100 იარდზე (91 მეტრი) ახლოს მისვლა ეკრძალება.

ჰოლი ბერი - ამერიკის კინემატოგრაფის ისტორიაში პირველი შავკანიანი მსახიობია, რომელმაც პრემია "ოსკარი" მოიპოვა. იგი მას 2001 წელს ფილმ "მონსტრების წვეულებაში" შესრულებული როლისთვის მიენიჭა.

2011 წლის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბერი სასამართლოში ქალიშვილზე სრული მეურვეობის მოსაპოვებლად ბრძოლას აპირებდა.

მომზადებულია TMZ-ის მიხედვით. 

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება