საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალური საქმეები, რის გამოც პროკურატურა გიგი უგულავას დაკითხავს
სკანდალური საქმეები, რის გამოც პროკურატურა გიგი უგულავას დაკითხავს

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა გიგი უგუ­ლა­ვას საქ­მე­ზე მუ­შა­ო­ბას იწყებს. ახლა მთა­ვა­რია, რა იქ­ნე­ბა ის ან­კე­სი, რა­ზეც ქა­ლა­ქის მერს "წა­მო­ა­გე­ბენ". უკვე გა­და­წყვე­ტი­ლია და, პრაქ­ტი­კუ­ლად, თეა წუ­ლუ­კი­ან­მაც და­ა­დას­ტუ­რა, უგუ­ლა­ვას­თან ბევ­რი შე­კი­თხვა არ­სე­ბობს", მაგ­რამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს ვე­ძებ­თო. ქა­ლა­ქის მერ­ზე "ნა­დი­რო­ბა და­ი­წყო", მაგ­რამ სამ­ხი­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში კბი­ლაშ­ვი­ლის უწყე­ბა გა­ი­ჭე­და. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­რე­მოც­ვი­დან ხმე­ბი გა­მო­დის, ივა­ნიშ­ვილს ქა­ლა­ქის მე­რის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე მის­ვლა ვერ მო­უ­ნე­ლე­ბი­აო.

ზო­გა­დად, ახა­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში, ძნე­ლია გან­სა­ზღვრო, რას გა­მო­ი­ყე­ნებს ბრალ­მდე­ბე­ლი სტრუქ­ტუ­რა სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი ბრა­ლის მთა­ვარ მი­ზე­ზად. მა­გა­ლი­თად, ბაჩო ახა­ლა­ი­ას შემ­თხვე­ვა­ში, "პირ­ვე­ლა­დი" ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბის დროს პრო­კუ­რა­ტუ­რის სამ­ხი­ლე­ბი, ცოტა არ იყოს, უსუ­სუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, ამი­ტო­მაც პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­მამ­ძი­მე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის მო­ძებ­ნა მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­წყო. რო­გორც საქ­მე­ში ჩა­ხე­დუ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, უგუ­ლა­ვას შემ­თხვე­ვის­თვის პრო­კუ­რა­ტუ­რა ეც­დე­ბა, უფრო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იყოს. ის, რომ სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი 567 000 ლარი დაჯ­და და მე­რი­ამ სა­ა­ხალ­წლოდ "ბარ­ამ­ბოს" ლა­მის ნა­ხე­ვარ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი შო­კო­ლა­დით ჩა­იტ­კბა­რუ­ნა პირი, ეს მოქ­მე­დი მე­რის­თვის ვე­რა­ფე­რი სამ­ხი­ლია, რად­გან ტენ­დერს თა­ვი­სი პი­რო­ბე­ბი აქვს და "ბარ­ამ­ბოს" ტკბი­ლე­უ­ლი თუ კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის­თვის რუ­სულ "და­თუ­ნი­ას" სჯობს, სა­მარ­თლებ­რი­ვი მო­და­ვე­ბის სა­კი­თხი ვერ გახ­დე­ბა და ში­და­მოხ­მა­რე­ბის სა­გა­ნია.

უგუ­ლა­ვას­თვის ვერც აშშ-ში მივ­ლი­ნე­ბის სა­კი­თხი გა­მოდ­გე­ბა სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­და­ვე­ბის საგ­ნად. ლას-ვე­გას­ში მე­რის ვი­ზი­ტი ოფი­ცი­ა­ლუ­რი იყო და ად­გი­ლობ­რი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც შეხ­ვდა, ნარ­ჩე­ნე­ბის გა­დამ­ტა­ნი და გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ტექ­ნი­კის გა­მო­ფე­ნა­საც და­ეს­წრო. თუმ­ცა, ქა­ლა­ქის მერს სა­გან­გე­ბოდ მა­ინც "ჩა­უს­ხდე­ბი­ან": ერთი მხრივ, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტი, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯვით პა­რა­მეტ­რებ­სა და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის თე­მებს ჩა­უ­კირ­კი­ტებს. "ვერ­სი­ის" წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში უკვე გა­და­ი­ბა­რეს მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ხა­დუ­რის უწყე­ბამ მო­ი­პო­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ის ეკო­ლო­გი­ი­სა და გამ­წვა­ნე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი ლე­ვან მეტ­რე­ვე­ლი და­ა­კა­ვეს. სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად გა­უ­რიგ­და თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ფირ­მის დი­რექ­ტორს და მას ქრთა­მის სა­ხით გა­მო­არ­თვა 3 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის თან­ხა, რის სა­ნაც­ვლო­დაც და­პირ­და, რომ შე­სა­ბა­მის დო­კუ­მენ­ტებ­ში გაზ­რდი­და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბას. ასე­ვე, მწვა­ნე თარ­გე­ბი­დან სტრუქ­ტუ­რა დარ­ღვე­უ­ლი ნი­ა­და­გის ფე­ნე­ბის მო­შო­რე­ბი­სა და ნოყი­ე­რი ფე­ნე­ბით ნი­ა­და­გის შევ­სე­ბის სა­მუ­შა­ო­ებს შეს­რუ­ლე­ბუ­ლად ჩა­ი­ბა­რებ­და. ეს პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა არ გახ­ლავთ, რომ გიგი უგუ­ლა­ვას პრო­კუ­რა­ტუ­რამ "კბი­ლი" მო­უ­სინ­ჯოს. ასე­თი "ლიფ­სი­ტე­ბით" მე­რი­ის "ბო­ბო­ლა" ჩი­ნოვ­ნი­კებ­ზე გას­ვლას და­ა­პი­რე­ბენ, ამ ჩი­ნოვ­ნი­კებს მერე თუ ათ­ქმე­ვი­ნე­ბენ, გი­გის­თან მიმ­ქონ­დაო, საქ­მის შე­კერ­ვი­სათ­ვის ალ­ბათ გა­მოდ­გე­ბა. არც ის გან­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლა, რომ ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რამ, გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, თბი­ლი­სის სა­რე­ზერ­ვო და გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დე­ბის ხარ­ჯვი­თი ნა­წი­ლის გა­და­მოწ­მე­ბა მო­ი­თხო­ვოს. ამის შე­სა­ხებ გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას ჯერ კი­დევ საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი თინა ხი­და­შე­ლი ითხოვ­და, რო­მე­ლიც ახლა პარ­ლა­მენ­ტშია, მა­სა­ლე­ბი კი - მის მა­გი­და­ზე.

პი-ემ-სი კვლე­ვით­მა ცენ­ტრმა და "კავ­კა­სი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვით­მა ინ­სტი­ტუტ­მა" თბი­ლი­სის 2011-2012 წლის ბი­უ­ჯე­ტის რამ­დე­ნი­მე პროგ­რა­მის მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბი სულ ახ­ლა­ხან და­დეს. კვლე­ვე­ბი ეხე­ბო­და თბი­ლი­სის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დის, სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მი­სა და "ქა­ლა­ქის და­სუფ­თა­ვე­ბის პროგ­რა­მას". თბი­ლი­სის მე­რი­ის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დის მო­ნი­ტო­რინ­გი­სას (სა­რე­ზერ­ვო ფონ­დის 2012 წლის ბი­უ­ჯე­ტი 5 მი­ლი­ონ ლარი) მთა­ვარ პრობ­ლე­მად მე­რი­ი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის სირ­თუ­ლე და ფონ­დის არა­გამ­ჭირ­ვა­ლო­ბა გა­მო­იკ­ვე­თა. ისი­ნი აცხა­დებ­დნენ, რომ თბი­ლი­სის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან ხდე­ბო­და ერთჯე­რა­დი დახ­მა­რე­ბე­ბის გა­ცე­მა, რაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და სა­რე­ზერ­ვო ფონ­დის გა­მო­ყე­ნე­ბის პრინ­ციპს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, თან­ხე­ბის გა­მო­ყო­ფა ბი­უ­ჯე­ტით გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ხარ­ჯე­ბის­თვის უნდა მოხ­დეს. თბი­ლი­სის და­სუფ­თა­ვე­ბი­სა და ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის პროგ­რა­მის მო­ნი­ტო­რინ­გი­სას გა­მო­იკ­ვე­თა, რომ თბი­ლი­სის და­სუფ­თა­ვე­ბის სა­ფა­სუ­რის ოდე­ნო­ბა, ყო­ველ­გვა­რი მე­თო­დო­ლო­გი­ი­სა და და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე, გან­სა­ზღვრა ქა­ლა­ქის მე­რი­ამ - 0,05 თეთ­რი 1 კვტ ელექ­რო­ე­ნერ­გი­ა­ზე გა­ან­გა­რი­შე­ბით. თბი­ლის­ში და­სუფ­თა­ვე­ბის დარ­გის მარ­თვა 2011 წლი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სა­წარ­მოს "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" მიერ - მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ გა­დახ­დი­ლი და­სუფ­თა­ვე­ბის გა­და­სა­ხა­დი არა ბი­უ­ჯეტ­ში, არა­მედ სწო­რედ ამ სა­წარ­მოს ან­გა­რიშ­ზე მი­ე­მარ­თე­ბა, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს სა­ჯა­რო ფი­ნან­სე­ბის მარ­თვი­სა და ან­გა­რიშ­გე­ბის ხა­რისხსო - ასე­თი იყო კვლე­ვის საპ­რე­ზენ­ტა­ციო შე­დე­გე­ბი.

ცალ­კე შეს­წავ­ლის სა­კი­თხი იყო დაბა გუ­და­ურ­ში მიმ­დი­ნა­რე სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის, ინ­ფორ­მა­ცია 2010-2011 წლებ­ში ქა­ლა­ქის გამ­წვა­ნე­ბა­ზე და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხე­ბის შე­სა­ხებ; ინ­ფორ­მა­ცია 2011 წლის I კვარ­ტალ­ში სა­რე­ზერ­ვო ფონ­დე­ბი­დან გა­წუ­ლი ხარ­ჯე­ბის შე­სა­ხებ, 5-ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რი თბი­ლი­სის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის და ა.შ. სა­კი­თხე­ბი. რო­გორც ჯერ კი­დევ საკ­რე­ბუ­ლოსდრო­ინ­დე­ლი ოპო­ზი­ცია აცხა­დებ­და, თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტი მთლი­ა­ნად უგუ­ლა­ვას პი­არ­ზე, მხო­ლოდ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე იყო გათ­ვლი­ლიო. "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი­დან" საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი ზურა აბა­ში­ძე იმ ფირ­მე­ბის ნუს­ხა­საც ასა­ხე­ლებ­და, სა­დაც ქა­ლა­ქის ტენ­დერე­ბი­დან ფუ­ლე­ბი იქა­ჩე­ბო­და. ზუ­რაბ აბა­ში­ძის მა­შინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი სულ 10-იოდე ფირ­მა­ში იყო აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი და უმ­რავ­ლე­სო­ბის უკან ბო­ბო­ლა ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი დგა­ნან: შპს "გამა პლი­უ­სი" – 59 812 ლარი, შპს "ბლექ სი გრუ­პი" – 1451 613 ლარი და 1 067 560 (გივი თარ­გა­მა­ძის ნა­თე­სა­ვის ფირ­მა), შპს "ჯეთ­ფა­ჩერ ჯორ­ჯია" – 792 000 ლარი, შპს "გერ­მა­ნულ-ქარ­თუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია" – 915 895 ლარი, შპს "კოლ­ხი" – 876 219 ლარი (არ­ჩილ გე­გე­ნა­ვას­თან და­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ფირ­მად სა­ხელ­დე­ბო­და), შპს "ლა­ბო­რა­ტო­რია" 790 290 ლარი, შპს "თბილ­გა­ნა­თე­ბა" – 1 მი­ლი­ონ 295 509 ლარი, შპს "მა­მუ­ლი" - 279 995 ლარი, შპს "სა­ნი­აღ­ვრე მე­ურ­ნე­ო­ბა" – 866 917 ლარი, 199 915 ლარი და 1 მი­ლი­ონ 099 984 ლარი. ჯამ­ში 12 მი­ლი­ო­ნამ­დე.

საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი ზაზა გა­ბუ­ნია კი "ძვე­ლი თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" ხელ­მძღვა­ნე­ლის გი­ორ­გი სა­ბა­ნა­ძის "სა­ზღვარ­გა­რეთ სამ­კურ­ნა­ლოდ" წას­ვლას ეჭ­ვობს. ეს ფონ­დე­ბი წარ­მა­ტე­ბულ და ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ ფონ­დე­ბად სა­ხელ­დე­ბა, მაგ­რამ პრო­კუ­რა­ტუ­რა "ძვე­ლი თბი­ლი­სის ახალ სი­ცო­ცხლეს", "გუ­და­უ­რის გან­ვი­თა­რე­ბის ფონდს", და ა.შ. მე­რი­ას­თან არ­სე­ბუ­ლი ფონ­დე­ბის სა­კი­თხებს აუ­ცი­ლებ­ლად შე­ის­წავ­ლი­სო. ეჭ­ვე­ბი და მო­ა­რუ­ლი ხმე­ბი მას შემ­დე­გაც გაჩ­ნდა, რაც ჯერ კი­დევ 2010 წლის მა­ის­ში ოპო­ზი­ცი­ამ და­ი­წყო სა­უ­ბა­რი, რომ შპს "კლუბ დი­ვას" ან­გა­რიშ­ზე თან­ხა იყო აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლიო. ხმე­ბი ხმე­ბად დარ­ჩა, ხოლო რი­ყე­ზე ძმე­ბი შა­რან­გი­ე­ბის გვა­რი ამო­ვარ­და.

2008 წელს კი მე­რი­ის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ფონ­დი შე­დის რი­ყის მარ­თვა­ში - ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ხში­რად უც­ნო­ბი იყო ამა თუ იმ დაკ­ვე­თის შეს­რუ­ლე­ბა­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხის ოდე­ნო­ბა და სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი. ასე­ვე, ის­ტო­რი­უ­ლი სტა­ტუ­სის მქო­ნე შე­ნო­ბე­ბის გას­ხვი­სე­ბის სა­კი­თხებ­საც შე­ის­წავ­ლი­ან. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­რე­ზერ­ვო და სხვა მე­რი­ის ფონ­დე­ბის სა­კი­თხე­ბი "ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ა­მაც" შე­ის­წავ­ლა და ან­გა­რი­ში მო­ამ­ზა­და, მათ შო­რის რი­ყის სა­კი­თხებ­ში უგუ­ლა­ვას ცო­ლის­დის მე­უღ­ლეც ფი­გუ­რი­რებ­სო, ამ­ტკი­ცებ­დნენ "ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტებ­ში". მა­სა­ლე­ბი კი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში წყალ­დი­დო­ბის­თვის 3 მი­ლი­ო­ნის გა­მო­ყო­ფას ეხე­ბო­და, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რის თინა ხი­და­შე­ლის უშუ­ა­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვით გაჟ­ღერ­და: ხი­და­შე­ლი მი­იჩ­ნევ­და, რომ ეს წყალ­დი­დო­ბა სა­ნი­აღ­ვრე არ­ხე­ბი­სა და კო­ლექ­ტო­რე­ბის გა­უ­მარ­თა­ვო­ბის ბრა­ლი იყო, თუმ­ცა ბი­უ­ჯე­ტი­დან ფული გა­მო­ი­ყო­ფო­და ამის­თვის და 2008 წელს არ­სე­ბობ­და 1 მი­ლი­ონ 089 178-ლა­რი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შპს "ალი­ანსთან", ხოლო 2011 წლის 8 სექ­ტემ­ბერს, ამა­ვე შპს "ალი­ანსთან" უკვე ერთ პირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის წე­სით, ისევ 1 მი­ლი­ონ 700 000-იან ხეშ­ლეკ­რუ­ლე­ბა. ახლა უკვე მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი ოპო­ზი­ცო­ნე­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ ბი­უ­როკ­რა­ტი­ულ და გა­სარ­თობ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში გა­ხარ­ჯულ თან­ხებს:

1. ტენ­დე­რი 2010-2011 წლებ­ში სა­კონ­ცერ­ტო და ქა­ლაქ­გა­ფორ­მე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე - სცე­ნე­ბით, ტრი­ბუ­ნე­ბით, პო­დი­უ­მე­ბით, საგ­რი­მი­ო­რო­ე­ბით, გა­სახ­დე­ლე­ბით უზ­რულ­ველ­ყო­ფა - 1 მი­ლი­ონ 721 300 ლარი. ტენ­დე­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტუმ­რე­ბის და მე­რი­ის დად­გე­ნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის: სას­ტუმ­რო­ე­ბით სტუმ­რე­ბის­თვის მომ­სა­ხუ­რე­ბა - 311 000 ლარი, რეს­ტორ­ნე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბა - 110 450 ლარი;

2. კონ­ცერ­ტე­ბის ჯე­ბი­რე­ბის გა­წყო­ბა-ალა­გე­ბა - 200 000 ლარი (იგუ­ლის­ხმე­ბა სა­დღე­სას­წა­უ­ლო, სპორ­ტუ­ლი, სა­რი­ტუ­ა­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი);

3. მრა­ვალ­წლი­ა­ნი ტენ­დე­რი 2010-2011 წლებ­ში, სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, გახ­მო­ვა­ნე­ბი­სა და სა­კონ­ცერ­ტო აპა­რა­ტუ­რის­თვის. 1 ლოტი - 365 000 ლარი, 2 ლოტი - 207 000 ლარი. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ვადა 2011 წლის ჩათ­ვლით.

4. სა­კონ­ცერ­ტო გა­ნა­თე­ბი­სა და მი­ნა­თე­ბის აპა­რა­ტუ­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა - 182 860 ლა­რის სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვა (მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვის ვადა 2011 წლის 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით);

5. ქა­ლაქ­გა­ფორ­მე­ბი­თა და ბი­ო­ტუ­ა­ლე­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა - 130 000 ლარი;

6. მე­რი­ის კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბა - 460 000 ლარი;

7. სიჩ­ქა­რის შე­მა­ნე­ლე­ბე­ლი ზო­ლე­ბის და­ხაზ­ვა ას­ფალტზე - 241 500 ლარი;

8. ტენ­დე­რი შად­რევ­ნე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­ზე - 600 000 ლარი.

თუმ­ცა ეს ციფ­რე­ბი უგუ­ლა­ვას ბი­უ­ჯეტ­ში და სა­ტენ­დერო წი­ნა­და­დე­ბებ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჰქონ­და გათ­ვლი­ლი, მაგ­რამ ახლა ქა­ლა­ქის მერი ერ­თია, პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბა და მის­და­მი "ან­კე­სის წა­მო­დე­ბის" მი­ზე­ზი კი სხვა. გიგი უგუ­ლა­ვა აცხა­დებს, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი აზ­რის დევ­ნა და პო­ლი­ტი­კუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბა უნდა შე­წყდეს, ამ უსა­მარ­თლო პო­ლი­ტი­კურ წნეხს გა­უძ­ლებს და ბი­უ­ჯეტ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი გამ­ჭირ­ვა­ლედ აქვს. თუმ­ცა თუ საქ­მეს დას­ჭირ­დე­ბა, ბუ­ზის სპი­ლოდ ქცე­ვაც არაა ზოგ­ჯერ პრობ­ლე­მა. მით უმე­ტეს, ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ივა­ნიშ­ვილს ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის ვა­და­ზე ადრე ჩა­ტა­რე­ბა ჟანგბა­დი­ვით სჭირ­დე­ბა, უგუ­ლა­ვას და­ჭე­რა კი, მის­თვის ახა­ლი მე­რის არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბა­ბი გახ­დე­ბა. ასე რომ, რო­გორც ამ­ბო­ბენ, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში უგუ­ლა­ვა­ზე "კბი­ლე­ბი უკვე ალე­სი­ლი აქვთ", და­ნარ­ჩე­ნი კი პრო­კუ­რო­რე­ბის "ტექ­ნი­კის" საქ­მეა. მით უმე­ტეს, თბი­ლის­ში უკვე ჩა­მო­ვი­და ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ჩვე­ნე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად ნამ­დვილ "ოქ­როს სა­ბა­დოდ" იქ­ცე­ვა. მერე რა, თუ "ოქრო" თა­ვა­დაა ამ შე­ვარ­დნე­ბის, და­ჭე­რე­ბის, ახე­ვე­ბის ერთ-ერთი ფუ­ძემ­დე­ბე­ლი. პო­ლი­ტი­კა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, მი­ზა­ნი ამარ­თლებს სა­შუ­ა­ლე­ბას და, რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ვა­რა­უ­დო­ბენ, საქ­მე უგუ­ლა­ვა­საც გას­ცდე­ბა და სა­ა­კაშ­ვი­ლის­კენ წავა.

ეკა სეხ­ნი­აშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

სკანდალური საქმეები, რის გამოც პროკურატურა გიგი უგულავას დაკითხავს

სკანდალური საქმეები, რის გამოც პროკურატურა გიგი უგულავას დაკითხავს

მთავარი პროკურატურა გიგი უგულავას საქმეზე მუშაობას იწყებს. ახლა მთავარია, რა იქნება ის ანკესი, რაზეც ქალაქის მერს "წამოაგებენ". უკვე გადაწყვეტილია და, პრაქტიკულად, თეა წულუკიანმაც დაადასტურა, უგულავასთან ბევრი შეკითხვა არსებობს", მაგრამ მტკიცებულებებს ვეძებთო. ქალაქის მერზე "ნადირობა დაიწყო", მაგრამ სამხილების მოძიებაში კბილაშვილის უწყება გაიჭედა. პრემიერ-მინისტრის გარემოცვიდან ხმები გამოდის, ივანიშვილს ქალაქის მერის მთავრობის სხდომაზე მისვლა ვერ მოუნელებიაო.

ზოგადად, ახალი პროკურატურის პირობებში, ძნელია განსაზღვრო, რას გამოიყენებს ბრალმდებელი სტრუქტურა სისხლისსამართლებრივი ბრალის მთავარ მიზეზად. მაგალითად, ბაჩო ახალაიას შემთხვევაში, "პირველადი" ბრალის წაყენების დროს პროკურატურის სამხილები, ცოტა არ იყოს, უსუსურად გამოიყურებოდა, ამიტომაც პროკურატურამ დამამძიმებელი გარემოებების მოძებნა მოგვიანებით დაიწყო. როგორც საქმეში ჩახედულები ამბობენ, უგულავას შემთხვევისთვის პროკურატურა ეცდება, უფრო დამაჯერებელი იყოს. ის, რომ საახალწლო ღონისძიებები 567 000 ლარი დაჯდა და მერიამ საახალწლოდ "ბარამბოს" ლამის ნახევარმილიონიანი შოკოლადით ჩაიტკბარუნა პირი, ეს მოქმედი მერისთვის ვერაფერი სამხილია, რადგან ტენდერს თავისი პირობები აქვს და "ბარამბოს" ტკბილეული თუ კომისიის წევრებისთვის რუსულ "დათუნიას" სჯობს, სამართლებრივი მოდავების საკითხი ვერ გახდება და შიდამოხმარების საგანია.

უგულავასთვის ვერც აშშ-ში მივლინების საკითხი გამოდგება სისხლისსამართლებრივი შედავების საგნად. ლას-ვეგასში მერის ვიზიტი ოფიციალური იყო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებსაც შეხვდა, ნარჩენების გადამტანი და გადამამუშავებელი ტექნიკის გამოფენასაც დაესწრო. თუმცა, ქალაქის მერს საგანგებოდ მაინც "ჩაუსხდებიან": ერთი მხრივ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, რომელიც არა მხოლოდ თბილისის ბიუჯეტის ხარჯვით პარამეტრებსა და სოციალურად დაუცველების თემებს ჩაუკირკიტებს. "ვერსიის" წყაროს ინფორმაციით, პროკურატურაში უკვე გადაიბარეს მასალა, რომელიც ხადურის უწყებამ მოიპოვა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლევან მეტრეველი დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულებრივად გაურიგდა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ფირმის დირექტორს და მას ქრთამის სახით გამოართვა 3 000 ლარის ოდენობის თანხა, რის სანაცვლოდაც დაპირდა, რომ შესაბამის დოკუმენტებში გაზრდიდა შესრულებული სამუშაოების მოცულობას. ასევე, მწვანე თარგებიდან სტრუქტურა დარღვეული ნიადაგის ფენების მოშორებისა და ნოყიერი ფენებით ნიადაგის შევსების სამუშაოებს შესრულებულად ჩაიბარებდა. ეს პირველი მცდელობა არ გახლავთ, რომ გიგი უგულავას პროკურატურამ "კბილი" მოუსინჯოს. ასეთი "ლიფსიტებით" მერიის "ბობოლა" ჩინოვნიკებზე გასვლას დააპირებენ, ამ ჩინოვნიკებს მერე თუ ათქმევინებენ, გიგისთან მიმქონდაო, საქმის შეკერვისათვის ალბათ გამოდგება. არც ის განსაჯაროებულა, რომ ქალაქის პროკურატურამ, გამორიცხული არაა, თბილისის სარეზერვო და განვითარების ფონდების ხარჯვითი ნაწილის გადამოწმება მოითხოვოს. ამის შესახებ გამოძიების დაწყებას ჯერ კიდევ საკრებულოს წევრი თინა ხიდაშელი ითხოვდა, რომელიც ახლა პარლამენტშია, მასალები კი - მის მაგიდაზე.

პი-ემ-სი კვლევითმა ცენტრმა და "კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითმა ინსტიტუტმა" თბილისის 2011-2012 წლის ბიუჯეტის რამდენიმე პროგრამის მონიტორინგის შედეგები სულ ახლახან დადეს. კვლევები ეხებოდა თბილისის სარეზერვო ფონდის, სკოლამდელი განათლების პროგრამისა და "ქალაქის დასუფთავების პროგრამას". თბილისის მერიის სარეზერვო ფონდის მონიტორინგისას (სარეზერვო ფონდის 2012 წლის ბიუჯეტი 5 მილიონ ლარი) მთავარ პრობლემად მერიიდან ინფორმაციის მიღების სირთულე და ფონდის არაგამჭირვალობა გამოიკვეთა. ისინი აცხადებდნენ, რომ თბილისის სარეზერვო ფონდიდან ხდებოდა ერთჯერადი დახმარებების გაცემა, რაც ეწინააღმდეგებოდა სარეზერვო ფონდის გამოყენების პრინციპს, რომლის მიხედვითაც, თანხების გამოყოფა ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის უნდა მოხდეს. თბილისის დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის პროგრამის მონიტორინგისას გამოიკვეთა, რომ თბილისის დასუფთავების საფასურის ოდენობა, ყოველგვარი მეთოდოლოგიისა და დასაბუთების გარეშე, განსაზღვრა ქალაქის მერიამ - 0,05 თეთრი 1 კვტ ელექროენერგიაზე გაანგარიშებით. თბილისში დასუფთავების დარგის მართვა 2011 წლიდან ხორციელდება მუნიციპალური საწარმოს "თბილსერვის ჯგუფის" მიერ - მოქალაქეების მიერ გადახდილი დასუფთავების გადასახადი არა ბიუჯეტში, არამედ სწორედ ამ საწარმოს ანგარიშზე მიემართება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საჯარო ფინანსების მართვისა და ანგარიშგების ხარისხსო - ასეთი იყო კვლევის საპრეზენტაციო შედეგები.

ცალკე შესწავლის საკითხი იყო დაბა გუდაურში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების, ინფორმაცია 2010-2011 წლებში ქალაქის გამწვანებაზე დახარჯული თანხების შესახებ; ინფორმაცია 2011 წლის I კვარტალში სარეზერვო ფონდებიდან გაწული ხარჯების შესახებ, 5-ლარიანი ვაუჩერი თბილისის მოქალაქეებისათვის და ა.შ. საკითხები. როგორც ჯერ კიდევ საკრებულოსდროინდელი ოპოზიცია აცხადებდა, თბილისის ბიუჯეტი მთლიანად უგულავას პიარზე, მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე იყო გათვლილიო. "თავისუფალი დემოკრატებიდან" საკრებულოს წევრი ზურა აბაშიძე იმ ფირმების ნუსხასაც ასახელებდა, სადაც ქალაქის ტენდერებიდან ფულები იქაჩებოდა. ზურაბ აბაშიძის მაშინდელი მონაცემებით, რამდენიმე მილიონი სულ 10-იოდე ფირმაში იყო აკუმულირებული და უმრავლესობის უკან ბობოლა ჩინოვნიკები დგანან: შპს "გამა პლიუსი" – 59 812 ლარი, შპს "ბლექ სი გრუპი" – 1451 613 ლარი და 1 067 560 (გივი თარგამაძის ნათესავის ფირმა), შპს "ჯეთფაჩერ ჯორჯია" – 792 000 ლარი, შპს "გერმანულ-ქართული სამშენებლო კომპანია" – 915 895 ლარი, შპს "კოლხი" – 876 219 ლარი (არჩილ გეგენავასთან დაახლოვებული ბიზნესმენის ფირმად სახელდებოდა), შპს "ლაბორატორია" 790 290 ლარი, შპს "თბილგანათება" – 1 მილიონ 295 509 ლარი, შპს "მამული" - 279 995 ლარი, შპს "სანიაღვრე მეურნეობა" – 866 917 ლარი, 199 915 ლარი და 1 მილიონ 099 984 ლარი. ჯამში 12 მილიონამდე.

საკრებულოს წევრი ზაზა გაბუნია კი "ძველი თბილისის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელის გიორგი საბანაძის "საზღვარგარეთ სამკურნალოდ" წასვლას ეჭვობს. ეს ფონდები წარმატებულ და ქალაქის განვითარებისთვის აუცილებელ ფონდებად სახელდება, მაგრამ პროკურატურა "ძველი თბილისის ახალ სიცოცხლეს", "გუდაურის განვითარების ფონდს", და ა.შ. მერიასთან არსებული ფონდების საკითხებს აუცილებლად შეისწავლისო. ეჭვები და მოარული ხმები მას შემდეგაც გაჩნდა, რაც ჯერ კიდევ 2010 წლის მაისში ოპოზიციამ დაიწყო საუბარი, რომ შპს "კლუბ დივას" ანგარიშზე თანხა იყო აკუმულირებულიო. ხმები ხმებად დარჩა, ხოლო რიყეზე ძმები შარანგიების გვარი ამოვარდა.

2008 წელს კი მერიის მიერ დაფუძნებული ფონდი შედის რიყის მართვაში - ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხშირად უცნობი იყო ამა თუ იმ დაკვეთის შესრულებაზე გამოყოფილი თანხის ოდენობა და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები. ასევე, ისტორიული სტატუსის მქონე შენობების გასხვისების საკითხებსაც შეისწავლიან. აღნიშნული სარეზერვო და სხვა მერიის ფონდების საკითხები "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც" შეისწავლა და ანგარიში მოამზადა, მათ შორის რიყის საკითხებში უგულავას ცოლისდის მეუღლეც ფიგურირებსო, ამტკიცებდნენ "ახალგაზრდა იურისტებში". მასალები კი, რომელიც თბილისში წყალდიდობისთვის 3 მილიონის გამოყოფას ეხებოდა, თბილისის საკრებულოს წევრის თინა ხიდაშელის უშუალო ინიციატივით გაჟღერდა: ხიდაშელი მიიჩნევდა, რომ ეს წყალდიდობა სანიაღვრე არხებისა და კოლექტორების გაუმართავობის ბრალი იყო, თუმცა ბიუჯეტიდან ფული გამოიყოფოდა ამისთვის და 2008 წელს არსებობდა 1 მილიონ 089 178-ლარიანი ხელშეკრულება შპს "ალიანსთან", ხოლო 2011 წლის 8 სექტემბერს, ამავე შპს "ალიანსთან" უკვე ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, ისევ 1 მილიონ 700 000-იან ხეშლეკრულება. ახლა უკვე მაღალ თანამდებობაზე მოკალათებული ყოფილი ოპოზიცონერები განსაკუთრებით აპროტესტებდნენ ბიუროკრატიულ და გასართობ ღონისძიებებში გახარჯულ თანხებს:

1. ტენდერი 2010-2011 წლებში საკონცერტო და ქალაქგაფორმებით ღონისძიებებზე - სცენებით, ტრიბუნებით, პოდიუმებით, საგრიმიოროებით, გასახდელებით უზრულველყოფა - 1 მილიონ 721 300 ლარი. ტენდერი ოფიციალური სტუმრების და მერიის დადგენილი ღონისძიებებისთვის: სასტუმროებით სტუმრებისთვის მომსახურება - 311 000 ლარი, რესტორნებით მომსახურება - 110 450 ლარი;

2. კონცერტების ჯებირების გაწყობა-ალაგება - 200 000 ლარი (იგულისხმება სადღესასწაულო, სპორტული, სარიტუალო ღონისძიებები);

3. მრავალწლიანი ტენდერი 2010-2011 წლებში, სხვადასხვა ღონისძიებათა უზრუნველსაყოფად, გახმოვანებისა და საკონცერტო აპარატურისთვის. 1 ლოტი - 365 000 ლარი, 2 ლოტი - 207 000 ლარი. ხელშეკრულების ვადა 2011 წლის ჩათვლით.

4. საკონცერტო განათებისა და მინათების აპარატურით უზრუნველყოფა - 182 860 ლარის სახელმწიფო შესყიდვა (მომსახურების გაწევის ვადა 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით);

5. ქალაქგაფორმებითა და ბიოტუალეტებით უზრუნველყოფა - 130 000 ლარი;

6. მერიის კუთვნილი ავტომანქანების საექსპლუატაციო მომსახურება - 460 000 ლარი;

7. სიჩქარის შემანელებელი ზოლების დახაზვა ასფალტზე - 241 500 ლარი;

8. ტენდერი შადრევნების მოვლა-პატრონობაზე - 600 000 ლარი.

თუმცა ეს ციფრები უგულავას ბიუჯეტში და სატენდერო წინადადებებში ოფიციალურად ჰქონდა გათვლილი, მაგრამ ახლა ქალაქის მერი ერთია, პოლიტიკური რეალობა და მისდამი "ანკესის წამოდების" მიზეზი კი სხვა. გიგი უგულავა აცხადებს, რომ განსხვავებული პოლიტიკური აზრის დევნა და პოლიტიკური შურისძიება უნდა შეწყდეს, ამ უსამართლო პოლიტიკურ წნეხს გაუძლებს და ბიუჯეტთან მიმართებაში ყველაფერი გამჭირვალედ აქვს. თუმცა თუ საქმეს დასჭირდება, ბუზის სპილოდ ქცევაც არაა ზოგჯერ პრობლემა. მით უმეტეს, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ივანიშვილს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარება ჟანგბადივით სჭირდება, უგულავას დაჭერა კი, მისთვის ახალი მერის არჩევნების საბაბი გახდება. ასე რომ, როგორც ამბობენ, პროკურატურაში უგულავაზე "კბილები უკვე ალესილი აქვთ", დანარჩენი კი პროკურორების "ტექნიკის" საქმეა. მით უმეტეს, თბილისში უკვე ჩამოვიდა ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც პროკურატურისთვის მტკიცებულებებისა და ჩვენებების მისაღებად ნამდვილ "ოქროს საბადოდ" იქცევა. მერე რა, თუ "ოქრო" თავადაა ამ შევარდნების, დაჭერების, ახევების ერთ-ერთი ფუძემდებელი. პოლიტიკაში, სამწუხაროდ, მიზანი ამართლებს საშუალებას და, როგორც პროკურატურაში ვარაუდობენ, საქმე უგულავასაც გასცდება და სააკაშვილისკენ წავა.

ეკა სეხნიაშვილი

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა