სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ნიჟარაძის ახალი ცხოვრება ისევ ცეკვით დაიწყო
ეკა ნიჟარაძის ახალი ცხოვრება ისევ ცეკვით დაიწყო

და­ვი­წყე­ეთ: ერთი, ორი სამი და ნა­ბი­ჯი, ოთხი, ხუთი და ბრუ­ნი, კარ­გია, თა­ვი­და­ა­ან! იიი.... ეკა ნი­ჟა­რა­ძე, ბოლო დღე­ე­ბია, სულ ცეკ­ვა­ზე ფიქ­რობს, სიზ­მრა­დაც კი ამას ნა­ხუ­ლობს, ხან ეშ­ლე­ბა და არ გა­მოს­დის, ხან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა და მა­ყუ­რებ­ლის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა­საც იმ­სა­ხუ­რებს. საქ­მე ის გახ­ლავთ, რომ მსა­ხი­ობ­მა უკვე მე­რამ­დე­ნედ გა­და­წყვი­ტა, ცეკ­ვა ყო­ფი­ლი­ყო მის ცხოვ­რე­ბა­ში და "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­ო­რე სე­ზონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და­თან­ხმდა. მისი ცხოვ­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოა, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ზოგ­ჯერ აღ­მაფ­რე­ნით სავ­სე, სიყ­ვა­რუ­ლით და ენ­თუ­ზი­აზ­მით გა­ჯე­რე­ბუ­ლი, ზოგ­ჯერ ცრემ­ლი­ა­ნი და სევ­და­ნა­რე­ვი. ის­ტო­რი­ის და­სა­წყი­სი ისევ ცეკ­ვაა, ცეკ­ვი­დან ცეკ­ვამ­დე კი დღემ­დე გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბა ჩა­ე­ტია.

დღეს მისი ცხოვ­რე­ბა მთლი­ა­ნად ცეკ­ვამ ჩა­ით­რია, დი­ლას დგე­ბა ადრე, ბავ­შვებს სა­უზ­მეს უმ­ზა­დებს, სა­დილს აკე­თებს, ალა­გებს და სა­ა­ბა­ზა­ნო­დან ახალ­გა­მო­სუ­ლი გი­ჟი­ვით მირ­ბის რე­პე­ტი­ცი­ა­ზე. მერე მთე­ლი დღე რე­პე­ტი­ცია და სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბაა. მის­გან ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა­ზე და­თან­ხმე­ბა რის­კიც კი იყო. თა­ვი­დან შე­მო­თა­ვა­ზე­ბას მა­შინ­ვე ვერ და­თან­ხმდა, ჯერ შვი­ლებს ჰკი­თხა და მათ­გან მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღო, შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარს გა­უ­ზი­ა­რა, ზოგ­მა უთხრა, კარ­გად და­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყო, იქ­ნებ, არ ღირ­და. ამ სი­ტყვებ­მა გა­ნუმ­ტკი­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და და­თან­ხმდა. იმ დღის შემ­დეგ მის ცხოვ­რე­ბა­ში მეტი არც არა­ფე­რი ხდე­ბა, მე­გობ­რე­ბის ნახ­ვა კი არა, შვი­ლებ­საც ვე­ღარ ნა­ხუ­ლობს.

ის ცხოვ­რე­ბა­ში ცეკ­ვა ბავ­შვო­ბა­ში შე­მო­ვი­და, პა­ტა­რა იყო, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში რომ ჩა­ა­ბა­რა და ბა­ლე­რი­ნო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. ყვე­ლა­ფე­რი სკო­ლი­დან და ფი­ზი­კუ­რი აღ­ზრდის გაკ­ვე­თი­ლე­ბი­დან და­ი­წყო. ეკას გა­უ­მარ­თლა, ფი­ზკულ­ტუ­რას ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნის და - მაკო ახვლე­დი­ა­ნი ას­წავ­ლი­და, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად დგამ­და კლა­სის­თვის ცეკ­ვებს, ისი­ნი ხან სკო­ლის დარ­ბაზ­ში გა­მო­დი­ოდ­ნენ, ხა­ნაც ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნის სახლ-მუ­ზე­უმ­ში და ხან კი­დევ სად. მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო. სწო­რედ ამ ქალ­ბა­ტონ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ეკას ცეკ­ვის ნიჭი ჰქონ­და, მის აღ­მო­ჩე­ნას ბე­ბი­აც და­ე­თან­ხმა, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე ბა­ლეტ­ზე და­დი­ო­და. ისე მოხ­და, რომ ცხრა წლის გო­გო­ნა ბა­ბუ­ის უჩუმ­რად გა­მოც­დებ­ზე წა­იყ­ვა­ნეს, ეკა სას­წავ­ლე­ბელ­ში უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბე­ბით მოხ­ვდა. ახლა ხვდე­ბა, რამ­დე­ნი რამ მის­ცა იმ წლებ­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, მისი ხა­სი­ა­თი იქ ჩა­მო­ყა­ლიბ­და, ის­წავ­ლა პუნ­ქტუ­ა­ლუ­რო­ბა, დის­ციპ­ლი­ნა და გა­ი­აზ­რა, რომ ყვე­ლა­ფერს სჭირ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი შრო­მა, იგე­მა წარ­მა­ტე­ბის გე­მოც.

ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ამ­თავ­რა იმ დროს, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ომი იყო, არა­ვის ეცა­ლა ხე­ლოვ­ნე­ბის­თვის, ეკა­მაც სა­ბუ­თე­ბი თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში შე­ი­ტა­ნა და მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბით ჩა­ი­რი­ცხა. ოჯა­ხის წევ­რებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­უ­წე­ვი­ათ. სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბამ­დე ეკა დე­დას­თან ერ­თად ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლის დი­რექ­ტორ­მა და­ი­ბა­რა და უთხრა, რომ ერთი წლით სას­წავ­ლებ­ლად ამე­რი­კა­ში უნდა წა­სუ­ლი­ყო. ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! და­ახ­ლო­ე­ბით ისე ჟღერ­და, დღეს სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბულ ახალ­გაზ­რდას მარსზე წას­ვლა რომ შეს­თა­ვა­ზონ. და­იბ­ნა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა გა­უ­ჭირ­და, თუმ­ცა... გაც­ვლი­თი პროგ­რა­მა იყო, ამე­რი­კი­დან ჩა­მო­ვი­და გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ეკას ოჯახ­ში ცხოვ­რობ­და, ხოლო ეკა იქ სა­ბა­ლე­ტო სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და და ცხოვ­რობ­და სამ­ხრეთ კა­რო­ლი­ნა­ში. გა­უ­მარ­თლა, ძა­ლი­ან კარგ ოჯახ­ში მოხ­ვდა, ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლისს ეკა დე­დას ეძახ­და, და­დი­ო­და სა­ბა­ლე­ტო სკო­ლა­ში, სწავ­ლობ­და, ბევ­რს მე­ცა­დი­ნე­ობ­და, ზოგ­ჯერ ერ­თო­ბო­და თა­ნა­ტო­ლებ­თან. ყვე­ლა­ფე­რი ოც­ნე­ბას ჰგავ­და, იქ ბევ­რი რამ ის­წავ­ლა, თუმ­ცა ერთი წლის შემ­დეგ დარ­ჩე­ნის რე­ა­ლუ­რი შან­სის მი­უ­ხე­და­ვად, დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და თბი­ლი­სის ომს შე­ე­ჯა­ხა. ურ­თუ­ლე­სი წლე­ბი იყო, თე­ატ­რა­ლურ­ში სწავ­ლობ­და, ოჯა­ხიც შექ­მნა, ორი შვი­ლიც გა­ა­ჩი­ნა და მა­შინ, როცა თან­და­თან ყვე­ლა­ფე­რი მო­წეს­რიგ­და, თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბაც და­ი­წყო. 2008 წელს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის დასი ამე­რი­კა­ში იყო გას­ტრო­ლებ­ზე, ეკამ დე­დო­ბილს და­უ­რე­კა და ისიც მო­ვი­და სპექ­ტაკლზე. სა­ო­ცა­რი შეხ­ვედ­რა იყო. ეკას იმ ოჯახ­თან დღემ­დე აქვს მი­მო­წე­რა და ბედ­ნი­ე­რია, რომ ცხოვ­რე­ბამ მის­ცა შან­სი, ასე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ე­ღო. არა­ფერს ნა­ნობს, არას­დროს უნა­ნია ჩა­მოს­ვლა, მარ­თა­ლია, არა­ვინ იცის რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და მისი ცხოვ­რე­ბა, ბა­ლეტს რომ გაჰ­ყო­ლო­და, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ასე იყო სა­ჭი­რო.

ნიკო გო­მე­ლა­ურ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა, მას­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი და­უ­ვი­წყა­რია. მე­ო­რე კურ­სზე გა­თხოვ­და, ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი და და­უ­ფიქ­რებ­ლად ენ­დო­ბო­და. ნი­კომ და­ამ­თავ­რა ინ­სტი­ტუ­ტი და ყვე­ლას გა­სა­ოც­რად ვერც ერთ თე­ატ­რში ვერ და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, რაც ძა­ლი­ან აწუ­ხებ­და, გიჟ­დე­ბო­და პრო­ფე­სი­ა­ზე და მუ­შა­ო­ბა სწყუ­რო­და.

ეკა ერთი წლით მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში და­ა­კა­ვეს, შემ­დეგ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი­დან მი­ი­ღო მიწ­ვე­ვა. ერთ-ერთ თე­ატ­რში და­ა­კა­ვეს ნი­კოც, იმ­დე­ნად მონ­დო­მე­ბუ­ლი იყო და ენ­თუ­ზი­აზ­მით სავ­სე, გა­ყი­ნულ დარ­ბაზ­ში და­უ­ზო­გა­ვად რე­პე­ტი­ცი­ობ­და. პრე­მი­ე­რის წინ კი ნი­კოს უთხრეს, რომ მის ნაც­ვლად სხვა ითა­მა­შებ­და, ამან დიდი სტრე­სი მი­ა­ყე­ნა, თუმ­ცა ნი­კომ შეძ­ლო და გა­და­ლა­ხა სიძ­ნე­ლე. ეკას ხელს უწყობ­და, როცა ის რე­პე­ტი­ცი­ა­ზე იყო, ბავ­შვებს იტო­ვებ­და, რჩე­ვებს აძ­ლევ­და და ეხ­მა­რე­ბო­და, თუმ­ცა ეკა ხვდე­ბო­და, რომ ნიკო იტან­ჯე­ბო­და და ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, რათა მათი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა სი­ხა­რუ­ლი­თა და ბედ­ნი­ე­რი წუ­თე­ბით სავ­სე ყო­ფი­ლი­ყო. პირ­ვე­ლი შვი­ლი ომის დროს და­ი­ბა­და, ურ­თუ­ლე­სი დღე­ე­ბი იყო, ნი­კოს ახ­ლო­ბე­ლი გარ­და­ეც­ვა­ლა, თუმ­ცა ტა­სოს და­ბა­დე­ბამ ყვე­ლა­ფე­რი გა­და­წო­ნა. ეკამ, რო­გორც კი შე­ხე­და ბავ­შვს, მიხ­ვდა, რომ იმ წუ­თი­დან მისი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა, იყო მხო­ლოდ ტასო და მას­ზე ზრუნ­ვა, მის­თვის ცხოვ­რე­ბა. დღეს სამი შვი­ლის დე­დაა, მათი აღ­ზრდა და ადა­მი­ა­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა რთუ­ლი, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია. ცდი­ლობს, შვი­ლებ­თან იმე­გობ­როს, გა­მოს­დის კი­დეც. ტასო უკვე გა­თხო­ვი­ლია, თა­ვი­სი ოჯა­ხი ჰყავს, ტა­სოს სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­აც ეკას თვალ­წინ გან­ვი­თარ­და, მისი მე­სა­ი­დუმ­ლეც იყო.

დღეს ეკა მარ­ტოა, ოჯა­ხი აღარ ჰყავს, ჩვე­ვად ექცა მარ­ტო ცხოვ­რე­ბა, ზრუნ­ვა შვი­ლებ­ზე, გა­ნუ­წყვე­ტე­ლი მუ­შა­ო­ბა და ფიქ­რი, მათ­თვის უკე­თე­სი მო­მავ­ლის შექ­მნა­ზე. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ეკა ნი­ჟა­რა­ძე ცხოვ­რე­ბის ამ სტილს შე­ეჩ­ვია და ახლა უკვე სხვა­ნა­ი­რად ვე­ღარ წარ­მო­უდ­გე­ნია.

ცხოვ­რე­ბის­გან ისე­თი დარ­ტყმა მი­ი­ღო, ტკი­ვი­ლის­გან სული ეფ­ლი­თე­ბო­და, ამა­ნაც გა­და­ი­ა­რა, დამ­შვიდ­და და დაღ­ვინ­და, ახლა მის ცხოვ­რე­ბა­ში მისი შვი­ლე­ბი და მათი მო­მა­ვა­ლია მთა­ვა­რი.

და კი­დევ საქ­მე, ეს მისი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, სი­გი­ჟემ­დე უყ­ვარს თა­ვი­სი პრო­ფე­სია - რამ­დე­ნი რო­ლიც ჰქო­ნია, იმ­დე­ნი ცხოვ­რე­ბით უცხოვ­რია. ახ­სენ­დე­ბა პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში. ეს იყო ჩე­ხო­ვის ნა­წარ­მო­ე­ბის მი­ხედ­ვით დათო დო­ი­აშ­ვი­ლის დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლი "სამი და", შემ­დეგ "სა­ლო­მეა". მა­ყუ­რე­ბელ­მა მი­ი­ღო და შე­იყ­ვა­რა სპექ­ტაკ­ლე­ბიც და ეკაც მთა­ვარ რო­ლებ­ში. ყო­ვე­ლი ახა­ლი რო­ლი­სას ღე­ლავს, ფრთხი­ლობს - შეძ­ლებს? გა­მო­ვა?.. და გა­მო­დის.

დღეს მხო­ლოდ ცეკ­ვას უთ­მობს დროს. მისი მხრი­დან კი­დევ ერთხელ ცეკ­ვა და თან სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბი გარ­კვე­ულ­წი­ლად რის­კი იყო, თუმ­ცა იმე­დი აქვს, ეს ნა­ბი­ჯი გა­ა­მარ­თლებს და სა­კუ­თარ თავს და­უმ­ტკი­ცებს, რომ ესეც შე­უძ­ლია!

ქეთი მი­ქა­ნა­ძე

ყო­ველ­თვი­უ­რი ჟურ­ნა­ლი "ბო­მონ­დი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

ეკა ნიჟარაძის ახალი ცხოვრება ისევ ცეკვით დაიწყო

ეკა ნიჟარაძის ახალი ცხოვრება ისევ ცეკვით დაიწყო

დავიწყეეთ: ერთი, ორი სამი და ნაბიჯი, ოთხი, ხუთი და ბრუნი, კარგია, თავიდააან! იიი.... ეკა ნიჟარაძე, ბოლო დღეებია, სულ ცეკვაზე ფიქრობს, სიზმრადაც კი ამას ნახულობს, ხან ეშლება და არ გამოსდის, ხან ყველაფერი კარგადაა და მაყურებლის აღფრთოვანებასაც იმსახურებს. საქმე ის გახლავთ, რომ მსახიობმა უკვე მერამდენედ გადაწყვიტა, ცეკვა ყოფილიყო მის ცხოვრებაში და "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეორე სეზონში მონაწილეობას დათანხმდა. მისი ცხოვრება საინტერესოა, მრავალფეროვანი და ზოგჯერ აღმაფრენით სავსე, სიყვარულით და ენთუზიაზმით გაჯერებული, ზოგჯერ ცრემლიანი და სევდანარევი. ისტორიის დასაწყისი ისევ ცეკვაა, ცეკვიდან ცეკვამდე კი დღემდე განვლილი ცხოვრება ჩაეტია.

დღეს მისი ცხოვრება მთლიანად ცეკვამ ჩაითრია, დილას დგება ადრე, ბავშვებს საუზმეს უმზადებს, სადილს აკეთებს, ალაგებს და სააბაზანოდან ახალგამოსული გიჟივით მირბის რეპეტიციაზე. მერე მთელი დღე რეპეტიცია და საკუთარ თავზე მუშაობაა. მისგან ამ ნაბიჯის გადადგმა და მონაწილეობის მიღებაზე დათანხმება რისკიც კი იყო. თავიდან შემოთავაზებას მაშინვე ვერ დათანხმდა, ჯერ შვილებს ჰკითხა და მათგან მხარდაჭერა მიიღო, შემდეგ რამდენიმე მეგობარს გაუზიარა, ზოგმა უთხრა, კარგად დაფიქრებულიყო, იქნებ, არ ღირდა. ამ სიტყვებმა განუმტკიცა გადაწყვეტილება და დათანხმდა. იმ დღის შემდეგ მის ცხოვრებაში მეტი არც არაფერი ხდება, მეგობრების ნახვა კი არა, შვილებსაც ვეღარ ნახულობს.

ის ცხოვრებაში ცეკვა ბავშვობაში შემოვიდა, პატარა იყო, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში რომ ჩააბარა და ბალერინობაზე ოცნებობდა. ყველაფერი სკოლიდან და ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებიდან დაიწყო. ეკას გაუმართლა, ფიზკულტურას ელენე ახვლედიანის და - მაკო ახვლედიანი ასწავლიდა, რომელიც მუდმივად დგამდა კლასისთვის ცეკვებს, ისინი ხან სკოლის დარბაზში გამოდიოდნენ, ხანაც ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში და ხან კიდევ სად. მასთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო იყო. სწორედ ამ ქალბატონმა აღმოაჩინა, რომ ეკას ცეკვის ნიჭი ჰქონდა, მის აღმოჩენას ბებიაც დაეთანხმა, რომელიც თავის დროზე ბალეტზე დადიოდა. ისე მოხდა, რომ ცხრა წლის გოგონა ბაბუის უჩუმრად გამოცდებზე წაიყვანეს, ეკა სასწავლებელში უმაღლესი შეფასებებით მოხვდა. ახლა ხვდება, რამდენი რამ მისცა იმ წლებმა, ფაქტობრივად, მისი ხასიათი იქ ჩამოყალიბდა, ისწავლა პუნქტუალურობა, დისციპლინა და გაიაზრა, რომ ყველაფერს სჭირდება სერიოზული შრომა, იგემა წარმატების გემოც.

ქორეოგრაფიული სასწავლებელი დაამთავრა იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ომი იყო, არავის ეცალა ხელოვნებისთვის, ეკამაც საბუთები თეატრალურ ინსტიტუტში შეიტანა და მაღალი ქულებით ჩაირიცხა. ოჯახის წევრებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. სასწავლო წლის დაწყებამდე ეკა დედასთან ერთად ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორმა დაიბარა და უთხრა, რომ ერთი წლით სასწავლებლად ამერიკაში უნდა წასულიყო. ეს შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! დაახლოებით ისე ჟღერდა, დღეს სკოლადამთავრებულ ახალგაზრდას მარსზე წასვლა რომ შესთავაზონ. დაიბნა და გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა, თუმცა... გაცვლითი პროგრამა იყო, ამერიკიდან ჩამოვიდა გოგონა, რომელიც ეკას ოჯახში ცხოვრობდა, ხოლო ეკა იქ საბალეტო სკოლაში სწავლობდა და ცხოვრობდა სამხრეთ კაროლინაში. გაუმართლა, ძალიან კარგ ოჯახში მოხვდა, ოჯახის დიასახლისს ეკა დედას ეძახდა, დადიოდა საბალეტო სკოლაში, სწავლობდა, ბევრს მეცადინეობდა, ზოგჯერ ერთობოდა თანატოლებთან. ყველაფერი ოცნებას ჰგავდა, იქ ბევრი რამ ისწავლა, თუმცა ერთი წლის შემდეგ დარჩენის რეალური შანსის მიუხედავად, დაბრუნდა საქართველოში და თბილისის ომს შეეჯახა. ურთულესი წლები იყო, თეატრალურში სწავლობდა, ოჯახიც შექმნა, ორი შვილიც გააჩინა და მაშინ, როცა თანდათან ყველაფერი მოწესრიგდა, თეატრში მუშაობაც დაიწყო. 2008 წელს მარჯანიშვილის თეატრის დასი ამერიკაში იყო გასტროლებზე, ეკამ დედობილს დაურეკა და ისიც მოვიდა სპექტაკლზე. საოცარი შეხვედრა იყო. ეკას იმ ოჯახთან დღემდე აქვს მიმოწერა და ბედნიერია, რომ ცხოვრებამ მისცა შანსი, ასეთი გამოცდილება მიეღო. არაფერს ნანობს, არასდროს უნანია ჩამოსვლა, მართალია, არავინ იცის როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება, ბალეტს რომ გაჰყოლოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ასე იყო საჭირო.

ნიკო გომელაურთან ერთად ცხოვრება, მასთან გატარებული დღეები დაუვიწყარია. მეორე კურსზე გათხოვდა, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და დაუფიქრებლად ენდობოდა. ნიკომ დაამთავრა ინსტიტუტი და ყველას გასაოცრად ვერც ერთ თეატრში ვერ დაიწყო მუშაობა, რაც ძალიან აწუხებდა, გიჟდებოდა პროფესიაზე და მუშაობა სწყუროდა.

ეკა ერთი წლით მოზარდ მაყურებელთა თეატრში დააკავეს, შემდეგ მარჯანიშვილის თეატრიდან მიიღო მიწვევა. ერთ-ერთ თეატრში დააკავეს ნიკოც, იმდენად მონდომებული იყო და ენთუზიაზმით სავსე, გაყინულ დარბაზში დაუზოგავად რეპეტიციობდა. პრემიერის წინ კი ნიკოს უთხრეს, რომ მის ნაცვლად სხვა ითამაშებდა, ამან დიდი სტრესი მიაყენა, თუმცა ნიკომ შეძლო და გადალახა სიძნელე. ეკას ხელს უწყობდა, როცა ის რეპეტიციაზე იყო, ბავშვებს იტოვებდა, რჩევებს აძლევდა და ეხმარებოდა, თუმცა ეკა ხვდებოდა, რომ ნიკო იტანჯებოდა და ყველაფერს აკეთებდა, რათა მათი თანაცხოვრება სიხარულითა და ბედნიერი წუთებით სავსე ყოფილიყო. პირველი შვილი ომის დროს დაიბადა, ურთულესი დღეები იყო, ნიკოს ახლობელი გარდაეცვალა, თუმცა ტასოს დაბადებამ ყველაფერი გადაწონა. ეკამ, როგორც კი შეხედა ბავშვს, მიხვდა, რომ იმ წუთიდან მისი ცხოვრება შეიცვალა, იყო მხოლოდ ტასო და მასზე ზრუნვა, მისთვის ცხოვრება. დღეს სამი შვილის დედაა, მათი აღზრდა და ადამიანებად ჩამოყალიბება რთული, მაგრამ საინტერესო პროცესია. ცდილობს, შვილებთან იმეგობროს, გამოსდის კიდეც. ტასო უკვე გათხოვილია, თავისი ოჯახი ჰყავს, ტასოს სიყვარულის ისტორიაც ეკას თვალწინ განვითარდა, მისი მესაიდუმლეც იყო.

დღეს ეკა მარტოა, ოჯახი აღარ ჰყავს, ჩვევად ექცა მარტო ცხოვრება, ზრუნვა შვილებზე, განუწყვეტელი მუშაობა და ფიქრი, მათთვის უკეთესი მომავლის შექმნაზე. დამოუკიდებელი ეკა ნიჟარაძე ცხოვრების ამ სტილს შეეჩვია და ახლა უკვე სხვანაირად ვეღარ წარმოუდგენია.

ცხოვრებისგან ისეთი დარტყმა მიიღო, ტკივილისგან სული ეფლითებოდა, ამანაც გადაიარა, დამშვიდდა და დაღვინდა, ახლა მის ცხოვრებაში მისი შვილები და მათი მომავალია მთავარი.

და კიდევ საქმე, ეს მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, სიგიჟემდე უყვარს თავისი პროფესია - რამდენი როლიც ჰქონია, იმდენი ცხოვრებით უცხოვრია. ახსენდება პირველი სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრში. ეს იყო ჩეხოვის ნაწარმოების მიხედვით დათო დოიაშვილის დადგმული სპექტაკლი "სამი და", შემდეგ "სალომეა". მაყურებელმა მიიღო და შეიყვარა სპექტაკლებიც და ეკაც მთავარ როლებში. ყოველი ახალი როლისას ღელავს, ფრთხილობს - შეძლებს? გამოვა?.. და გამოდის.

დღეს მხოლოდ ცეკვას უთმობს დროს. მისი მხრიდან კიდევ ერთხელ ცეკვა და თან სამეჯლისო ცეკვები გარკვეულწილად რისკი იყო, თუმცა იმედი აქვს, ეს ნაბიჯი გაამართლებს და საკუთარ თავს დაუმტკიცებს, რომ ესეც შეუძლია!

ქეთი მიქანაძე

ყოველთვიური ჟურნალი "ბომონდი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება