საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰყავს თუ არა ელისო ჩაფიძეს მილიარდერი საქმრო - ”ბატონი ბიძინა ჩემს დაოჯახებაზე ზრუნავს”
ჰყავს თუ არა ელისო ჩაფიძეს მილიარდერი საქმრო - ”ბატონი ბიძინა ჩემს დაოჯახებაზე ზრუნავს”

და­ო­ჯა­ხე­ბის მიზ­ნით, პარ­ლა­მენ­ტარ ელი­სო ჩა­ფი­ძეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მი­ლი­არ­დე­რი მე­გო­ბა­რი გა­აც­ნო. სოსო ჯაჭვლი­ა­ნი სვა­ნე­თის მხა­რე­ში გუ­ბერ­ნა­ტო­რად ინიშ­ნე­ბა, მაგ­რამ სვა­ნე­ბი მას­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ამ­ბო­ბენ: მეს­ტი­ელ­მა კაც­მა კენ­ჭი გლ­დან­ში რა­ტომ იყა­რაო? - ამ ამ­ბებ­მა ალ­ბათ, თქვენც ისე­ვე და­გაბ­ნი­ათ, რო­გორც ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბი, მაგ­რამ არა­სე­რი­ო­ზულ კი­თხვებ­ზე გა­ცე­მუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი პა­სუ­ხე­ბი ნამ­დვი­ლად გა­გა­ხა­ლი­სებთ.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პარ­ლა­მენ­ტა­რი ელი­სო ჩა­ფი­ძე და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლი გახ­ლავთ და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ეს ფაქ­ტი ელი­სოს ტყი­ბუ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რად წარ­დგე­ნის დრო­საც აღ­ნიშ­ნა. ჰოდა, პარ­ლა­მენ­ტა­რის­თვის "გზის დარ­ტყმა" სწო­რედ ამ თე­მა­ზე მო­ვი­ფიქ­რეთ და ყო­ფილ კო­ლე­გას და­ვუ­კავ­შირ­დით.

- ელი­სო, გა­ვი­გეთ, რომ თქვენს გა­საც­ნო­ბად ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რე­ბი მი­ლი­არ­დე­რი მე­გო­ბა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­უყ­ვა­ნია. ეს სი­მარ­თლეა?

- მსგავ­სი არა­ფე­რი გა­მი­გო­ნია (იცი­ნის). ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია მარ­თლა გავ­რცელ­და?

- დიახ.

- და რას ამ­ბო­ბენ, ის კაცი ვინ არი­სო?

- სა­ხე­ლი და გვა­რი ვერ და­ვად­გი­ნეთ; მხო­ლოდ ის გა­ვი­გეთ, რომ წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლია, ბიზ­ნე­სი კი სა­ზღვარ­გა­რეთ აქვს.

- ვი­ნა­ო­ბა­საც თუ და­მიდ­გენთ, სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვიც­ნობ.

- თქვენ ეს ამ­ბა­ვი პირ­ვე­ლად ჩვენ­გან გა­ი­გეთ? იქ­ნებ ამ ყვე­ლა­ფერს ჯერ­ჯე­რო­ბით, სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავთ?

- მარ­თლა თქვენ­გან გა­ვი­გე!.. ისე, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ჩემს და­ო­ჯა­ხე­ბა­ზე მარ­თლა ზრუ­ნავს, მაგ­რამ რაც თქვენ მი­თხა­რით, სი­მარ­თლე არ არის.

- მისი ზრუნ­ვა რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა?

- მა­მაშ­ვი­ლუ­რად მირ­ჩევს, რომ ოჯა­ხი უნდა შევ­ქმნა. ამ თე­მა­ზე მეც ვფიქ­რობ... ისე, ჩემი საქმრო მი­ლი­ო­ნე­რია თუ მი­ლი­არ­დე­რი?

- მი­ლი­არ­დე­რი, მაგ­რამ ვერ გე­ტყვით, მისი ქო­ნე­ბა რამ­დე­ნად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. მი­ლი­ო­ნე­რი რომ იყოს, მას­ზე უარს იტყო­დით?

- გა­აჩ­ნია, რო­გო­რი პი­როვ­ნე­ბა იქ­ნე­ბა. ბო­ლოს და ბო­ლოს, მე ხომ ადა­მი­ან­ზე უნდა დავ­ქორ­წინ­დე და არა - ფულ­ზე. პო­ლი­ტი­კო­სის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ჰქონ­დეს. ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი მყავს და ვინ­მეს შე­ვარ­ჩევ; ამ საქ­მის­თვის არა­ვის შე­ვა­წუ­ხებ, ისე დავ­ქორ­წინ­დე­ბი.

- ელი­სო, ეს "გზის" დარ­ტყმა" იყო.

- მარ­თლა (იცი­ნის)?! ძა­ლი­ან გა­მამ­ხი­ა­რუ­ლეთ!..

- მგო­ნი, ბა­ტონ ბი­ძი­ნას კარ­გი იდეა მი­ვა­წო­დეთ, არა?

- (იცი­ნის) დიდი მად­ლო­ბა, რომ ჩემ­ზე ზრუ­ნავთ.

სოსო ჯაჭვლი­ა­ნი პარ­ლა­მენ­ტში გლ­და­ნე­ლე­ბის რჩე­უ­ლია. მას სხდო­მის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე და­ვუ­კავ­შირ­დით და ჩვენ მიერ მო­გო­ნილ ამ­ბებ­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა ვთხო­ვეთ.

- ბა­ტო­ნო სოსო, თქვენს მშობ­ლი­ურ მხა­რე­ში გუ­ბერ­ნა­ტო­რად მარ­თლა ინიშ­ნე­ბით?

- ეს ვინ გი­თხრათ? რას ლა­პა­რა­კობთ?

- რა, ეს ამ­ბა­ვი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა?

- არა, არა, ვი­ღა­ცის მო­გო­ნი­ლი ამ­ბა­ვია. მე პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ვარ.

- ისიც გა­ვი­გე, რომ სვა­ნე­ბი თქვენ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

- რა­ტომ? რა და­ვა­შა­ვე?

- მეს­ტი­ა­ში გაზ­რდილ­მა კაც­მა კენ­ჭი გლ­დან­ში რა­ტომ იყა­რაო?

- პი­რი­ქით, უნდა უხა­რო­დეთ, გლ­დან­ში რომ გა­ვი­მარ­ჯვე. მე ამ რა­ი­ონ­ში წლე­ბია, ვცხოვ­რობ. რა იყო აქ გა­საკ­ვი­რი, ვერ გა­ვი­გე...

- თქვენც გა­ი­გეთ, რომ სვა­ნე­ბი გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან?

- აქამ­დე არ გა­მი­გია, პირ­ვე­ლად თქვენ­გან მეს­მის...

- რას ეტყვით გან­რის­ხე­ბულ სვა­ნებს?

- აბა, რა უნდა ვუ­თხრა? სვა­ნე­ბიც, კა­ხე­ლე­ბიც, იმერ­ლე­ბიც, ქარ­თლე­ლე­ბიც და მეგ­რე­ლე­ბიც - ანუ ყვე­ლა ქარ­თვე­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სი­მარ­თლე გი­თხრა, ეს ამ­ბე­ბი ვი­ღა­ცის მო­გო­ნი­ლი მგო­ნია.

- მარ­თა­ლი ბრძან­დე­ბით!

- რა­შია საქ­მე?

- ჩვენ მო­ვი­გო­ნეთ, ეს რუბ­რი­კა "გზის" დარ­ტყმაა".

- გა­მო­ვი­ცა­ნი, არა? ხომ ხე­დავთ, ეშ­მა­კო­ბას მი­გიხ­ვდით (იცი­ნის).

- ხუმ­რო­ბა იქით იყოს და ბო­ლოს სვა­ნეთ­ში რო­დის იყა­ვით?

- კვი­რი­კო­ბას ვი­ყა­ვი. სვა­ნე­ბი გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი კი არა, გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, "შავი ჭირი" რომ მო­ვი­შო­რეთ.

- სვა­ნებ­ზე ანეკ­დო­ტი მო­მი­ყე­ვით და და­გემ­შვი­დო­ბე­ბით.

- მიყ­ვარს ისე­თი ანეკ­დო­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც დროს უძ­ლებს. სვა­ნი ქა­ლაქ­ში სტუმ­რად არის. ოჯა­ხის უფ­რო­სი ეტყვის, - მა­ღა­ზი­ა­ში ღვი­ნის ამო­სა­ტა­ნად ჩავ­დი­ვარ და ვიდ­რე ამო­ვალ, ბავ­შვს ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეო. 10 წუთ­ში მას­პინ­ძე­ლი სახ­ლში ბრუნ­დე­ბა და ხე­დავს, მისი ბავ­შვის თავ­ზე მო­საქ­მე­ბუ­ლია.

- ეს რა არის, რა ქენი, შენი დედა ვა­ტი­რეო, - გაბ­რაზ­დე­ბა სტუ­მარ­ზე.

- ჩემს ხე­ლებ­ში მო­შარ­და და მა­გას შე­ვარ­ჩენ­დიო?..

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom

ჰყავს თუ არა ელისო ჩაფიძეს მილიარდერი საქმრო - ”ბატონი ბიძინა ჩემს დაოჯახებაზე ზრუნავს”

ჰყავს თუ არა ელისო ჩაფიძეს მილიარდერი საქმრო - ”ბატონი ბიძინა ჩემს დაოჯახებაზე ზრუნავს”

დაოჯახების მიზნით, პარლამენტარ ელისო ჩაფიძეს ბიძინა ივანიშვილმა მილიარდერი მეგობარი გააცნო. სოსო ჯაჭვლიანი სვანეთის მხარეში გუბერნატორად ინიშნება, მაგრამ სვანები მასზე გაბრაზებულები არიან და ამბობენ: მესტიელმა კაცმა კენჭი გლდანში რატომ იყარაო? - ამ ამბებმა ალბათ, თქვენც ისევე დაგაბნიათ, როგორც ჩვენი რესპონდენტები, მაგრამ არასერიოზულ კითხვებზე გაცემული სერიოზული პასუხები ნამდვილად გაგახალისებთ.

მოგეხსენებათ, პარლამენტარი ელისო ჩაფიძე დასაოჯახებელი გახლავთ და ბიძინა ივანიშვილმა ეს ფაქტი ელისოს ტყიბულის მაჟორიტარად წარდგენის დროსაც აღნიშნა. ჰოდა, პარლამენტარისთვის "გზის დარტყმა" სწორედ ამ თემაზე მოვიფიქრეთ და ყოფილ კოლეგას დავუკავშირდით.

- ელისო, გავიგეთ, რომ თქვენს გასაცნობად ბატონ ბიძინა ივანიშვილს საზღვარგარეთ მცხოვრები მილიარდერი მეგობარი საქართველოში ჩამოუყვანია. ეს სიმართლეა?

- მსგავსი არაფერი გამიგონია (იცინის). ასეთი ინფორმაცია მართლა გავრცელდა?

- დიახ.

- და რას ამბობენ, ის კაცი ვინ არისო?

- სახელი და გვარი ვერ დავადგინეთ; მხოლოდ ის გავიგეთ, რომ წარმოშობით ქართველია, ბიზნესი კი საზღვარგარეთ აქვს.

- ვინაობასაც თუ დამიდგენთ, სიამოვნებით გავიცნობ.

- თქვენ ეს ამბავი პირველად ჩვენგან გაიგეთ? იქნებ ამ ყველაფერს ჯერჯერობით, საიდუმლოდ ინახავთ?

- მართლა თქვენგან გავიგე!.. ისე, ბატონი ბიძინა ჩემს დაოჯახებაზე მართლა ზრუნავს, მაგრამ რაც თქვენ მითხარით, სიმართლე არ არის.

- მისი ზრუნვა რაში გამოიხატება?

- მამაშვილურად მირჩევს, რომ ოჯახი უნდა შევქმნა. ამ თემაზე მეც ვფიქრობ... ისე, ჩემი საქმრო მილიონერია თუ მილიარდერი?

- მილიარდერი, მაგრამ ვერ გეტყვით, მისი ქონება რამდენად არის შეფასებული. მილიონერი რომ იყოს, მასზე უარს იტყოდით?

- გააჩნია, როგორი პიროვნება იქნება. ბოლოს და ბოლოს, მე ხომ ადამიანზე უნდა დავქორწინდე და არა - ფულზე. პოლიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია, რომ პირადი ცხოვრება მოწესრიგებული ჰქონდეს. ბევრი თაყვანისმცემელი მყავს და ვინმეს შევარჩევ; ამ საქმისთვის არავის შევაწუხებ, ისე დავქორწინდები.

- ელისო, ეს "გზის" დარტყმა" იყო.

- მართლა (იცინის)?! ძალიან გამამხიარულეთ!..

- მგონი, ბატონ ბიძინას კარგი იდეა მივაწოდეთ, არა?

- (იცინის) დიდი მადლობა, რომ ჩემზე ზრუნავთ.

სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტში გლდანელების რჩეულია. მას სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დავუკავშირდით და ჩვენ მიერ მოგონილ ამბებზე კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

- ბატონო სოსო, თქვენს მშობლიურ მხარეში გუბერნატორად მართლა ინიშნებით?

- ეს ვინ გითხრათ? რას ლაპარაკობთ?

- რა, ეს ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება?

- არა, არა, ვიღაცის მოგონილი ამბავია. მე პარლამენტის წევრი ვარ.

- ისიც გავიგე, რომ სვანები თქვენზე გაბრაზებულები არიან.

- რატომ? რა დავაშავე?

- მესტიაში გაზრდილმა კაცმა კენჭი გლდანში რატომ იყარაო?

- პირიქით, უნდა უხაროდეთ, გლდანში რომ გავიმარჯვე. მე ამ რაიონში წლებია, ვცხოვრობ. რა იყო აქ გასაკვირი, ვერ გავიგე...

- თქვენც გაიგეთ, რომ სვანები გაბრაზებულები არიან?

- აქამდე არ გამიგია, პირველად თქვენგან მესმის...

- რას ეტყვით განრისხებულ სვანებს?

- აბა, რა უნდა ვუთხრა? სვანებიც, კახელებიც, იმერლებიც, ქართლელებიც და მეგრელებიც - ანუ ყველა ქართველი ძალიან მიყვარს. სიმართლე გითხრა, ეს ამბები ვიღაცის მოგონილი მგონია.

- მართალი ბრძანდებით!

- რაშია საქმე?

- ჩვენ მოვიგონეთ, ეს რუბრიკა "გზის" დარტყმაა".

- გამოვიცანი, არა? ხომ ხედავთ, ეშმაკობას მიგიხვდით (იცინის).

- ხუმრობა იქით იყოს და ბოლოს სვანეთში როდის იყავით?

- კვირიკობას ვიყავი. სვანები გაბრაზებულები კი არა, გახარებულები არიან, "შავი ჭირი" რომ მოვიშორეთ.

- სვანებზე ანეკდოტი მომიყევით და დაგემშვიდობებით.

- მიყვარს ისეთი ანეკდოტები, რომლებიც დროს უძლებს. სვანი ქალაქში სტუმრად არის. ოჯახის უფროსი ეტყვის, - მაღაზიაში ღვინის ამოსატანად ჩავდივარ და ვიდრე ამოვალ, ბავშვს ყურადღება მიაქციეო. 10 წუთში მასპინძელი სახლში ბრუნდება და ხედავს, მისი ბავშვის თავზე მოსაქმებულია.

- ეს რა არის, რა ქენი, შენი დედა ვატირეო, - გაბრაზდება სტუმარზე.

- ჩემს ხელებში მოშარდა და მაგას შევარჩენდიო?..

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"