სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე განცხადებას ავრცელებს
 შსს თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო თბი­ლი­სის მე­რი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"სამ­წუ­ხა­როა, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დე­და­ქა­ლა­ქის თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­ში ისევ ძვე­ლი მე­თო­დე­ბით, ფაბ­რი­კა­ცი­ე­ბით აგ­რძე­ლე­ბენ ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბას. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ეს მე­თო­დე­ბი კარ­გად ცნო­ბი­ლია და ამა­ზე ამომ­რჩე­ველ­მა მკა­ფიო უარი თქვა 1-ელ ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ში.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და პრო­კუ­რა­ტუ­რა უმოკ­ლეს ვა­და­ში გა­არ­კვე­ვენ სი­მარ­თლეს და გა­აც­ნო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თუ რე­ა­ლუ­რად რას წარ­მო­ად­გენს მე­რი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი და სი­ნამ­დვი­ლე­ში რას­თან გვაქვს საქ­მე", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

თბი­ლი­სის მე­რია შპს "ჰერ­მეს­თან" და­კავ­ში­რე­ბით მო­სა­ლოდ­ნელ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობს. ამის შე­სა­ხებ ბაჩო დო­ლი­ძემ დღეს სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

რო­გორც ბაჩო დო­ლი­ძე აცხა­დებს, მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრო­ვო­კა­ცი­ის შე­სა­ხებ მე­რი­ას შპს "ჰერ­მე­სის" ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია და აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი.

"აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი­დან ჩანს, რომ რომ შპს "ჰერ­მე­სის" საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა იგეგ­მე­ბა, თით­ქოს აღ­ნიშ­ნუ­ლი შპს-ის მიერ ხალ­ხის კუთ­ვნი­ლი სა­საფ­ლა­ო­ე­ბის გა­და­ყიდ­ვა და ჭი­რი­სუფ­ლის მიერ მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის გა­დახ­დი­ლი თან­ხის პი­რად ან­გა­რი­შებ­ზე ჩა­რი­ცხვა ხდე­ბა. ასე­ვე, მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად და­გეგ­მი­ლია თამ­ნამ­შრომ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ვო­კა­ცი­ის მო­წყო­ბა და მხო­ლოდ ჟურ­ნა­ლის­ტის მიერ გა­და­სა­ღე­ბად მათ­თვის თან­ხის შე­თა­ვა­ზე­ბა. მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლა­ქის მე­რის პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით, გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბის, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მხრი­დან, უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის ჩა­დე­ნაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რომ­ლის მი­ზა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის გზით, მა­სობ­რი­ვი აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მღელ­ვა­რე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბაა", -აცხა­დებს ბაჩო დო­ლი­ძე.

ბაჩო დო­ლი­ძის თქმით, ირ­კვე­ვა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის­თვის, კერ­ძოდ მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის­თვის.

მე­რი­ამ "ჰერ­მეს­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ვო­კა­ცი­ის შეს­წავ­ლის მო­თხოვ­ნით მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შსს თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე განცხადებას ავრცელებს

 შსს თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები დედაქალაქის თვითმმართველობაში ისევ ძველი მეთოდებით, ფაბრიკაციებით აგრძელებენ ხალხთან ურთიერთობას. საზოგადოებისთვის ეს მეთოდები კარგად ცნობილია და ამაზე ამომრჩეველმა მკაფიო უარი თქვა 1-ელ ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა უმოკლეს ვადაში გაარკვევენ სიმართლეს და გააცნობენ საზოგადოებას, თუ რეალურად რას წარმოადგენს მერიის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერი და სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე", - აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისის მერია შპს "ჰერმესთან" დაკავშირებით მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს. ამის შესახებ ბაჩო დოლიძემ დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა.

როგორც ბაჩო დოლიძე აცხადებს, მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ მერიას შპს "ჰერმესის" ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა ინფორმაცია და აუდიოჩანაწერი.

"აუდიოჩანაწერიდან ჩანს, რომ რომ შპს "ჰერმესის" საქმიანობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება იგეგმება, თითქოს აღნიშნული შპს-ის მიერ ხალხის კუთვნილი სასაფლაოების გადაყიდვა და ჭირისუფლის მიერ მომსახურებისთვის გადახდილი თანხის პირად ანგარიშებზე ჩარიცხვა ხდება. ასევე, მიზნის მისაღწევად დაგეგმილია თამნამშრომლების წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობა და მხოლოდ ჟურნალისტის მიერ გადასაღებად მათთვის თანხის შეთავაზება. მოწოდებული ინფორმაციით, ქალაქის მერის პოლიტიკური დისკრედიტაციის მიზნით, გარკვეული პირების, მათ შორის ჟურნალისტების მხრიდან, უკანონო ქმედებების ჩადენაა მოსალოდნელი, რომლის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით, მასობრივი აქციების ორგანიზება და საზოგადოებრივი მღელვარების პროვოცირებაა", -აცხადებს ბაჩო დოლიძე.

ბაჩო დოლიძის თქმით, ირკვევა, რომ აღნიშნულის შესახებ ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირისთვის, კერძოდ მინისტრის მოადგილისთვის.

მერიამ "ჰერმესთან" დაკავშირებული პროვოკაციის შესწავლის მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ