პრინცი უილიამის მეუღლეს, ქეით მიდლტონს ახალი ჰობი აქვს. კემბრიჯის ჰერცოგინია ფოტოგრაფი გახდა.
ქეითის ექსკლუზიური ფოტოების მოპოვებაზე მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ტაბლოიდები ოცნებობენ, სწორედ ამიტომ მას ყველგან პაპარაცები დასდევენ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ფოტოგრაფობა თავად ქეითსაც ძალიან იზიდავს.
საქველმოქმედო საქმიანობის წყალობით, ქეითი ხშირად მოგზაურობს და ცდილობს, უჩვეულო ბუნება და ეგზოტიკური ადგილები ფირზე აღბეჭდოს.
ქეითისა და უილიამის ოფიციალურ საიტზე, ტახტის მემკვიდრის მეუღლის ფოტონამუშევრები გამოჩნდა. სურათები მიდლტონმა კუნძულ ბორნეოზე ვიზიტის დროს გადაიღო.
მიდლტონი უპირატესობას პეიზაჟების გადაღებას ანიჭებს. მის ნამუშევრებში მთები, ტროპიკული ხეები და ცხოველები ჭარბობენ.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.