პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელმა "რკინის გუმბათების" რაოდენობა გაზარდა
ისრაელმა "რკინის გუმბათების" რაოდენობა გაზარდა

ის­რა­ე­ლის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა თელ-ავი­ვის და­სა­ცა­ვად, ქა­ლა­ქის მახ­ლობ­ლად "რკი­ნის გუმ­ბა­თე­ბის" და­მა­ტე­ბი­თი რა­ო­დე­ნო­ბა გა­ნა­ლა­გეს. ის საბ­რძო­ლო მო­რი­გე­ო­ბა­ზე და­ყე­ნე­ბუ­ლი რი­გით მე­ხუ­თე კომ­პლექ­სია.

"რკი­ნის გუმ­ბა­თე­ბის" რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა ღა­ზას სექ­ტო­რი­დან ებ­რა­უ­ლი ქა­ლა­ქე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­კე­ტე­ბის გაშ­ვე­ბის გახ­ში­რე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. 14 ნო­ემ­ბერს ებ­რა­ულ­მა არ­მი­ამ პა­ლეს­ტი­ნე­ლი ბო­ე­ვი­კე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მას­შტა­ბუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია წა­მო­ი­წყო. ოპე­რა­ცი­ი­სას, რო­მელ­საც "ღრუბ­ლი­ა­ნი სვე­ტი" უწო­დეს, "რკი­ნის გუმ­ბათ­მა" პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის მიერ გა­მოშ­ვე­ბუ­ლი 100-ზე მეტი რა­კე­ტა გა­ა­ნად­გუ­რა.

"რკი­ნის გუმ­ბათ­ზე" ებ­რა­ულ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა მუ­შა­ო­ბა 2005 წელს და­ი­წყეს. მი­ზანს ეფექ­ტუ­რი რა­კეტ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მის შექ­მნა წარ­მო­ად­გენ­და, რო­მე­ლიც ებ­რა­ულ ქა­ლა­ქებს 70 კმ-ის რა­დი­უს­ში და­ი­ცავ­და. 2007 წელს სის­ტე­მის პირ­ვე­ლი გა­მოც­და შედ­გა. კომ­პლექ­სის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ერთი რა­და­რი და სამი გამ­შვე­ბი და­ნად­გა­რი შე­დის (თი­თო­ში 20 რა­კე­ტაა).

რა­და­რის მიერ სა­მიზ­ნის და­ფიქ­სი­რე­ბი­დან, მის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად რა­კე­ტის გაშ­ვე­ბამ­დე მხო­ლოდ სამი წამი გა­დის. "რკი­ნის გუმ­ბა­თის" პრო­ექ­ტი ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის უწყე­ბამ 14 სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტი­დან შე­არ­ჩია.

ეკო­ნო­მი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, სის­ტე­მა არც ისე ეფექ­ტუ­რია. რა­კე­ტის ყო­ვე­ლი გაშ­ვე­ბა 15000 დო­ლა­რი ჯდე­ბა. შე­და­რე­ბის­თვის პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის თვით­ნა­კე­თი "კა­სა­მე­ბი" სა­შუ­ა­ლოდ 200-300 დო­ლა­რი ღირს. თუმ­ცა ამა­ვე დროს ქა­ლა­ქებ­ში ჩა­მო­ვარ­დნილ რა­კე­ტებს გა­ცი­ლე­ბით დიდი ეკო­ნო­მი­უ­რი ზა­რა­ლი და მსხვერ­პლი მო­აქვთ.

მხო­ლოდ გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რა­ულ ქა­ლა­ქებს 386 რა­კე­ტა ეს­რო­ლეს. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, ოპე­რა­ცია "ღრუბ­ლი­ა­ნი სვე­ტი­სას" პა­ლეს­ტი­ნე­ლებ­მა 760 რა­კე­ტა გუშ­ვეს, სა­ი­და­ნაც "რკი­ნის გუმ­ბათ­მა" 267 გა­ა­ნად­გუ­რა. და­სახ­ლე­ბულ რა­ი­ო­ნებ­ში მხო­ლოდ 29 ჩა­მო­ვარ­და. სის­ტე­მა ისეა დაპ­როგ­რა­მე­ბუ­ლი, რომ რა­კე­ტის გაშ­ვე­ბის ბრძა­ნე­ბის გა­ცე­მა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა, თუ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის რა­კე­ტა და­სახ­ლე­ბულ რა­ი­ონ­ზეა მი­მარ­თუ­ლი.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ lenta.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ისრაელმა "რკინის გუმბათების" რაოდენობა გაზარდა

ისრაელმა "რკინის გუმბათების" რაოდენობა გაზარდა

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა თელ-ავივის დასაცავად, ქალაქის მახლობლად "რკინის გუმბათების" დამატებითი რაოდენობა განალაგეს. ის საბრძოლო მორიგეობაზე დაყენებული რიგით მეხუთე კომპლექსია.

"რკინის გუმბათების" რაოდენობის ზრდა ღაზას სექტორიდან ებრაული ქალაქების მიმართულებით რაკეტების გაშვების გახშირებამ განაპირობა. 14 ნოემბერს ებრაულმა არმიამ პალესტინელი ბოევიკების წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. ოპერაციისას, რომელსაც "ღრუბლიანი სვეტი" უწოდეს, "რკინის გუმბათმა" პალესტინელების მიერ გამოშვებული 100-ზე მეტი რაკეტა გაანადგურა.

"რკინის გუმბათზე" ებრაულმა სპეციალისტებმა მუშაობა 2005 წელს დაიწყეს. მიზანს ეფექტური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნა წარმოადგენდა, რომელიც ებრაულ ქალაქებს 70 კმ-ის რადიუსში დაიცავდა. 2007 წელს სისტემის პირველი გამოცდა შედგა. კომპლექსის შემადგენლობაში ერთი რადარი და სამი გამშვები დანადგარი შედის (თითოში 20 რაკეტაა).

რადარის მიერ სამიზნის დაფიქსირებიდან, მის გასანადგურებლად რაკეტის გაშვებამდე მხოლოდ სამი წამი გადის. "რკინის გუმბათის" პროექტი ისრაელის თავდაცვის უწყებამ 14 სხვადასხვა ვარიანტიდან შეარჩია.

ეკონომიური თვალსაზრისით, სისტემა არც ისე ეფექტურია. რაკეტის ყოველი გაშვება 15000 დოლარი ჯდება. შედარებისთვის პალესტინელების თვითნაკეთი "კასამები" საშუალოდ 200-300 დოლარი ღირს. თუმცა ამავე დროს ქალაქებში ჩამოვარდნილ რაკეტებს გაცილებით დიდი ეკონომიური ზარალი და მსხვერპლი მოაქვთ.

მხოლოდ გასული წლის განმავლობაში ებრაულ ქალაქებს 386 რაკეტა ესროლეს. არსებული ცნობით, ოპერაცია "ღრუბლიანი სვეტისას" პალესტინელებმა 760 რაკეტა გუშვეს, საიდანაც "რკინის გუმბათმა" 267 გაანადგურა. დასახლებულ რაიონებში მხოლოდ 29 ჩამოვარდა. სისტემა ისეა დაპროგრამებული, რომ რაკეტის გაშვების ბრძანების გაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ მოწინააღმდეგის რაკეტა დასახლებულ რაიონზეა მიმართული.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ს მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?