სპორტი
Faceამბები
სამხედრო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო სურგულაძე ბრალდებას უარყოფს
ნინო სურგულაძე ბრალდებას უარყოფს

"ყვე­ლა სი­ახ­ლის" წინა ნო­მერ­ში (N46, 14-20 ნო­ემ­ბე­რი, 2012 წ.) და­ი­ბეჭ­და ინ­ტერ­ვიუ ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რალ ია ორ­ჯო­ნი­კი­ძეს­თან, რო­მელ­მაც ქარ­თვე­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი ნინო სურ­გუ­ლა­ძე სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და გა­ნა­ცხა­და, რომ ამის გამო სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თავს. ლა­პა­რა­კია გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძის სიმ­ღე­რა­ზე, რო­მე­ლიც ია ორ­ჯო­ნი­კი­ძემ 2008 წელს სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ის შე­სარ­ჩევ ტურ­ზე "ჰა­რა­ლეს" სა­ხელ­წო­დე­ბით შე­ას­რუ­ლა, ნინო სურ­გუ­ლა­ძის და და­ვით შა­ნი­ძის შეს­რუ­ლე­ბით კი კომ­პო­ზი­ცი­ას "ვა­რა­დო" ჰქვია... ია ორ­ჯო­ნი­კი­ძეს გა­მო­ეხ­მა­უ­რა იტა­ლი­ა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ნინო სურ­გუ­ლა­ძე:

"პრე­სა­სა და ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა მო­ქა­ლა­ქე ია ორ­ჯო­ნი­კი­ძის ბრალ­დე­ბა, თით­ქოს მე სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი და­ვარ­ღვიე. ამ ბრალ­დე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ვყოფ. მინ­და, აღ­ვნიშ­ნო, რომ იას პი­რა­დად არ ვიც­ნობ, მის შე­სა­ხებ აქამ­დე არა­ფე­რი მსმე­ნია, თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ ია ორ­ჯო­ნი­კი­ძე ჩემი "ფე­ის­ბუ­კის" მე­გო­ბარ­თა 5000-კა­ცი­ან სი­ა­შია. სიმ­ღე­რა "ვა­რა­დო" გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძემ და­წე­რა, (რა­საც ადას­ტუ­რებს კი­დეც ია ორ­ჯო­ნი­კი­ძე ინ­ტერ­ვი­უ­ში). და სწო­რედ მან გად­მომ­ცა, რო­გორც სა­კუ­თა­რი ნა­წარ­მო­ე­ბი, რაც უკვე ავ­ტო­მა­ტუ­რად მიხ­სნის იუ­რი­დი­ულ და მო­რა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სიმ­ღე­რა ჯგუფ "ში­ნის" ყო­ფილ სო­ლისტ და­ვით შა­ნი­ძეს­თან ერ­თად შე­ვას­რუ­ლე, ინ­ტერ­ვი­უ­ში ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა მხო­ლოდ ჩემ­ზე, რაც მი­უ­თი­თებს ჩემ­თვის გა­უ­გე­ბარ პი­რად მო­ტი­ვებ­ზე. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ვარ რო­გორც სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დამ­რღვე­ვი, თით­ქოს კა­ნო­ნის წი­ნა­შე რა­ღაც და­ნა­შა­უ­ლი მი­მი­ძღვის. მინ­და შე­ვახ­სე­ნო ყვე­ლას, რომ მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლო ად­გენს ადა­მი­ა­ნის ბრა­ლე­უ­ლო­ბას. ასე­ვე, მივ­მარ­თავ ინ­ტერ­ვი­უ­ში ნახ­სე­ნებ ად­ვო­კა­ტებს, რომ­ლებ­მაც კონ­სულ­ტა­ცია გა­უ­წი­ეს მო­ქა­ლა­ქე ია ორ­ჯო­ნი­კი­ძეს: არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, რომ­ლის დარ­ღვე­ვაც კა­ნო­ნით ის­ჯე­ბა. პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვა, მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნი ასე­ვე დას­ჯა­დია სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის მი­ხედ­ვით. ია ორ­ჯო­ნი­კი­ძემ სწო­რედ ასე­თი რამ მო­ი­მოქ­მე­და ჩემს მი­მართ მა­ს­მე­დი­ის მეშ­ვე­ო­ბით. ვით­ვა­ლის­წი­ნებ რა მომ­ჩი­ვა­ნის მცი­რე­წლო­ვან ასაკს, ვფიქ­რობ, რომ შეც­დო­მა­ში იქნა შეყ­ვა­ნი­ლი და და­უ­ფი­უქ­რებ­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ტერ­ვიუ, რომ­ლი­თაც ჩემი იმი­ჯი ილა­ხე­ბა. ყო­ვე­ლი­ვე ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ამ ეტაპ­ზე არ ვა­პი­რებ არა­ნა­ირ რე­ა­გი­რე­ბას და შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბი მხო­ლოდ პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვით. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ კი­თხვებს, შე­გიძ­ლი­ათ მი­მარ­თოთ ად­ვო­კატ დი­მიტ­რი გა­ბუ­ნი­ას, რო­მე­ლიც მზად არის, და­იც­ვას ჩემი უფ­ლე­ბე­ბი და ინ­ტე­რე­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მე, რო­გორც მუ­სი­კოს-შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რის ავ­ტო­რი, ვა­ცხა­დებ: ყო­ველ­თვის ვი­დე­ქი და ვდგა­ვარ სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­და­რა­ჯო­ზე და ვგმობ ყვე­ლა კა­ნონ­დარ­ღვე­ვას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით! რაც შე­ე­ხე­ბა იას, ჩემი აზ­რით, ის არის პერ­სპექ­ტი­უ­ლი ახალ­გაზ­რდა და ჩემი, რო­გორც უფ­რო­სი კო­ლე­გის სურ­ვი­ლი და მე­გობ­რუ­ლი რჩე­ვაა, გა­ნაგ­რძოს სწავ­ლა-გან­ვი­თა­რე­ბა და სწო­რედ თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით მო­იხ­ვე­ჭოს სა­ხე­ლი, რა­შიც წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ!"

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ნინო სურგულაძე ბრალდებას უარყოფს

ნინო სურგულაძე ბრალდებას უარყოფს

"ყველა სიახლის" წინა ნომერში (N46, 14-20 ნოემბერი, 2012 წ.) დაიბეჭდა ინტერვიუ ახალგაზრდა მომღერალ ია ორჯონიკიძესთან, რომელმაც ქართველი საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამის გამო სასამართლოს მიმართავს. ლაპარაკია გიგა კუხიანიძის სიმღერაზე, რომელიც ია ორჯონიკიძემ 2008 წელს საბავშვო ევროვიზიის შესარჩევ ტურზე "ჰარალეს" სახელწოდებით შეასრულა, ნინო სურგულაძის და დავით შანიძის შესრულებით კი კომპოზიციას "ვარადო" ჰქვია... ია ორჯონიკიძეს გამოეხმაურა იტალიაში მოღვაწე ქართველი მომღერალი ნინო სურგულაძე:

"პრესასა და ინტერნეტში გამოქვეყნდა მოქალაქე ია ორჯონიკიძის ბრალდება, თითქოს მე საავტორო უფლებები დავარღვიე. ამ ბრალდებას კატეგორიულად უარვყოფ. მინდა, აღვნიშნო, რომ იას პირადად არ ვიცნობ, მის შესახებ აქამდე არაფერი მსმენია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ია ორჯონიკიძე ჩემი "ფეისბუკის" მეგობართა 5000-კაციან სიაშია. სიმღერა "ვარადო" გიგა კუხიანიძემ დაწერა, (რასაც ადასტურებს კიდეც ია ორჯონიკიძე ინტერვიუში). და სწორედ მან გადმომცა, როგორც საკუთარი ნაწარმოები, რაც უკვე ავტომატურად მიხსნის იურიდიულ და მორალურ პასუხისმგებლობას. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ჯგუფ "შინის" ყოფილ სოლისტ დავით შანიძესთან ერთად შევასრულე, ინტერვიუში ძირითადი აქცენტი კეთდება მხოლოდ ჩემზე, რაც მიუთითებს ჩემთვის გაუგებარ პირად მოტივებზე. გამოქვეყნებულ ინტერვიუში მოხსენიებული ვარ როგორც საავტორო უფლებების დამრღვევი, თითქოს კანონის წინაშე რაღაც დანაშაული მიმიძღვის. მინდა შევახსენო ყველას, რომ მხოლოდ სასამართლო ადგენს ადამიანის ბრალეულობას. ასევე, მივმართავ ინტერვიუში ნახსენებ ადვოკატებს, რომლებმაც კონსულტაცია გაუწიეს მოქალაქე ია ორჯონიკიძეს: არსებობს ადამიანის უფლებები, რომლის დარღვევაც კანონით ისჯება. პატივისა და ღირსების შელახვა, მორალური ზიანი ასევე დასჯადია სამოქალაქო კოდექსის მიხედვით. ია ორჯონიკიძემ სწორედ ასეთი რამ მოიმოქმედა ჩემს მიმართ მასმედიის მეშვეობით. ვითვალისწინებ რა მომჩივანის მცირეწლოვან ასაკს, ვფიქრობ, რომ შეცდომაში იქნა შეყვანილი და დაუფიუქრებლად გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომლითაც ჩემი იმიჯი ილახება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე არ ვაპირებ არანაირ რეაგირებას და შემოვიფარგლები მხოლოდ პოზიციის გამოხატვით. რაც შეეხება დანარჩენ კითხვებს, შეგიძლიათ მიმართოთ ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას, რომელიც მზად არის, დაიცვას ჩემი უფლებები და ინტერესები საქართველოში.

მე, როგორც მუსიკოს-შემსრულებელი, რამდენიმე სიმღერის ავტორი, ვაცხადებ: ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ საავტორო უფლებების დაცვის სადარაჯოზე და ვგმობ ყველა კანონდარღვევას ამ მიმართულებით! რაც შეეხება იას, ჩემი აზრით, ის არის პერსპექტიული ახალგაზრდა და ჩემი, როგორც უფროსი კოლეგის სურვილი და მეგობრული რჩევაა, განაგრძოს სწავლა-განვითარება და სწორედ თავისი შემოქმედებით მოიხვეჭოს სახელი, რაშიც წარმატებებს ვუსურვებ!"

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება