"ვარსკვლავური რევოლუცია" ჩინეთში - მომღერალი ცოლი ქვეყნის ახალ მმართველს ჩრდილავს

"ვარსკვლავური რევოლუცია" ჩინეთში - მომღერალი ცოლი ქვეყნის ახალ მმართველს ჩრდილავს

49 წლის ჩინელი მომღერალი პენ ლიუანი, რომელსაც 25-წლიანი სასცენო კარიერის განმავლობაში გაცილებით მეტი თაყვანისმცემლის მოგროვება მოუსწრია, ვიდრე მის ქმარ სი ცზინპინს, სავარაუდოდ, უფრო შორს წავა, ვიდრე მისი წინამორბედები, რომლებიც თავიანთი მმართველი ქმრების ჩრდილში რჩებოდნენ.

მას ყველა ის თვისება აქვს, რაც პოლიტიკურ არ­ენაზე აქტიური პოზიციის დაკავებაში შეუწყობს ხელს და შეიძლება ჩინელი მიშელ ობამა ან კარლა ბრუნიც კი გახდეს.

გასულ კვირას გაიხსნა ჩინეთის კომუნისტური პარტიის XVIII ყრილობა, რომლის შედეგებითაც სი ცზინპინი, ჩინეთის თავმჯდომარის ხუ ცზინტაოს ახლანდელი მოადგილე, პარტიის გენერალური მდივნის პოსტს დაიკავებს. თუმცაღა არც სამყარომ და არც თვით ჩინელებმა ბევრი არაფერი იციან მასზე, ისევე, როგორც ამ ქვეყნის სხვა პირველ პირებზე. აი, მისი ცოლის სახელი კი ჩინელებს გაცილებით მეტს ეუბნება.

ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის მონაწილე 1982 წლიდან ყოველწლიურად გამოდიოდა საახალწლო გალაკონცერტზე და ამ წლების განმავლობაში მის ხილვას ყველა ჩინელი მიეჩვია. პენი ძირითადად პატრიოტულ სიმღერებს ასრულებდა. 2007 წლიდან შეწყვიტა გალაკონცერტებზე გამოსვლა, რადგან მისი ქმარი ერთ წელიწადში ჩინეთის კომუნისტური პარტიის ვიცე-თავმჯდომარე უნდა გამხდარიყო, მეტისმეტად აქტიურ ცოლს კი შეიძლებოდა სახალხო დიდებისკენ მიმავალი ქმრისთვის გზა გადაეღობა.

პენ ლიუანისგან უკვე ელოდებიან თამამ ნაბიჯებს და ჩინელი ქალებისთვის რევოლუციურ ძვრებსაც კი, თუმცა ეს იოლი არ იქნება: ბოლო ქალი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვაში, იყო მაო ძედუნის ცოლი - ცზიან ცინი. აღსანიშნავია, რომ მანაც პენ ლიუანივით არტისტული ბუნებით გაითქვა სახელი - მაოს გაცნობამდე ის თეატრისა და კინოს მსახიობი იყო.

THE INDEPENDENT

მოამზადა ლელა ზურებიანმა

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება