გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი დღეს დილით პარლამენტში Toyota Land Cruiser V8 მარკის ავტომობილით მივიდა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა. "ფეისბუქის" მომხმარებლებმა "პარლამენტი Online" სახელით დარეგისტირებულ გვერდზე ჯაჭვლიანის ახალი ავტომობილის ფოტოც გამოაქვეყნეს.
"Toyota Land Cruiser, V8, სკამები ჯერ კიდევ პოლიეთილენით შეფუთული, ამ მანქანით მოვიდა დღევანდელ სესიაზე დასასწრებად პარლამენტის წევრი, სოსო ჯაჭვლიანი", - ფოტოს ასეთი წარწერა ახლავს.
ფოტოს რამდენიმე ინტერნეტ-მომხმარებლის კრიტიკული შინაარსის კომენტარი ერთვის. ამ დროისთვის ფოტო 40 ადამიანმა მოიწონა და 72-მა გააზიარა.