პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იკი წულაძის პირველი სკულპტურა ბათუმში დადგეს
იკი წულაძის პირველი სკულპტურა ბათუმში დადგეს

12 ნო­ემ­ბერს ბა­თუმ­ში ან­ბა­ნის კოშ­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახა­ლი სკულპ­ტუ­რა გა­იხ­სნა, სა­ხელ­წო­დე­ბით "მე, შენ და ბა­თუ­მი". ბრინ­ჯა­ო­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ფი­გუ­რე­ბის ავ­ტო­რი 25 წლის მო­ქან­და­კე იკი წუ­ლა­ძეა: "ბა­თუ­მი ყა­ვის მომ­ზა­დე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ი­თაა ცნო­ბი­ლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ნა­ლე­ქი­ან ყა­ვას ქვი­შა­ზე ადუ­ღებ­დნენ, რაც მას გა­მორ­ჩე­ულ არო­მატს სძენ­და. ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყო­ველ­თვის ვაკ­ვირ­დე­ბი გა­რე­მოს და ვფიქ­რობ, სად რა ტი­პის სკულპ­ტუ­რა მო­უხ­დე­ბა. ბა­თუმ­ში ჩემი მო­რი­გი ყოფ­ნი­სას გა­მიჩ­ნდა იდეა, რომ იქ და­მედ­გა "კონ­ტაქ­ტუ­რი" სკულპ­ტუ­რა, რო­მელ­თა­ნაც ადა­მი­ა­ნე­ბი შეძ­ლებ­დნენ სა­მახ­სოვ­რო ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბას. ად­გი­ლობ­რივ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ჩემი ჩა­ნა­ფიქ­რი მო­ე­წო­ნათ და საქ­მის შეს­რუ­ლე­ბა და­მა­ვა­ლეს. ად­გი­ლი მე შე­ვარ­ჩიე. ბა­თუმ­ში არ­სე­ბულ დიდ სკვერ­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სე­ირ­ნობს და როცა ამ­გვარ სივ­რცე­ში "შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ელე­მენ­ტი" შე­დის, მას თა­ვი­სე­ბუ­რი ხიბ­ლი ემა­ტე­ბა. გა­დავ­წყვი­ტე, გა­მე­კე­თე­ბი­ნა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ტი­პა­ჟე­ბის, გო­გო­ნა­სა და ბი­ჭის ქან­და­კე­ბა. მათი სა­ხე­ე­ბი ზო­გა­დია და კონ­კრე­ტუ­ლად არა­ვის ჰგვა­ნან. წყვი­ლი ბულ­ვარ­ში ზის და ყა­ვას სვამს. სკულპ­ტუ­რი­სათ­ვის რეტ­რო პე­რი­ო­დის ჩაც­მუ­ლო­ბა ვარ­ჩიე, ასე­თი­ვეა მა­გი­და და სკა­მე­ბი - ავე­ჯი მო­ჩუ­ქურ­თმე­ბუ­ლია.

ქან­და­კე­ბა­ზე მი­თი­თე­ბუ­ლია ავ­ტო­რის ვი­ნა­ო­ბაც - ჩემი სა­ხე­ლი და გვა­რი ბიჭს ქა­მარ­ზე აწე­რია, თით­ქოს მას რა­ღაც ბრენ­დის აქ­სე­სუ­ა­რი უკე­თია (იღი­მის). ფი­გუ­რებს თი­ხა­ში ოცი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვძერ­წავ­დი, ათი დღე ჩა­მოს­ხმას დას­ჭირ­და და და­ახ­ლო­ე­ბით თვე-ნა­ხე­ვა­რი ფი­გუ­რე­ბის ლი­თონ­ში გა­და­ტა­ნას მოხ­მარ­და. ჩემი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს არის ჩემი პირ­ვე­ლი სკულპ­ტუ­რა, რო­მე­ლიც დავ­დგი და დიდი გუ­ლის­ყუ­რით ვი­მუ­შა­ვე. ბა­თუ­მი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მი­ხა­რია, რომ ჩემი პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი ამ ზღვის­პი­რა ქა­ლაქ­ში დგას.

ვფიქ­რობ, იმ ად­გილს ძა­ლი­ან უხ­დე­ბა. ბევ­რმა ადა­მი­ან­მა მი­თხრა და ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს მა­ხა­რებს. ბევ­რი მსგავ­სი იდეა მაქვს, ეს­კი­ზებ­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად ვმუ­შა­ობ და მათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე მო­მა­ვალ­შიც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­მუ­შა­ვებ".

DJ ბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

იკი წულაძის პირველი სკულპტურა ბათუმში დადგეს

იკი წულაძის პირველი სკულპტურა ბათუმში დადგეს

12 ნოემბერს ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკულპტურა გაიხსნა, სახელწოდებით "მე, შენ და ბათუმი". ბრინჯაოში შესრულებული ფიგურების ავტორი 25 წლის მოქანდაკე იკი წულაძეა: "ბათუმი ყავის მომზადების განსაკუთრებული ტრადიციითაა ცნობილი. მოგეხსენებათ, რომ ნალექიან ყავას ქვიშაზე ადუღებდნენ, რაც მას გამორჩეულ არომატს სძენდა. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ყოველთვის ვაკვირდები გარემოს და ვფიქრობ, სად რა ტიპის სკულპტურა მოუხდება. ბათუმში ჩემი მორიგი ყოფნისას გამიჩნდა იდეა, რომ იქ დამედგა "კონტაქტური" სკულპტურა, რომელთანაც ადამიანები შეძლებდნენ სამახსოვრო ფოტოების გადაღებას. ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ჩემი ჩანაფიქრი მოეწონათ და საქმის შესრულება დამავალეს. ადგილი მე შევარჩიე. ბათუმში არსებულ დიდ სკვერში ბევრი ადამიანი სეირნობს და როცა ამგვარ სივრცეში "შემოქმედებითი ელემენტი" შედის, მას თავისებური ხიბლი ემატება. გადავწყვიტე, გამეკეთებინა გასული საუკუნის ტიპაჟების, გოგონასა და ბიჭის ქანდაკება. მათი სახეები ზოგადია და კონკრეტულად არავის ჰგვანან. წყვილი ბულვარში ზის და ყავას სვამს. სკულპტურისათვის რეტრო პერიოდის ჩაცმულობა ვარჩიე, ასეთივეა მაგიდა და სკამები - ავეჯი მოჩუქურთმებულია.

ქანდაკებაზე მითითებულია ავტორის ვინაობაც - ჩემი სახელი და გვარი ბიჭს ქამარზე აწერია, თითქოს მას რაღაც ბრენდის აქსესუარი უკეთია (იღიმის). ფიგურებს თიხაში ოცი დღის განმავლობაში ვძერწავდი, ათი დღე ჩამოსხმას დასჭირდა და დაახლოებით თვე-ნახევარი ფიგურების ლითონში გადატანას მოხმარდა. ჩემი კარიერის განმავლობაში, ეს არის ჩემი პირველი სკულპტურა, რომელიც დავდგი და დიდი გულისყურით ვიმუშავე. ბათუმი ძალიან მიყვარს და მიხარია, რომ ჩემი პირველი ნამუშევარი ამ ზღვისპირა ქალაქში დგას.

ვფიქრობ, იმ ადგილს ძალიან უხდება. ბევრმა ადამიანმა მითხრა და ყველაზე მეტად ეს მახარებს. ბევრი მსგავსი იდეა მაქვს, ესკიზებზე ყოველდღიურად ვმუშაობ და მათ განხორციელებაზე მომავალშიც სიამოვნებით ვიმუშავებ".

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"