მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლონდონში მცხოვრები ქართველი გოგონა ქართველ მხატვრებს ეხმარება
ლონდონში მცხოვრები ქართველი გოგონა ქართველ მხატვრებს ეხმარება

მუ­სი­კოს­მა ლადო ბურ­დულ­მა ლონ­დონ­ში მცხოვ­რე­ბი ნა­თია აბ­რა­მი­ძე გა­მაც­ნო. პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­თია წლე­ბის წინ ინ­გლი­სუ­რი ენის შე­სას­წავ­ლად ლონ­დონ­ში გა­ემ­გზავ­რა. იქ გა­თხოვ­და და ქმრის გვარ­ზე გა­და­ვი­და. დღეს ნა­თია კე­ლის 9 წლის ვაჟი და საყ­ვა­რე­ლი საქ­მე აქვს. აუქ­ცი­ო­ნებ­ში მუ­შა­ო­ბის 12-წლი­ან­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ იმ­დე­ნი ქნა, რომ დღეს სა­კუ­თა­რი გა­ლე­რე­ის მფლო­ბე­ლია და ქარ­თველ მხატ­ვრებს დიდ ბა­ზარ­ზე გას­ვლა­ში ეხ­მა­რე­ბა.

- ნა­თია, კარგ საქ­მეს აკე­თებ ლონ­დონ­ში ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბის­თვის, რო­გორ ჩა­ე­ბი ამ სფე­რო­ში?

- თა­ვი­დან მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე აუქ­ცი­ონ­ზე "ბი­დელ ენდ ვები". ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი "კრის­ტის" აუქ­ცი­ონ­თა­ნაც. არა­ერ­თი მუ­სი­კო­სი და მხატ­ვა­რი მე­გო­ბა­რი მყავს სა­ქარ­თვე­ლო­ში. მინ­დო­და, რა­ღაც გა­მე­კე­თე­ბი­ნა მათ­თვის. ბოლო ორი წელი სხვა­დას­ხვა გა­ლე­რე­ა­ში გა­მო­ფე­ნებს ვუ­კე­თებ­დი გია ბუ­ღა­ძეს, გია გუ­გუშ­ვილ­სა და სხვა მხატ­ვრებს. ბოლო ერთი თვეა, რაც სა­კუ­თა­რი გა­ლე­რეა გავ­ხსე­ნი გია გუ­გუშ­ვი­ლის გა­მო­ფე­ნით. ახ­ლა­ხან გია ბუ­ღა­ძის გა­მო­ფე­ნა მქონ­და ჩემს გა­ლე­რე­ა­ში, ედ­მუნდ კა­ლან­და­ძი­სას ვგეგ­მავ. ჩემი ძი­რი­თა­დი ინ­ტე­რე­სია აუქ­ცი­ო­ნებ­ზე, დიდ ბა­ზარ­ზე გა­ვიყ­ვა­ნო ქარ­თვე­ლი ნი­ჭი­ე­რი, თუნ­დაც უც­ნო­ბი მხატ­ვრე­ბი.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნა რო­მე­ლი ქარ­თვე­ლი მხატ­ვრის ნა­ხა­ტებ­ზეა?

- გია ბუ­ღა­ძეს აქვს ნა­ხა­ტე­ბი, სა­დაც ძვე­ლი თბი­ლი­სია ამო­შე­ნე­ბუ­ლი კა­რე­ბით, ფან­ჯრე­ბით. ამან ძა­ლი­ან და­ა­ინ­ტე­რე­სა ინ­გლი­სე­ლე­ბი, ვი­ნა­ი­დან მსგავ­სი ტი­პის სახ­ლებს ლონ­დონ­შიც ნა­ხავთ. თურ­მე უწინ ინ­გლის­ში ფან­ჯრე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით იხ­დიდ­ნენ გა­და­სა­ხა­დებს და ახ­ლო­ბე­ლი თემა აღ­მოჩ­ნდა მათ­თვის,… ასე რომ, სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვუ­ღებ ჩემი გა­ლე­რე­ის კარს ნაც­ნობ თუ უც­ნობ ნი­ჭი­ერ მხატ­ვრებს. მინ­და, ნი­ჭი­ე­რი ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბი არ და­ი­კარ­გონ.

- ლადო ბურ­დუ­ლის სა­ღა­მო­ე­ბიც გა­გი­მარ­თავს ლონ­დონ­ში.

- ჰო, მე და ლადო დიდი ხნის მე­გობ­რე­ბი ვართ. 15 წლის ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლად ინ­ტერ­ვი­უ­ზე რომ მი­ვე­დი. მას მერე ვმე­გობ­რობთ. ინ­გლი­სე­ლებს მოს­წონთ ლა­დოს მუ­სი­კა და სი­ა­მოვ­ნე­ბით ვმას­პინ­ძლობ ხოლ­მე.

ლადო ბურ­დუ­ლი:

- ნა­თი­ას ოქსფორდ სტრიტ­ზე აქვს გა­ლე­რეა - "ნათი გა­ლე­რი", სა­დაც მარ­თლა ქარ­თუ­ლი საქ­მე კეთ­დე­ბა. ეს ერ­თა­დერ­თი ქარ­თუ­ლი გა­ლე­რე­აა მთელ ევ­რო­პა­ში. დღემ­დე ვერ გა­ვი­გე, რაში იღე­ბენ ფულს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ე­ბი და კულ­ტუ­რის ატა­შე­ე­ბი, როცა არა­ფერს არ აკე­თე­ბენ ქარ­თუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ნა­თია თა­ვი­სი სურ­ვი­ლით და შე­საძ­ლებ­ლო­ბით უკე­თებს პრო­მო­უ­შენს ქარ­თულ თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბას.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ლონდონში მცხოვრები ქართველი გოგონა ქართველ მხატვრებს ეხმარება

ლონდონში მცხოვრები ქართველი გოგონა ქართველ მხატვრებს ეხმარება

მუსიკოსმა ლადო ბურდულმა ლონდონში მცხოვრები ნათია აბრამიძე გამაცნო. პროფესიით ჟურნალისტი ნათია წლების წინ ინგლისური ენის შესასწავლად ლონდონში გაემგზავრა. იქ გათხოვდა და ქმრის გვარზე გადავიდა. დღეს ნათია კელის 9 წლის ვაჟი და საყვარელი საქმე აქვს. აუქციონებში მუშაობის 12-წლიანმა გამოცდილებამ იმდენი ქნა, რომ დღეს საკუთარი გალერეის მფლობელია და ქართველ მხატვრებს დიდ ბაზარზე გასვლაში ეხმარება.

- ნათია, კარგ საქმეს აკეთებ ლონდონში ქართველი მხატვრებისთვის, როგორ ჩაები ამ სფეროში?

- თავიდან მუშაობა დავიწყე აუქციონზე "ბიდელ ენდ ვები". ვთანამშრომლობდი "კრისტის" აუქციონთანაც. არაერთი მუსიკოსი და მხატვარი მეგობარი მყავს საქართველოში. მინდოდა, რაღაც გამეკეთებინა მათთვის. ბოლო ორი წელი სხვადასხვა გალერეაში გამოფენებს ვუკეთებდი გია ბუღაძეს, გია გუგუშვილსა და სხვა მხატვრებს. ბოლო ერთი თვეა, რაც საკუთარი გალერეა გავხსენი გია გუგუშვილის გამოფენით. ახლახან გია ბუღაძის გამოფენა მქონდა ჩემს გალერეაში, ედმუნდ კალანდაძისას ვგეგმავ. ჩემი ძირითადი ინტერესია აუქციონებზე, დიდ ბაზარზე გავიყვანო ქართველი ნიჭიერი, თუნდაც უცნობი მხატვრები.

- განსაკუთრებული მოთხოვნა რომელი ქართველი მხატვრის ნახატებზეა?

- გია ბუღაძეს აქვს ნახატები, სადაც ძველი თბილისია ამოშენებული კარებით, ფანჯრებით. ამან ძალიან დააინტერესა ინგლისელები, ვინაიდან მსგავსი ტიპის სახლებს ლონდონშიც ნახავთ. თურმე უწინ ინგლისში ფანჯრების რაოდენობით იხდიდნენ გადასახადებს და ახლობელი თემა აღმოჩნდა მათთვის,… ასე რომ, სიამოვნებით გავუღებ ჩემი გალერეის კარს ნაცნობ თუ უცნობ ნიჭიერ მხატვრებს. მინდა, ნიჭიერი ქართველი მხატვრები არ დაიკარგონ.

- ლადო ბურდულის საღამოებიც გაგიმართავს ლონდონში.

- ჰო, მე და ლადო დიდი ხნის მეგობრები ვართ. 15 წლის ვიყავი, პირველად ინტერვიუზე რომ მივედი. მას მერე ვმეგობრობთ. ინგლისელებს მოსწონთ ლადოს მუსიკა და სიამოვნებით ვმასპინძლობ ხოლმე.

ლადო ბურდული:

- ნათიას ოქსფორდ სტრიტზე აქვს გალერეა - "ნათი გალერი", სადაც მართლა ქართული საქმე კეთდება. ეს ერთადერთი ქართული გალერეაა მთელ ევროპაში. დღემდე ვერ გავიგე, რაში იღებენ ფულს საქართველოს საელჩოები და კულტურის ატაშეები, როცა არაფერს არ აკეთებენ ქართული თანამედროვე კულტურის განვითარებისთვის. ნათია თავისი სურვილით და შესაძლებლობით უკეთებს პრომოუშენს ქართულ თანამედროვე ხელოვნებას.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება