საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟიურის უპრეცედენტო რაოდენობა და ინციდენტი "Best Model Of The World" - ის ფინალზე
ჟიურის უპრეცედენტო რაოდენობა და ინციდენტი "Best Model Of The World" - ის ფინალზე

"მის თი­ნე­ი­ჯე­რის" ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა და სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო "კატ­რი­ნის" ხელ­მძღვა­ნელ­მა ეკა მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა ახ­ლა­ხან კი­დევ 3 სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის ლი­ცენ­ზია მო­ი­პო­ვა და ერთ-ერ­თის Best Model Of The World 2012-ის ფი­ნა­ლი 13 ნო­ემ­ბერს Holliday In-ში გა­ი­მარ­თა კი­დეც.

ჟი­უ­რის ამ­ხე­ლა შე­მად­გენ­ლო­ბა, რო­გო­რიც აღ­ნიშ­ნულ კონ­კურ­სზე ვნა­ხე, არც ერთ შე­ჯიბ­რე­ბა­ზე არ მი­ნა­ხავს. პო­დი­უ­მის წინ ჟი­უ­რის იმ­ხე­ლა რიგი იყო, კარ­ში შეს­ვლას მხო­ლოდ შე­სუნ­თქუ­ლი თუ მო­ა­ხერ­ხებ­დი. ჟი­უ­რის 17-კა­ცი­ან შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ: ქეთი ორ­ჯო­ნი­კი­ძე, მარ­კო მეტ­რე­ვე­ლი, ზა­ლი­კო ბერ­გე­რი, შო­თი­კო ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლი, დალი ჩი­ტა­ლა­ძე, ავთო ჩი­ტი­ძე, გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე, უცხო­ე­თი­დან მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი, სხვა­დას­ხვა სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, თქვე­ნი მონა-მორ­ჩი­ლი და სხვე­ბი. ასე მე­გო­ნა, მის და მის­ტერ მსოფ­ლი­ოს ვირ­ჩევ­დით.

ჟი­უ­რის სიმ­რავ­ლემ კონ­კურ­სის და­წყე­ბამ­დე პა­ტა­რა ინ­ცი­დენ­ტამ­დეც მიგ­ვიყ­ვა­ნა. მო­დის კრი­ტი­კო­სი დალი ჩი­ტა­ლა­ძე და ჟი­უ­რის თავ­მჯდო­მა­რე კრის­ტი ყიფ­ში­ძე დაგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ვიდ­ნენ. ვი­ნა­ი­დან ვარ­სკვლა­ვურ ჟი­უ­რის შუა ად­გი­ლე­ბი უნ­დო­და, გა­ნა­პი­რა ად­გი­ლებ­ში მსხდომთ სთხოვ­დნენ, ერთი სა­ვარ­ძლით გა­და­ი­წი­ე­თო. ამან მარ­კუს მეტ­რე­ვე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა, მე ჩემს ად­გი­ლას ვზი­ვარ და ვი­საც სად უნდა იქ დაჯ­დე­სო, ყვე­ლას გა­სა­გო­ნად გა­მო­ა­ცხა­და.

რო­გორც იქნა, მოვ­თავ­სდით. სა­ღა­მო, უკვე ამე­რი­კა­ში რომ გვე­გო­ნა, ნინი შერ­მა­დინ­მა გახ­სნა. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის გა­და­უ­დია ვი­ზი­ტი. გვიმ­ღე­რა და პირ­და­პირ აე­რო­პორ­ტში გა­იქ­ცა. ჩა­იგ­დო რა მიკრო­ფო­ნი ხელ­ში კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა ეკა მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა, "კატ­რი­ნის" წარ­მა­ტე­ბებ­ზე, სპონ­სო­რებ­ზე, ჟი­უ­რის წევ­რებ­ზე გა­უ­თა­ვებ­ლად მოჰ­ყვა და მოჰ­ყვა. ბო­ლოს მა­ყუ­რე­ბელს აუ­წყა, რომ იმ დარ­ბაზ­ში სა­უ­კე­თე­სო მო­დე­ლი უნდა გა­მოგ­ვევ­ლი­ნა გო­გო­ნებ­შიც და ბი­ჭებ­შიც, რომ­ლე­ბიც 8 დე­კემ­ბერს სტამ­ბოლ­ში მსოფ­ლი­ოს 100 ქვეყ­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს უნდა შე­ე­ჯიბ­რონ.

ამა­სო­ბა­ში სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბიც წარ­დგნენ ჩვენ წი­ნა­შე. გო­გო­ნებ­ში ჟი­უ­რის დიდი არ­ჩე­ვა­ნი არ ჰქო­ნია. "კატ­რი­ნის" მო­დე­ლი თამ­თა ქენ­ქა­ძე ერ­თხმად ავირ­ჩი­ეთ. აი, ბი­ჭებ­ში კი ერ­თმა ხმამ გა­და­წყვი­ტა ყვე­ლა­ფე­რი. ბრძო­ლა ბე­სუს ქრის­ტე­საშ­ვილ­სა და მახო მა­ჭა­რაშ­ვილს შო­რის მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რო­მე­ლიც ბე­სუ­სის სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყდა.

ბე­სუს ქრის­ტე­საშ­ვი­ლი:

- საკ­მა­ოდ კარ­გი კონ­კუ­რენ­ტე­ბი მყავ­და, ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი ასეთ შე­დეგს. კმა­ყო­ფი­ლი ვარ.

თამ­თა ქენ­ქა­ძე:

- ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ, ემო­ცი­ებს ვერ ვმა­ლავ.

- ასი ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო მო­დე­ლებ­თან მო­გი­წევს პა­ექ­რო­ბა, მზად ხარ ამის­თვის?

- სა­მო­დე­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა "კატ­რი­ნის" წყა­ლო­ბით მაქვს. ინ­გლი­სურ ენას ვფლობ. ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა.

ეკა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი:

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, უკ­მა­ყო­ფი­ლო ვიყო, ორი­ვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჩემი მო­დე­ლია. "კატ­რი­ნის" მო­დე­ლე­ბი აირ­ჩია ჟი­უ­რიმ, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის­გან, დი­ზა­ი­ნე­რე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან შედ­გე­ბო­და. რო­გორც ნა­ხეთ, მე შეგ­ნე­ბუ­ლად არ დავ­ტო­ვე სცე­ნა. ორ­მა­გად ბედ­ნი­ე­რი ვარ, რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და რო­გორც სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი.

მარ­კუს მეტ­რე­ვე­ლი:

- გო­გო­ნებ­ში თამ­თა უდა­ვოდ შე­უ­და­რე­ბე­ლი იყო, უბ­რა­ლოდ, მე­ში­ნია, სი­მაღ­ლის გამო არ და­ი­კარ­გოს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე, 169 სმ-ია. ბი­ჭებს რაც შე­ე­ხე­ბათ, ორი­ვე ძა­ლი­ან მომ­წონს, თუმ­ცა ბო­ლოს ერ­თად რომ და­ვი­ნა­ხე, მახო უფრო მო­მე­წო­ნა, ვამ­ბობ­დი კი­დეც, შევ­ცვა­ლოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა-მეთ­ქი, მაგ­რამ ჟი­უ­რიმ არ ამი­ბა მხა­რი.

ჩვენ ისღა დაგ­ვრჩე­ნია, დე­კემ­ბერს და­ვე­ლო­დოთ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა შე­დე­გით დაბ­რუნ­დე­ბი­ან ჩვე­ნი რჩე­უ­ლე­ბი სტამ­ბო­ლი­დან.

DJბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ჟიურის უპრეცედენტო რაოდენობა და ინციდენტი "Best Model Of The World" - ის ფინალზე

ჟიურის უპრეცედენტო რაოდენობა და ინციდენტი "Best Model Of The World" - ის ფინალზე

"მის თინეიჯერის" ორგანიზატორმა და სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელმა ეკა მგალობლიშვილმა ახლახან კიდევ 3 საერთაშორისო კონკურსის ლიცენზია მოიპოვა და ერთ-ერთის Best Model Of The World 2012-ის ფინალი 13 ნოემბერს Holliday In-ში გაიმართა კიდეც.

ჟიურის ამხელა შემადგენლობა, როგორიც აღნიშნულ კონკურსზე ვნახე, არც ერთ შეჯიბრებაზე არ მინახავს. პოდიუმის წინ ჟიურის იმხელა რიგი იყო, კარში შესვლას მხოლოდ შესუნთქული თუ მოახერხებდი. ჟიურის 17-კაციან შემადგენლობაში იყვნენ: ქეთი ორჯონიკიძე, მარკო მეტრეველი, ზალიკო ბერგერი, შოთიკო ბოჭორიშვილი, დათუნა სულიკაშვილი, დალი ჩიტალაძე, ავთო ჩიტიძე, გიორგი ნაზღაიძე, უცხოეთიდან მოწვეული სტუმრები, სხვადასხვა სამოდელო სააგენტოს წარმომადგენლები, თქვენი მონა-მორჩილი და სხვები. ასე მეგონა, მის და მისტერ მსოფლიოს ვირჩევდით.

ჟიურის სიმრავლემ კონკურსის დაწყებამდე პატარა ინციდენტამდეც მიგვიყვანა. მოდის კრიტიკოსი დალი ჩიტალაძე და ჟიურის თავმჯდომარე კრისტი ყიფშიძე დაგვიანებით მოვიდნენ. ვინაიდან ვარსკვლავურ ჟიურის შუა ადგილები უნდოდა, განაპირა ადგილებში მსხდომთ სთხოვდნენ, ერთი სავარძლით გადაიწიეთო. ამან მარკუს მეტრეველი მდგომარეობიდან გამოიყვანა, მე ჩემს ადგილას ვზივარ და ვისაც სად უნდა იქ დაჯდესო, ყველას გასაგონად გამოაცხადა.

როგორც იქნა, მოვთავსდით. საღამო, უკვე ამერიკაში რომ გვეგონა, ნინი შერმადინმა გახსნა. ამ ღონისძიებისთვის გადაუდია ვიზიტი. გვიმღერა და პირდაპირ აეროპორტში გაიქცა. ჩაიგდო რა მიკროფონი ხელში კონკურსის ორგანიზატორმა ეკა მგალობლიშვილმა, "კატრინის" წარმატებებზე, სპონსორებზე, ჟიურის წევრებზე გაუთავებლად მოჰყვა და მოჰყვა. ბოლოს მაყურებელს აუწყა, რომ იმ დარბაზში საუკეთესო მოდელი უნდა გამოგვევლინა გოგონებშიც და ბიჭებშიც, რომლებიც 8 დეკემბერს სტამბოლში მსოფლიოს 100 ქვეყნის გამარჯვებულებს უნდა შეეჯიბრონ.

ამასობაში საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი კონკურსანტებიც წარდგნენ ჩვენ წინაშე. გოგონებში ჟიურის დიდი არჩევანი არ ჰქონია. "კატრინის" მოდელი თამთა ქენქაძე ერთხმად ავირჩიეთ. აი, ბიჭებში კი ერთმა ხმამ გადაწყვიტა ყველაფერი. ბრძოლა ბესუს ქრისტესაშვილსა და მახო მაჭარაშვილს შორის მიმდინარეობდა, რომელიც ბესუსის სასარგებლოდ გადაწყდა.

ბესუს ქრისტესაშვილი:

- საკმაოდ კარგი კონკურენტები მყავდა, ნამდვილად არ ველოდი ასეთ შედეგს. კმაყოფილი ვარ.

თამთა ქენქაძე:

- ძალიან გახარებული ვარ, ემოციებს ვერ ვმალავ.

- ასი ქვეყნის საუკეთესო მოდელებთან მოგიწევს პაექრობა, მზად ხარ ამისთვის?

- სამოდელო გამოცდილება "კატრინის" წყალობით მაქვს. ინგლისურ ენას ვფლობ. ვნახოთ რა იქნება.

ეკა მგალობლიშვილი:

- როგორ შეიძლება, უკმაყოფილო ვიყო, ორივე გამარჯვებული ჩემი მოდელია. "კატრინის" მოდელები აირჩია ჟიურიმ, რომელიც სხვადასხვა სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელებისგან, დიზაინერებისა და ჟურნალისტებისგან შედგებოდა. როგორც ნახეთ, მე შეგნებულად არ დავტოვე სცენა. ორმაგად ბედნიერი ვარ, როგორც ორგანიზატორი და როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი.

მარკუს მეტრეველი:

- გოგონებში თამთა უდავოდ შეუდარებელი იყო, უბრალოდ, მეშინია, სიმაღლის გამო არ დაიკარგოს საერთაშორისო კონკურსზე, 169 სმ-ია. ბიჭებს რაც შეეხებათ, ორივე ძალიან მომწონს, თუმცა ბოლოს ერთად რომ დავინახე, მახო უფრო მომეწონა, ვამბობდი კიდეც, შევცვალოთ გადაწყვეტილება-მეთქი, მაგრამ ჟიურიმ არ ამიბა მხარი.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დეკემბერს დაველოდოთ. საინტერესოა, რა შედეგით დაბრუნდებიან ჩვენი რჩეულები სტამბოლიდან.

DJბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება