დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II და მისი მეუღლე ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი ქორწინების 65 წლის იუბილეს აღნიშნავენ.
"ეს არის ეტაპი, რომლისთვის არც ერთ ბრიტანელ მონარქს არ მიუღწევია. გაერთიანებულ სამეფოში ქორწინების საშუალო ასაკი 30 წელია. ამასთან, გასული საუკუნის 60-70-იანი წლების შემდეგ განქორწინება გამარტივდა და უფრო გახშირდა. ამიტომ შანსი, ვინმემ დედოფლის რეკორდი მოხსნას, სულ უფრო ნაკლებია", - ამბობს ლესტერის უნივერსიტეტის სოციალური ისტორიის პროფესორი სტივენ კინგი.
მეუღლეები საოჯახო თარიღს ვიწრო წრეში აღნიშნავენ.
მომზადებულია starslife-ს მიხედვით.