მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იმერული ოჯახის ”პოლიტიკური ხელოვნება”
იმერული ოჯახის ”პოლიტიკური ხელოვნება”

ერთი შე­ხედ­ვით ჩვე­უ­ლებ­რი­ვი იმე­რუ­ლი ოჯა­ხია, თუმ­ცა მათ სახ­ლში ბევ­რი უჩ­ვე­უ­ლო ნივ­თია. ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პორ­ტრე­ტე­ბი მხო­ლოდ მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ ნა­მუ­შევ­რე­ბი­სა, რაც ლა­ბა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში ინა­ხე­ბა. სა­კუ­თარ თავს "სამი ხე­ლო­ვა­ნი" და­არ­ქვეს და ქვე­ყა­ნა­ში თით­ქმის ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნა გერ­ბე­ბის და სლო­გა­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ასა­ხეს.

ოჯახ­ში სამ­ნი არი­ან, მამა და შვი­ლე­ბი - მი­ხე­ილ, აკა­კი და ცი­ცი­ნო ლა­ბა­ძე­ე­ბი. მხატ­ვრო­ბა, დი­ზა­ი­ნი და ქან­და­კე­ბა ლა­ბა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რმა თვი­თონ ის­წავ­ლა. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თა­რი ნი­ჭის წყა­ლო­ბით ის­ტო­რი­ის კუთ­ვნი­ლე­ბად აქ­ცი­ეს - "მე და ჩემი შვი­ლე­ბი ვმუ­შა­ობთ წაბ­ლის მა­სა­ლა­ზე, ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ისე­დაც ხან­მოკ­ლეა, მინ­და რომ ჩვენ­მა ნა­მუ­შევ­რებ­მა სა­უ­კუ­ნე­ებს გა­უძ­ლოს", - ამ­ბობს მი­ხე­ილ ლა­ბა­ძე და ნა­მუ­შევ­რებს გვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებს.

სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შევ­რად ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის პორ­ტრეტს მი­იჩ­ნე­ვენ, რომ­ლის შექ­მნა­საც წე­ლი­წად­ზე მეტი დრო და­უთ­მეს. "მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იც­ვლე­ბო­და მისი დი­ზა­ი­ნი, ვაკ­ვირ­დე­ბო­დით მის შე­მოქ­მე­დე­ბას. მის­მა დას­კვნით­მა კონ­ცერ­ტმა დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ბერა სა­ქარ­თვე­ლო­ში უძ­ლი­ე­რე­სია", - ამ­ბობს ცი­ცი­ნო ლა­ბა­ძე.

ლა­ბა­ძე­ებს ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არც ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი დარ­ჩე­ნი­ათ. ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის პორ­ტრე­ტი ოჯა­ხის კე­დელ­ზე სა­პა­ტიო ად­გილს იკა­ვებს.

"ეს კაცი მარ­ტო მე კი არა, მთელ სა­ქარ­თვე­ლოს უყ­ვარს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა რომ არ გიყ­ვარ­დეს, რაც ამ კარ­გმა კაც­მა საქ­მე­ე­ბი აკე­თა!, - ამ­ბობს ოჯა­ხის უფ­რო­სი და სა­კუ­თარ ნა­მუ­შევ­რებს აფა­სებს, - ბე­რას პორ­ტრე­ტი 2 მლნ დო­ლა­რად შე­ფას­და, სა­ო­ჯა­ხო პორ­ტრე­ტი მლნ დო­ლა­რად. მე შე­მეძ­ლო ამა­ზე 10, 20, 50 მი­ლი­ო­ნი და­მე­დო, მაგ­რამ, სიმ­ბო­ლუ­რი ფასი და­ვა­დე, ეს მათ­თვის შე­იქ­მნა, ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის­თვის. თუ უნ­დათ, სა­ჩუქ­რა­დაც წა­ი­ღონ."

მათ ნა­მუ­შევ­რებ­ში პრე­ზი­დენ­ტის პორ­ტრე­ტიც არის. ის "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" ეი­ფო­რი­ის ნა­ყო­ფია. "მე ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა უსის­ხლო და უმ­ტკივ­ნე­უ­ლო პრო­ცე­სი, ეს ნა­მუ­შე­ვა­რი თვი­თონ ჩვენ­მა პრე­ზი­დენ­ტმა შე­ა­ფა­სოს. ხე­ლო­ვან­მა ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნა უნდა ასა­ხოს", - ასე ფიქ­რო­ბენ ლა­ბა­ძე­ე­ბი და სა­კუ­თარ გვარს სა­კუ­თარ ნა­მუ­შევ­რებ­თან ერ­თად, ის­ტო­რი­ა­ში შეს­ვლას უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ.

ელე­ნე ცინ­ცა­ძე

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

იმერული ოჯახის ”პოლიტიკური ხელოვნება”

იმერული ოჯახის ”პოლიტიკური ხელოვნება”

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი იმერული ოჯახია, თუმცა მათ სახლში ბევრი უჩვეულო ნივთია. ბერა ივანიშვილის, ბიძინა ივანიშვილის, მიხეილ სააკაშვილის პორტრეტები მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ნამუშევრებისა, რაც ლაბაძეების ოჯახში ინახება. საკუთარ თავს "სამი ხელოვანი" დაარქვეს და ქვეყანაში თითქმის ყველა პოლიტიკური მოვლენა გერბების და სლოგანების გამოყენებით ასახეს.

ოჯახში სამნი არიან, მამა და შვილები - მიხეილ, აკაკი და ციცინო ლაბაძეები. მხატვრობა, დიზაინი და ქანდაკება ლაბაძეების ოჯახის ყველა წევრმა თვითონ ისწავლა. საყვარელი ადამიანები საკუთარი ნიჭის წყალობით ისტორიის კუთვნილებად აქციეს - "მე და ჩემი შვილები ვმუშაობთ წაბლის მასალაზე, ადამიანის სიცოცხლე ისედაც ხანმოკლეა, მინდა რომ ჩვენმა ნამუშევრებმა საუკუნეებს გაუძლოს", - ამბობს მიხეილ ლაბაძე და ნამუშევრებს გვათვალიერებინებს.

საუკეთესო ნამუშევრად ბერა ივანიშვილის პორტრეტს მიიჩნევენ, რომლის შექმნასაც წელიწადზე მეტი დრო დაუთმეს. "მთელი წლის განმავლობაში იცვლებოდა მისი დიზაინი, ვაკვირდებოდით მის შემოქმედებას. მისმა დასკვნითმა კონცერტმა დაგვანახა, რომ ბერა საქართველოში უძლიერესია", - ამბობს ციცინო ლაბაძე.

ლაბაძეებს ყურადღების მიღმა არც ივანიშვილების ოჯახის სხვა წევრები დარჩენიათ. ივანიშვილების პორტრეტი ოჯახის კედელზე საპატიო ადგილს იკავებს.

"ეს კაცი მარტო მე კი არა, მთელ საქართველოს უყვარს, როგორ შეიძლება რომ არ გიყვარდეს, რაც ამ კარგმა კაცმა საქმეები აკეთა!, - ამბობს ოჯახის უფროსი და საკუთარ ნამუშევრებს აფასებს, -  ბერას პორტრეტი 2 მლნ დოლარად შეფასდა, საოჯახო პორტრეტი მლნ დოლარად. მე შემეძლო ამაზე 10, 20, 50 მილიონი დამედო, მაგრამ, სიმბოლური ფასი დავადე, ეს მათთვის შეიქმნა, ივანიშვილებისთვის. თუ უნდათ, საჩუქრადაც წაიღონ."

მათ ნამუშევრებში პრეზიდენტის პორტრეტიც არის. ის "ვარდების რევოლუციის" ეიფორიის ნაყოფია. ”მე ძალიან მომეწონა უსისხლო და უმტკივნეულო პროცესი, ეს ნამუშევარი თვითონ ჩვენმა პრეზიდენტმა შეაფასოს. ხელოვანმა ყველა პოლიტიკური მოვლენა უნდა ასახოს", - ასე ფიქრობენ ლაბაძეები და საკუთარ გვარს საკუთარ ნამუშევრებთან ერთად, ისტორიაში შესვლას უწინასწარმეტყველებენ.

ელენე ცინცაძე

იხილეთ ვიდეო

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"