ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა თალიბთა ჯგუფი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "მე-9 არხი" ავრცელებს . როგორც "მეცხრე არხთან" საუბარში გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, ლაშა ბერიძემ განაცხადა, ოპერაცია ჰელმანდის პროვინციაში ჩატარდა.
32-ე ბატალიონის ქართველმა სამხედროებმა თალიბთა ნაწილის ლიკვიდაცია მოახდინეს, ნაწილი კი ტყვედ აიყვანეს. ოფიციალური ცნობით, ოპერაციის შედეგად საქართველოს დანაკლისი არ მიუღია. არ არიან არც დაჭრილები.
"მე-9 არხის" ცნობით, ქართველი კაპრალი მინდია აბაშიძე ცოტა ხნის წინ სწორედ თალიბთა ამ ჯგუფმა იმსხვერპლა.