პარტნიორები:

    ისრაელი და ღაზას სექტორი დაზავდნენ

    ისრაელი და ღაზას სექტორი დაზავდნენ

    ისრაელი და ღაზას სექტორი დაზავდნენ. როგორც "ალ არაბია" "ჰამასის" წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება , მხარეები ზავს ადგილობრივი დროით 19:00 საათზე გააფორმებენ, რომელიც ძალაში 22:00 საათიდან შევა.

    ისრაელის ხელისუფლებამ და "ჰამასმა" დაზავების სანაცვლოდ პირობები წამოაყენეს. კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებისას "ჰამასის" ლიდერმა, ჰალედ მაშაალმა ისრაელს "აგრესიისა და მკვლელობების" შეწყვეტისა და ღაზას სექტორისთვის ბლოკადის მოხსნისკენ მოუწოდა. ისრაელის წარმომადგენლებმა კი, ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ოთხი პირობა დაასახელეს. მათ შორის იყო ღაზას სექტორის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტა და გარანტიების წარდგენა, რომ "ჰამასი" მას ხელახლა არ შეაიარაღებს.

    ღაზას სექტორში შეიარაღებული კონფლიქტიდან 6 დღის განმავლობაში 100-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

    "ინტერპრესნიუსი"

    9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

    მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

    პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა