მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სკანდალური ფაქტები მოიპოვა ლალი მოროშკინამ ხათუნა კალმახელიძეზე
რა სკანდალური ფაქტები მოიპოვა ლალი მოროშკინამ ხათუნა კალმახელიძეზე

ლალი მო­როშ­კი­ნა წლე­ბია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. არა­ერთ სკან­დალ­ში გახ­ვე­უ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი დეპ­რე­სი­ა­ში არა­სო­დეს ჩა­ვარ­დნი­ლა. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მრჩევ­ლად და­ი­ნიშ­ნა. მისი დღე პა­ტიმ­რე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბით და მათი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვით იწყე­ბა, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თვის კი დრო აღარ რჩე­ბა.

- ლალი, რამ­დე­ნად ძლი­ერ ქა­ლად მი­იჩ­ნევთ თავს?

- ვიცი, რომ შევ­ძლებ სა­ხელ­მწი­ფო პო­ზი­ცი­ის დაც­ვას, მაგ­რამ ჩემი სიძ­ლი­ე­რე უსუ­სუ­რია პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, გან­წი­რუ­ლი ხარ მარ­ტო­ო­ბის­თვის. ის, რაც ქალს უნდა გქონ­დეს, სი­ნა­ზე, დათ­მო­ბა, ხან­და­ხან სი­სუ­ლე­ლე, რაც ქალს შვე­ნის, აქ ნამ­დვი­ლი ფი­ას­კო მაქვს.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ეს თვი­სე­ბა გე­ნე­ტი­კუ­რია, თუ ცხოვ­რე­ბამ გაგ­ხა­დათ ასე­თი?

- გე­ნე­ტი­კუ­რია, იმი­ტომ, რომ ორი­ვე ბე­ბია უძ­ლი­ე­რე­სი მყავ­და. რკი­ნის ხა­სი­ა­თი ჰქონ­დათ, მაგ­რამ მათი შემ­დგო­მი თა­ო­ბა - დედა და მამა, ძა­ლი­ან რბი­ლე­ბი იყ­ვნენ, ეტყო­ბა, ჩემს მშობ­ლებ­ზე გე­ნებ­მა და­ის­ვე­ნა და აღ­ზე­ვე­ბა ჩემ­ში პოვა. მე­გობ­რე­ბი ამ თე­მა­ზე მა­შა­ყი­რე­ბენ, ბე­ბი­ე­ბი­ვით ცხოვ­რე­ბას მარ­ტო­ო­ბა­ში და­ას­რუ­ლე­ბო. რთუ­ლად წარ­მო­მიდ­გე­ნია მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც ამის ატა­ნა შე­უძ­ლია.

- რო­დის იყო თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ო­დი, რო­დე­საც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბაც კი გა­გი­ჭირ­დათ?

- არა­სო­დეს, სა­ოც­რად ოპ­ტი­მის­ტი ვარ. მქონ­და პე­რი­ო­დი, რო­დე­საც არ ვი­ცო­დი, ჩემი შვი­ლი ცო­ცხა­ლი იყო თუ არა. უცხო ადა­მი­ან­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ უფ­რო­სი ვა­ჟის­თვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უნდა მი­მე­კი­თხა და ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შა. გზა­ში ვფიქ­რობ­დი, რომ ღმერ­თი არ გამ­წი­რავ­და, შვი­ლი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დამ­ხვდა, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­დარ­ჩა. მე­ო­რე მძი­მე პე­რი­ო­დი იყო, რო­დე­საც ავა­რი­ა­ში მოვ­ყე­ვი და მცხე­თის ხი­დი­დან გა­დავ­ვარ­დი, თვა­ლი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­ვა­ხი­ლე. გა­დავ­რჩი, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბო­და, წელ­ქვე­ვით მო­წყვე­ტი­ლი დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი. მა­შინ ვი­ფიქ­რე, რომ ეს იყო გან­წმენ­დის პრო­ცე­სი. ჩემი ცხოვ­რე­ბის ბოლო ათ წელს ასე და­ვარ­ქვი. არა­ვინ არ იცო­და, რო­გორ მი­ჭირ­და, სტრე­სი­სა და მუ­ქა­რის ქვეშ ვი­ყა­ვი. არ მიყ­ვარს, რო­დე­საც წუ­წუ­ნე­ბენ, ჩემი თავ­მოყ­ვა­რე­ბა არ მაძ­ლევ­და ამის უფ­ლე­ბას. 2009 წელს, რო­დე­საც წიგ­ნის წერა და­ვი­წყე, მა­ცი­ვა­რი გა­მო­ვა­ღე და იქ სი­ცა­რი­ე­ლე დამ­ხვდა, მა­შინ მივ­ხვდი, რომ რა­ღაც ისე­თი უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რაც გა­ი­ყი­დე­ბო­და.

- კა­რი­ე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით აღ­მას­ვლის გარ­და, ხში­რად ჩა­ვარ­დნე­ბიც გქო­ნი­ათ, მაგ­რამ აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას მა­ინც ინარ­ჩუ­ნებ­დით.

- პი­არ­ტექ­ნო­ლო­გი ვარ და კარ­გად ვიცი, რა უნდა გა­ვა­კე­თო, რომ მუდ­მი­ვად ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ვიყო. ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუდ­მი­ვად ვა­ხერ­ხებ­დი თა­ვის შეხ­სე­ნე­ბას. რთუ­ლია ზღვა­რის და­იც­ვა, მაგ­რამ ამას ვა­ხერ­ხებ­დი. შვი­დი წლის წინ ჩემი და ან­რის ცეკ­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია. მე ვლა­პა­რა­კობ პა­ტა­რა სკან­და­ლებ­ზე, თუ არ ჩავ­თვლით იმას, რის გა­მოც მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში მოვ­ხვდი, აქაც იყო პი­ა­რის ელე­მენ­ტე­ბი. ორი შვი­ლის დედა ვარ და ჩემი ხმა­მა­ღა­ლი სი­ტყვა არა­ვის ახ­სოვს და არც ფეთ­ქე­ბა­დი ხა­სი­ა­თი მაქვს, მაგ­რამ ეს იყო მო­მენ­ტი, რო­დე­საც ჩემ­თვის გა­სარ­თო­ბი შო­უ­ე­ბის ეპო­ქა დამ­თავ­რდე­ბო­და. დიდი ხანი ვა­პი­რებ­დი წიგ­ნის და­წე­რას მძი­მე თე­მა­ზე და ამას, მი­ნი­მუმ ნა­ხე­ვარ­წლი­ა­ნი მო­რა­ლუ­რი მომ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბო­და. მინ­დო­და, სა­კა­ნი შიგ­ნი­დან მე­ნა­ხა, იმ შეგ­რძნე­ბის გა­გე­ბა მინ­დო­და, რო­დე­საც რკი­ნის კარი შენ წინ იხუ­რე­ბა და სა­კან­ში მარ­ტო რჩე­ბი. ეს ის ხმაა, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ყურ­ში გრჩე­ბა. სა­კან­ში კი­დევ არის რა­ღაც ხმე­ბი, რაც, თუ ვერ გა­ი­გე, ვე­რა­სო­დეს გად­მოს­ცემ.

- თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის რა ეტაპ­ზე და­ინ­ტე­რეს­დით პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მით?

- 2000 წელს ეთ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის და­სა­ცა­ვი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია შევ­ქმე­ნი. დავ­დი­ო­დი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით და ვხვდე­ბო­დი, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირ­დათ პა­ტიმ­რებს, მით უმე­ტეს, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს. ახალ წელს შევ­დი­ო­დი ცი­ხე­ებ­ში და სა­ჩუქ­რე­ბი მიმ­ქონ­და ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თვის. მა­შინ ერ­თე­უ­ლი იყო წა­მე­ბის ფაქ­ტე­ბი და ისიც ისე ხდე­ბო­და, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვერ იგებ­და. ქალ­თა ცი­ხე­ში "მის სა­პა­ტიმ­როს" კონ­კურსსაც ვა­ტა­რებ­დით. შემ­დეგ შე­ვარ­დნა­ძის მთავ­რო­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტმა გა­მო­მი­ძა­ხა და გან­სა­კუთ­რე­ბულ საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ დამ­ნიშ­ნა. პირ­ვე­ლი, რაც გა­ვა­კე­თე, ცხინ­ვალ­ში ქარ­თველ პა­ტიმ­რებს მი­ვა­კი­თხე და ოს პა­ტიმ­რებ­ში გა­დავცვა­ლე. რამ­დე­ნი წე­ლია, რაც ცი­ხე­ებ­ში წა­მე­ბა­ზე ვლა­პა­რა­კობ. შევ­დი­ო­დი და სა­კან­ში ვნა­ხუ­ლობ­დი პა­ტიმ­რებს, არ უნდა იუ­კად­რი­სო და ბევ­რს ეს ეშ­ლე­ბა. ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი იმ და­ჭე­რებ­საც, რაც სა­ა­კაშ­ვი­ლის პე­რი­ოდ­ში ხდე­ბო­და, სწო­რედ ამ თე­მა­ზე მოგ­ვი­ვი­და უთან­ხმო­ე­ბა და მა­შინ კონ­ფლიქ­ტებ­ში მი­ნის­ტრად არ წა­ვე­დი. ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ არ შე­იძ­ლე­ბო­და ადა­მი­ა­ნე­ბის გა­შიშ­ვლე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით. მა­შინ ჯერ კი­დევ მქონ­და ცი­ხე­ებ­ში შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა და არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა ის და­კა­ვე­ბუ­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­სათ­ბუ­რე პი­რო­ბე­ბი­დან სა­კან­ში მოხ­ვდნენ. ცი­ხის საჭ­მელს ვერ ჭამ­დნენ და სახ­ლი­დან მიმ­ქონ­და მათ­თვის საკ­ვე­ბი. რომ არა მა­შინ სა­ა­კაშ­ვი­ლის კე­თილ­გან­წყო­ბა, მეც და­მი­ჭერ­დნენ.

- ცი­ხის კად­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ თქვენ მუდ­მი­ვად იდე­ქით ცი­ხე­ე­ბის წინ და აპ­რო­ტეს­ტებ­დით. პა­ტიმ­რე­ბი თქვენს სა­ხელს სკან­დი­რებ­დნენ, ეს რით და­იმ­სა­ხუ­რეთ იმ ცი­ხე­ში, სა­დაც შეს­ვლის უფ­ლე­ბა აღარ გქონ­დათ?

- წლე­ბი მი­მო­წე­რა გვქონ­და. ცოდ­ვა გამ­ხე­ლი­ლი სჯობს და თა­ვი­დან ჩემს მი­სა­მარ­თსაც არ ვაძ­ლევ­დი და ჩემი ძმის მი­სა­მარ­თზე მო­დი­ო­და წე­რი­ლე­ბი. ციხე არის სტრუქ­ტუ­რა, თუ ერ­თმა იცის, იცის ყვე­ლამ. რო­დე­საც ჩემი წიგ­ნი "გი­სო­სებს მიღ­მა სა­ქარ­თვე­ლოა" გა­მო­ვი­და, ის პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც მი­მო­წე­რა მქონ­და, სას­ტი­კად სცე­მეს და კარ­ცერ­ში ჩა­ყა­რეს, პი­რა­დად კალ­მა­ხე­ლი­ძის მი­თი­თე­ბით.

- ხში­რად ის­მის ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძის მი­მართ ბრალ­დე­ბა, რამ­დე­ნად სა­ფუძ­ვლი­ა­ნია ეს ბრალ­დე­ბე­ბი?

- უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტე­ბი მო­ვი­პო­ვე. არის პა­ტი­მა­რი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­იყ­ვა­ნეს თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის სა­კან­ში, რო­მელ­საც ტაბ­ლე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით უნდა მო­ე­წამ­ლა და სამ თვე­ში ღვიძ­ლი და­ეშ­ლე­ბო­და. პა­ტი­მა­რი შემ­ხვდა და მო­მიყ­ვა, რომ ახა­ლა­ი­ამ და კალ­მა­ხე­ლი­ძემ ხუ­ჭუ­ას კა­ბი­ნეტ­ში აიყ­ვა­ნეს და აპი­რებს, პრო­კუ­რა­ტუ­რას მის­ცეს ეს ჩვე­ნე­ბა.

- ამ პრო­ცესს კალ­მა­ხე­ლი­ძეც ეს­წრე­ბო­და?

- ხა­თუ­ნაც ეს­წრე­ბო­და იმ ლა­პა­რაკს, რომ თა­მა­ზაშ­ვი­ლი ცი­ხი­დან ცო­ცხა­ლი არ უნდა გა­სუ­ლი­ყო, მა­ნამ­დე ეს პა­ტი­მა­რი მორ­გში და­ამ­წყვდი­ეს და ბად­რა­გი, მეტ­სა­ხე­ლად სო­მე­ხა, გარ­დაც­ვლილ პა­ტიმ­რებს ნაღ­ვლის ბუშტს აც­ლი­და და უჩ­ვე­ნებ­და, რომ მა­საც ცო­ცხლად ასე გა­უ­კე­თებ­და.

- რამ­დე­ნად სარ­წმუ­ნოა მისი ჩვე­ნე­ბე­ბი?

- ის ამ­ბობს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ითა­ნამ­შრომ­ლებს და ფაქ­ტე­ბიც აქვს. ცო­ცხა­ლი მოწ­მეა და გამ­ბე­და­ო­ბა და ვაჟ­კა­ცო­ბა ეყო, რომ ეს და­ვა­ლე­ბა არ შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. გლ­და­ნის ცი­ხეს­თან პირ­ვე­ლი ღამე 19-ში გა­ვა­თე­ნეთ და შემ­დეგ და­ი­წყო ცი­ხე­ში პა­ტიმ­რე­ბის პრო­ტეს­ტი, იმ დროს მხო­ლოდ მე ვი­ყა­ვი პა­ტიმ­რებ­თან პი­რის­პირ და ერ­თა­დერ­თი, რაც მათ­გან მო­დი­ო­და, იყო მხო­ლოდ მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბა და ან­თე­ბუ­ლი სან­თლე­ბი. სკან­დი­რებ­დნენ ჩემს სა­ხელს და ამ­ბობ­დნენ, რომ გი­სო­სებს მიღ­მა სა­ქარ­თვე­ლოა. ტუ­ღუშს არ უნ­დო­და ჩემი მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუფ­ში შეყ­ვა­ნა, რად­გან პირ­ვე­ლი­ვე დღეს ღიად და­ვუ­პი­რის­პირ­დი. ის ცდი­ლობ­და, ახალ მთავ­რო­ბა­საც მორ­გე­ბო­და და ამის მცდე­ლო­ბა პირ­ვე­ლი­ვე დღეს მო­ვუს­პე. ლეღ­ვის ფო­თო­ლი და "ჩის­ტილშჩი­კი" ვე­ძა­ხე იმი­ტომ, რომ ბაჩო ახა­ლა­ი­ას, ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძი­სა და სხვა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის კად­რე­ბი ცი­ხის კედ­ლებ­ში მას მერე გაქ­რა, რაც ტუ­ღუ­ში მი­ვი­და სამ­სა­ხურ­ში. შემ­დეგ მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის ფარ­გლებ­ში სა­კან-სა­კან დავ­დი­ო­დი და პა­ტიმ­რე­ბი კარ­გად მი­ღებ­დნენ. უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ხვდა მეშ­ვი­დე სა­პყრო­ბი­ლე­ში, სა­დაც ე.წ. ქურ­დე­ბი ჰყავთ. ეს არის დატ­ბო­რი­ლი შე­ნო­ბა, სა­ი­და­ნაც ადა­მი­ა­ნი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი გა­მო­ვა. ასე­ვე უმ­ძი­მე­სი პი­რო­ბე­ბია ორ­თა­ჭა­ლის პირ­ველ სა­პყრო­ბი­ლე­ში და რუს­თა­ვის მე­ექ­ვსე­ში, კრი­ტში, სა­დაც პა­ტიმ­რებს შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პით ძა­ლი­ან დიდი სას­ჯე­ლი აქვთ.

- რო­გორ მოხ­ვდით ახალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე?

- მე და სო­ზა­რი ბევრ აქ­ცი­ა­ზე ერ­თად დავ­დი­ო­დით. ბო­ლოს, ჩემი წიგ­ნის "გი­სო­სებს მიღ­მა სა­ქარ­თვე­ლოა" პრე­ზენ­ტა­ცი­ის დროს, მსვლე­ლო­ბა გავ­მარ­თე, სო­ზა­რი შემ­თხვე­ვით შემ­ხვდა, ესეც სიმ­ბო­ლუ­რი იყო. რო­დე­საც ის არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­ე­ბა, მე ცი­ხე­ებ­თან ვაგ­რძე­ლებ­დი ბრძო­ლას. პრო­ცე­სის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბის შემ­დეგ მი­თხრა, შენ იცი შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო, კარ­გად გა­მოგ­დის პა­ტიმ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაო.

- პირ­ვე­ლი რჩე­ვა რა მი­ე­ცით ბა­ტონ სუ­ბარს?

- პო­ლიტ­პა­ტიმ­რის ნორა კვი­ცი­ა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ვურ­ჩიე. პა­ტიმ­რე­ბის სა­ერ­თო პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა და­ვი­წყეთ, და­რეკ­ვის პრობ­ლე­მა, ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბის დად­გმა, ჩაც­მა, თბი­ლი ტან­საც­მე­ლი. ახლა, რო­დე­საც ჰუ­მა­ნუ­რი გზით მივ­დი­ვართ, პრე­საც შევა და ახა­ლი ტენ­დე­რი ჩა­ტარ­დე­ბა, ლო­ი­ა­ლუ­რი ფა­სე­ბი იქ­ნე­ბა შიდა მა­ღა­ზი­ებ­ში. მოგ­ვარ­დე­ბა პა­ემ­ნე­ბის პრობ­ლე­მაც.

- რო­გო­რი უფ­რო­სია სო­ზა­რი?

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, ისე­თი­ვე, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნიც არის და რო­გო­რი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლიც იყო.

- ახა­ლი მთავ­რო­ბის ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხართ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი თუ გა­ი­ცა­ნით?

- არა, მეტ­საც გე­ტყვით, ოც­ნე­ბის წევ­რიც არ ვყო­ფილ­ვარ. ჩემი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი კრე­დოა, რომ არც ერთი პარ­ტი­ის წევ­რი არ ვიყო, იმ­დე­ნად მა­ღა­ლი მაქვს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა, რომ ამა­შიც მჟღავ­ნდე­ბა. ვფიქ­რობ, დად­გე­ბა მო­მენ­ტი, რო­დე­საც პი­როვ­ნუ­ლად გა­ვიც­ნობ ამ ადა­მი­ანს. რა თქმა უნდა, ოც­ნე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მი­მაჩ­ნდა, რომ პარ­ტი­ა­ში ჩემი შეს­ვლა სა­ჭი­რო არ იყო, იმ­დე­ნად ბევ­რი ადა­მი­ა­ნია. აქვე მინ­და, სი­ნა­ნუ­ლი გა­მოვ­თქვა, რომ ჩვენს პარ­ლა­მენ­ტში ქა­ლე­ბის ისე­თი სიმ­ცი­რეა, ირა­ნის პარ­ლა­მენ­ტი­ვით არის. დარ­ღვე­უ­ლია გენ­დერუ­ლი ბა­ლან­სი და ასე­ვე ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ბა­ლან­სი და მი­მაჩ­ნია, რომ ეს უნდა გა­მოს­წორ­დეს. სა­ქარ­თვე­ლო ძლი­ე­რი ქა­ლე­ბის ქვე­ყა­ნაა.

- ლალი, რას იტყვით თქვე­ნი მი­სა­მარ­თით წა­მო­სულ ფოტო და ვი­დე­ო­კომ­პრო­მა­ტე­ბის ომზე?

- ნორ­მა­ლუ­რია, ძა­ლი­ან ვა­ინ­ტე­რე­სებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სა­ნამ ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი, ას­მა­გად და­მა­ფა­სე­ბენ. მე­ში­ნია იმ ადა­მი­ა­ნის, ვის­ზეც კომ­პრო­მა­ტი არ და­ი­დე­ბა, თუნ­დაც ფო­ტოს სა­ხით. მე ძა­ლი­ან ვე­რი­დე­ბი ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­ზეც არა­სო­დეს უქი­ლი­კი­ათ, არა­ფე­რი უთ­ქვამთ, თით­ქოს იდე­ა­ლუ­რე­ბი არი­ან, ასე­თი იდე­ა­ლუ­რი იყო ჩი­კა­ტი­ლო და მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ეს უკვე ის ეტა­პია, რო­დე­საც გა­აზ­რე­ბუ­ლი გაქვს, რა გზა გა­მო­ი­ა­რე. ვფიქ­რობ, სწო­რად მო­ვე­დი დღემ­დე, დიდი და­ნა­კარ­გე­ბის გა­რე­შე. პრო­ფე­სი­უ­ლად შევ­დე­ქი, რაც კმა­ყო­ფი­ლე­ბის გან­ცდას იწ­ვევს, მაგ­რამ ისიც კარ­გად ვიცი, რომ რა წუთ­შიც სა­კუ­თა­რი თა­ვით კმა­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბი, იქ დამ­თავ­რდე­ბა ცხოვ­რე­ბა.

- პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა?

- ამა­ზე ჯერ არ მი­ფიქ­რია. გე­ტყვით, რო­გორც ვი­ვი­ენ ლის გმი­რი "ქარ­წა­ღე­ბუ­ლე­ბი­დან" - ამა­ზე ხვალ ვი­ფიქ­რებ.

ნინო გი­გიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

რა სკანდალური ფაქტები მოიპოვა ლალი მოროშკინამ ხათუნა კალმახელიძეზე

რა სკანდალური ფაქტები მოიპოვა ლალი მოროშკინამ ხათუნა კალმახელიძეზე

ლალი მოროშკინა წლებია, საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. არაერთ სკანდალში გახვეული ქალბატონი დეპრესიაში არასოდეს ჩავარდნილა. რამდენიმე კვირის წინ სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. მისი დღე პატიმრების მონახულებით და მათი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვით იწყება, პირადი ცხოვრებისთვის კი დრო აღარ რჩება.

- ლალი, რამდენად ძლიერ ქალად მიიჩნევთ თავს?

- ვიცი, რომ შევძლებ სახელმწიფო პოზიციის დაცვას, მაგრამ ჩემი სიძლიერე უსუსურია პირად ცხოვრებაში, განწირული ხარ მარტოობისთვის. ის, რაც ქალს უნდა გქონდეს, სინაზე, დათმობა, ხანდახან სისულელე, რაც ქალს შვენის, აქ ნამდვილი ფიასკო მაქვს.

- როგორ ფიქრობთ, ეს თვისება გენეტიკურია, თუ ცხოვრებამ გაგხადათ ასეთი?

- გენეტიკურია, იმიტომ, რომ ორივე ბებია უძლიერესი მყავდა. რკინის ხასიათი ჰქონდათ, მაგრამ მათი შემდგომი თაობა - დედა და მამა, ძალიან რბილები იყვნენ, ეტყობა, ჩემს მშობლებზე გენებმა დაისვენა და აღზევება ჩემში პოვა. მეგობრები ამ თემაზე მაშაყირებენ, ბებიებივით ცხოვრებას მარტოობაში დაასრულებო. რთულად წარმომიდგენია მამაკაცი, რომელსაც ამის ატანა შეუძლია.

- როდის იყო თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდი, როდესაც გადაწყვეტილების მიღებაც კი გაგიჭირდათ?

- არასოდეს, საოცრად ოპტიმისტი ვარ. მქონდა პერიოდი, როდესაც არ ვიცოდი, ჩემი შვილი ცოცხალი იყო თუ არა. უცხო ადამიანმა დამირეკა და მითხრა, რომ უფროსი ვაჟისთვის საავადმყოფოში უნდა მიმეკითხა და ტელეფონი გათიშა. გზაში ვფიქრობდი, რომ ღმერთი არ გამწირავდა, შვილი უგონო მდგომარეობაში დამხვდა, მაგრამ, საბედნიეროდ, გადარჩა. მეორე მძიმე პერიოდი იყო, როდესაც ავარიაში მოვყევი და მცხეთის ხიდიდან გადავვარდი, თვალი რეანიმაციაში გავახილე. გადავრჩი, მაგრამ შეიძლებოდა, წელქვევით მოწყვეტილი დავრჩენილიყავი. მაშინ ვიფიქრე, რომ ეს იყო განწმენდის პროცესი. ჩემი ცხოვრების ბოლო ათ წელს ასე დავარქვი. არავინ არ იცოდა, როგორ მიჭირდა, სტრესისა და მუქარის ქვეშ ვიყავი. არ მიყვარს, როდესაც წუწუნებენ, ჩემი თავმოყვარება არ მაძლევდა ამის უფლებას. 2009 წელს, როდესაც წიგნის წერა დავიწყე, მაცივარი გამოვაღე და იქ სიცარიელე დამხვდა, მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ისეთი უნდა გამეკეთებინა, რაც გაიყიდებოდა.

- კარიერული თვალსაზრისით აღმასვლის გარდა, ხშირად ჩავარდნებიც გქონიათ, მაგრამ აქტუალურობას მაინც ინარჩუნებდით.

- პიარტექნოლოგი ვარ და კარგად ვიცი, რა უნდა გავაკეთო, რომ მუდმივად ყურადღების ცენტრში ვიყო. ათი წლის განმავლობაში მუდმივად ვახერხებდი თავის შეხსენებას. რთულია ზღვარის დაიცვა, მაგრამ ამას ვახერხებდი. შვიდი წლის წინ ჩემი და ანრის ცეკვა საზოგადოებისთვის დღესაც აქტუალურია. მე ვლაპარაკობ პატარა სკანდალებზე, თუ არ ჩავთვლით იმას, რის გამოც მოდულის შენობაში მოვხვდი, აქაც იყო პიარის ელემენტები. ორი შვილის დედა ვარ და ჩემი ხმამაღალი სიტყვა არავის ახსოვს და არც ფეთქებადი ხასიათი მაქვს, მაგრამ ეს იყო მომენტი, როდესაც ჩემთვის გასართობი შოუების ეპოქა დამთავრდებოდა. დიდი ხანი ვაპირებდი წიგნის დაწერას მძიმე თემაზე და ამას, მინიმუმ ნახევარწლიანი მორალური მომზადება სჭირდებოდა. მინდოდა, საკანი შიგნიდან მენახა, იმ შეგრძნების გაგება მინდოდა, როდესაც რკინის კარი შენ წინ იხურება და საკანში მარტო რჩები. ეს ის ხმაა, რომელიც მუდმივად ყურში გრჩება. საკანში კიდევ არის რაღაც ხმები, რაც, თუ ვერ გაიგე, ვერასოდეს გადმოსცემ.

- თქვენი ცხოვრების რა ეტაპზე დაინტერესდით პენიტენციური სისტემით?

- 2000 წელს ეთნიკური პრობლემების დასაცავი არასამთავრობო ორგანიზაცია შევქმენი. დავდიოდი მთელი საქართველოს მასშტაბით და ვხვდებოდი, რომ ყველაზე მეტად უჭირდათ პატიმრებს, მით უმეტეს, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს. ახალ წელს შევდიოდი ციხეებში და საჩუქრები მიმქონდა ქალბატონებისთვის. მაშინ ერთეული იყო წამების ფაქტები და ისიც ისე ხდებოდა, რომ საზოგადოება ვერ იგებდა. ქალთა ციხეში "მის საპატიმროს" კონკურსსაც ვატარებდით. შემდეგ შევარდნაძის მთავრობაში პრეზიდენტმა გამომიძახა და განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის მოადგილედ დამნიშნა. პირველი, რაც გავაკეთე, ცხინვალში ქართველ პატიმრებს მივაკითხე და ოს პატიმრებში გადავცვალე. რამდენი წელია, რაც ციხეებში წამებაზე ვლაპარაკობ. შევდიოდი და საკანში ვნახულობდი პატიმრებს, არ უნდა იუკადრისო და ბევრს ეს ეშლება. ვაპროტესტებდი იმ დაჭერებსაც, რაც სააკაშვილის პერიოდში ხდებოდა, სწორედ ამ თემაზე მოგვივიდა უთანხმოება და მაშინ კონფლიქტებში მინისტრად არ წავედი. ვეუბნებოდი, რომ არ შეიძლებოდა ადამიანების გაშიშვლება ტელევიზიის საშუალებით. მაშინ ჯერ კიდევ მქონდა ციხეებში შესვლის საშუალება და არასოდეს დამავიწყდება ის დაკავებული მაღალჩინოსნები, რომლებიც სასათბურე პირობებიდან საკანში მოხვდნენ. ციხის საჭმელს ვერ ჭამდნენ და სახლიდან მიმქონდა მათთვის საკვები. რომ არა მაშინ სააკაშვილის კეთილგანწყობა, მეც დამიჭერდნენ.

- ციხის კადრების გამოქვეყნების შემდეგ თქვენ მუდმივად იდექით ციხეების წინ და აპროტესტებდით. პატიმრები თქვენს სახელს სკანდირებდნენ, ეს რით დაიმსახურეთ იმ ციხეში, სადაც შესვლის უფლება აღარ გქონდათ?

- წლები მიმოწერა გვქონდა. ცოდვა გამხელილი სჯობს და თავიდან ჩემს მისამართსაც არ ვაძლევდი და ჩემი ძმის მისამართზე მოდიოდა წერილები. ციხე არის სტრუქტურა, თუ ერთმა იცის, იცის ყველამ. როდესაც ჩემი წიგნი "გისოსებს მიღმა საქართველოა" გამოვიდა, ის პატიმრები, რომლებთანაც მიმოწერა მქონდა, სასტიკად სცემეს და კარცერში ჩაყარეს, პირადად კალმახელიძის მითითებით.

- ხშირად ისმის ხათუნა კალმახელიძის მიმართ ბრალდება, რამდენად საფუძვლიანია ეს ბრალდებები?

- უმძიმესი ფაქტები მოვიპოვე. არის პატიმარი მამაკაცი, რომელიც სპეციალურად შეიყვანეს თამაზ თამაზაშვილის საკანში, რომელსაც ტაბლეტის საშუალებით უნდა მოეწამლა და სამ თვეში ღვიძლი დაეშლებოდა. პატიმარი შემხვდა და მომიყვა, რომ ახალაიამ და კალმახელიძემ ხუჭუას კაბინეტში აიყვანეს და აპირებს, პროკურატურას მისცეს ეს ჩვენება.

- ამ პროცესს კალმახელიძეც ესწრებოდა?

- ხათუნაც ესწრებოდა იმ ლაპარაკს, რომ თამაზაშვილი ციხიდან ცოცხალი არ უნდა გასულიყო, მანამდე ეს პატიმარი მორგში დაამწყვდიეს და ბადრაგი, მეტსახელად სომეხა, გარდაცვლილ პატიმრებს ნაღვლის ბუშტს აცლიდა და უჩვენებდა, რომ მასაც ცოცხლად ასე გაუკეთებდა.

- რამდენად სარწმუნოა მისი ჩვენებები?

- ის ამბობს, რომ პროკურატურასთან ითანამშრომლებს და ფაქტებიც აქვს. ცოცხალი მოწმეა და გამბედაობა და ვაჟკაცობა ეყო, რომ ეს დავალება არ შეესრულებინა. გლდანის ციხესთან პირველი ღამე 19-ში გავათენეთ და შემდეგ დაიწყო ციხეში პატიმრების პროტესტი, იმ დროს მხოლოდ მე ვიყავი პატიმრებთან პირისპირ და ერთადერთი, რაც მათგან მოდიოდა, იყო მხოლოდ მადლიერების გრძნობა და ანთებული სანთლები. სკანდირებდნენ ჩემს სახელს და ამბობდნენ, რომ გისოსებს მიღმა საქართველოა. ტუღუშს არ უნდოდა ჩემი მონიტორინგის ჯგუფში შეყვანა, რადგან პირველივე დღეს ღიად დავუპირისპირდი. ის ცდილობდა, ახალ მთავრობასაც მორგებოდა და ამის მცდელობა პირველივე დღეს მოვუსპე. ლეღვის ფოთოლი და "ჩისტილშჩიკი" ვეძახე იმიტომ, რომ ბაჩო ახალაიას, ხათუნა კალმახელიძისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მოლაპარაკებების კადრები ციხის კედლებში მას მერე გაქრა, რაც ტუღუში მივიდა სამსახურში. შემდეგ მონიტორინგის ჯგუფის ფარგლებში საკან-საკან დავდიოდი და პატიმრები კარგად მიღებდნენ. უმძიმესი მდგომარეობა დამხვდა მეშვიდე საპყრობილეში, სადაც ე.წ. ქურდები ჰყავთ. ეს არის დატბორილი შენობა, საიდანაც ადამიანი დაავადებული გამოვა. ასევე უმძიმესი პირობებია ორთაჭალის პირველ საპყრობილეში და რუსთავის მეექვსეში, კრიტში, სადაც პატიმრებს შეკრებითობის პრინციპით ძალიან დიდი სასჯელი აქვთ.

- როგორ მოხვდით ახალ თანამდებობაზე?

- მე და სოზარი ბევრ აქციაზე ერთად დავდიოდით. ბოლოს, ჩემი წიგნის "გისოსებს მიღმა საქართველოა" პრეზენტაციის დროს, მსვლელობა გავმართე, სოზარი შემთხვევით შემხვდა, ესეც სიმბოლური იყო. როდესაც ის არჩევნებში ჩაება, მე ციხეებთან ვაგრძელებდი ბრძოლას. პროცესის დასტაბილურების შემდეგ მითხრა, შენ იცი შიდა სამზარეულო, კარგად გამოგდის პატიმრებთან ურთიერთობაო.

- პირველი რჩევა რა მიეცით ბატონ სუბარს?

- პოლიტპატიმრის ნორა კვიციანის გათავისუფლება ვურჩიე. პატიმრების საერთო პრობლემების მოგვარება დავიწყეთ, დარეკვის პრობლემა, ტელევიზორების დადგმა, ჩაცმა, თბილი ტანსაცმელი. ახლა, როდესაც ჰუმანური გზით მივდივართ, პრესაც შევა და ახალი ტენდერი ჩატარდება, ლოიალური ფასები იქნება შიდა მაღაზიებში. მოგვარდება პაემნების პრობლემაც.

- როგორი უფროსია სოზარი?

- არაჩვეულებრივი, ისეთივე, როგორი ადამიანიც არის და როგორი სახალხო დამცველიც იყო.

- ახალი მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ხართ, პრემიერ-მინისტრი თუ გაიცანით?

- არა, მეტსაც გეტყვით, ოცნების წევრიც არ ვყოფილვარ. ჩემი ცხოვრებისეული კრედოა, რომ არც ერთი პარტიის წევრი არ ვიყო, იმდენად მაღალი მაქვს დამოუკიდებლობის შეგრძნება, რომ ამაშიც მჟღავნდება. ვფიქრობ, დადგება მომენტი, როდესაც პიროვნულად გავიცნობ ამ ადამიანს. რა თქმა უნდა, ოცნების მხარდამჭერი ვიყავი, მაგრამ მიმაჩნდა, რომ პარტიაში ჩემი შესვლა საჭირო არ იყო, იმდენად ბევრი ადამიანია. აქვე მინდა, სინანული გამოვთქვა, რომ ჩვენს პარლამენტში ქალების ისეთი სიმცირეა, ირანის პარლამენტივით არის. დარღვეულია გენდერული ბალანსი და ასევე ეთნიკური უმცირესობების ბალანსი და მიმაჩნია, რომ ეს უნდა გამოსწორდეს. საქართველო ძლიერი ქალების ქვეყანაა.

- ლალი, რას იტყვით თქვენი მისამართით წამოსულ ფოტო და ვიდეოკომპრომატების ომზე?

- ნორმალურია, ძალიან ვაინტერესებ საზოგადოებას, სანამ ასეთი პოპულარული ვიქნები, ასმაგად დამაფასებენ. მეშინია იმ ადამიანის, ვისზეც კომპრომატი არ დაიდება, თუნდაც ფოტოს სახით. მე ძალიან ვერიდები ადამიანებს, რომლებზეც არასოდეს უქილიკიათ, არაფერი უთქვამთ, თითქოს იდეალურები არიან, ასეთი იდეალური იყო ჩიკატილო და მრავალი ადამიანის მკვლელი აღმოჩნდა. ეს უკვე ის ეტაპია, როდესაც გააზრებული გაქვს, რა გზა გამოიარე. ვფიქრობ, სწორად მოვედი დღემდე, დიდი დანაკარგების გარეშე. პროფესიულად შევდექი, რაც კმაყოფილების განცდას იწვევს, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ რა წუთშიც საკუთარი თავით კმაყოფილი იქნები, იქ დამთავრდება ცხოვრება.

- პირადი ცხოვრება?

- ამაზე ჯერ არ მიფიქრია. გეტყვით, როგორც ვივიენ ლის გმირი "ქარწაღებულებიდან" - ამაზე ხვალ ვიფიქრებ.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"