მსახიობმა ვაინონა რაიდერმა ჯგუფ The Killers-ის ახალ კლიპში მიიღო მონაწილეობა, რომლის რეჟისორი ტიმ ბერტონია. გადაღებები ინგლისის საკურორტო ქალაქ ბლეკპულში მიმდინარეობდა.
მედია არ იტყობინება, ბერტონმა ჯგუფის ბოლო ალბომის რომელი სიმღერის ეკრანიზებას მოჰკიდა ხელი.
ადრე ტიმ ბერტონმა The Killers-თვის ალბომ "Sam's Town"-დან სიმღერა "Bones"-ზე კლიპი გადაიღო.
ჯგუფის ლიდერ ბრენდონ ფლაუერსს ბერტონთან არაერთხელ უთანამშრომლია: მუსიკოსი მონაწილეობდა ფილმებში "ბიტლჯუსი"და "მაკრატელხელება ედვარდი". ფლაუერსმა რეჟისორის ბოლო სრულმეტრაჟიანი ნამუშევრის, მულტფილმ "ფრანკენვინის" პერსონაჟიც გაახმოვანა.
მომზადებულია Gigwise-ის მიხედვით.