საბჭოთა დროის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პოლიტემიგრანტს, სტალინის ქალიშვილ სვეტლანა ალილუევას წლების განმავლობაში ამერიკული კონტრდაზვერვა უთვალთვალებდა. სვეტლანა ალილუევა სსრკ-დან აშშ-ში 1976 წელს გაემგზავრა.
ამას ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დოკუმენტები მოწმობს, რომლებიც ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის საფუძველზე სააგენტო Associated Press-ის მოთხოვნით გამოაქვეყნეს. მასალები, რომელსაც ალილიევას დოსიე შეიცავს, ძირითადად 1960-იანი წლების ბოლო პერიოდს ეხება. ეს არის არა მხოლოდ საიდუმლო მოხსენებები, არამედ საგაზეთო სტატიები.
ერთ-ერთი ანგარიში, რომელიც "კონფიდენციალურ ინფორმატორთან" საუბარს ეფუძნება, ნათქვამია რომ ალილუევას მაგალითმა, აღმოსავლური ბლოკის ქვეყნეში მცხოვრებ ადამიანებზე, რომლებიც ქვეყნიდან გაქცევაზე ფიქრობენ, შეიძლება "ძლიერი ზემოქმედება მოახდინოს".
ამერიკის მთავრობას ძირითადად აინტერესებდა, თუ როგორ აისახებოდა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ალილუევას აშშ-ში გადასვლა და დასავლეთში მისი ცნობილი წიგნის "ოცი წერილი მეგობარს" გამოქვეყნება.
მოსკოვში აცნობიერებდნენ, რომ სტალინის ქალიშვილის გადაწყვეტილებამ საბჭოთა იდეოლოგიას სერიოზული დარტყმა მიაყენა.
ალილუევას საბჭოთა მოქალაქეობა ჩამოართვეს. სსრკ-ში მას ორი შვილი დარჩა. სამშობლოში დაბრუნება კი მხოლოდ 1984 წელს შეძლო. იმ დროისთვის იგი ამერიკელი არქიტექტორი მეუღლის გვარს ატარებდა და ლანა პიტერსი ერქვა.
საბჭოთა კავშირში ცხოვრება მან ვერ შეძლო და 1986 წელს სამშობლო მეორედ და უკანასკნელად დატოვა.
ალილუევა ერთი წლის წინ ქალაქ რიჩლენდ-სენტერში (შტატი ვისკონსინი) 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.