სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე "მის დედამიწა" რუსეთის წარმომადგენელმა, 24 წლის ნატალია პერევერზევამ საკუთარი ქვეყანა გაკიცხა. როდესაც ნატალიას ჰკითხეს, ყველაზე მეტად რის გამო ეამაყება, რომ რუსია, ყველასთვის მოულოდნელად მან რუსეთს გაღატაკებული ქვეყანა უწოდა.
"ჩემი რუსეთი ძალიან თბილი და კაშკაშაა. რუსეთი ძროხას მაგონებს, რომელსაც დიდი თვალები აქვს, სასაცილო რქებითა და პირით. რუსეთი ჩემი ტკივილიცაა. ის მრავალტანჯული ქვეყანაა, რომელიც ურწმუნო, უნამუსო ხალხმა უმოწყალოდ დაგლიჯა. რუსეთი დიდი არტერიაა, საიდანაც "რჩეული" ადამიანები დრენაჟით აშრობენ მის სიმდიდრეს. ჩემი რუსეთი გაღატაკებული და გამათხოვრებულია. რუსეთი ვერ ეხმარება მოხუცებსა და ობლებს. ამ ქვეყნიდან ინჟინრები, მასწავლებლები და ექიმები გარბიან, რადგანაც საარსებოდ არაფერი გააჩნიათ. რუსეთმა ფაშიზმზე გაიმარჯვა, მაგრამ გამარჯვებას მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორ მეკითხებით, რომ ნაციონალიზმი ამ ქვეყანაში წარმატებას მიაღწევს? ჩემი ძვირფასი, საცოდავი რუსეთი", - განაცხადა ნატალიამ.
თუმცა, ნატალია იმედს გამოთქვამს, რომ მის ქვეყანაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ნატალიამ თანამოქალაქეებს რუსეთის აყვავებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ არ უნდა ვიცხოვროთ როგორც მომხმარებლებმა.
ნატალიას სიტყვებმა რუსეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.