ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებით გამორჩეული კომპანია "ტექნო ბუმი" 20 ნოემბრიდან ტრადიციული აქციით - "ჯადოსნური ბუმით" მომხმარებლის სურვილებს აასრულებს. კომპანიის ინფორმაციით, "ტექნო ბუმი" ყველა მყიდველს, ვისაც ტექნიკის შეძენა სურს, "ჯადოსნურ ბუმში" ჩართვას სთავაზობს. აქციის მიხედვით, გარდა იმისა, რომ თითოეული თქვენგანი მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ტექნიკას საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად "ტექნო ბუმში" შეიძენს, ამავდროულად საშუალება გეძლევათ, საჩუქრების ბუმიდან დამატებითი საჩუქრები მიიღოთ.
აქციის პირობების თანახმად, მომხმარებელები ტექნიკის შეძენისას მწარმოებლების მიერ დაწესებული საჩუქრების ბუმიდან სასაჩუქრე ბარათს თავად ამოიღებენ, სადაც საჩუქრის დასახელება იქნება მითითებული. მსხვილი ტექნიკის შეძენისასას მიიღებთ ერთ ბარათს, ხოლო სხვა ნებისმიერი ტექნიკის შეძენისას ორ ნივთზე მიიღებთ ერთ სასაჩუქრე ბარათს. სხვადასხვა სახეობის 100-ზე მეტ საჩუქარს შორის, შანსი გეძლევათ, LCD ტელევიზორების, კომპიუტერების, ნოუთბუქების, ფოტოაპარატების, მაცივრების, სარეცხი მანქანების, უთოების, ფენების, ბლენდერების, სენდვიჩის აპარატების, მობილური ტელეფონებისა დ სხვა სახის საჩუქრების მფლობელები გახდეთ.
იჩქარეთ "ჯადოსნური ბუმი" და სურვილების ასრულება "ტექნო ბუმის" ყველა ცენტრში: თბილისში, ბათუმში, გორში, ზესტაფონსა და ქუთაისში 20 ნოემბრიდან დაიწყება და საჩუქრების ამოწურვამდე გაგრძელდება.
R