მომღერალი ვერა ბრეჟნევა ჟურნალ Maxim-ის რეიტინგს - "რუსეთის ყველაზე სექსუალური ქალი" ლიდერობს. Maxim-ი რუსეთის სექსუალური ქალების ასეულს ყოველწლიურად აქვეყნებს.
პოპ-ჯგუფ "ვია გრას" ყოფილი სოლისტი ვერა ბრეჟნევა ორი შვილის დედაა. იგი ქმარს, ბიზნესმენ მიხეილ კიპერმანს ახლახან დაშორდა.
მეორე ადგილი მსახიობ იულია სნიგირს ერგო. მას საზოგადოება ფილმით "დასახლებული კუნძული" იცნობს. იულია პირველ პოზიციაზე ფილმის - "კერკეტი კაკალი: კარგი დღე, რომ მოკვდე" თრეილერის წყალობით მოხვდა, სადაც იგი ჰოლივუდის ვარსკვლავ ბრიუს უილისს ხიბლავს.
მესამე ადგილი მსოფლიო მასშტაბის მოდელს, ქველმოქმედსა და მსახიობს ნატალია ვოდიანოვას ერგო.
მეოთხე ადგილზე ოქსანა აკინშინა გავიდა. მსახიობმა საჯარო ცხოვრება მიატოვა და მეორე ბავშვს ელოდება. მისი რჩეული ქართველი პროდიუსერი არჩილ გელოვანია.
მეხუთე ადგილი მსახიობმა რავშანა კურკოვამ დაიკავა, რომელიც რეკლამებსა და მოდურ ჩვენებებში მონაწილეობითაა ცნობილი.
მეექვსე ადგილი ფეხბურთელ რონალდუს საცოლე ირინა შეიკს ერგო. ირინასთვის ჟურნალის რეიტინგში მოხვედრა დებიუტია. მან რუს მამაკაცებში პოპულარობა შოუს - "ტოპ-მოდელი რუსულად" წაყვანის შემდეგ მოიპოვა.
მეშვიდე ადგილი ახალგაზრდა დედამ ლიზა ბოიარსკაიამ დაიკავა. ლიზამ ახლახან ვალერი მელაძის მორიგ ეროტიკულ კლიპში მიიღო მონაწილეობა.
მერვე ადგილზე - მუსიკალურ ჯგუფ "ვია გრას" ყოფილი წევრი ტატიანა კოტოვა გავიდა.
მეცხრე ადგილი ასევე ყოფილ "ვია გრას" სოლისტს ანა სედოკოვას ერგო. გოგონამ აქტიური სოლო კარიერა დაიწყო და ჰოლივუდში მოხვედრაზე ოცნებობს.
ათეულს სექსუალური ტელეწამყვანი ირინა პონაროშკუ ასრულებს.
მომზადებულია Maxim-ის მიხედვით.
ასევე იხილეთ: ვერა ბრეჟნევა MAXIM-სთვის გაშიშვლდა