მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ოქრუაშვილი დაკავების შემდეგ გლდანის ციხეში გადაიყვანეს
ირაკლი ოქრუაშვილი დაკავების შემდეგ გლდანის ციხეში გადაიყვანეს

ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, რო­გორც ძებ­ნი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თი­სას და­ა­კა­ვეს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლოს­კენ დაძ­ვრის შე­სა­ხებ გუ­შინ შე­ი­ტყო, რო­დე­საც იგი ბი­ძას­თან ერ­თად სა­ზღვარს მო­უ­ახ­ლოვ­და.

"ვიცი, რომ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ბი­ძას­თან, ზუ­რაბ გი­გუ­აშ­ვილ­თან ერ­თად გუ­შინ ღამე გად­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე. ის, რო­გორც ძებ­ნი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია გი­გუ­აშ­ვილ­თან ერ­თად და შე­სახ­ლე­ბუ­ლია გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ჩემი ვა­რა­უ­დით, მისი დაბ­რუ­ნე­ბა იმას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, რომ მან ქვეყ­ნის შიგ­ნით და­ამ­ტკი­ცოს თა­ვი­სი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა და იპო­ვოს სი­მარ­თლე. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რა პი­რო­ბებ­ში გა­ა­ძე­ვეს ის ქვეყ­ნი­დან და რაც არ უნდა დამ­ნა­შა­ვედ ყო­ფი­ლი­ყო მიჩ­ნე­უ­ლი, არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა ძა­ლით ჩას­ვას თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე თვითმფრი­ნავ­ში", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით არა­ერ­თი პრო­ცე­დუ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მათ შო­რის, რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, პარ­ლა­მენ­ტი მას პო­ლი­ტი­კურ დევ­ნი­ლად მი­იჩ­ნევს.

"ამ ფაქ­ტზე ნამ­სჯე­ლი აქვს გერ­მა­ნი­ის და საფ­რან­გე­თის სა­სა­მარ­თლო­ებს, რომ­ლებ­მაც იგი თა­ვის დრო­ზე ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სით აღ­ჭურ­ვეს. ვუ­ერ­თდე­ბი პო­ზი­ცი­ას, რომ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის" მიერ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნი­ლი იყო. თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ის ავ­ტო­მა­ტუ­რად ყვე­ლა სა­ვა­რა­უ­დო ბრალ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით უდა­ნა­შა­უ­ლოა. ამას სჭირ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა. არ­სე­ბობს არა­ერ­თი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, მათ შო­რის უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა 2011 წლის მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბის წინ. დაგ­ვხვდა ბევ­რი ეპი­ზო­დი, რო­გორც სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი მემ­კვიდ­რე­ო­ბა. ოქ­რუ­აშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბის მი­ზა­ნი ვფიქ­რობ არის, რომ მან აქ ამ­ტკი­ცოს სა­კუ­თა­რი სი­მარ­თლე", - აღ­ნიშ­ნა წუ­ლუ­კი­ან­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ირაკლი ოქრუაშვილი დაკავების შემდეგ გლდანის ციხეში გადაიყვანეს

ირაკლი ოქრუაშვილი დაკავების შემდეგ გლდანის ციხეში გადაიყვანეს

ირაკლი ოქრუაშვილი, როგორც ძებნილი, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას დააკავეს, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოქრუაშვილის საქართველოსკენ დაძვრის შესახებ გუშინ შეიტყო, როდესაც იგი ბიძასთან ერთად საზღვარს მოუახლოვდა.

"ვიცი, რომ ოქრუაშვილი ბიძასთან, ზურაბ გიგუაშვილთან ერთად გუშინ ღამე გადმოვიდა საქართველოს საზღვარზე. ის, როგორც ძებნილი დაკავებულია გიგუაშვილთან ერთად და შესახლებულია გლდანის მე-8 დაწესებულებაში. ჩემი ვარაუდით, მისი დაბრუნება იმას ემსახურებოდა, რომ მან ქვეყნის შიგნით დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და იპოვოს სიმართლე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რა პირობებში გააძევეს ის ქვეყნიდან და რაც არ უნდა დამნაშავედ ყოფილიყო მიჩნეული, არავის აქვს უფლება ძალით ჩასვას თავისი მოქალაქე თვითმფრინავში", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ოქრუაშვილის მისამართით არაერთი პროცედურა მიმდინარეობს. მათ შორის, როგორც მინისტრმა აღნიშნა, პარლამენტი მას პოლიტიკურ დევნილად მიიჩნევს.

"ამ ფაქტზე ნამსჯელი აქვს გერმანიის და საფრანგეთის სასამართლოებს, რომლებმაც იგი თავის დროზე ლტოლვილის სტატუსით აღჭურვეს. ვუერთდები პოზიციას, რომ ოქრუაშვილი "ნაციონალური ხელისუფლების" მიერ პოლიტიკური ნიშნით დევნილი იყო. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ავტომატურად ყველა სავარაუდო ბრალდებასთან დაკავშირებით უდანაშაულოა. ამას სჭირდება გამოძიება. არსებობს არაერთი სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის უკანონო შეიარაღებული ფორმირებების ორგანიზებასთან დაკავშირებული ბრალდება 2011 წლის მაისის მოვლენების წინ. დაგვხვდა ბევრი ეპიზოდი, როგორც სისხლის სამართლებრივი მემკვიდრეობა. ოქრუაშვილის დაბრუნების მიზანი ვფიქრობ არის, რომ მან აქ ამტკიცოს საკუთარი სიმართლე", - აღნიშნა წულუკიანმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა