პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეწყალების კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 1400 საქმიდან ნახევარზე ნაკლებს მისცა
შეწყალების კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 1400 საქმიდან ნახევარზე ნაკლებს მისცა

შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე და­დე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცია 1400 საქ­მი­დან ნა­ხე­ვარ­ზე ნაკ­ლებს მი­ე­ცა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ელე­ნე თევ­დო­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

თევ­დო­რა­ძემ კონ­კრე­ტუ­ლი რი­ცხვის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამას უკვე პრე­ზი­დენ­ტი გან­სა­ზღვრავს. მი­სი­ვე ცნო­ბით, შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ამ თან­ხმო­ბა მის­ცა იმ პა­ტიმ­რებს, რომ­ლებ­საც არ აქვთ ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბა, არ არი­ან და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის, რე­ცი­დი­ვის­ტო­ბი­სა და ტრე­ფი­კინ­გის­თვის.

"აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლას, ვი­საც ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი ნა­ხე­ვა­რი ან ნა­ხე­ვარ­ზე ნაკ­ლე­ბი ვადა პა­ტიმ­რო­ბის, მი­ე­ცა და­დე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცია. მათ შო­რის არი­ან ძა­ლი­ან მძი­მე ავად­მყო­ფე­ბი და მი­ხა­რია, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­ტო­ვე­ბენ სა­პა­ტიმ­რო­ებს", - გა­ნა­ცხა­და ელე­ნე თევ­დო­რა­ძემ. მი­სი­ვე თქმით, და­დე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცია გა­ი­ცა ერთ არას­რულ­წლო­ვან­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა ქა­ლებს, ელე­ნე თევ­დო­რა­ძე ამ შემ­თხვე­ვა­შიც ზუსტ რი­ცხვს ვერ ასა­ხე­ლებს.

თევ­დო­რა­ძე ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა კო­მი­სი­ის კი­დევ ერთი წევ­რის, ლაშა ბუ­ღა­ძის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბას, რომ დღეს ის­ტო­რი­უ­ლი სხდო­მა იყო, რად­გან ყვე­ლა ის პა­ტი­მა­რი და­უბ­რუნ­დე­ბა სა­კუ­თარ სახ­ლებს, ვი­საც კო­მი­სი­ამ გა­უ­წია რე­კო­მენ­და­ცია და სია აღარ გა­მო­იხ­ში­რე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან. თევ­დო­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­მი­სი­ა­ზე ზო­წო­ლას არას­დროს არა­ვინ ახ­დენ­და. მი­სი­ვე თქმით, კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის და სხდო­მის დროს, გარ­და კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი­სა, მას არა­ვინ ეს­წრე­ბო­და. ამას­თან, ელე­ნე თევ­დო­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რას სია ეგ­ზავ­ნე­ბო­და ხოლ­მე სა­პატ­რი­არ­ქო­დან.

შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის სხდო­მა დღეს თით­ქმის რვა სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ელე­ნე თევ­დო­რა­ძის თქმით, ახლა უკვე კო­მი­სია ტექ­ნი­კურ სა­მუ­შა­ო­ებს გა­დის და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­ტო­ვებს სა­პა­ტიმ­რო­ებს, სა­ვა­რა­უ­დოდ 22 ნო­ემ­ბრის­თვის გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შეწყალების კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 1400 საქმიდან ნახევარზე ნაკლებს მისცა

შეწყალების კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 1400 საქმიდან ნახევარზე ნაკლებს მისცა

შეწყალების კომისიის დღევანდელ სხდომაზე დადებითი რეკომენდაცია 1400 საქმიდან ნახევარზე ნაკლებს მიეცა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძემ განუცხადა.

თევდორაძემ კონკრეტული რიცხვის დასახელებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ამას უკვე პრეზიდენტი განსაზღვრავს. მისივე ცნობით, შეწყალების კომისიამ თანხმობა მისცა იმ პატიმრებს, რომლებსაც არ აქვთ ჩადენილი მკვლელობა, არ არიან დაპატიმრებული ნარკოტიკის რეალიზაციისთვის, გაუპატიურებისთვის, რეციდივისტობისა და ტრეფიკინგისთვის.

"აქედან გამომდინარე, ყველას, ვისაც ჰქონდა დარჩენილი ნახევარი ან ნახევარზე ნაკლები ვადა პატიმრობის, მიეცა დადებითი რეკომენდაცია. მათ შორის არიან ძალიან მძიმე ავადმყოფები და მიხარია, რომ ეს ადამიანები უახლოეს დღეებში დატოვებენ საპატიმროებს", - განაცხადა ელენე თევდორაძემ. მისივე თქმით, დადებითი რეკომენდაცია გაიცა ერთ არასრულწლოვანზე. რაც შეეხება ქალებს, ელენე თევდორაძე ამ შემთხვევაშიც ზუსტ რიცხვს ვერ ასახელებს.

თევდორაძე ასევე გამოეხმაურა კომისიის კიდევ ერთი წევრის, ლაშა ბუღაძის დღევანდელ განცხადებას, რომ დღეს ისტორიული სხდომა იყო, რადგან ყველა ის პატიმარი დაუბრუნდება საკუთარ სახლებს, ვისაც კომისიამ გაუწია რეკომენდაცია და სია აღარ გამოიხშირება პროკურატურის მხრიდან. თევდორაძის განცხადებით, კომისიაზე ზოწოლას არასდროს არავინ ახდენდა. მისივე თქმით, კომისიის მუშაობის და სხდომის დროს, გარდა კომისიის წევრებისა, მას არავინ ესწრებოდა. ამასთან, ელენე თევდორაძემ აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, პროკურატურას სია ეგზავნებოდა ხოლმე საპატრიარქოდან.

შეწყალების კომისიის სხდომა დღეს თითქმის რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ელენე თევდორაძის თქმით, ახლა უკვე კომისია ტექნიკურ სამუშაოებს გადის და საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რამდენი ადამიანი დატოვებს საპატიმროებს, სავარაუდოდ 22 ნოემბრისთვის გახდება ცნობილი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ