მომღერალ კრისტინა აგილერას ზედმეტი კილოგრამების გამო ხშირად დასცინიან, თუმცა ამ ფაქტს ქერათმიანი ვარსკვლავი არ განიცდის და საკუთარ "კონტურებში" თავს კომფორტულად გრძნობს.
კრისტინას საზოგადოების აზრი რომ დიდად არ აღელვებს, ამერიკული მუსიკის დაჯილდოების (American Music Award) ცერემონიალზე კიდევ ერთხელ დადასტურდა.
ვარსკვლავმა ცელულიტი და ზედმეტი კილოგრამები ღია ფერის ტანზე მომდგარ კაბაში "გამოფინა". ამ ფერისა და სტილის კაბაში წონა უფრო თვალშისაცემია. მოდის კრიტიკოსებმა აგილერა American Music Award-ის წითელი ხალიჩის ყველაზე უგემოვნო ვარსკვლავად აღიარეს.
მომზადებულია haryanaabtak.com-ის მიხედვით.