იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავას განცხადება, თითქოს მას ნარკოტიკი და იარაღი ჩაუდეს, სიცრუეა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თეა წულუკიანმა განუცხადა. მისივე თქმით, გუნავას შეუძლია, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით იდავოს.
ამასთან, თეა წულუკიანი გამოეხმაურა პროკურატურის მიერ გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გიორგი კალანდაძის კიდევ ერთხელ დაბარებას.
"ძალიან კარგი, თუ დაიბარეს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.