საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, "ამი­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა­ზე კა­ნონ­მდებ­ლებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რის, მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ას სი­ტყვით გა­მოს­ვლამ გა­მო­იწ­ვია, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ წლე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერთი კრი­მი­ნა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა იყო, ამ­ჟა­მად კი, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ევ­რო­პა­ში ერთ-ერთი უსაფრ­თხოა.

სა­ჯა­ი­ა­სა და მის თა­ნა­გუნ­დე­ლებს კი უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა, კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ეკა ბე­სე­ლი­ამ ურ­ჩია ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ტერ­მინ "კრი­მი­ნა­ლურ მენ­ტა­ლი­ტეტს" ნუ გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ.

"ამ სი­ტყვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას ფრთხი­ლად უნდა იყოთ. გირ­ჩევთ, რომ მსგავს სი­ტყვებს ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ. ერს ნუ მი­ვა­ყე­ნებთ შე­უ­რა­ცხყო­ფას", - მი­მარ­თა ბე­სე­ლი­ამ უმ­ცი­რე­სო­ბას.

სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა კი, სხდო­მა­ზე აქ­ცენ­ტი სა­ჯა­ი­ას ასაკ­ზე გა­ა­კე­თეს, რა­მაც თა­ვად სა­ჯა­ი­ას პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია. დე­პუ­ტა­ტის 21 წლი­საა.

დე­პუ­ტატ­მა დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თა, რომ მის ასაკ­ზე ნუ ისა­უბ­რებ­დნენ. დე­პუ­ტა­ტებს შო­რის ხმა­უ­რი და სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბაც სწო­რედ ამის შემ­დეგ და­ი­წყო.

უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რმა თა­მარ ბო­კუ­ჩა­ვამ კო­მი­ტეტს მო­უ­წო­და, ყვე­ლა დე­პუ­ტა­ტის უფ­ლე­ბა იყოს და­ცუ­ლი.

მან სა­ჯა­ი­ას ასაკ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა შე­უ­რა­ცხყო­ფად აღიქ­ვა და მოწ­ვე­ულ სტუმ­რებს, კერ­ძოდ კი, ნანა კა­კა­ბა­ძეს, კო­რექ­ტუ­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, "ამინისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვაზე კანონმდებლებს შორის დაპირისპირება უმცირესობის წევრის, მარიამ საჯაიას სიტყვით გამოსვლამ გამოიწვია, რომელმაც აღნიშნა, რომ წლების წინ საქართველო ერთ-ერთი კრიმინალური ქვეყანა იყო, ამჟამად კი, ქართული სახელმწიფო ევროპაში ერთ-ერთი უსაფრთხოა.

საჯაიასა და მის თანაგუნდელებს კი უმრავლესობის წევრმა, კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ურჩია ქართულ საზოგადოებასთან მიმართებაში ტერმინ "კრიმინალურ მენტალიტეტს" ნუ გამოიყენებდნენ.

"ამ სიტყვების გამოყენებისას ფრთხილად უნდა იყოთ. გირჩევთ, რომ მსგავს სიტყვებს ნუ გამოიყენებთ. ერს ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას", - მიმართა ბესელიამ უმცირესობას.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა კი, სხდომაზე აქცენტი საჯაიას ასაკზე გააკეთეს, რამაც თავად საჯაიას პროტესტი გამოიწვია. დეპუტატის 21 წლისაა.

დეპუტატმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა, რომ მის ასაკზე ნუ ისაუბრებდნენ. დეპუტატებს შორის ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

უმცირესობის წევრმა თამარ ბოკუჩავამ კომიტეტს მოუწოდა, ყველა დეპუტატის უფლება იყოს დაცული.

მან საჯაიას ასაკზე გაკეთებული განცხადება შეურაცხყოფად აღიქვა და მოწვეულ სტუმრებს, კერძოდ კი, ნანა კაკაბაძეს, კორექტულობისკენ მოუწოდა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა