პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯასტინ ბიბერი კვლავ "წლის მომღერალი" გახდა
ჯასტინ ბიბერი კვლავ "წლის მომღერალი" გახდა

მომ­ღე­რალ­მა ჯას­ტინ ბი­ბერ­მა American Music Awards-ის პრე­მია ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ კა­ტე­გო­რი­ა­ში - "წლის მომ­ღე­რა­ლი" მო­ი­პო­ვა. გარ­და ამი­სა, თვრა­მე­ტი წლის კა­ნა­დე­ლი და­ა­ჯილ­დო­ვეს, რო­გორც პოპ და როკ მუ­სი­კის სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კა­ცი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი. ამ ჯილ­დოს ქა­ლის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ამე­რი­კელ­მა კეტი პე­რიმ გა­ი­მარ­ჯვა.

სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ბი­ბე­რი ყვე­ლა მის "მო­ძუ­ლეს" მი­ე­სალ­მა, რომ­ლე­ბიც ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მისი პო­პუ­ლა­რო­ბა ერთ ან ორ წელ­ზე მეტ­ხანს არ გას­ტან­და და დას­ძი­ნა, რომ იგი "აქ დიდი ხნი­თაა". ბი­ბე­რი "წლის მომ­ღე­რა­ლი" პირ­ვე­ლად არ ხდე­ბა: 2010 წელს იგი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რა­ლი გახ­და, რო­მელ­მაც ეს პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო მო­ი­პო­ვა.

ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე, რო­მე­ლიც ლოს-ან­ჯე­ლეს­ში კვი­რას გა­ი­მარ­თა, სა­უ­კე­თე­სო დამ­წყებ მომ­ღერ­ლად ბი­ბე­რის თა­ნა­მე­მა­მუ­ლე კარ­ლი რეი ჯეპ­სე­ნი, სა­უ­კე­თე­სო ჰიპ-ჰოპ-ის შემ­სრუ­ლებ­ლად კი აშე­რი და ნიკი მი­ნა­ჟი და­ა­სა­ხე­ლეს. კა­ტე­გო­რი­ა­ში ქან­თრი ლიუკ ბრა­ი­ან­მა და ტე­ი­ლორ სვიფტ­მა გა­ი­მარ­ჯვეს. ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მუ­სი­კის სა­უ­კე­თე­სო შემ­სრუ­ლებ­ლად ჯგუ­ფი Linkin Park-ი აღი­ა­რეს. კა­ტე­გო­რი­ა­ში - ელექტრო­ნუ­ლი სა­ცეკ­ვაო მუ­სი­კა, ჯილ­დო დე­ვიდ გუ­ე­ტამ მო­ი­პო­ვა.

პრე­მია American Music Awards 1973 წლი­დან გა­ი­ცე­მა. ნო­მი­ნან­ტებს ალ­ბო­მე­ბის გა­ყიდ­ვე­ბი­სა და ეთერ­ში ნა­მუ­შევ­რე­ბის რო­ტა­ცი­ით არ­ჩე­ვენ, ხოლო გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს ონ­ლა­ინ-არ­ჩევ­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ირ­ჩე­ვენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Associated Press-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ჯასტინ ბიბერი კვლავ "წლის მომღერალი" გახდა

ჯასტინ ბიბერი კვლავ "წლის მომღერალი" გახდა

მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა American Music Awards-ის პრემია ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში - "წლის მომღერალი" მოიპოვა. გარდა ამისა, თვრამეტი წლის კანადელი დააჯილდოვეს, როგორც  პოპ და როკ მუსიკის საუკეთესო მამაკაცი შემსრულებელი. ამ ჯილდოს ქალის ნომინაციაში ამერიკელმა კეტი პერიმ გაიმარჯვა.

სიტყვით გამოსვლისას ბიბერი ყველა მის "მოძულეს" მიესალმა, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ მისი პოპულარობა ერთ ან ორ წელზე მეტხანს არ გასტანდა და დასძინა, რომ იგი "აქ დიდი ხნითაა". ბიბერი "წლის მომღერალი" პირველად არ ხდება: 2010 წელს იგი ყველაზე ახალგაზრდა მომღერალი გახდა, რომელმაც ეს პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა.

ცერემონიალზე, რომელიც ლოს-ანჯელესში კვირას გაიმართა, საუკეთესო დამწყებ მომღერლად ბიბერის თანამემამულე კარლი რეი ჯეპსენი, საუკეთესო ჰიპ-ჰოპ-ის შემსრულებლად კი აშერი და ნიკი მინაჟი დაასახელეს. კატეგორიაში ქანთრი ლიუკ ბრაიანმა და ტეილორ სვიფტმა გაიმარჯვეს. ალტერნატიული მუსიკის საუკეთესო შემსრულებლად ჯგუფი Linkin Park-ი აღიარეს. კატეგორიაში - ელექტრონული საცეკვაო მუსიკა, ჯილდო დევიდ გუეტამ მოიპოვა.

პრემია American Music Awards 1973 წლიდან გაიცემა. ნომინანტებს ალბომების გაყიდვებისა და ეთერში ნამუშევრების როტაციით არჩევენ, ხოლო გამარჯვებულებს ონლაინ-არჩევნების მეშვეობით გულშემატკივრები ირჩევენ.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება