მინერალური წყლების ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი გამოჩნდება. კომპანია "კოკოტაურის" წარმოებული ახალი მტკნარი წყალი "მთის წყარო" გაყიდვაში წლის ბოლომდე ჩაეშვება და, როგორც მენეჯმენტში აცხადებენ, მომხმარებლის მოზიდვას მცირე დროში შეძლებს.
მტკნარი წყალი "მთის წყარო" ნახევარ და ერთლიტრიან ბოთლებში ჩამოისხმება და ხელმისაწვდომ ფასად გაიყიდება. თუმცა ზუსტი საბაზრო ღირებულება დანადგარების დამონტაჟების შემდეგ გაირკვევა.
კომპანია "კოკოტაური" ასორტიმენტთან ერთად სარეალიზაციო არეალსაც ზრდის და 2013 წლის დასაწყისიდან პროდუქციას თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში გაყიდის. ამ დრომდე ის მხოლოდ აჭარის ბაზარზე იყო წარმოდგენილი. "კოკატაურის" მინერალური წყლის ღირებულება 1 ლიტრიან ბოთლებში 60 თეთრს შეადგენს.
მენეჯმენტის ცნობით, კომპანიას 25-წლიანი ლიცენზია აქვს აღნიშნული წყლის ჩამოსხმაზე, ხოლო 10-წლიანი - მინერალურ წყალზე.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9